Monthly Archives: ოქტომბერი 2008

Back To Net

ვაშა! ძლივს გვეღირსა და დღეს ჩაგვერთო ინტერნეტი… იმისათვის, რომ 15 წუთში გათიშულიყო გადაუხდელობის გამო. მოკლედ, დილა, რა თქმა უნდა, ლანძღვა-გინებით დაიწყო. მერე გადავადება გავაკეთებინეთ და თან ყური მოვკარით, რომ გლობალურ ერთთვიან გადავადებას გააკეთებენ ალბათ (იმედია). ისე მოწყვეტილად ვგრძნობ თავს ყველაფრისგან. … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , | 16 Comments

Internet Kaput!

saxlshi nterneti ar maqvs am kavkasusisa da telekomis debiluri brzolebis gamo, samsaxuris kompshi unikodi ar maqvs, forumi ar maqvs, kai cxovreba ar maqvs. Convert.ge-c ki ar maqvs… So I’m isolated. Samagierod mada maqvs kargi. :D Momenatret yvelani.

Posted in Just, რა | 16 Comments

Childish Lies

რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, ვეგუები ახალ რეჟიმს და ახალ სამსახურს. პრინციპში, ყველაფერი კარგად მიდის – უკვე მქონდა სეილები, გარემოსაც გენიალურად შევეგუე. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ კიბორგა სულ მენატრება და მაკლია, სახლში რომ მოვდივარ – სძინავს. სახალისოა მუშაობა კი, განსაკუთრებით მაშინ, … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged | 41 Comments

The ‘Avadkob’

გუშინ მქონდა პირველი სამუშაო დღე. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყვი, რომ პირველი სამუშაო ორი საათი – იმიტომ, რომ ჯერ ახლების კომპებზე არ ყენდება მრეკავი პროგრამა და ცოტ-ცოტა ხანი ვიჯექით. [სამსახურის “შინაარსი” – ვურეკავთ ხალხს ამერიკაში, ვინც ონლაინ-შეკვეთა გააკეთა რომელიმე ‘ჩვენს’ … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , | 22 Comments

MindQuake

გუშინდელ მიწისძვრაზე მინდოდა დამეწერა. რაღაცნაირად მიყვარს ეს შეზანზარებები – მახსენებს  რა უმნიშვნელოა: – 2 კილოთი მძიმე ვარ თუ მსუბუქი; – 6 ლარს მიხდიან ერთ გვერდში თუ 7-ს; – სად დააწეპებს კიბორგა კევას; – დავტოვებ თუ არა საღამოს ჭურჭელს გასარეცხად; – … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , | 15 Comments

Parents to kill

გუშინ ღამიდან მოყოლებული ნერვულად მძგიპავს… თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურ ქსელებს საერთოდ ვერ ვიტან და გუშინიდან დღეს დილის ჩათვლით სადღაც 1000-ზე მეტი ფოტოს დადასტურება მომიწია Face.ge-ზე… ყველა კომენტარი, აბსოლუტურად ყველა ამ თემასთან დაკავშირებით რაც უნდა დამეწერა, რაც უნდა მეწუწუნა, მეთქვა ბიჭების … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 30 Comments

Boys, boys, boys…

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სტანდარტულ-ქართული გაგება “კაცობისა” არ მახასიათებს. ჩემთვის ადამიანის კაცობა არ იზომება არც: 1. დალეული სასმელის რაოდენობით. 2. ნაცემი ხალხის რაოდენობით. 3. ხელფასის რაოდენობით. 4. მამიკოს ხელფასის რაოდენობით. 5. უძრავ-მოძრავი ქონებით. 6. სასქესო ორგანოს ზომით. 7. შეყვარებულობის … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , , , , , | 38 Comments

Trainings – Day 1

კომპი გადამიფორმატა კიბორგამ და ამ ტექსტს ფორუმის ფანჯარაში ვწერ ქართული კლავის დაყენებამდე – და მეზიზღება. ზოგადად, ახალგადაფორმატებული კომპი მეზიზღება. დღეს მქონდა ტრენინგის პირველი დღე სამსახურში. უკვე დავწერე სადმე, რომ ადამიანების უმეტესობა გლუვია და მე ეს აღმოჩენა ყოველთვის ახლიდან მაოცებს? დავიწყოთ … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 13 Comments

588

კვირა დილას რომ მღვიძავს, ნორმალურია ახლა ეეს? კიბორგა სტრაიკზე სანამ წავიდოდა, ფაქტიურად უაზროდ დავცოფე და მერე სინდისის ქენჯნამ აღარ დამაძინა. ეს დღეები მივაკვდი face.ge-ს, რაც ამდენი ხანი არ მითარგმნია, სამ დღეში გავაკეთე. მართალია ამისგან გვარიანად ვზომბირდი, მაგრამ ღირდა. ხვალიდან ტრენინგები … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 18 Comments

სიგარეტი – დასკვნები After

როგორც იცით, სიგარეტს თავი დავანებე რამდენიმე ხნის წინ, ნუ, ჯამში სადღაც ალბათ 2 თვეა. ვერ ვიტან თავის დამნებებელთა კატეგორიას, რომლებიც სულ ნოტაციებს კითხულობენ და თავი ზეარსებები ჰგონიათ, რადგან აღარ ეწევიან. იმიტომ, რომ სინამდვილეში დანებებას დადებითი მხარეც მოჰყვა და უარყოფითიც. დავიწყებ … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 26 Comments