Timha 08.03 – Female Food Hero

8 მარტი ძალიან მაგარი ქალების გარემოცვაში გავატარე, ოღონდ ყვავილების, გულიკების და ბუშტების გარეშე, სამაგიეროდ კარტოფილებით, ღორებით, ძროხებით, ფერმებით, მეურნეობით.

არის ასეთი ორგანიზაცია, Oxfam, და აქვს კამპანია GROW,  რომელიც მიმართულია მეტი მოსავლის მოყვანაზე, ცოდნის გაზიარებაზე და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ჟიურის წევრი “Female Food Hero”-ს გამოსავლენად. 8 მარტს კი დაჯილდოება გაიმართა. ჩემი  Timha-ც ეს იყო: 12 ფერმერი ქალი და 12 ბლოგერი, რომელმაც პოსტები დაწერეს ამ ქალების შესახებ.

ისტორიების წაკითხვა და ქალბატონების გაცნობა აქ შეგიძლიათ. მე კიდევ მგონი ვბერდები – ბოლო ერთი წელია მიწასთან ურთიერთობის აუტანელი სურვილი მაქვს, მინდა, რომ მოვხნა, დავბარო, დავთოხნო, ყურძენი დავკრიფო, გავსხლა. ხანდახან არ ვიტყოდი უარს, შაბათ–კვირას მაინც ჩამოვმხტარიყავი ქუსლებიდან, ჩავმხტარიყავი ბოტებში და ჩემი საკვები მე თვითონ მომეყვანა.

ალბათ ეგ დროც მოვა.

oxfam grow

This entry was posted in Things I'm Happy About. Bookmark the permalink.

6 Responses to Timha 08.03 – Female Food Hero

  1. siyvarulovna ამბობს:

    მე ჯერ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მომინდეს დაბარვა, ხვა-თესვა და ა.შ :(
    მე ჯერ დილაობით ნამიან ბალახზე ახალი კიტრის კრეფა მიყვარს და პამიდორის სუნი ^_^
    ბლის ხეზე აძრომა და ვაშლის ხიდან მოწყვეტა და ეგრევე ჭამა, გაურეცხავი, სხვა მუღამი აქვს.

  2. brotseuli ამბობს:

    მე გაზაფულზე ძალიან მინდა ხოლმე ეზოში მუშაობა, მაგრამ ეზო არ მაქვს. ჩემს სამსახურს აქვს პატარა ბაღი და გადავწყვიტე ყვავილები მოვაშენო და ჩემი სურვილი ამით დავიკმაყოფილო :)

  3. enT ამბობს:

    ისე რაც უფრო ასაკში შედიხარო უფრო გიჩნდება სურვილიო მიწასთან გქონდეს ურთიერთობაო და ნეტა მართალია? :?

  4. ზოგი როგორ ზოგი როგორ ))

  5. ana ამბობს:

    შეგიძლია ეგ ახლა გააკეთო. ბევრი დრო გაქვს

დატოვე კომენტარი