Boys, boys, boys…

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სტანდარტულ-ქართული გაგება “კაცობისა” არ მახასიათებს. ჩემთვის ადამიანის კაცობა არ იზომება არც:
1. დალეული სასმელის რაოდენობით.
2. ნაცემი ხალხის რაოდენობით.
3. ხელფასის რაოდენობით.
4. მამიკოს ხელფასის რაოდენობით.
5. უძრავ-მოძრავი ქონებით.
6. სასქესო ორგანოს ზომით.
7. შეყვარებულობის პერიოდში მთელი სადაქალოს გულის მოგების მიზნით შარდენზე დახარჯული ფულით.
8. და ა.შ.

მოკლედ ეს მურთაზულ-ქართული კაცური ნაბორი ჩემთვის ამაზრზენია. და საკმაოდ ლოიალური ვარ მამრებისადმი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მეც კი, მეც კი გამომაქვს ვერდიქტი – “not man”.

დღეს მე და ჩეშირსკაია ავედით მირამაქსის მოსანახულებლად, რომელმაც გუშინ გოგო გააჩინა. წამოსვლისას სადღაც კიბეებზე გაირკვა, რომ მის ქმარს ჩხუბი მოსვლია სამშობიაროს ეზოში კაპოტის თავზე მსმელ (!) საზოგადოებასთან და მისი ძმაკაცები დასახმარებლად მოსულან, ნუ უჩხუბიათ.

საინტერესო ფაქტი: ამ ჩხუბში ჩაერია ამათი ნაცნობი თუ მეგობარი ერთ-ერთი გოგო, რომელმაც ასევე ვიღაცას დაარტყა გაშველებისას და იმ ვიღაცამაც წამოუდო. მე ვერ აღვწერ, როგორ ვერ ვიტან, როდესაც ქალები ერევიან კაცების ჩხუბში ფიზიკურად ან წიკვინით: “გააშველეეეთ, ვაიმეეე!”

მოსულ ბიჭებს შორის ერთ-ერთი ფორუმელიც იყო, ვისაც ვიცნობდი. როდესაც გაირკვა, რომ პატრული მოდის, ამ ფორუმელმა ბიჭუნამ გადაწყვიტა, რომ საკმარისად დაეხმარა ძმაკაცს ჩხუბში და ახლა დროა ჩემთან და ნატოშასთან ერთად ვითომც არაფერი, გაერიდოს პატრულს.
ეს იყო პირველი ნიშანი. მე არ ვიცი კაცურ სამყაროში რა მოსულა და რა არა, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანურ სამყაროში მეგობარს, თუ მასთან ერთად ეხვევი რამე შარში – მარტო არ ტოვებენ პატრულის წინ და გოგოებთან ერთად “ჩვენ რა შუაში ვართ” არ იპარებიან.

ტრანსპორტამდე მანძილი იყო გასავლელი, ამ დროს ეს ფორუმელი მიტრიალდება და მეკითხება, ფული თუ მაქვს, რომ პეკინამდე გავიყვანო (!).
ეს იყო მეორე ნიშანი. არა, მე არ ვითხოვ მამაკაცისგან ფულის დახარჯვას ჩემზე და კაფეში შემითავაზებია თანხის გაყოფა, ყოფილა შემთხვევები, რომ გაგვიყვია და ყოფილა შემთხვევები, რომ მე დამიპატიჟია, მაგრამ როდესაც უბრალოდ ნაცნობი ბიჭი მოდის და ნაგლად გეკითხება, ფული თუ გაქვს, რომ სადმე გაიყვანო ტაქსით… :D კხ.

გზაში ორნი – ეს ფორუმელი და მისი თანხმლები ერთი როჟა ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, თუ ვის მოადეს კბილებში და თუ როგორ ურტყეს ერთ დავარდნილს (!).

ხო დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ორთაჭალაში ვართ, კაკ ნი კაკ გარეუბანია და არ მიწყინოთ გარეუბნებში მცხოვრებებო, აქეთაც მთლად არ ბრწყინავს ბედნიერებით, მაგრამ იქ არსებობა კიდევ უფრო საშიშია. თან უკვ საკმაოდ გვიანია და ბნელა.

ვდგებით გაჩერებასთან 4-ნი (მე და ჩეშირსკაია და ეს ორნი). ამ დროს მე უკვე ვთქვი, რომ მეც პეკინისკენ მიმავალი მარშუტკა მჭირდება. მოდის ასეთი ავტობუსი. ორივე იწევიან იქით, მიტრიალდებიან და გაოცებულები: “შენ არ მოდიხარ?”

ეს იყო მესამე ნიშანი.

მე ვპასუხობ, რომ ნატოშას მარტო ვერ დავტოვებ ამ სიბნელეში, გავაცილებ და შემდეგ წავალ (იგულისხმება, რომ ნატოშა ერთია, მისი გაცილების მერე 3-ნი ვრჩებით ერთი გზით მიმავლები და პრობლემა არ არის). კარგი, მაშინ ჩვენც დავრჩებითო.

მაგრამ აი მეოთხე ნიშანი უკვე 10 წუთის ლოდინის შემდეგ ნატოშას მარშუტკა რომ არ გამოჩნდა და ისევ პეკინისკენ მიმავალი გამოჩნდა, ადგომა და “-აბა მაგრად” იყო. ღამის ათ საათზე ნაცნობი გოგოების ორთაჭალაში მარტო დატოვების სახით :D

სინამდვილეში ამ ყველაფერზე მაგრად ვიკაიფე, მაგ ადამიანზე მანამდეც არ მქონია რაიმე დიდი წარმოდგენა და არც გამკვირვებია, უბრალოდ, ქართული მაგარი ბიჭობის ამბავში კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ადამიანები გლუვები არიან.

პ.ს: ხო, გლუვების გახსენებაზე – ტრენინგზე ვსიო სლადკო, ის სკოლზკი ისევ ბურღავს ტვინს, ერთმა თარჯიმანმა გოგომ ისევ არ იცის როგორ იწერება “თეთრი” და რას ნიშნავს სიტყვა Bible, ისევ სვამენ რაღაც… საოცარ კითხვებს და ბრიტანული აქცენტის მქონეს იდუმალებასაც აეხადა ფარდა – მასწავლებელი ჰყოლია უბრალოდ ბრიტანელი. ისე ამ ტიპზე ხვალ დავწერ დღევანდელ პატარა ისტორიას, თორემ გამეწელა ისედაც პოსტი : )

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

38 Responses to Boys, boys, boys…

  1. ლილიანი ამბობს:

    au zaaan vigadavee :D

    aucileblad unda gagendo im tipis vinaoba :D

    nada je znat skem vafshe ni sviazivatsa :D
    lol :D

    mara ra gagikvirda axlaga naxe egeti tipebi?? :D

  2. Shura ამბობს:

    boys will be boys
    კაცებს გვავერდიქტებენ, დაკა მაგათ :სა:

  3. Secrets ამბობს:

    ენივეი, ვაჟკაცობა და ზრდილობა მურთაზობად არ მიმაჩნია. კაცი მართლა არ უნდა იყოს მშიშარა და პათხალიმი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ძმაკაცის თავანის გამო ბირჟაზე კურდღლებს აყენებდეს, მხრის გაკვრაზე ახსნას ითხოვდეს ბაზრობაში და იაღოველებს დანით უნდა დასდევდეს )

  4. Rocko ამბობს:

    დოდი რა სასტიკია! =)))

  5. kuda ამბობს:

    ლოლ. არადა რომ წამოვედი, სიწყნარე იყო : )) და ის ფორუმელი ვიცი ვინცაა, თუ არ ვცდები : ))
    აუ, ეგ ქუჩაში მოქეიფენი ისე ხმაურობდნენ, ისე ისე.. გუშინ მეც სიამოვნებით გავიგდებდი, მაგრამ ზოგი მასე გამოხატავს სიხარულს, თან ბავშვის დაბადება იმდენად დიდი რამეა, რომ ეპატიებოდათ.

  6. linguistuss ამბობს:

    თავი რომ დავანებოთ იმას თუ, ვინ ვის რა უთხრა, ვინ როგორ მოიქცა, ვინ იყო მართალი, მტყუანი, კაცი, კურდღელი თუ ორანგუტანი ერთი რამ არის ცხადი – ეს პოსტი კარგი დეტექტივივით იკითხება, სიუჟეტი არც–თუ სწორხაზოვანია და დოდისაც მკითხველი ბოლო აბზაცამდე ჰალსტუხით ეჭირა პოსტთან ახლოს… ჰოდა, ტაკ დერჟაწ, მთავარი არ არის რაზე წერ, მთავარია როგორ წერ და ყველაფერ დანარჩენს კი მოევლება :)

  7. linguistuss ამბობს:

    თავი სადღაც RPG–ში მეგონა, ნიშნების გროვებაში გართულს. პრინციპში ცოტა არ იყოს უტაქტოთ გამომდის, უცნობ ადამიანებზე ასე ზერელედ ვლაპარაკობ, მაშინ როდესაც ორთაჭალაში ვეჭვობ არ იქნებოდა სასიამოვნო ათ საათზე მარშრუტკის ლოდინი და იმ ჩხუბის პერიპეტიებში ჩაბმა, თუმცა ფაქტია – უძლიერესად არის გადმოცემული სათქმელიც, ნაწერში სტილი იგრძნობა და აი, ის იზიუმინკა კარგი რაღაცის დაწერას რომ სჭირდება… ამ ისტორიის გაგრძელება როდის იქნება? :)

  8. OTO ამბობს:

    არის შენში რაღაც საბრინასეული : ) ) )

  9. Jibla ამბობს:

    გაღიარებ!
    მართლაც რომ დაუნდობელი ხარ!!

    :)))

    კაი პოსტი იყო :)

  10. NiN ამბობს:

    Hommmmm…. sainteresoa!
    koveltvis vizaxdi rom kaci , mtavaria ikos KACI : )
    da sxva danarchens araak nishvneloba…

  11. bigcrow ამბობს:

    დოდიკ…
    ეგ ყველაფერი კაი, მარა ტრეკბეკი რომ გამოვაგზავნე ამ პოსტზე, რათ არ მოვიდა?

    oO

  12. Kate ამბობს:

    პმ–ში მომწერე ვინაობა რა. :D :D :D :D :D

  13. piccolina ამბობს:

    ჰმ… ბოლეთში დაიწყე?
    აუ ვკვდები ისე მაინტერესებს მაგ ადამიანის ვინაობა :D:D:D

  14. takofb ამბობს:

    საინტერესოა აშკარად. ვგეჟდებე ქართუელ მამაკაცებზე ჰეჰე :dowun:

  15. paranoichka ამბობს:

    უF, ეგეთები ნაFFალაამმ))

  16. კაი ბიჭი 2.0.1 ამბობს:

    @takofb

    რას ამბობ, ქართველი გოგოები ხო სხლავენ რა, 99% ჟესტის და ფულის ხამია ყველა გოგო, სასწრაფოდ თხოვდებიან და მერე დაა%$ურებენ ტრ&*ებს

    პრინციპში მე მაწყობს… ჯერ-ჯერობით :D

  17. marazma ამბობს:

    vici vizec ambob me viko toshti :bis:
    ermm arada tavidan iko dro mag adamians magrad vafasebdi mere da mere kide isetebi agmovachine ro gitxra seriozul nacarmoebta krebuls miudzgvni imdens dacer

  18. keti ამბობს:

    linguistuss -ს ვეთანხმები :)

    შემთხვევას რაც შეეხება, უფრო სწორედ ამ ორ ყაზილარს:)
    ეჰ.

    ცუდი ისაა, რომ დიდია ასეთების რაოდენობა..

  19. Jaco ამბობს:

    ქართველი კაცები რუუუულზ!:))))

  20. Zoltan ამბობს:

    Am temas saertod ar exeba chemi posti , ise vwer chems azrs. gushin top.ge-dan gadmovedi aqet da es chemi I postia. 1 kviraa mushaoba daviwye da samsaxurshi mowyenilobisgan vkvdebi, es blogi zalian damexmara drois gayvanashi, vzivar da debilivit mteli dge vkitxulob . kargat ikitxeba ). moklet kargia.

  21. Gizmo ამბობს:

    @zoltan
    “vzivar da debilivit mteli dge vkitxulob”

    ნა შტო პადლა ნამეკაეშ??? :D

  22. Zoltan ამბობს:

    araferi iseti. ubralo sxva tanamshromlebi ertad rom ikribebian da ragacaze laparakoben, me am dros vzivar da am blogs vkitxulob)))). cudu xalxi ki araa, ubralot egreve gaxsna da chabrateba ar shemizlia. principshi eg vigulisxme raa)))

  23. tasiko ამბობს:

    kartuli shriftit ver vcer da rame mishvele

  24. Gizmo ამბობს:

    @tasiko
    http://www.link.ge/file/69537/Fonts.rar.html
    ინსტრუქციაც არქივში უნდა იყოს წესით ;)

  25. tasiko ამბობს:

    gadmovcere da exla ra vkna?

  26. Evilchik ამბობს:

    dzalian bevri msgavsi istoria gamaxsenda :D eeeh boys boys….. :(

  27. Gizmo ამბობს:

    @tasiko
    ინსტრუქცია არქივში მეთქი, ანუ ამოაარქივე და ნახავ რამე ტექსტურ ფაილს მანდ, იქ კი ეწერება რა და როგორ :)

  28. tasiko ამბობს:

    au veraprit ver vshvebi ramdeni vichaliche : (( minda ceraaaaaaaaaa :(((((((

  29. სერჟანტა (ბებერი ლოთი) ამბობს:

    კაცი კი არა ტრაკი ყოფილა.
    დოდკა მაინც დაუნდობელი ვინმე ხარ, გეტყობა სტრაიკული წარსული :D
    ოღონდ გეთაყვა, სასმელი არ არის კაცობის საზომი, ეგ ადამიანს აფუჭებს და რყვნის :D

  30. Cyborg ამბობს:

    სარჯ
    უჰუ, დოდი კაცებს სასმელის სმის რაოდენობით აფასებს :დ

  31. miramax ამბობს:

    არადა დღეს გავიგე მე იქ რა მომხდარა.
    ძალიან ცუდად ვარ :((

  32. otucho ამბობს:

    ოი ბლიად ეხლა დავფიქრდი და რამდენი ხანია არ მიჩხუბია

    არადა ….

    მო;

  33. სერჟანტა (ბებერი ლოთი) ამბობს:

    კიბ შენ კოკა-კოლას სმით შეგაფასა? :D

  34. Cyborg ამბობს:

    სარჯ
    იასნია :დ – პივის მსმელები ოხრად ყავდა ასარჩევად მარა არაო! – კოკა-კოლისტი მინდაო, ხოდა ხო იცი ახოვანი მუჟიკების მთელი ოჩერედი რო დგას, მუსკულებს რო აკაჩავებენ, ზოგი რო იარაღს ათამაშებს ხელში, ზოგი არყის 2 ცალ ლიტრიან ბოთლს რო გადაკრავს და მარტო დააბოყინებს და რამე და ვდრუგ მუხლებზე რო გაომძVრება ვიღაც დაჩაგრული როჟა და წრიპინა ხმით:
    “მე ვსვამ კოკა-კოლას, ამირჩიეთ, პრინცესავ…” – ასე გავიცანი დოდი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s