Timha 06.05 – Gym

თითქმის ყველა, ვინც იგებს, რომ სამსახურში ტრენაჟორების დარბაზი გვაქვს, შურით ამბობს: “აუ რა მაგარია, მეც მინდა!” (“თითქმის” – იმიტომ, რომ ზოგს ასევე აქვს სამსახურში მსგავსი დარბაზი).

სინამდვილეში არაფერი შესაშური ამაში არაა, სამსახურის ჯიმში ძალიან, ძალიან ცოტა ადამიანი დადის ყოველთვის. ჯერ ეძებ მოტივაციას, მერე დროს, მერე “მომავალი თვიდან დავიწყებ”, მერე ფიქრობ, რომ გირჩევნია სადმე აბონემენტი აიღო და ფულს იხდიდე, იქნებ ამან მაინც გაიძულოს ვარჯიში. ასევე ხანდახან გგონია, რომ დამატებით +1 საათი დილით ან საღამოს სამსახურის შენობაში გატარებისგან შეიძლება თავიც მოიკლა.

იმ 100 ადამიანიდან, ვინც ნატრულობს სამსახურში ჯიმს, მხოლოდ 1 ივარჯიშებს ალბათ, რეალურად რომ მისცე ამის შესაძლებლობა.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როცა ოცნებობენ, ნეტა სახლში მქონდეს სარბენი ბილიკი ან ველოსიპედიო და მერე ის ველოსიპედი, როგორც წესი, ტანსაცმელების მისაკიდ ავეჯად იქცევა ხოლმე.

აი მეც, წელიწადზე მეტია, “საქართველოს ბანკში” ვმუშაობ და პირველად სწორედ ახლა ჩავედი სავარჯიშოდ. გარეთ ისევ საშინლად ცივა და ვერ დავრბივარ, ამიტომ კუს ტბა სარბენი ბილიკით ჩავანაცვლე.

ბოლოს ტრენერმა გამწელა კიდეც და სრულიად ბედნიერი ვიყავი. იმდენად, რომ ფოტოს გადაღება დამავიწყდა, ამიტომ პოსტს სურათად ჩვენი ჯიმის პროფესიონალურ ფოტოს ვურთავ.

Bank of Georgia Gym

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

This entry was posted in Things I'm Happy About and tagged , , . Bookmark the permalink.

10 Responses to Timha 06.05 – Gym

  1. geoblonde ამბობს:

    შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პოსტი დასამთავრებელია. გაგრძელებას ვეძებდი, თუმცა ამაოდ ))

  2. shashvi ამბობს:

    ვაღიარებ, ქალები გაცილებით უკეთ, დიდხანს და რაც მთავარია გრაციოზულად დარბიხართ. გვერდით ბილიკზე ვიღაც გოგო ვარჯიშობდა… მეც ვირბინე და 20 წუთში გული ყელში მქონდა… დავისვენე, განტელებზე ვივარჯიშე, კიდე რაღაცეებზე. ის კი დარბოდა და რაბდა… ბოლოს ისე წამოვედი გაჩერებული არ მინახავს….

  3. Lord Vader ამბობს:

    სარბენი ბილიკი რომ მქონდეს, უქმად არ მექნებოდა… აი ველიკზე პასუხს არ ვაგებ. :) შეიძლება მართლაც ტანსაცმლის საკიდად მექცია.

  4. siyvarulovna ამბობს:

    მეც უნდა დავიწყო ერთი ეს პროექტი რა <3
    პროსტა აპრლიდან ვიზამ :დ
    და იმედი მაქვს ეს სხვა თვეების მსგავსი "შემდეგი თიდან" არ იქნება :დ

  5. enT ამბობს:

    სიზარმაცის გამო რომ ბევრი ვარჯიშზე უარს იტყოდა გასაგებია მაგრამ 100 დან 1 მგონი მაინც ნამეტანი ცოტაა :დ

  6. Kate ამბობს:

    აი მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან ბედნიერი იქნებოდა, სამსახურში რომ ჯიმი ჰქონდეს. მშურს! :D

  7. Firstrowsports ამბობს:

    Mec minda aseti samsaxuri dzalian magaria.

დატოვე კომენტარი