Timha 07.03 – Masala Chai

ეს ჩაი ან შეგიყვარდებათ პირველივე ყლუპიდან, ან ვერ აიტანთ და შეგზიზღდებით მეც მასთან ერთად, როგორც ამ ჩაისთან ასოცირებული ადამიანი. მე პირადად მიყვარს მსგავსი გემოები და შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად როდესაც გავაკეთე, ბარბის არ დავუჯერე და გვიან ღამე დავლიე, რის გამოც ჯერ ძლივს დავიძინე ღამის 4 საათზე  და მერე ყოველ 20 წუთში ერთხელ მეღვიძებოდა. 

რეცეპტი, როგორც მე ვაკეთებ:

2–3 კარდამომის მარცვალი (დაჭყლეტილი), ჯინჯერის (ჯანჯაფილი, იმბირი) დაჭრილი ფესვი (იყიდება გუდვილშიც, ღირს საკმაოდ იაფი, მაგალითად მე ვიყიდე 330 გრამი – 1,80 ლარი, მაცივარში ინახება დიდხანს. ცოცხალს სხვა გემო და არომატი აქვს, დაფქვილს კი – სხვა), დარიჩინის ნატეხი (მე არ მქონდა და ფხვნილად ჩავყარე), იდეაში უნდა ანისის ვარსკვლავიც, რომელიც ასევე არ მქონდა და დავიკიდე, მიხაკის 2–3 მარცვალი და ასევე რამდენიმე მარცვალი “დუშისტი” წიწაკა ჩავყარე პატარა ქვაბში, დავასხი 3/4 ჭიქა წყალი და ვადუღე რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხი 3/4 ჭიქა რძე და ჩავყარე 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი (მსხვილი გრანულები, გურიელის შავი ჩაი მაგალითად). რძეც წამოვადუღე და მერე გადავწურე ეს ყველაფერი საცერში, რომ ეს ფინჩხები მოშორდეს. დავატკბე თაფლით.

მოკლედ, რძიანი ჩაი სუნელებით, აქვს “ცხელი” გემო, კარგია გაციების დროს, ყელის ტკივილისას, ენერგიით აღვსებისათვის და დანარჩენი კიდევ მისი ბედნიერი თვისებების შესახებ შეგიძლიათ გუგლში მოიძიოთ ქივორდით Masala Chai.

chai

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

This entry was posted in Things I'm Happy About. Bookmark the permalink.

7 Responses to Timha 07.03 – Masala Chai

  1. alterya ამბობს:

    ФУ! შენ არაფერს გერჩი, მაგრამ ჩემი ნებით ალბათ არასდროს დავლევდი. რძე…. და ამით დამთავრებულია ყველანაირი დანარჩენი სუნელების მომხიბვლელობა!

  2. ვეკო ჩხეიძე ამბობს:

    რა უცნაური სანელებლები გაქვს სახლში (თუ რაცაა რა). სახელიც რომ იშვიათად გამიგია არა თუ გამომიყენებია ოდესმე.

    • Keti Chanturia ამბობს:

      ამავე სანელებლებით დავამზადე თაფლუჭი მაგრამ იმდენი თაფლი ჩავასხი რომ დავლიე ყელი ჩამწვა საშინლად :)))))))))

  3. mario kart online ამბობს:

    ver vdzmakacob rdzestan amitom aq damtavrda kvelaferi

  4. 1m2b3d ამბობს:

    საინტერესოა გასინჯვა, მაგრამ გაკეთება მეზარება. რომ ჩამოვალ გამასინჯებ ? :)

დატოვე კომენტარი