01.04

ყველაზე მაგარი პერიოდი – როცა შეგიძლია ჯინსის კურტკით და შიგნიდან რაიმე მოკლემკლავიანი მაიკით იარო.

ჩემთვის ეს სეზონი უკვე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეში რამდენიმე საათს ვატარებ გარეთ, ვსეირნობ და ვნახულობ მეგობრებს – მოკლედ სოციალურად აქტიური ვარ, არ მეშინია ადამიანების ნახვა და არ მეზარება მათთან კონტაქტი.

წინა პოსტის კომენტარებში პერწკლმა ჩემი ერთი ბავშვობაში უსაყვარლესი წიგნი გამახსენა – “ყვითელი კოდალას ორდენი”, ავტორი – მონტეირუ ლობატუ. მაგრად მიყვარდა, ჩემს “მთავარ” თოჯინას აქ მოქმედი გმირის, ემილიას სახელი ერქვა და სულ მაინტერესებდა, რა გემო ჰქონდა ჟაბუტიკაბას (რატომღაც ზღმარტლის მსგავსი რამე წარმომიდგენია დღესაც).

ოდესღაც ბავშვობაში ერთი ბინიდან მეორეში გადაბარგების დროს ეს წიგნი აღარ გადავიტანე, ძალიან დაძენძილი იყო. ახლა შემომიტია ნოსტალგიამ და მაგრად მომინდა ახლიდან წაკითხვა. თან ვიფიქრე, რომ აი თუ ვიშოვე, ხმამაღლა წავუკითხავ მუცელს-მეთქი (სხვა ხომ ყველა წიგნი, რაც ხელში მომხვდა, ხმამაღლა ვიკითხე და ეგღა დარჩა ჩემს ჯერარდაბადებულ შვილს მოსასმენი რა… ყოველ დღე ვპირდები საკუთარ თავს, რომ დავალაგებ ტანსაცმელების კარადას და ხმამაღლა წავიკითხავ რამეს. ჯერჯერობით არც ერთი შემისრულებია).

დღეს რუსთაველზე ბუკინისტური მაღაზია რომაა, იქ ვიყავი და ვიკითხე ეს წიგნი. გამყიდველმა, არა, არ გვაქვს, მაგრამ რა ხდება, რა გჭირთ ამ წიგნზეო. ჰა-მეთქი? უკვე მერამდენე კითხულობს, ვეღარც ვითვლიო, სამი თვის წინ კი ვუშოვე ერთ ბიჭს, მაგრამ მაგის მერე აღარავის ჩაუბარებიაო.

რაღაც სასიამოვნო შეგრძნება იყო – რომ აი, ამ ქალაქში კიდევ დადიან ჩემსავით ვიღაცეები და ეძებენ ბავშვობისდროინდელ საყვარელ წიგნს, რომელიც მეგონა, რომ იშვიათობა იყო და თურმე რამდენს უყვარს ჩემ გარდა.

მოკლედ, სოფი, მაინც მოგიწევს ჩემთან ერთად მარჯანიშვილზე და სხვა შენთვის ცნობილ ბუკინისტურ ადგილებში წამოსეირნება ამ წიგნის საპოვნელად.

საღამოს ნატოშაც ვნახე და გადავწყვიტეთ, რომ დავტკბებით ბედნიერი ამინდებით და შაბათ-კვირას კუს ტბაზე ან ბოტანიკურში ან სადმე მსგავს ადგილებში ავალთ, ბევრს არ ვილაქლაქებთ, ის ფოტოაპარატს გააცლის მტვერს, მე კიდევ ბლოკნოტებს და წიგნებს და ვიქნებით ბედნიერები ბუნებაში. თან რაღაც ძალიან შემოქმედებით ღიჭინებს ვგრძნობ ამ ბოლო დროს.

ა ხო, პირველი აპრილია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არავინ მომიტყუებია, არავის მოვუტყუებივარ და ამ დებილურმა დღემ სრულიად არადებილურად ჩაიარა.

This entry was posted in Just, რა and tagged , . Bookmark the permalink.

26 Responses to 01.04

  1. ნატო ამბობს:

    “ა ხო, პირველი აპრილია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არავინ მომიტყუებია, არავის მოვუტყუებივარ და ამ დებილურმა დღემ სრულიად არადებილურად ჩაიარა.”

    +1

  2. piccolina ამბობს:

    ხოოოოდაა რახან ეგეთ განწყობაზე ხარ, იქნებ არტ იდეაც გააცოცხლო ა?
    ა, ეს სეზონი მარტში რომ არ იწყება და მაისში არ მთავრდება სულ მიტყდება. სულ 2 კვირა გრძელდება :მო:

  3. თაზო ამბობს:

    მე კიდევ სასტიკად მოვტყუვდი. დღეს ისეთ სერიოზულ საქმეებზე ვიყავი გასული, რომ საერთოდ არ გამხსენებია პირველი აპრილი. ჰოდა, გავები. დაკრძალვიდან კინაღამ სასწრაფოდ გამოვვარდი ახალნაოპერაციები მეგობრის სანახავად რესპუბლიკურში. სინამდვილეში კი სულაც არ გახეთქვია მუცელი.

  4. თაზო ამბობს:

    დოდი, გილოცავ იმ მარაზმი საიტის ტოპ.გე-დან ამოგდებას. ახლა დამსახურებული პირველი ადგილი გიკავია. წარმატებები.

  5. goo ამბობს:

    ჰაჰა მე მაქვს ეგ წიგნი:) გათხოვებ თუ გინდა :)

  6. პერწკლი ამბობს:

    აუ კიდე რაღაც ფინიკის, ზეთისხილის და ზღმარტლის ნარევი მგონია ის ჟაბუტიკაბა :D

  7. daliela ამბობს:

    გავთბი დოდ,ამ პოსტს რომ ვკითხულობდი :)

  8. unaamarga ამბობს:

    მეც მიყვარს ეს პერიოდი და მეც მინდა სეირნობა :( ამ დროს კი მთელ დღეს საღამოს 7 საათამდე სამსახურში ვატარებ, არადა რომ ვხედავ როგორი მზეა და რა კარგია გარეთ, ლამისაა ფანჯრიდან გადმოვხტე

  9. Cyborg Mcloud ამბობს:

    აუ ვერ გიტანთ ამ რომანტიულ “მიყვარს სეირნობა” ხალხს რა…

    რა მარაზმია ეს სეირნობა… ფეხიდან ფეხზე მიმდევრობითი წონის გადატანა გაუგებარი მიზნით… ბრრრ

    დანარჩენზე ნოუ კომენტ, მე დღემდე ვეძებ წიგნს povest o nastoiashchem cheloveke ეგეთი რუსული მეორე მსოფლიო ომის ირგვლივ პროპანგადისტულ-იმედია სინამვილეშიც მოხდა ვეში იყო, პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე ჩემით (რუსულად), ალბათ 2 თვე ვკითხულობდი, იმიტო რო რუსულის გარტყმაში ისე ანაზდად ვიყავი (სანტა-ბარბარადან და იზაურადან) – ხოდა მოკლედ ვეში იყო ვიღაც რუს პილოტზე რომელიც ჩამოვარდება, ფეხს დაკარგავს, ბევრს იფორთხებს, გამოვა თავისიანებზე, გაუკეთებენ პროტეზს – და ეტყვიან ნახვამდისო, ეს კიდე არ დანებდება და მაინც ისწავლის ახლიდან სიარულს პროტეზზე და მერე დაჟე ფრენას პროტეზით და ისევ ესეიგი გაფრინდება ფაშისტებთან საომრად.

    ხოდა რავი საინტერესოა რა ეწერა იმ წიგნში სინამდვილეში, იმიტო რო მე მარტო საბოლოო შინაარსი გამომქონდა იმდენად ცუდად ვიცოდი რუსული :დ

    • unaamarga ამბობს:

      აუ, მეც ძალიან მიყვრს ეგ წიგნი! ბავშვობაში, ბაბუაჩემის კარადაში აღმოვაჩინე სოფელში. მახსოვს, ისე განვიცდიდი და ისეთ ემოციებში ვიყავი რომ ვკითხულობდი, ზოგჯერ მეტირებოდა კიდეც. იცი, ზუსტად მაგ ისტორიის შემდეგ დავიჯერე, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუ მართლა მოინდომებს!
      როგორც ბაბუაჩემი ამბობდა (რომელიც ასევე იყო სამამულო ომის გმირი ) ეს რეალური ისტორია იყო, მარესიევი იყოო იმ კაცის ნამდვილი გვარი, ოღონდ წიგნში ცოტა დამძიმებულიაო სურათი. რეალობაში მარტო ცალი ფეხი დაკარგაო ამბობდა, თუ სწორად მახსოვს.

  10. sdasdasdas ამბობს:

    ჯინსის “კურტკა” და მოკლემკლავიანი “მაიკა” მაგრად მომეწონა, მეტის წაკითხვა აღარც მომინდა.

    • dodka ამბობს:

      “მაისური” და “ქურთუკი” ძალიან ხელოვნური სიტყვებია ჩემთვის, რომლებსაც არასდროს ვხმარობ და პოსტშიც არაბუნებრივი იქნებოდა ; )

  11. Sophie Golden ამბობს:

    ყველა, ხო იცი, თავის რაღაცას პოულობს პოსტში, ჰოდა, უცებ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, მეც სულ ასე ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილებს და იმდენი წიგნი მაქვს დაკარგული, დღემდე ვერ მომინელებია.

    კიბორგ :ლოლ: მე ისე მიყვარს სეირნობაააააა! წერეთლიდან ლესელიძეზე ფეხით გავსულვარ :D ;) დოდი, ჩვენი “სეირნობა” ძალაშია, ხო იცი :)

  12. Cyborg Mcloud ამბობს:

    კაცო მე სუ ფეხით დავდივარ, მარა ა წერტილიდან ბ წერტილში და ძირითადად ფულის დაზოგვის მიზნით და არა იმიტო რო “კარგი ამინდია” არამედ ზამთარ ზაფხულ.

  13. The "why not?" attitude ამბობს:

    ჰო, ეგ პილოტი მართლა არსებობდა…

    ა და დაბეჭდე http://lib.ru/PROZA/POLEWOJ/chelowek.txt

  14. Sweety ამბობს:

    მე მაქვს ეგ წიგნი იქითა სახლში.
    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი იყო. :)

  15. თაზო ამბობს:

    თურმე სულ ტყუილუბრალოდ მომილოცავს…”იმეგობრედ” ისევ დაბრუნდა :)

  16. linguistuss ამბობს:

    @Cyborg Mcloud

    მე კიდე მაგ პოლევოის ლურჯ წიგნს მთელი ბავშვობა ვუყურე და არც კი გადამიშლია, ეტყობა ავტორის გვარი არ მომეწონა :დ… ჰოდა, გაიხარე, ბოლოსდაბოლოს იმ ლურჯი წიგნის დაახლოებითი შიგთავსის აღწერისთვის…

  17. Meguna ამბობს:

    დოდ, “ვერცხლის ციგურები” წაგიკითხავს?

    რაც შეეხება “ყვითელი კოდალას ორდენს”, მგონი ღრმა ბავშვობაში მეც წამიკითხავს, სახელი მეცნობა.

    რამდენიმე წელი ჩემი კორპუსის ქვეშ არსებულ საბავშვო ბიბლიოთეკაშიც დავდიოდი და კვირაში 3-4 წიგნს ვნთქავდი.
    ახლა თანახმა ვარ, კვირაში თუნდაც 1 წიგნის წაკითხვა მოვახერხო.

  18. Cyborg Mcloud ამბობს:

    Linguistuss
    რა პრობლემაა კაცო, კიდე რაიმე ნაგავი ნაწარმოების მოკლე შინაარსი თუ დაგჭირდეს – მომმართე.

    ტოკა მერე სკაჟემ ნიცშეს შინაარსის მოყოლა შენზეა :დ

    deal?

  19. khatia ამბობს:

    ჩემთან იწყება იწყება და ვერ დიწყო ეგ სეზონი :D

  20. ally ამბობს:

    დოდი რა მაინტერესებს, იცი, ”ცი” და ”ცხე” მაგ წიგნში იყო თუ კიდე რამე სხვა მსგავსი არსებობდა ჩვენს ბავშვობაში და მერევა?

  21. anna230178 ამბობს:

    მე კიდე ჩემს შვილს ვეძახი ემილია უნდა დამერქმია თქო, როცა პატარა იო სიტვა ვერ ვათქმევინე კარგა ხანს, და მერე უცებ რო დაიწყო ლაპარაკი აღარ ჩერდებოდა ემილიასავით :D :D , daqonqli, furclebi aklia , chemamde ori Taoba gamiara da mainc ver gavimete gadasagdebad :D <3

  22. anna230178 ამბობს:

    მე კიდე ჩემს შვილს ვეძახი ემილია უნდა დამერქმია თქო, როცა პატარა იო სიტვა ვერ ვათქმევინე კარგა ხანს, და მერე უცებ რო დაიწყო ლაპარაკი აღარ ჩერდებოდა ემილიასავით :D :D , დაქონქილი, ფურცლები აკლია, ჩემამდე ორი თაობა გამოიარა კიდევ , მაგრამ მაინც ვერ გავიმეტე გადასაგდებად :D <3

დატოვე კომენტარი