Parents to kill

გუშინ ღამიდან მოყოლებული ნერვულად მძგიპავს… თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურ ქსელებს საერთოდ ვერ ვიტან და გუშინიდან დღეს დილის ჩათვლით სადღაც 1000-ზე მეტი ფოტოს დადასტურება მომიწია Face.ge-ზე…

ყველა კომენტარი, აბსოლუტურად ყველა ამ თემასთან დაკავშირებით რაც უნდა დამეწერა, რაც უნდა მეწუწუნა, მეთქვა ბიჭების შესახებ, რომლებიც მანქანებთან იღებენ სურათებს და გოგოების შესახებ, ვინც საკუთარი სურათის ნაცვლად ყვავილების ფოტოებს დებენ, მოკლედ, ყველა კომენტარი გვერდით ჩაჩოჩდა წეღანდელი შოკის შემდეგ, რაც გამოიწვია 6 წლის ბავშვის პროფილის ხილვამ.

პედოფილის ოცნება… და რეიტინგში ეგრევე ტოპ-ს აარტყა, მაღალი შეფასებების გამო. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით. ბავშვი პლიაჟზე, სექსუალურ პოზებში…

დასახოცები არ არიან ამისი მშობლები? ვინც ან:

1. ექვსი წლის ბავშვს ასეთ ფოტოებს უღებენ

2. ვინც დებენ მსგავს ფოტოებს საიტზე.

3. ან ვინც საშუალებას აძლევენ ბავშვს დადოს ისინი.

მეორე მხრივ… მისი მშობლები ალბათ ის კატეგორიაა, შვილებს რომ “პატარა მის საქართველო”-ზე და სხვადასხვა მარაზმულ საბავშვო კონკურსებზე ატარებენ, ტონა მაკიაჟს უსმევენ და რაღაც საოცრებებს სჩადიან საკუთარი კომპლექსების დასაძლევად.

აქ შეგიძლიათ ნახოთ little miss Georgia-ს რომელიღაცა წლის მონაწილეთა სურათები: დაკლიკეთ და დაათვალიერეთ… სანამ ნერვები გაგიძლებთ.

[ მსგავსი პოსტი: Is this supposed to be funny? ]

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to Parents to kill

  1. cartveli says:

    ლინკებზე არ შევალ. ვიცი ნერვები უნდა დამაწყდეს ჩემიანი ხალხის (ქართველების) დებილობით.
    ადრე ბასტი ბუბუს დამაარსებელ თამარ ცხომარიძესთან მომიწია ლაპარაკი და თქვა ვერ ვაკავებტ მშობლებსო,
    ყველას უნდა საკუთარი შვილი პანელის ტურფასავით გამოაწყოსო. გვიპროტესტებენ რომ ჩვენ ბავშვურ ტანსაცმელს ვითხოვთო.

    me mgoni Tqvenc, (BASTI-BUBUsaviT ) ufleba gaqvT
    gauwioT aseT debilebs c e n z u r a !!!

  2. dodka says:

    @ქართველი – მადლობა კომენტარისთვის, მაგ კონკრეტული პროფილი დავბლოკეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემა ერთეულებში არაა.

    ისე მაინტერესებს მაგ მშობელთა არგუმენტები… რატომ უმახინჯებენ ბავშვებს ცხოვრებას?

  3. ketketa says:

    ქაჯები.
    პოტენციურად თავისნაირ ქაჯებს ზრდიან, რა ტრაგედიაა.
    ვნახე ლინკები და დავმუნჯდი. სერიოზულად, რა უნდა თქვა ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. დაუჯერებელია რო ეს ხდება საერთოდ. ვინაა ეს ხალხი…
    სახემოთხუპნული ბავშვები, და ეს პოზები…
    არგუმენტები? მართლა საინტერესოა, ალბათ იტყვიან, რომ ბავშვი დაკომპლექსებული აღარ გაიზრდება ან რამე ეგეთი, რო იქნება თავისუფალი და თავდაჯერებული, მგონი მომისმენია რაღაც ეგეთი.
    აი ეს ესმსახურება ამ მიზანს?? ეეეეს??? :გადარეულისმაილი:

  4. indievidi says:

    oi, boje upasi! es raaa ariiis????? :(((((
    martla ukomentarod ra
    bleh

  5. Secrets says:

    ხო, ან ის კიდე ვიღაც
    14 წლის ღლაპის სურათი რო აგდია რა არის ეს :ბოლი:

    http://www.face.ge/show.php?id=149

    :ბოლი:
    :შუტკა:

    ხოდა, თემას კიდე რაც შეეხება ეგეთი ფოტო რო დადოს 19-20 წლის ასაკში დედმამა ჩამოახრჩობენ მაგას :ყეს:

  6. ally says:

    არ არის, რა, ქართველების საშველი, სიგოიმის და ქაჯობის. არაფერი ეშველება აშკარად ამ ყველაფერს. ლინკებზე არც მე შევალ. არ მევასება, რა ვქნა ასეთი საიტები, არც გაცნობის და არც ”ვაიმე რამდენი ხანია არ მინახიხარ რას შვები ცხოვრებაში, როგორ შეცვლილხარ” საიტები, არც ქართული, არც რუსული და არც სხვა ერის ნაწარმი.

    ხო, სიტყვამ მოიტანა და რა ქვია ადნაკლასნიკებს თუ იცით ახალი სახელი (რა თქმა უნდა აქაც არ შევდივარ :)))) ) – ”გაჟიმე დღეს ის, ვისი გაჟიმვაც სკოლაში ვერ მოახერხე” :D vot :D (ცენზურაა ასეთ სიტყვებზე ამ ბლოგზე, დოდ? ;) )

    ხოდა იმ ქართველ დედებს, რომლებსაც გემოვნების ნატამალი არ აქვთ, რა უნდა მოსთხოვო. არა მგონია ის ერჩივნოს მამულსა, რომ შვილი სჯობდეს სიქაჯეში მშობელსა…. კიდევ ბევრი გაჩნდება და გაიზრდება ასეთი…

    უხ, რა ვიცი, რა ვიცი… უკომენტაროდ მინდოდა დამეწერა, მაგრამ მაინც გამომივიდა კომენტარი.

  7. CheshireCat says:

    მდააა.. ამის მერე მიკვირს, რატომ დებენ 11 წლის საპლიაჩკები ისეთ სურათებს პიკზოზე, რომ თვალები შუბლზე აგივა…
    ბავშვობიდან თუ მიგაჩვია საკუთარმა დედიკომ და მამიკომ, მერე აღარაა გასაკვირი.


  8. arad es ra kai bavshviaa, ulamazesi…

    mdas arada verafersac ver izav :)
    tqven kide ra es silamazis konkursebi bavshveis marto aq ki ara yvelganaa :D

    oda isa debil mshobels chkviani shvili ver gaezrdeba faqtia da amis shedegebs vxedavd garshemo esec faqtia xoda ….

    mainc verafers ver shevclit esec fatqtia

    amitom gamosvali da morali?

    yleze….

  9. pedobear says:

    Pedobear has arrived :D

  10. marazma says:

    im linkze shevedi da oh my

    :rckev: :rckev: :rckev:

    es angelozivit bavshvebi da oi bliaaa
    ara ra chven araferi ar gveshveleba..
    kiarada zogadad ers da nacias ar eshveleba..

  11. OTO says:

    ერნა წიფურია PRESENTS ანსამბლი ”გვირილა”

  12. Gizmo says:

    მაძაგძაგებს, მბურძგლავს და მაჟრჟოლებს, ჩახატულ ან ლაქმითხუპნულ მალალეტკებს რომ ვხედავ. საშინელებაა, არაა ეს ნორმალური. ასევე ვერ ვიტან პატარა ბიჭუნებს (ლეტ 5–6 ან ნაკლები) რეიბანებით ან რამე მსგავსი სლეობით რომ მოძრაობენ.
    ნუ ართმევთ ბავშვებს ბავშვობას სლეეებოოოოოოოოოო
    და ნურც იმის უფლებას მისცემთ თავად ქნან ეს.

  13. keti says:

    12–ვე კომენტარს ვეთანხმები, რადგან ჩემი სიტყვები ვერ მოვძებნე…

  14. hellcaster says:

    oh my!
    ლილიანმა რომ დადო ლინკი, მართლა რა ლამაზი გოგოა.. საწყალი, მშობლებში არ გაუმართლა..

    ჰო, ეგ საიტი ვიცოდი..
    ან ჯერ ეგეთი პატარები რომ სილამაზის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.. ვინც წააგებს, ხომ დაკომპლექსებული დარჩება ცხოვრების ბოლომდე (მითუმეტეს დედების ”შენ ყველაზე ლამაზი ხარ და გაიმარჯვებ”ის შემდეგ) და ვინც გაიმარჯვებს, ის კიდევ უარესი გაიზრდება თავისი ნარცისიზმის გამო

  15. Rocko says:

    პოსტში ნახსენები ბავშვის პროფილის URL დაიდოს!
    :არარაპედოფილიპროსტამაინტერესებს:

  16. piccolina says:

    ყოველთვის ვთვლიდი რომ ძალიან ასწორებს ცხოვრება, როდესაც ცხოვრობ ასაკის შესაბამისად
    არაფრის დაჩქარება და დაგვიანება არ არის საჭირო :)
    კაკ ნი კრუწი ეს ასაკი და მისი შესაბამისი ცხოვრების სტილი თუ რაღაც არის ერთ-ერთი ეტაპთაგანი, რომელიც ადამიანმა განსავითარებლად უნდა გაიაროს (სხვა თუ არაფერი გამოცდილებაა)
    შესაბამისად არაა საჭირო ბავშვის მაკიაჟით დამახინჯება და მით უმეტეს უხარისხო და ყოვლად უვარგისი ფოტოებით კიდევ უფრო გამარაზმება ყველაფრის
    როგორ ამაყობენ ახლა მათი მშობლები რომ მათი შვილების ფოტოები გამოფინეს
    და იოცნებებენ ძილის წინ, რომ ვინმე კეთილი ძია მოვა და მათ შვილს გაავარსკვლავებს და შვილებსაც ამ მარაზმით აცხოვრებენ
    მარა შვილი რომ ვიღაცამ მოუდღნას უცბათ იასნა პრეტენზიები და ბევრი ცრემლები იქნება
    და იასნა იმაზეც იქნება დიდი წიოკი ვიღაც პედოფილმა მათ “უმანკო” შვილზე რომ დაანძრიოს
    და იმაზე არავინ იფიქრებს რომ თავისით გაამზადეს შესაბამისი პროდუქტი შვილისგან
    აუ რამდენე დამიწერია :lol:

  17. Melia says:

    აი პიკოლინამ რომ დაწერა იგივე
    :ყეს:

    მიმაჩნია
    ბავშობა უნდა გაიხანგრძლივო და არა ნაადრევად დაკაცებასა თუ დაქალებაზე იფიქრო :იეპ:

  18. სერჟანტა (ბებერი ლოთი) says:

    ფუუუუუ
    ბლიად!!!

  19. dodka says:

    @როკო – ის ექაუნი დავბლოკეთ, მარა ახლა ვნახე – კიდევ დარეგისტრრირებულა და უცდია იგივე ფოტოების დადება.

    ნუ ალბათ მშობელია. და პიემში მივწერე ამ პოსტის ლინკი )) ლოლ

  20. alva says:

    შეფასების სისტემა იმისთვის მოიგონეს, რომ მოდერატორები არ ამოწმებდნენ ყველაფერს. არის ასეთი ღილაკი ”ნასედკა” და მარტო ამას უნდა ამოწმებდნენ მოდერები, დანარჩენს სხვები ვიზიტორები გააკეთებენ. ლიცენზირებული არ ნიშნავს კარგს.

    გარდა ამისა, სულაც არ მიმაჩნია ეს სურათები საშინლად უბრალოა და მოვლენაც ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან ბევრმა მშობელმა იცის პროფესიული სურათების გადაღება შვილებისთვის.

  21. dodka says:

    @ალვა – ვერ გავიგე რას გულისხმობ. ის ლინკი ნახე, რაც დევს? ეგ ნორმალურია? და მაგას “პროფესიული სურათები” ჰქვია? : )

  22. Cyborg says:

    alva
    ძალიან კარგი რო პროფესიონალური და ა.შ. – მარა რატომ? რისთვის?

    რატომ უნდა გადაუღო 6 წლის ბავშვს ეროტიულ პოზებში კუპალნიკში და მერე გამოფინო გაცნობის საიტებზე? – ან რატო უნდა გადაუღო, ან რატო უნდა გამოფინო???

    თორე სურათების გადაღება, პროფესიონალურად, ნამდვილად არ არის ცუდი ცოდნა კაცო – გადაუღონ საკუთარ თავებს და გამოდონ გაცნობის საიტებზე და გაიცნონ ერტმანეთი და იდღნაურონ და რაც უნდათ ის ქნან… და 6 წლის ბავშვის დადება და… აქ უფრო მაგარი იწყება – ხელოვნურად აქაჩვა ტოპში!!! (ხმა მისცა და აშკარად კიდე ვიღაცას მიაცემინა დედამისმა) – რო 6 წლის საწყალი ბავშვი რომელიც ვერაფერს ვერ ხვდება – იყოს ქალების ტოპ-ლისტის თავში… რატომ? – მეტი არაფერი, მე ვიცი რატო დებს 24 წლის საშუალო გარეგნობის გოგო თავის სურათს გაცნობის საიტზე, ვიცი რატო დებს 52 წლის დაქლიავებული მამაჩემი გაცნობის საიტზე სურათს, მესმის რატო დებს 15 წლის ემო-გიორლი გაცნობის საიტზე თავის სურათს… მარა რატო დებს 30 წლის არც ისე ლამაზი დედა თავისი “ანგელოზივით” 6 წლის შვილის სურათებს გაცნობის საიტზე და ქაჩავს ტოპებში???

  23. Pingback: The ‘Avadkob’ « Dream is Destiny

  24. miramax says:

    es face.ge ra EOBAA?? o,O

  25. alva says:

    @ dodka
    @ Cyborg

    მე რაღაც ვერ ვნახე კუპალნიკიანი სურათები, ყურადღებით უნდა გადავხედო, თუმცა იმაზე არ მიფიქრია რომ ეს გაცნობის საიტია, მე მეგონა ეს იყო მეგობრების პოვნის საიტი. Facebook-ზე მე უცხო გოგოებს არ ვიმატებ ხოლმე, მხოლოდ მეგობრებს. თუ ეს Dating საიტია, მაშინ კარგი მაგრამ როგორც მახსოვს ეს არ არის Dating საიტი. მსგავსი სურათები ხელს უწყობს პედოფილიის განვითარებას, თუმცა როდესაც მსგავსი რამ ფორუმზე ვთქვი ლამის სექსუალურ მანიაკად მომნათლეს და მემუქრებოდნენ.
    ვერ გაიგებ ამ მშობლებს რა უნდათ.

  26. Cyborg says:

    ვერ ნახავ – წაშლილია ადმინისტაციის მიერ.

    და საკუთარ შვილთან ერთად გადაღებული სურათის დადება – პროფილის გასანვითარებლად ერთია.

    და 6 წლის ბავშვის აშკარად ‘პა ვზროსლამუ’ პოზირებული სურათების დასადები პროფილის შექმნა და დადება (ანუ ყველაფერი ისე იყო თითქოს ეს 6 წლის ბავშვი “ეძებს მეგობრებს” და დებს ამ სურათებს)… ხო რავი, მომბეზრდა უკვე ეს თემა, ვისაც ესმის ესმის, ვისაც არ ესმის არ ესმის, ავადმკობ -ები ვართ – ვაღიარებ, ყველანი.

  27. pollyandthewall says:

    xo mara egeti ragaceebi marto saqartveloshi xo ar xdeba? :S little miss sunshineshi im konkursze ro bavshvebi arian isini am ragac little miss georgias bavshvebs riti jobian? :D

  28. Cyborg says:

    pollyandthewall
    100%

  29. Pingback: Little Miss Georgia 2009 « Dream is Destiny

  30. Katiee says:

    პროფესიონალური სურათებიო, აქ იყო ნახსენები.

    არაპროფესიონალიზმი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ მარაზმში.
    ეს კონკურსი რომ პროფესიონალ ორგანიზატორებს მოეწყოთ, ეს ფოტოები რომ პროფესიონალებს გადაეღოთ, მაშინ შეიძლება ამ ბავშვებისგან სარეკლამო კლასის ფოტოებიც კი მიგვეღო და არა ეს საშინელება.

    ახლა თვალწინ მიდგას საბავშვო ტანსაცმლის რომელიღაც მაღაზიის რეკლამა, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ბილბორდები გემახსოვრებათ თქვენც, პეკინზეა დიდი რეკლამა, გაშლილი ხელისგულით, დიდების ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები.
    იმ ფოტოებზე ხომ ვერავინ იტყვის ბავშვს რყვნისო, ან პედოფილებისთვის მისწრებააო. იქ ხომ მართლა უვითარდება ბავშვს გემოვნება, სტილი, კულტურა, ქცევა, რა ვიცი ყველაფერი…

    მაგრამ ჩვენებს “ეფადაც” უნდათ გამოსვლა და ვარსკვლავი შვილებიც სჭირდებათ, სოფელში და ნათესავებში რომ გაამარიაჟონ :D

    p.s. ცალკე თემაა ფილმები, ევრიკაზე რომ გადიოდა. და “პადზემკებში” რომ პლაკატებია : ვიწყვევთ 5-18 წლამდე ბავშვებს მხატვრულ ფილმში გადასაღებად.
    კაცმა არ იცის რა ფილმია, სად უნდა გავიდეს და ვინ უნდა უყუროს. რაც მთავარია მშობლები თვითნ იხდიან შვილების მონაწილეობაში ფულს. ამასწინათ აახიეს 150 ლარი ჩემს ნათესავს. არც ფილმის სცენარი უკითხავს, არც პერსპექტივა. დააწვნენ და წავიდნენ კახეთში, მამამ სვა კაი კახური ღვინო, შვილმა “ითამაშა” კინოში და ტვინი მოეწამლა “კინოს” სიყვარულით, სხვაზე აღარაფერს ფიქრობს. რეჟისორმა არ ვიცი რამდენი 150 ლარი იხეირა და მოკლედ, ყველა ბედნიერია. აბა მე რაღა მალაპარაკებს? :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s