სიგარეტი – დასკვნები After

როგორც იცით, სიგარეტს თავი დავანებე რამდენიმე ხნის წინ, ნუ, ჯამში სადღაც ალბათ 2 თვეა.

ვერ ვიტან თავის დამნებებელთა კატეგორიას, რომლებიც სულ ნოტაციებს კითხულობენ და თავი ზეარსებები ჰგონიათ, რადგან აღარ ეწევიან. იმიტომ, რომ სინამდვილეში დანებებას დადებითი მხარეც მოჰყვა და უარყოფითიც.

დავიწყებ დადებითით:

> დილით გაღვიძებისას პირში აუტანელი შეგრძნებები არ არის.

> სინდისის ქენჯნის გარეშე შემიძლია ვაკოცო კიბორგას.

> გუშინ ჩემი სახლიდან მაკდრაივამდე, სადაც ბლოგერების სხოდკა იყო, ისე ჩავიქროლე სწრაფი ნაბიჯით, რომ არ ავქოშინებულვარ და შუა გზაში სიკვდილი ან ტაქსის დაჭერა ან სახლში მიბრუნება არ მომდომებია.

> სახლში სიგარეტის სუნი არ დგას. თითებზე სიგარეტის სუნი არ მაქვს.

> კიბორგა პასიური მწეველობის გამო არ კვდება.

> სიგარეტის ფული იზოგება.

> თავს მაგარ როჟად ვგრძნობ.

უარყოფითი:

> ვსუქდები. და თავს მაგარ როჟად არ ვგრძობ.

> ხანდახან დგება ხელები სად წავიღო-ს და უხერხული პაუზა რითი შევავსო-ს პრობლემა. რომლის პასუხადაც სულ მოდის… საჭმელი –

> რის გამოც ვსუქდები, რის გამოც დიეტაზე ვარ ახლა და ოჰ ოჰ ოჰ, ეს ჩემთვის სიგარეტის თავის დანებებაზე უარესია.

> ზემოაღნიშნული დაზოგილი ფული მიდის სასუსნაოებში.

> დიდი ხნის წინ დაკარგული ყნოსვა ნელნელა მიბრუნდება, რაც ცუდია – გუშინ მაკდრაივში პირველად ვიგრძენი დამწვარი ზეთის სუნი და ვერ ვიტყვი, რომ ეს სასიამოვნო იყო.

> რომ ეწევი და ერთი დღე არ მოწევ – თავს ამაყად გრძნობ. რომ დაანებებ და ერთ ღერს მოწევ ან გაიფიქრებ – რა მოხდა, მოვწევო – ეგრევე საკუთარ თავზე დიდი ნაგავი ადამიანი არ გგონია დედამიწაზე. ორმაგი სტანდარტია ფაქტიურად :D

მოკლედ, რომ არა ჩემი ზესტიმული, რაც, ნუ რა თქმა უნდა – მომავალი ემბრიონისთვის (პპც :D) კარგი საინკუბაციო პირობების შექმნაა, დავფიქრდებოდი, ღირს თუ არა ჯანმრთელი სიკვდილი.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

26 Responses to სიგარეტი – დასკვნები After

  1. პერწკლი says:

    პირველი გოგო ხარ ვინც მომავალი შვილი იმად მოიხსენია რაც არის ::
    :D

  2. + დადებითი: უფრო ჯანმრთელი შვილი გეყოლება :უსერ:

  3. ა უი დაგიწერია ბოლოში ჩემი აზრით ეგ პირველ რიგში უნდა გეწეროს :)))

    კიდე ერთი დადებითი ხელებს აღარ ვიქნევ კვამლის გასაფანტად შენს გვერდზე თუ ვზივარ :))))
    ხოლო, უარყოფითი, ნერვები ისეთ დღეში გაქვს, რომ ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები დროის განვამლობაში ვიჯდე შენს გვერდით :)))))))))))))))))))))))))))))

    :)))))))))))))))))))

  4. dodka says:

    @sweety – შვილი დადებით-უარყოფითში არ გავიყავნე, იმიტომ, რომ ეგ სტიმულია :D

    ხოდა ნერვებს რაც შეეხება, აუ ეგ არ ვიცი, დავაკვირდები ნერვებს და კიდევ – კანს.

  5. dodka says:

    @პერწკლი – ლოლ )) უცხოური ფორუმების გავლენით. არავინ არ წერს ბეეიბის და რამე, ბავშვი არის fetus :D

  6. CheshireCat says:

    @ dodka, Fetus-ზე ჰაუსის ერთი სერია გამახსენდა.. ფეხმძიმე ქალის ნაყოფს რომ სჭირს რაღაც და ეს მთელი სერია ნაყოფს რომ ეძახის და ბოლოს ოპერაციას რომ გაუკეთებენ ამ ბავშვს და ეს ბავშვი საშვილოსნოდან ამოყვანისას ხელს თითზე მოუჭერს.. ხოდა ამ ყველაფრის მერე ჰაუსი შედის ამ ქალთან და თქვენი ბავშვი კარგად იქნებაო :ლავლი:

  7. dodka says:

    @ჩეშირსკაია – არაფერი ლავლი სინამდვილეშჳ მაგაში არ არის, მემგონი ექიმებს უბრალოდ ეკრძალებათ უწოდონ ნაყოფს “ბეიბი”, იმიტომ, რომ მოშლის შემთხვევაში ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს დედის ტრაღედიული განწყობა )) ამერიკაში რა პრიძირჩივი ხალხია, გეცოდინება :D

    ხოდა როცა უკვე კარგად იყო ეგ ბოვში, მერე კი უთხრა (გამახსენდა ეგ სერია ისე :)

  8. da ici raSia saqme ai getyvi ra, tavid davanebe ki arada shimshilobis periodebs tu ar chavtvlit axla pirvelad gadavcyvitedanebeba….
    imitom danebeba rom mombezrda :mo:

    arada mevaseba roca vewevi magram maagrad mombezrda….

    axla naxe yvelaferi rac zemot chamotvale dadebitic da uaryfotici *leze mkidia magram axali minda rame, camalze me ar shevjdebi da planic yleobaa oda axla rame axali minda…. ai damokidebuli rom xar tanac ragac egocentruli da sainteresoa da mokled tavsac mashin daanebeb rogorc ki mogbezrdeba

    :D rambav davcere … mara veli ideeebs :D

    p.s bavshvis gachenas ar vapireb :D dodi xo ar var :D

  9. CheshireCat says:

    @dodka, lavli imitom rom, ti sama xorosho ici house-s ambavi :D eg rom axla imaze dafiqrdeboda rom dedas grznobebi gaumzafrdeboda an sasamartloshi chivili rom gaanerviulebda kidev :P

  10. dodka says:

    @ლილიანი – ახალი ჰობი გინდა შენ. ბოვში თუარ გინდა, ვინმე კაცი აიღე.

    @ჩეშირსკაია – კსტაწ, ახალი სერია. კომპში მიდევს და ჯერ არ მინახავს )) ვმუშაობ : ) => დვორსკი, ნახე რაკაი გოგო ვარ!

  11. Cyborg says:

    Lilian
    არ უსმინო დოდის!

    კაცი არ გინდა, გაიგეთ რა ფიფალ – კაცი არ არის ჰობი და არ არის საქმე და არ არის მიზანი, პლზ… მორჩით რა ჩლუნგ ქალობას, კაცი არის პარალელური სამყარო… ჰობი – არის რობოტები, სპორტი, სკანდალური ჟურნალისტიკა… რავი რაც გინდათ – ტოკა არა კაცი რა…

    რაც შეეხება სიგარეტის დანებებას – მადლობ, I feel much better now…

  12. miramax says:

    dodka – აი მაგაზე ხო ვილაპარაკეთ სხოდკაზე :))
    ეხლა რომ არა ჩემი მდგომარეობა ალბათ თავს არც დავანებებდი სიგარეტს. პრინციპში შენ კარგად იქცევი, მე არ დამინებებია მომავალი ემბრიონის გულისთვის 3 თვით ადრე სიგარეტისთვის თავი, მარა რავიცი, ეხომ კი მითხრა კაი ბაღანა გყავს, ტყუილად ნუ ეძებ ეხოს პასუხში რამე უარყოფითსო :)))
    ომდა, რესპექტები კიდევ ერთხელ, შენ უფრო მაგარი გამოდექი ვიდრე 100 ქალი ერთად. :)

    ხო და ჭკუის სწავლებები არ მიყვარს კიდე.
    აი მე ხო დავანებს, შენ როგორ არ შეგიძლია ამისთვის თავის დანებება და ეგეთი სლეობები… არ მინდა დანებება და ვსო რა, შემეშვი ბიძია!

  13. paaawu says:

    ვა რა კაი თემააააა… მართალი ხარ miramax… გაჩე გამოძვრება ბოღანა :) სამშობიაროშივე მოითხოვე… დოდკა dz.dz.dz. ჯიგააარ რომ არ გიყვარს “ის” ხალხი… fuck them… :) sorry :)

  14. kuda says:

    ძაან მომწონს მოწევის პროცესი, მარა არაფერი სასარგებლო მაგაში არაა. ან რა გემო აქვს რომ მოგწონთ? რავიჰ..
    მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი : )))
    და უჩა კიდევ : ))

  15. paaawu says:

    ხო ისე და რათ გინდა გახდომა dodkaaaaaaaaa???????? კარგად ხარ uuuuffffffff!…….

  16. lei'la says:

    am temas ar exeba , magram chems blogze rom caikitxe imas turashvilis katmandu jobda tu chemi iyo uketesi? : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  17. Kate says:

    “კიდე ერთი დადებითი ხელებს აღარ ვიქნევ კვამლის გასაფანტად შენს გვერდზე თუ ვზივარ :))))”
    +111111111111111111
    :D :D :D

    ხოდა, კარგია ნებისყოფა რომ გაქვს…
    თუმცა არ მომწონს ის, რომ მხოლოდ ბავშვის გამო გაქვს…
    ნუ, +ები კი ჩამოწერე, მაგრამ მაინც.

    @Cyborg
    “არ უსმინო დოდის!

    კაცი არ გინდა, გაიგეთ რა ფიფალ – კაცი არ არის ჰობი და არ არის საქმე და არ არის მიზანი, პლზ… მორჩით რა ჩლუნგ ქალობას, კაცი არის პარალელური სამყარო… ჰობი – არის რობოტები, სპორტი, სკანდალური ჟურნალისტიკა… რავი რაც გინდათ”

    აუუუუუუუუუუ, რა მაგრად მევასებიიიიიი…
    აი, უმაგრესად მევასები, მე ვიყო ხახვი…
    აუ, რა მაგრად მევასები რა..
    აუ, აი ძალიან მაგრად მევასები რა..

  18. Cyborg says:

    Kate
    დოოოდ, I think I wanna meet this person… – კეითი დაიდოს!…

    ხოდა ჩემ ჯამრთელობაზე:
    დოდიმ იკითხოს თორე… 2 დღეში ერთხელ აუარებელ, იმდენად აურაებელ რო ჩემივე ოზონის შრის დაცვის ჯგუფი ფეხებით დამკიდებდა, ფრეონს ვაფქრევევ სახლში… რის მერე ჩისტა ჰაერის უკმარისობის გამო (ვინაიდან ფრეონი ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინერტიულია) – თავი გვტკივა ხოლმე და თავბრუ გვეხვევა :დ

    ტაკ ჩტო ვინ ვის წამლავს აირადი ნივთიერებებით კიდე სკაითხავია…

  19. Sulklhan says:

    mec mominda sigaretze tavis danebeba :user:

  20. iverson says:

    რომ ჩამოვედი და დავჯექი კომპთან და დავიწყე თითოეული ნაცნობის აღდგენა მეხსიერებაში შენზე მაშინვე ვიფიქრე ნეტავი თუ დაორსულდა/დაფეხმძიმდა თქოვო :user:

    მმმ ფრეონი რა არის?

  21. linguistus says:

    მე არ ვეწევი :)

  22. Jaco says:

    აივერსონ ფრეონი არის ტროპიკული ხილი და პოპულის ქსელშიც იყიდება უკვე.

    სიგარეტის გადაგდება ძალიან დადებითი რამეა, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე ყველას ვინც სიგარეტი გადააგდო, რამდენად გაქაჩავს ბოლომდე (ნუუ ბოლომდე რაა ეხლა, ბოლომდე)

  23. ნინა says:

    მე მგონი ჯობია ეწეოდე ისევ,უარყოფითი მეტი ქონია დანებებას : დ ნუ მე ეგრე მომეჩვენა..

    მაგრამ თუ საქმეს სჭირდება,აიტანე რამოდენიმე თვე :ტან:

  24. Cyborg says:

    iverson
    ფრეონი არი ნივთიერება რომელიც წრიალებს და ბზრიალებს შენს მაცივარში.

    ეგეთი პროპანო პადობნი როჟაა ტოკა ინერტული.

  25. (c) Anika says:

    momavali shvili, e.c. embrioni – ertaderti mizezia, ris gamoc moceva ar davicke!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s