ქარის მოტანილი წერილების დღე

ფეისბუქზე ძალიან საინტერესო ევენთს გადავაწყდი, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დავწერ ჩემს წერილს:

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა.

უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას.

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.
Event-ის ლინკი ფეისბუქზე.

This entry was posted in Just, რა and tagged , , . Bookmark the permalink.

34 Responses to ქარის მოტანილი წერილების დღე

  1. dreamar ამბობს:

    როგორ მიყვარს წერილებიი. თან უცნობი ადამიანისგან :) ადრე ძალიან ბევრს ვწერდი ხოლმე, საკუთარ თავსაც კი ვწერდი :დ მთელი ერთი ყუთი მაქვს გატენილი წერილებით. მომენატრა ქაღალდზე დაწერილი წერილის კითხვა და წერა <3

  2. BigCrow ამბობს:

    ფრიად მახათური რამეა :)

  3. nino101 ამბობს:

    :) სითბო ვიგრძენი

  4. litterator ამბობს:

    რამდენი მეეზოვის გულში ჩაიღვრება ზღვა სითბო :დ :დ :დ

  5. ethnorevaz ამბობს:

    აუ ძალიან მაგარი იდეაა მარა რატომღაც ივენთი მგონი წაშალეს..
    Event Unavailable
    We’re sorry, this Event isn’t working right now. Please try again later. :|

  6. Giorgi ამბობს:

    ლეგალური დანაგვიანება

  7. Clown ამბობს:

    ^_^ მაგაროს

  8. გამოხმაურება: Tweets that mention ქარის მოტანილი წერილების დღე « Dream is Destiny -- Topsy.com

  9. zgarbo ამბობს:

    : ) aucileblad davwer imas rasac vgrdznob…

  10. ნეტა დანაგვიანების საწინააღმდეგო ძალები თუ არიან ჩართულნი ამ პროექტში? :)))

  11. lolachka ამბობს:

    mshvenieri ideaa..davwer aucileblad da gavatan qars… :)

  12. hexe ამბობს:

    მეც ძალიან მომეწონა ეგ
    ანუ დღეს უნდა დავწერო ხომ?

  13. Lord Vader ამბობს:

    მეც დავწერე და ბლოგზე ავტვირთე.
    პრინტერი არ მაქვს და რა ვქნა. ხელით წერას კი კაი ხანია გადავეჩვიე.
    :)

  14. tamunika ამბობს:

    doodkaa aii dzalian dzalian moomwoons esss azriii…mindaaaaaa ! :)

  15. tamunika ამბობს:

    xo ise tamoo var…dges 3 saati :) amomwuravad trenings rom gvitarebdiiiii :**:**

  16. Qilipa ამბობს:

    ხო იდეა მომეწონა, მაგრამ როცა ვნახე ეს მაშინვე დავაკომენტარე რომ ყველა წერილის ადრესატი თბილისის მეეზოვე იქნებოდა…

    კარგი იქნებოდა ივენთშივე გარკვევით ეთქვათ რომ არანაირი თვითმფრინავის გაშვება და სკვერში სკამზე დატოვება… ხელიდან-ხელში, მაღაზიებში, ტრანსორტში და ეგეთ ადგილებში რომ დავტოვოთ კარგი იქნება და ქალაქიც არ დაზრალდება :)

  17. Dodka ამბობს:

    ქილიპ, ქალაქის დაბინძურება ძალიან თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, რომელიც ზემოთ კომენტარებშიც ახსენეს.

    ჯერ ეს ერთი, ქაღალდი გარემოსთვის საშიში არაა, პლასტმასის ქილებისა და ცელოფნის პარკებისგან განსხვავებით. მეორეც, სულ 200=ოდე კაცის (მაქსიმუმ ისიც) გაშვებული თითო ქაღალდი არ დააქცევს ქალაქს.

    უბრალოდ, მასე ბევრი წერილი დაიკარგება, მე რაიმე უნდა მოვიფიქრო ისეთი, რომ ჩემი წერილები ნახონ და არ გადაიყაროს :დ

  18. ვინცხა ამბობს:

    ეჰ… ერთ ივენთსაც წავაწყდებოდი და ამ ივენთის სახელსას ვახსენებდი ხოლმე სადღაც–სადღაც და ა.შ. ოხ….

  19. Lord Vader ამბობს:

    საინტერესო წერილს მეეზოვეც ინტერესით წაიკითხავს.

  20. qilipa ამბობს:

    1 ცალს დავწერ, გადავაქსეროქსებ და მიმოვაბნევ მაშინ ქალაქში… მაგრამ გამიტყდება საერთოდ არავის წერილი რომ არ შემხვდეს მე…

  21. clockwork ამბობს:

    zalian kargi ideaa da mec gavushvebs magram ufro kargi iqneba masiuri saxe hqondes. iqeb televiziit gaaxmovanon uazro siujetebis nacvlad, darwmunebuli var imdenad cota werili iqneba ar shemxvdeba :(

  22. clockwork ამბობს:

    me magalitad tu shemxvda vinmes werili(anu momitana qarma) ar davtoveb skamze saxlshi wavigeb da shevinaxav, anu qalaqic ar danagviandeba eg ra mosatania am diad ideastan.

  23. komisia ამბობს:

    დამავიწყდა გაშვება…

  24. darbisubani ამბობს:

    ბავშვობაში საჰაერო ბუშტებში ვდებდი უმისამართო წერილებს და ცაში ვუშვებდი. მერე ვამბობდი, წერილები გავაფრინე ცაში და პასუხს ველოდები მეთქი. ჰოდა, მეუბნებოდნენ: შენ აფრენ, აფრენ, წერილებს რაღას ერჩოდიო!

  25. maia ამბობს:

    absolitrad ar vetanxmebi shens axal camocyebas Dodi. jer erti martla qalaqis dabindzurebaa da meorec mag ideam rom gamielva tu ra gametanebina qaristvis mashinve uaryofitma azrebma shemacuxa. aba kargi da sasiamovno qars rogor gavbatano :)). am chven uaryofit azrebs bavshvebi rom caikitxaven dzalian esiamovnebat tu ici ??? tundac avtori incognito iyos, ar minda chemma shvilma vigacis monachmaxi sisuleleebi rom ikitxos

  26. Giorgi ამბობს:

    ერთი წერილი ვიპოვე შარდენზე, ძეგლში იყო გაჩრილი.

    შინაარსი ემო-ური იყო, ბანალური და ბანძი.

    ფეილ იდეაა.

    P.S. დავკეცე და უკან დავდე, როგორც იყო.

  27. Tamar Baratashvili ამბობს:

    ამდენი კომენტარის კითხვის თავი არ მაქვს, უბრალოდ დავწერ, რომ მინდოდა, თან საშინლად მინდოდა დამეწერა წერილი, არა და დამავიწყდააა!!!! თან ბლოგზე დავდეე!!!! http://bmu.li/HcI და იმის მერე მოწყენილი ვარ… რატომ გამომრჩა ასეთი მშვენიერი დღე!!!

  28. არ მახსოვს, უკვე გითხარი თუ არა მადლობა <3
    დღეს საჯარო მადლობა დავწერე გვერდზე, 10 წლის მერე, თუმცა, სავარაუდოდ, ვერ მოგნიშნე და ვერ ნახავ : )

დატოვე კომენტარი