Tag Archives: თმა

Timha 01.03: Welcome, Spring!

გაზაფხულის აღსანიშნავად დილით თმაში ჩავიქსოვე რომელიღაც გულსაკიდის ძეწკვი. სულ მომწონს მსგავსი რაღაცები სხვებზე, მაგრამ მე თვითონ არასდროს მიცდია, იმედია შემდეგ ჯერზე უკეთ გამომივა, მაგრამ მაინც, კარგ ხასიათზე დამაყენა. პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | Tagged , | დატოვე კომენტარი

Scary “New”

საშინლად არ მიყვარს ცვლილებები და სურპრიზები. ამაზე ბლოგზეც ხშირად ვწერ ხოლმე. ჩემს წინა დაბადების დღეზე, 13 იანვარს, კიბორგამ წინასწარ მითხრა, რომ სურპრიზის გაკეთებას აპირებდა. ბევრი ვეცადე გამომეძალა, რა სურპრიზი იყო. ერთადერთი, რაც ამოვაღერღინე: ”შენ ამას ჩემგან არ ელოდები!” შევჯექი ეკლებზე. … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , , , | 33 Comments

How you doin’? (c) Joey

ახლა ვაპირებ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამედ გადავიღებო თმა, იმიტომ, რომ შეჭრილი კი მომწონს, მაგრამ ფერი – არც ისე, რაღაც მკვდარია. და ვდებ საზეიმო ფიცს, რომ რაც უნდა გამოვიდეს ბოლოს, მეტი ხელს აღარ მოვკიდებ საღებავს უახლოეს მომავალში და კიდევ ორ … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 19 Comments

თმები

სად არის ველა? არ არის ველა. სად არის ქერა? არ არის ქერა! გაცოფებული ვარ. გუშინ მოვიარე მთელი ახლომდებარე ტერიტორია და ვერსად ვიპოვე ჩემი თმის საღებავი. ისაო ესაო, გაწყდაო [დასტყდეს ხელები, ვინც ის ჯანდაბა არტი-გრუფი დახურა]. ხოდა გარნიერზე გადადის ყველაო. დავიწყე … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 15 Comments

მეზობელი

რამდენიმე დღის წინ უტვინოს პოსტი დავაკომენტე მის მოხუც მეზობელზე, რომელიც სულ აივანზეა. მეც მყავს ერთი ეგეთი ეგზემპლარი, ოღონდ ის შედარებით ახალგაზრდაა, წვერებიანი, მოპირდაპირე კორპუსზე ჩემზე ზედა სართულზე ცხოვრობს და თითქმის სულ აივანზე დგას – რამდენჯერაც გავედი. და სულ მგონია რომ … Continue reading

Posted in Just, რა | Tagged , , , | 11 Comments