Trainings – Day 1

კომპი გადამიფორმატა კიბორგამ და ამ ტექსტს ფორუმის ფანჯარაში ვწერ ქართული კლავის დაყენებამდე – და მეზიზღება. ზოგადად, ახალგადაფორმატებული კომპი მეზიზღება.

დღეს მქონდა ტრენინგის პირველი დღე სამსახურში.

უკვე დავწერე სადმე, რომ ადამიანების უმეტესობა გლუვია და მე ეს აღმოჩენა ყოველთვის ახლიდან მაოცებს?

დავიწყოთ იქიდან, რომ ქართველებს (მამენტ სხვა ერებს არ ვიცი როგორ აქვთ ამ მხრივ საქმე, თორემ დავწერდი “ადამიანებს-თქო”) სიტყვა “აქტიურობის” უცნაური აღქმა აქვთ. ძალიან უცნაური.

ტრენინგის დასაწყისში გაგვაფრთხილეს, რომ იაქტიურეთ, კითხვები თუ გექნებათ – დასვითო (ამ ხალხის ნაწილი დავრჩებით სამუშაოდ, ნაწილი – არა). და აბა გამოიცანით, აბსოლუტურმა უმეტესობამ აქტივობა როგორ გამოხატა? დიაღ… უაზრო შეკითხვების დასმით. და ერთი და იგივე შეკითხვის სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვა ბრუნვაში გამეორებით.

მე ჩუმად ვტიროდი და ფურცლებზე პამეტკებს ვაკეთებდი: სო სტუპიდ, სო სტუპიდ, სო სტუპიდ… რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი… დღის მოვლენა სხვა რამ იყო ჩემთვის. მოკლედ, ტრენინგის მანძილზე ტრენერმა ახსენა, რომ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ხედავ კომპზე მასთან დარეკვისას – ასაკი, სახელი, გვარი, ა.შ (იგულისხმა ანკეტის სახით). ჰოდა შუალედური ბრეიქის დროს რამდენიმე ადამიანი ამაზე ბჭობს:

ერთი სკოლზკი ტიპი: – აუ აზრზე ხარ ტო… რეკავ და უყურებ რა!! იმენა ჩაანს რა ყველაფერი… როგორ გელაპარაკება ხედავ.
სუსლიკი მასტი: – ხო აბა რა, კომპიუტერიდან რო რეკავ ეგრეა.
ამ დროს ამათზე ოდნავ განვითარებული პუტკუნა გოგო ერთვება საუბარში: – არა იცით, არა მგონია სახე ჩანდეს, მაინც, ანონიმურობა ენდომება…

:D

ერთადერთი ბედნიერება ამ ყველაფერში ერთ-ერთი ბიჭი იყო, რომელიც სუფთა ბრიტანული აქცენტით ლაპარაკობდა და მინდოდა, რომ ბევრი ელაპარაკა. პირველად შევხვდი ადამიანს (ქართველს), რომელიც ასე გემრიელად ფლობს ბრიტანულ აქცენტს. მერე შო მოვიდა და ერთად გავედით, ანუ შანსი არ მომეცა რომ მეკითხა, სად მოახერხა აეკიდებინა ეს გენიალური, გენიალური სფიჩი. არაუშავს, ხვალ ვკითხავ. და იმედია, რომ აიყვანენ. ხშირად რომ ვუსმინო :D

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to Trainings – Day 1

  1. Cheshire_Cat ამბობს:

    lol :))) ია ნე პლაკალ’.. ია რიდალ’ :)))))))

  2. Sweet Baby Girl ამბობს:

    :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  3. iverson ამბობს:

    fuuu eg aqtiuroba dRevandeli ganaTlebis reformis mixedviT sagnis niSnis min. 10%-ia da leqciebzec egeTi domxalia xolme :vis: bang bang

    good luck good luck good luck! :tan:

  4. ლილიანი ამბობს:

    zerji golovu erx podniatim

    :up:

  5. utvino ამბობს:

    ციტატაზე ვიკაიფე მაგრად :)

  6. Cyborg ამბობს:

    ხშირად უსმინო არა? – ცოლად გაყევი და საერთოდ ეგ ინგლისური აქცენტი შენი ცხოვრების ნაწილი იქნება ყოველ დილა… არა ჯობია ეშვილე – რო bloody hell, will u ever go to school!! დაგიყვიროს ხოლმე… არა ჯობია მითხოვდი, და კიდე ვინმე გოგო იშოვე და ისიც მიათხოვე და შვედსკი სიმია იქონიეთ რო რაც შეიძლება მეტი გოგო ზიარებდეს ბრიტანულ აქცენტს რაც შეიძლება მეტი დრო…

    პ.ს. შევისწავლი ბრიტანულ აქცენტს, კარგად გადაგიხდით, სასურველია 1 სტუდენტ გოგონასთან და დიასახლისთან ერთად…

  7. keti ამბობს:

    6 Cyborg
    :))))))))

    ——-
    კომპზე ინფოს დანახვა!!! :))))

  8. Cannabis ამბობს:

    ragac ucnaur adgilas dagickia mushaoba :D

  9. oto1880 ამბობს:

    bodishi da tu saidumlo ar aris eg ze-aqtiuroba romeli kompaniis treiningze sheinishneba? da xo sheni qceva 100%nia garantias gadzlev ishviatad rom rame girebuli shekitxva dasva uechveli shtatshi xar.!

  10. თენგიზ ბოძგლდარა ამბობს:

    სპამერობას იწყებ?

    აქტიურობას რაც შეეხება, ადრე ინსტიტუტში ერთი ჯგუფელი გოგო ცდილობდა მაქსიმალურად შეტენოდა ლექტორს და იკითხა: ბანკში ფული რო შევიტანო, მერე ამ ფულს მასესხებენო?

    მაშინ კი ყველა სიცილით მოკვდა, მაგრამ მერე ამ გოგომ წარმატებით დაამთავრა :(

    ბრიტანულ ტყლარწია აქცენტს ვერ ვიტან, ეგრევე აუტანელი გრძნობა მიტანს – თავში ჩავკრა რამე… ვერც USA ში იტანენ რატომღაც, ერთ-ერთი უსაშინლესი აქცენტია.

  11. shotazi ამბობს:

    კი მაგრამ ეს ბრიტანული აქცენტი რა პონტია? :D

  12. Goddess ამბობს:

    ტრენინგებისათვის დამახასიათებელი სტანდარტული სიტუაციის აღწერა…. აი მეზარება რაღაც ჩემი გამოცდილების მოჭიჭიკება ახლა, თორემ ….

  13. Kate ამბობს:

    ეჰ……ვიზიარებ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s