Timha 04.03 – Coconut stuff

Yves Rocher – რატომღაც სულ მეგონა ძალიან ძვირიანი ბრენდი. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და თურმე არც ისე ძვირიანი ყოფილა, როგორიც მეგონა, მითუმეტეს ფასდაკლებაზე.

სანამ ხელფასი ბოლომდე გამიქრა, ვიყიდე ჩემი მეგობრების მიერ ძლიერ რეკომენდებული ტონალური (ფასდაკლებით 22 ლარი) და ხელს გამოვაყოლე ქოქოსის შხაპის გელი (11 ლარი) და ლოსიონი (12 ლარი).

მოკლედ, თუ მარშუტკაში უცებ რაფაელოს შესანსვლის დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდათ, ესე იგი, სადღაც იქვე ვზივარ მე.

Yves Rocher

 

 

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

This entry was posted in Things I'm Happy About and tagged , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to Timha 04.03 – Coconut stuff

  1. LiLaC ამბობს:

    მე ვაჩუქე ჩემს დაქალს ვანილის სურნელით ზუსტად იგივე კომპლექტი და გვერდზე რომ მიზის ლამის ჩავკბიჩო.

    ზოგადად, ივ როშეს ერთგულ მომხმარებელთა შორის ვარ მეც ^_^

  2. babisa ამბობს:

    ასეთი ტონალური მაქვს მეც და კმაყოფილი ვარ.

  3. brotseuli ამბობს:

    მე, ვერ დავუმეგობრიდი, სამწუხაროდ ივ როშეს კოსმეტიკას. საფრანგეთის ფასებთან შედარებით, ჩვენთან კიდევ უფრო ძვირია.

  4. Lord Vader ამბობს:

    ჰო იაფია…. მარა მამაკაცის ხაზი ვერლავეს. :/

  5. siyvarulovna ამბობს:

    ჩემს დას აქვს ქოქოსის დუშ გელი, ტანის კრემი და ხელის კრემი და ოთახში შესვლისას აღარ ვიცი რას ვეცე ხოლმე :დ

  6. რა კარგი ტონალური ჩანს (შეფუთვით დავასკვენი) რა ფირმაა,სად იყიდება?
    ქოქოსზე და შოკოლადის სუნებზე ჭედვა მაქვს, იქნებ მითხრა ეგეც სად იყიდება? მმ

დატოვე კომენტარი