Random Stuff – აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, ჰოსტელი და “ჩიტი”

1. პროექტი, რომელსაც თვალს ვადევნებ:

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად პლეხანოვზე გავიზარდე, არასდროს შემიმჩნევია, რა ლამაზი სახლები ყოფილა ამ ქუჩაზე. კარგა ხნის შემდეგ პირველად მომიწია ამასწინათ აღმაშენებელზე გავლა და თვალებს არ დავუჯერე, უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი.

ძალიან მომწონს, რომ შენობების რეკონსტრუქციას აკეთებენ, ძალიან მომწონს, რომ დიდი ჭადრები მოაშთეს. ამაზე ბევრი დაობს, გამართლებული იყო თუ არა, თუმცა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ხე არ მგონია დიდად ხელს უშლიდეს გარემოს დაბინძურებას, სამაგიეროდ ფესვები საძირკვლებს აფუჭებდნენ, და, როგორც წავიკითხე, დიდი ხეები სათბურის ეფექტს ქმნიდნენ ქუჩისთვის, რის გამოც აქაურობა სულ ჩახუთული იყო. ჭადრების ნაცვლად რაღაც სხვა ხეების დარგვას აპირებენ. ისე, ჭადრების და თუთების დარგვა ქალაქში ვინ მოიგონა თავის დროზე…

რა არ მომწონს:

ფორუმზე გახსნილ თემაში (რომელსაც რეალითი შოუსავით ვკითხულობ, რადგან მონაწილეები ხშირად დებენ ახალ-ახალ ფოტოებს მიმდინარე სამუშაოებიდან და ძალიან აზარტულია ეს ნგრევა-შენების პროცესი)  ბევრმა დაწერა, რომ ერთი და იგივე სახლს რამდენჯერმე აკეთებენ. მაგალითად, გადახურავენ, მერე მოდიან, აყრიან, რამე სხვას დაახურავენ. მერე ისევ აყრიან და მანსარდას დაადგამენ და ა.შ. რატომ? რატომ არ შეიძლება, გაკეთდეს პროექტი ერთხელ და მიჰყვნენ მერე იმ პროექტს. ნერვებისმომშლელია ფულისა და რესურსების ასე უპასუხისმგებლოდ ფლანგვა.  გარდა ამისა, ასევე ფორუმზე დევს ბევრი ფოტო, სადაც ჩანს, როგორი მიფინაჩებულია შენობების ზოგი ნაწილი. ძალიან ვბრაზობ.

/ფოტოები აღებულია ფორუმზე თემიდან, ბევრჯერ გადაკოპირებულია და ამიტომ პირველწყაროს ვერ ვუთითებ/

2. სასარგებლო აღმოჩენა:

ფეისბუქზე ჩემი მეგობარი უცხოელებისთვის ჰოსტელს ეძებდა და აქედან აღმოვაჩინე ერთი თბილისური ჰოსტელი – “ბუმბული”.

სიამაყით აღვივსე, რევიუებს რომ ვკითხულობდი. არ ვიცი, რატომ მჭირს ხოლმე ასეთი აღტყინება ყოველთვის, როცა უცხოელის დადებით შეფასებას ვკითხულობ რამეზე, რაც საქართველოს ეხება – ადრე ნამდვილად მახსოვს, რომ არ მჩვეოდა ასე, მე მგონი, რაც ასაკი მემატება, უფრო პატრიოტი ვხდები.

მოკლედ, თუ დაგჭირდათ უცხოელი მეგობრებისთვის ჰოსტელი თბილისში, იაფი და სტუმართმოყვარე, აი თქვენ ლინკი: http://boombully.com/

3. ვიდეო, რომელსაც ვუყურებ:

Chiti.ge, რომელიც სრული ძალით სექტემბრიდან გაეშვება, თიზერ სიუჟეტს გვთავაზობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ინიციატივა:

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to Random Stuff – აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, ჰოსტელი და “ჩიტი”

  1. litterator ამბობს:

    ყველაზე მეტად ველოდები “აპოლო”-ს განახლებას – ძალიან მაგარი რამე იქნება <3

  2. mezobeli ამბობს:

    მადლობა ჩვენი ხსენებისთვის ჩვენი Lounge ღიია ვიზიტორებისთვის ეგრეთწოდებული social hub გვაქ ასე რომ welcome anytime

  3. faifuris angelozi ამბობს:

    დოდი,არქიტექტორის პოზიციიდან მეც მომწონს რომ რაღაცას ცდილობენ(ალამაზებენ) მაგრამ საქმეში ღრმად თუ ჩაიხედავ ნამდვილად დარწმუნდები რომ ხეეების მოჭრას რომლის ფესვები თურმე საძირკვლებს აფუჭებდა,აჯობებდა თითოეული სახლის რეკოსნტრუქციის კონკრეტული პროექტი გაეწერათ და ასე ზერელედ არ ჩაეტარებინათ “რეკონსტრუქციული” სამუშაოები.იმაზე ბევრი იხარჯება ვიდრე საფუძვლიანად ჩატარებულ რეკოსნტრუქციაზე დაიხარჯებოდა.

  4. Sweet Baby Girl ამბობს:

    ეგ ჭადრები ალერგიის წყაროა :( ყოველ გაზაფხულზე მსპობს. კიდევ კარგი ჭრიან <3

  5. Zurriuss.Ge ამბობს:

    მეც გადავუღე სურათები და ბზარებიანი დეტალები ვერ შევამჩნიე. ტეხავს ეგრე, რა…
    თუმცა რკინიგზელების უკან ძალიან მაგარი ბაღი გავჩითე.
    ჩიტს რაც შეეძლება, ფრიად მომეწონა კომპიუტერული რამე-რუმეები და მანქიც კარგად “გამოვიდა”. მთავარია, მარაზმობებში არ გადავიდნენ და გზა დამილაიქებია :დ

  6. ლურჯი ბმული ამბობს:

    ჰოდა დომენს რა მოუვიდა? dodka.ge – ს ანუ

  7. natia ამბობს:

    es aris rekonstruqcia-gurjistanulad. is arqiteqturuli dzeglebi, rac saamayo iyo am ubnistvis, ubralod agar arsebobs. rekonstruqcia ese haerze ar xdeba. masalas dzalian guldasmit chirdeba shercheva. rac mtavaria yvela shenobas daakargvines pirvandeli iersaxe.

  8. giv ამბობს:

    ახლა რას იტყვით? მოგწონთ? :)

  9. ent ამბობს:

    ისე მართლა მაინტერესებს შენი აზრი ამ ქუჩის განახებაზე.. ეხლანდელი აზრი ანუ..

დატოვე კომენტარი