How to measure

აი, მე გავუგე ადამიანებს, რომლებიც თავით არიან გადაშვებულები საქმეში და პირად ცხოვრებას ან სულ არ უთმობენ დროს, ან ძალიან ცოტას.

საქმეში ყველაფერი იოლია – იცი, რომ აი, ამდენს გაიღებ – ამდენს მიიღებ უკან. რვა საათი იმუშავე, 6 დღე კვირაში – თვის ბოლოს აჰა შენ XXX ლარი. სტატია დაწერე? აჰა კიდევ XXX. ტრენინგი ჩაატარე? რამდენი დღე იყო? რამდენი საათი? ამის მიხედვით, აი XXX ლარი. თუ დრო ცოტა გაქვს, პატარა პასუხისმგებლობას აიღებ, ცოტას ჩადებ – შესაბამისად, ცოტა ანაზღაურებას მიიღებ.

თუ ის საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს და სულს და გულს დებ, ლარების ზემოთ ბონუსად კიდევ აღიარებას და პატივისცემას გჩუქნიან, რომელიც ხანდახან ლარებზე უფრო მნიშვნელოვანია.

პირად ცხოვრებაში? აბსოლუტურად არალოგიკური, გაუზომავი და დაუგეგმავი სიტუაცია. გინდა, რომ სული და გული ჩადო? ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ უკან მიიღებ იგივე საფასურის მქონე ენერგიას ან აღიარებას. ან შეიძლება ძალიან ცოტა ჩადო, სულ ერთი წინწკლი და იმდენი დაგიბრუნდეს უკან, რომ სულაც არ გინდოდეს და ვერ აუხვიდე. საერთოდ, ნორმალური საზომიც არ არსებობს.

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

13 Responses to How to measure

  1. litterator ამბობს:

    ჰო ეგრეა, ჩემს საქმეს, რომელიც გამიმართლა და საყვარელიც აღმოჩნდა :დ, უდიდესი დრო მიაქვს, თითქმის 85% . პირადი ცხოვრება როგორც ასეთი ჩემსკენ ვერ არსებობს :დ

  2. krosk ამბობს:

    ჰმ :შ :მომავალისაქმოსანი: :დ

  3. იალინდა ამბობს:

    ზუსტად გიწერია ყველაფერი:(

  4. wissner ამბობს:

    ახალი პოსტი, რომ დავინახე თარიღი გადავამოწმე ბოლომდე რომ გამეხარა.
    როგორც ყოველთვის გეთანხმები.

  5. dreamar ამბობს:

    უი ახალი პოსტი <3

  6. კატიე ამბობს:

    მორჩით ახლა წუწუნს :D

  7. ვეკო ჩხეიძე ამბობს:

    პოსტიი

  8. KoteMD ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტი იყო.

  9. kate ამბობს:

    ნეტავ მეც მაგდენს მიხდიდნენ და გავარტყი ჩემს პირად ცხოვრებას. :))

    ასე რომ წინ!

  10. Ibi ამბობს:

    ლაკონურად წერის დედა ხარ :დ

  11. ent ამბობს:

    ყველაფერი რაც ლოგიკის ჩარჩოებში ზის მოსაბეზრებელია, ცხოვრება კიდე შეიძლება მოსაბეზრებელი გვგონია მაგრამ თავდაუზოგავად ვეპოტინებით, მოკლედ როგორ ვთქვა.. კარგია რა ესე როა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s