Relationships

ყველა დადებით თვისებას, რაც ადამიანს აქვს, თავისი “ექო” ნეგატიური თვისებაც მოსდევს.

რომანტიკული ადამიანია? სურპრიზების გაკეთება უყვარს? – სამაგიეროდ ზედმეტად ემოციურია და მასთან რაციონალურად საუბარი ჭირს.

კომპანიის სული და გულია, მხიარული და აქტიური? – სამაგიეროდ ძალიან ძნელია მასთან თავი იგრძნო ექსკლუზიურად და მშვიდად.

იცის, როგორ მოგექცეს, როგორც ქალს და დაგახვიოს თავბრუ? – შენ ერთადერთი არ ხარ, სხვებსაც ასევე ექცევა და ახვევს თავბრუს.

ბევრ ფულს აკეთებს და საინტერესო საქმითაა დაკავებული? – ნაკლები დრო რჩება შენთვის.

ძალიან ყურადღებიანია და შენ გარდა არავინ ადარდებს? – თავს გრძნობ ჩახუთულად და ოცნებობ, რომ რაიმე საქმე იპოვოს, რომ შენც სინდისის ქენჯნის გარეშე გაატარო ერთი საღამო მის გარეშე, მეგობრების წრეში. თან, დიდი შანსია, რომ ბევრი ფულიც არ აქვს.

ფული აქვს, მაგრამ არ მუშაობს და ამიტომ დრო აქვს შენთვის? – დედიკოსთან ცხოვრობს მამიკოს ხარჯზე და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

ერთი და იგივე სფეროში მუშაობთ და ბევრი საერთო გაქვთ? – “სამსახურშიც სამსახური, სახლშიც სამსახური…”

სხვადასხვა სფეროში მუშაობთ, სხვადასხვა თემები გაინტერესებთ? – სალაპარაკო თემის პოვნა უფრო რთულდება.

დილით შენზე ადრე დგება და ყავას გახვედრებს? – ალბათ შენზე ადრე იძინებს და “ტოროლაა”, შენ კი “ღამურა” ხარ და თქვენი აქტივობის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ევენთები, რომლებზეც ერთად გაერთობით? – ზოგჯერ არ ითვალისწინებს შენს აზრს, გინდა თუ არა ის კონკრეტული აქტივობა იმ კონკრეტულ დღეს.

შენ გეგმავ ყველა თქვენს საერთო აქტივობას, რომელ კაფეში წახვიდეთ ან რომელი კინო ნახოთ დღეს? – ინივიატივის გამოჩენა უჭირს და იღლები.

სპონტანური და კრეატიულია? – შეუძლია სპონტანურად გადაწყვიტოს, რომ დღეს საღამოს დაგეგმილი შეხვედრა  გაუფრთხილებლად გადადოს და სადმე სხვაგან მიდის.

და ასე უსასრულოდ.

ჯამში ჩვენ სამეგობროდ/საურთიერთოდ ვირჩევთ ადამიანებს არა მათი დადებითი თვისებების გამო, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვიძლია შევეგუოთ ამ დადებითი თვისებების “ექო” ნეგატიურ თვისებებს.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , . Bookmark the permalink.

26 Responses to Relationships

  1. siyvarulovna ამბობს:

    მგონი ჩვენ სულაც არ ვირჩევთ არავის :| ჯასთ ხდება ხოლმე ისე რომ ბრახ და აღმოვაჩენთ რომ უი აგვირჩევია და მის ყველა დადებით თუ უარყოფით თვისებას მხოლოდ არჩევანის შემდეგ ხვხვდებით

  2. dreamar ამბობს:

    ნეგატიური თვისებები ყოველთვის გადაწონის კარგ თვისებებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი დადებითი თვისება აქვს ადამიანს, არამედ _ რამდენი ნეგატიური რამ ახასიათებს. აბსოლუტურად ვეთანხმები პოსტში გამოთქმულ აზრს.

  3. Agasfer ამბობს:

    მე კი მგონია, რომ ადამიანებს დადებითი თვისებების გამო კი არა, იმ პატარა ნაკლების გამო ვირჩევთ, რომელიც უინტერესო იდეალისგან კონკრეტულ ინდივიდს განასხვავებს
    :ამასსიბრძნისისქვია,ხო?:

    • Dodka ამბობს:

      დადებითი თვისებები ყველას ერთნაირი გვაქვს, ნაკლები – ყველა ინდივიდუალურია :დ

      • Agasfer ამბობს:

        ფაქტობრივად, მეც მაგის თქმა მეწადა :დ

        • Nino ამბობს:

          მე კიდევ მგონია, რომ ადამიანი ჯერ გიყვარდება და მერე გებულობ მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ. აი რამდენად შეგიძლია აიტანო მისი უარყოფითი თვისებები კი აჩვენებს რამდენად გიყვარს! მეტი არაფერი, მეტად გიყვარს , მეტს აიტან. ნკლებად გიყვარს, ნაკლებად აიტან. რეალურად როგორია და რამდენია შენი სიყვარული ადამიანის მიმართ ჩანს მაშინ, როცა უნდა შეეგუო, აიტანო, მიიღო მისი “ნაკლები” (ეს ნაკლები პირადი აღქმაა, თორემ შეიძლება ვინმე სხვა ადამიანისათვის სულაც არ არის ნაკლი.) არჩევანს კი ადამიანი აკეთებ იმის მიხედვით, თუ შენი ფასეულობიდან გამომდინარე შენი სიყვარულისათვის რამდენი შენი პრინციპი და ფასეულობა შეგიძლია დათმო.

  4. dreamar ამბობს:

    Bad Is Stronger Than Good _ ძალიან საინტერესო მეცნიერული ნაშრომია ამ თემასთან დაკავშირებით :))

  5. PaWu ამბობს:

    ეჰ =(( ასე უსასრულოდ…

  6. sunny night ამბობს:

    ძალიან მაგარი პოსტია, აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. რა რთულია ურთიერთობები…..

  7. litterator ამბობს:

    that’s right babe ! :D I’m sick ‘n tired :D

  8. მიჩინიო ამბობს:

    … და ჭიქაც სულ ნახევრად ცარიელია? :)

    • Dodka ამბობს:

      არა, იდეა ისაა, რომ ჭიქა, რომელიც ნახევრად სავსეა, ამავდროულად ნახევრად ცარიელიცაა :დ და ჩვენ ვირჩევთ, რამდენად შევეგუებით იმ სიცარიელეს, შიგთავსის გემრიელობის პირობებში :დ

  9. Kate ამბობს:

    ზუსტად ვეთანხმები პოსტის შინაარსს.
    და უბრალოდ შენ ( ანუ ზოგადად ადამიანი) დგები არჩევანის წინაშე. ხარ თუ არა მზად მის ნაკლებთან შესაგუებლად.
    მე მაგალითად არ ვარ ამ ეტაპზე. ამიტომაც დავიარები ეულად, თუმცა ამის გამო თავს ცუდად საერთოდ არ ვგრნობ, პირიქით. ნერვებს არ ვანადგურებინებ არავის.

  10. M.K. ამბობს:

    საქმეც ამაშია, ისეთი იპოვო, ვისი ნაკლებიც შენ შეგეფერება და შენი_მას…

  11. Chiamaria ამბობს:

    აბა იდეალური არ არსბებობს :) ზოგჯერ რაღაცეებზე თვალს ხუჭავ

  12. piccolina ამბობს:

    ადამიანებთან რილეიშენშიფი მაინც გვაქვს რაღაც დონეზე, მთავარია ეგ ბეჭდამდე არ მივიდეს, თორე რაღაც პერიოდით მაინც იქნება, გინდა 1 დღე იყოს, ან 10 წელი, არ აქვს მნიშვნელობა, ეზ ლონგ ეზ ბეჭედი არ აფუჭებს ყველაფერს, იმიტომ, რომ იმაზე ფიქრი, რომ რაღაც ‘სამუდამოა’ საშინლად გძაბავს
    მერე ყველაფერი ბევრად ადვილია <3

  13. anina ამბობს:

    ჰო. you can’t always get what you want.
    :((

  14. ბაბისა ამბობს:

    აღარ ყოფილა საშველი, ამ პათოსით
    არა, მთლად ასეც არ ვფიქრობ :) სულ არის შუალედები
    ყველგან შეიძლება რაღაცამ გაგაღიზიანოს, თუ ასე ხარ განწყობილი, იმჰო
    ამიტომ მთავარია, რა განწყობით ხარ და შენიდანვე მოდის მერე ეს ყველაფერი.
    საერთო თემებიც მარტივად გამოინახება, თუნდაც სხვადასხვა ვფეროში იყოთ და ივენთებზეც შეთანხმდებით, თუ ერთმანეთს ეწყობით და თუ ვერ – არც ისე გამოვა რამე და არც ასე

  15. Salome Nadiradze ამბობს:

    მე მგონია ასე ირჩევ, იცნობ, იცი მისი უარყოფითი და დადებითი თისებები, მაგრამ მისი იმდენად არ გაწუხებს უარყოფითი, რამდენადაც გსიამოვნდებს დადებითი. მე ასე ვარ : ))

  16. სალომე ამბობს:

    ძალიან მაგარია დოდკა და ბოლომდე გეთანხმები.

  17. მარიტა ამბობს:

    აუ არ გიცნობთ არც ერთს, მაგრამ ამდენი სასარგებლო წინადადება კარგა ხანია არ წამიკითხავს და ჩემს კითვებსაც მეტ–ნაკლებად გაეცა პასუხი :)) გამიხარდა, რომ წაგიკითხეთ და ეს პოსტი ხომე საერთოდ! :)

  18. Olkin ამბობს:

    მაქედან თითქმის ყველა მაქვს გამოცდილი და სამხუაროდ გეთანხმები.. ჩვენ ძირითადად ისეთ ადამიანებს ვირჩევთ ვის ნაკლთანაც შეგუება შეგვიძლია და არა მათ ვისი დადებითიც მოგვწონს. ყველა ადამიანში შეიძლება იყოს დადდებითი რაც ჩვენ მოგვეწონება ))

  19. mariameden ამბობს:

    პოსტი ძალიან მომეწონა. <3 ხანდახან ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მეგობრობაც სურთ, უბრალოდ არ გამოსდით. საშინელებაა ეს, მაგრამ ჩემი აზრით, თუ ორივე მხარეა დაინტერესებული ურთიერთობის გამოსწორებით შეუძლებელი არაა :)

  20. Ninia ამბობს:

    sulac araa ase, es aris ubralod urtiertobis formis stereotipebi, romlebsac rogorc cesi kmnian “sasocarkvetili diasaxlisebi”. arasodes rom ar umartlebs da ukve imedic gadacuruli rom akvt

  21. Fei Bukowski ამბობს:

    რა ძალიან მართალი პოსტია ღმერთმანი ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s