Scary “New”

საშინლად არ მიყვარს ცვლილებები და სურპრიზები.

ამაზე ბლოგზეც ხშირად ვწერ ხოლმე.

ჩემს წინა დაბადების დღეზე, 13 იანვარს, კიბორგამ წინასწარ მითხრა, რომ სურპრიზის გაკეთებას აპირებდა. ბევრი ვეცადე გამომეძალა, რა სურპრიზი იყო. ერთადერთი, რაც ამოვაღერღინე: ”შენ ამას ჩემგან არ ელოდები!”

შევჯექი ეკლებზე. სულაც არ იყო სასიამოვნო მოლოდინი, ნერვები მეშლებოდა. მერე ვიფიქრე ვიფიქრე და რას არ ველოდები კიბორგასგან? სექსუალურ თეთრეულს ველოდები, ბავშვსაც ველოდები – ამიტომ ეს გამოირიცხა. რას არ ველოდები და იმას, რომ სადმე ერთად წასვლას შემომთავაზებს რამდენიმე დღით! აჰ-მეთქი, ნაღდად ეგაა და დავიწყე ოცნება, როგორ წავალთ ერთად ბაკურიანში ან სადმე რამდენიმე დღით, მარტოები, მზა საჭმელს მოგვართმევენ, ის ისრიალებს – მე დაბლა დაველოდები და ვისეირნებ (4 თვის ორსული ვიყავი მაგ დროს და ჩემი ერთადერთი გამოცდილება თხილამურებზე 5-დღიანი ბაკურიანით შემოიფარგლებოდა, რომლიდანაც 3 დღე სიცხე მქონდა და 2 დღე ტაკოთი ვერჭე თოვლში, ორსულობისას მაგას ვეღარ გავრისკავდი).

და ააი, მოვიდა ჩემი დაბადების დღეც. და კიბორგამ მომიტანა სურპრიზი, ის, რასაც ნამდვილად არ ველოდი მისგან… ვარდისფერი აიფოდი!

ჩემ ირგვლივ ყველას უნდოდა აიფოდი. ყველას გაუხარდებოდა. ჩემი და რამდენი ხანი ოცნებობდა აიფოდზე.

მე კიდევ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ. აი საერთოდ, ძალიან იშვიათად, რომ მომინდეს და რაიმე ჩავრთო. ამ ჩემს მუსიკალურ მოთხოვნილებებს კიდევ ერთი 200 მბ-იანი მპ3 ფლეერიც სრულიად აკმაყოფილებდა და ვერაფრით გავიგე, რატომ გადაიხადა 600 ლარი აიფოდში, რომელიც საერთოდ, აი საერთოდ არც მინდოდა და არც გამოვიყენებდი.

განვასახიერე ბედნიერება, თუმცა ეგრევე მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო. საშინელი უხერხულობა ჩამოვარდა, მე მიტყდებოდა, რომ არ მიხაროდა ის, რაც ყველას გაუხარდებოდა. და მას გაუტყდა ის, რომ საჩუქარი დებილურად შეარჩია. თან უბრალოდ საჩუქარი კი არა – ყვეელაზე ძვირი საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. [აიფოდამდე ყველაზე ძვირიანი საჩუქარი, რაც მაჩუქა – სტრაიკის ავტომატი. რომლითაც 3-4-ჯერ ვითამაშე, დღემდე ჩემი ჰქვია, მაგრამ მე სტრაიკზე საერთოდ აღარ დავდივარ და რომც მივიდე, აწი უკვე იმდენმა იხმარა და ისეთ დღეშია…]

ბოლოს ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩემს დას მივცემდით  200 ლარად და იმ ფულით მერე ერთად წავიდოდით და რაიმეს ვიყიდიდით ჩემთვის. ბარბის გაუხარდა, მე საორსულო ტანსაცმელი ვიყიდე იმ ფულით, რაც ჯერ არ მქონდა, კიბორგას კი პირობა დავადებინე, რომა რასდროს, არასდროს გამიკეთებს სურპრიზს, რომლის ღირებულება იქნება 20 ლარზე მეტი.

ეს ამბავი აქამდე არ დამიწერია ბლოგზე იმიტომ, რომ მტკივნეული და უხერხული თემა იყო ოჯახში, კიბორგა კომპლექსდებოდა და მე საკუთარ უმადურობაზე ვითრგუნებოდი.

ცვლილებებს რაც შეეხება კიდევ, აქ ძალიან ვფრიკავ. ფორუმზე ახალი ქვეგანყოფილების გახსნაზე რომ მიდის გარჩევა, იქაც კი ყოველთვის ”არა”-ს ვაძლევ ხმას.

ყოველთვის მაგრად მეშინოდა საკუთარი ვარცხნილობის შეცვლა. აი რამდენი წელია ისე მაქვს თმები, როგორც მაქვს – ქერა და ხვეული. კი ვიცი, რომ კარგია, მაგრამ… 5-6 წელი? შიგადაშიგ როდესაც ჩემით ვცდილობდი ხოლმე ჩამოსწორებას, ან რაიმეს შეცვლას, მერე ქუჩაში გასვლა მერიდებოდა – ვინმე რომ შემხვდეს ნაცნობი? ან უარესი კიდევ – უცნობი, ვისაც ჯერ არ ვუნახივარ, მაგრამ ონლაინ მიცნობს? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამით მოვატყუებდი ვინმეს და ჩემს რეალურ მეს არ დავანახებდი თუ რაღაც.

ახლა ვწერ და მეცინება, ახსნაც მიჭირს, ვერ გადმოვცემ იმ შეგრძნებას.

გუშინ რაღაც ზედეპრესიული დღ მქონდა, აი 2 თვის ბავშვი რომ გეყოლებათ, ჩაწვდებით მერე – ასე რომ გგონია, შენზე ბომჟი და მსუქანი დედამიწაზე არავინ დადის. ფული მქონდა ანგარიშზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაბლოკილია – სურპრიზების მიღებაც რომ არ მიყვარს, გაკეთებაც არ შემიძლია, როგორც ჩანს, კიბორგასთვის რაღაცის ჩამოტანა მინდოდა, ონლაინ-მაღაზიაში ერთი შეკვეთა გამიუქმეს, მეორე გავაკეთე, ისიც გამიუქმეს და მესამეზე ვეხვეწე და ვემუდარე, მეთქი გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოოოოვთ გამომიგზავნეთ რა მოხდება-მეთქი, მაგრამ არ გადნა მათი გული. თანხა კი დაიბლოკა და ერთ თვეში აიხსნება.

ამეშალა ენრვები და ავჯღავლდი შუა ქუჩაში ბანკომატთან. მერე კიბორგას დედა შემხვდა და მასესხა განბლოკვამდე, წავედი და ვიყიდე:

1. რემინგტონის თმის უთო (კიდობანი, 90 გელა)tma

ზევეშია! ერთ ჩამოსმაზე იდეალურად ასწორებს. ადრე მქონდა 16-ლარიანი რაღაც და მეგონა, რომ ყველა უთო ეგეთი ბანძია.

2. შოკოლადის სკრაბი სტენდერსში (GTS, 24 გელა)

ამას ენით ვერ აღვწერ, რა არის. უმაგრესი სკრაბია, ნატურალური, შოკოლადის სუნით, რომელიც კანზეც რჩება და არბილებს და აგემრიელებს ცხოვრებას (ენაც კი ჩავყე, ისეთი სუნი აქვს, ვერ მოვითმინე. შაქარი და ყავის გრანულებია და ცოტა ნუში თურმე, არანაირი ქიმიური დანამატი არ აქვს)

3. და ბოლოს შევედი ერთ სალონში პავლოვზე, შევიჭერი, შევიღებე და გავისწორე (!) თმა. (სადღაც 30 გელა)

კიბორგას რეაქციებით მთლად ვერ მივხვდი, მოეწონა თუ არა, ვილიმ საერთოდ ევრ მიცნო, ჯერ მიყურა და მერე ჩვეული გაცინების მაგივრად ჭუჭყუნი დაიწყო, მე კი აი ძალიან, ძალიან მომწონს ჩემი ახალი თმა. უფრო სწორად, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ მომწონს ამ თმის უკან – ის, რომ ცვლილების არ შემეშინდა და გავბედე, რაც საერთოდ არ მჩვევია, თორემ კულულებს ალბათ მაინც მალე დავუბრუნდები – დავარცხნა და გაშრობა არ სჭირდება იმას.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

33 Responses to Scary “New”

  1. Candy ამბობს:

    hmm. cvlilebebi arc me miyvars. nu arc siurprizebi. mec mexute welia Cem Tmas xels ver vaxleb da damaqvs bunebrivad.

    shen postebze mcxvenia xolme amdeni “mec”mec” dakomenteba. texavs ra.

  2. Candy ამბობს:

    ho, isa. tmebi facebookze vnaxe da me momecona” _

  3. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    მართლა ძალიან უხერხული მომენტია როცა გინდა თუ არა უნდა მოგეწონოს რაღაც. რუსთავზე გადაცემა “ბინა” რომ გადიოდა ბოლო ნაწილის ყურება საოცარ დისკომფორტს მიქმნიდა. აი ის მომენტი, ოჯახის წევრები ახალ გარემონტებულ ოთახში შესვლის დროს დიდ აღფრთოვანებას რომ გამოხატავდნენ. მე რა შუაში ვიყავი მაგრამ მაინც ცუდი საყურებელი იყო ჩემთვის. :)

  4. Katten Försvann ამბობს:

    კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ მშობიარობის შემდეგ რეაბილიტაციური კურსი ძალიან საჭიროა. როგორ არავის არ მოუვიდა თავში და არ გახსნა მსგავსი რამ არ ვიცი.

    თმა კი მთვარია რომ მოგწონს :) მეც მინდა რამე გავუკეთო მაგრამ რა? :D :D საკუთარ თავთან დაკავშირებით ცვლილებებს ძალიან ძნელად ვეგუები.

  5. mr.pikasso ამბობს:

    ნუ გეშინია ცვლილებების პირიქით თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. ახალი თმის ფერი გიხდება და ტყუილად გეუბნებია ასე და ისეო:)

  6. clown^^ ამბობს:

    მე პირიქით ვარ, ვერ ვიტან ერთფეროვნებას :S
    მაგრამ ერთფეროვნებაც კაია რაღაც კრიტერიუმებში ^^

  7. chaotic ამბობს:

    მე ძალიან მომეწონა შენი ახალი ვარცხნილობა.

    მეც ხვეული თმა მაქვს, მაგრამ ძირითადად დასწორებულს ვატარებ და სულ მეშლება ნერვები, როცა ჩამჩიჩინებენ, რომ აი, ის ხვეული ჯობია. მე რომელი ვარცხნილობითაც ვგრძნობ თავს კარგად და უფრო ქალურად, ის მირჩევნია, ვახ. თუმცა, ახლა მეც ვასვენებ თმებს და ხვეულით დავდივარ, რადგან ზუსტად ისეთი უთო მაქვს, როგორიც შენ და 4 წელია მაქვს და მერწმუნე, სხვა უთოსკენ არ გაიხედავ. ძალიან მაგარია. უბრალოდ, შენი ახალი მოდელი თუა, რომელსაც ტემპერატურა ურეგულირდება და შენც ამჩნევ, რომ უფრო დაბალზეც გისწორდება, კარგი იქნება, დაბალზე დაისწორო. ან წელიწადში ერთხელ მაინც 1 თვიანი პაუზა გააკეთო.

  8. chaotic ამბობს:

    რაც შეეხება ცვლილებებს: ფუნდამენტური ცვლილებები მეც მიძნელდება, მაგრამ ზოგადად, მმმმ… მიყვარს. წინა წელს 6 თვეში 4 ვარცხნილობა შევიცვალე :D
    თითქმის ყოველ წელს ვიცვლი ჩაცმულობის სტილს, ბაცნურიდან ქალურამდე :D ანუ, საკუთარ ვიზუალურ მხარესთან პრობლემები არ მაქვს ცვლილებებში, მაგრამ აი, მაგ. ოთახის ინტერიერს რომ ცვლიან თვეში ორჯერ. ბრრრ… ერთხელ როგორც დავალაგებ ნივთებს და “სახლს” შევქმნი, ისეთი უნდა იყოს სულ.
    :D

  9. busuna ამბობს:

    me momewona tma !!!!! :up:
    da sheni tmis sascoreblit dascorebuli tma ukidures galumpvamde scorad idga mara tqeshs vegar gauzlo! magaria!!

  10. ზაფხული 2.0 ამბობს:

    მე არ მომეწონა თმა და საერთოდაც, შენი სავიზიტო ბარათი იყო

    Bring Curls Back!

  11. mariakhsiashvili ამბობს:

    მეც ძალიან მომწონს შენი ახალი ვარცხნილობა:))

    ეჰ, თმა გამიჭაღარავდა 20წლის ასაკში , მაგრამ მაინც ვერ გამიბედია თმის შეღებვა:-)
    ერთადერთი თუ გავბედავ, ისევ შავად:)))

  12. Natalia ამბობს:

    ყოველი თმის შეჭრისას მეც შიში მაქვს ნაცნობებთან შეხვედრის :D

    ფეისბუქზე ვნახე შენი სწორი თმები და რავიცი, მე ვფიქრობ რომ გიხდება, შეიძლება კულულები უფრო, მაგრამ ცვლილება მაინც ჯობია :))

  13. Cyborg ამბობს:

    ნუ თმაზე – ჯერ სტრანნი იყო მო-სტაფილოსფეროდ რო შეიღებე, ანუ იმას ვეჩვეოდი, ი ვდრუგ გაისწორე…

    შენ არ გესმის კაცების არსებობის სრული პრობლემატიკა:
    მე არ შემიძლია აღვფრთოვანდე ახალი თმით, იმიტო რო მაშინ რა? – ადრე ცუდი იყო?

    და მე არ მაქვს უფლება ვაფშე ზედმეტად ვირეაგირო თმის ცვლილებაზე – ვინაიდან ეს ეგრევე დაგავალდებულებს რო “სუ ფორმაში იყო” და ბოლოს მიგახვედრებს რო “ნუთუ მე მარტო გარეგნობა მომწონს და მნიშვნელოვანია შენში”

    ამიტო მე გამოვხატე თავშეკავებული აღფრთოვანება, დავაზუსტე კალენდრის რაღაც დეტალები და სინანული გამოვთქვი ზოგიერთი ობიექტური გარემობისადმი.

    ანუ მე ყველაფერი ვთქვი, და ყველა საჭირო ემოცია საჭირო დოზით დავაფიქსირე. :დ

    პალიწიკა დრუზია, ოჯახი ეტა მნოგა რაბოტი ი მნოგა პალიწიკი. ალბათ ამიტო ტეხავს პოლიტიკურ წრეებში კაცი რომელსაც არ ყავს ცოლი და არ ყავს შვილი(ზნაჩიტ მთლად ღრმად ვერ ერკვევა პოლიტიკის შავბნელ კუთხე-კუნჭულებში)

    რაც შეეხება საჩუქრის ჩუქებას:

    სტრაიკბოლის იარაღის შემდეგ იყო სავსებით ადექვატური და საინტერესო საჩუქრები.

    თვითონ სტრაიკბოლის იარაღი იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ურთიერთობაში, ეს იყო… როგორც ასტრონომიის წიგნი რო მეჩუქებია შენთვის, რომელსაც შენ წაიკითხავდი და მერე ცემთან ისაუბრებდი და ასე ვთქვათ ჩემ სამყაროში დაინახავდი რა მაგარი ვარ და რამდენი შემიძლია, იმიტო რო სხვა სამყაროებში სამწუხაროდ I usually suck.

    რაც შეეხება iPod-ს:
    დავუშვი საუკუნოვანი შეცდომა ჩემს მიერ საჩუქრების არჩევისა, ადრეც დამიშვია და არ უნდა გამემეორებია.

    შეცდომა კი შემდეგია, მეგობრებო ზარუბიწე სიბე ნა ნასუ:
    როცა ფიქრობ რო “ყველაფერი აქვს რაც უნდა და ექნება რო მოუნდეს, იტყვის და ერთად ვიყიდით, რა ვაჩუქო ისეთი რაც არ აქვს და რასაც არასოდეს არ იტყვის მარა რაც კარგი და ყურადღების გამოხატვის კარგი ფორმა იქნებოდა?”

    ხოდა მაგ პერიოდში, შენი სოციოფობობის ფონზე, ხშირი იყო შემთხვევა როცა გადიოდი სახლიდან მპ3 პლეიერით ყურებში, რომელიც მარტივად რო ვთქვათ იყო ყველაზე უბანძესი რამე რაც გოგოს ხელში მინახია, გატეხილი მპ3 პლეიერი, დაიზოლენტებული ბატარეიკების კონტეინერით, რომელიც სუ ჯდებოდა, საზიზღარი ზვუკი ქონდა, მუსიკას შიგნი ვეღარ წერდი (კლემები ქონდა დაბრედილი პლეიერს) და ა.შ. – არადა პრიმერნა კვირაში 1-ხელ მაინც დადიოდი ქუჩაში მაგ პლეიერით მაგ დროს.

    ხოდა ვიფიქრე რო რატომაც არა – ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას იყიდოს უკეთესი მპ3 პლეიერი, იმიტო რო საკმარისად არ ჭირდება, მარა პრინციპში ძალიანაც რო გამოადგება აიპოდი რომელშიც ბოლოს და ბოლოს ჩაწერს ახალ სიმღერებს, რომლებიც გაეხარდება, გაირჭობს ყურებში, არ შეეშინდება რო ჩქარა სიარულისგან იზოლენტა ვერ დაიჭერს და ბატარეიკა გაძვრება, არ შერცხვება მეგობრების თვალწინ ამოღება და შემდეგ ტრეკზე გადახვევა და ა.შ.

    მოკლედ ვიფიქრე რო “კარგი არააუცილებელი გაჯეტი იყო”

    და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ასეთი მოტივაციით ნივთის შეძენისას – კრახით დასრულდა.

    კრახს შობს 2 რამე: მოლოდინი და ჩვენი იდიოტობა.

    პოსტს იასნია აკლია რო დოდკამ თურმე რამდენჯერმე თქვა იმ დროს “უთო რო არ მაქ რა ცუდიაო” – და ელოდა რო მე ან უთოს ვუყიდდი, ან ნა ხუდოი კანეც ისევ რაიმე სექსუალური თეთრეულის სიანტერესო კრებულს შევადგენდი.

    და არანაირად არ ელოდა ასეთ არასაჭირო და ამავდროულად ძვირიან და რო “აბიზუეტ” გაგიხარდეს საჩუქარს.

    ვინავატ, დამცინეთ.

    პ.ს. იიიიიიიიიშ, ია უმეიუ ვიხაძიწ სუხიმ იზ ვადი რა :დ

    • Tazo ამბობს:

      კიბორგ, ჯიგარი ხარ რაა! თავიდანვე ვიფიქრე, რომ იმ აიპოდის ჩუქების იდეა ციდან არ ჩამოვარდნილა და რაღაც გარემოებების გათვალისწინებით იყიდიდი. დოდიმ კი, დამტვრეულ პლეიერზე სიტყვა არ დასძრა :დ

  14. Leonard Shelby ამბობს:

    ლოოლ კიბორგას კომენტარი არის ბლო კვარტლის საუკეთესო კომენტარი ქართულ ბლოგსივრცეში :დ

    მე მიყვარს ხოლმე ცვლილებები. ჩაცმულობიდან დაწყებული, მუსიკის მოსმენით დამტავრებული. ერთი ეგაა ჩემს წვერებს არ ეხება ცვლილებები არასოდეს. :დ ნუ ჩემს თმას რამდენჯერმე შეეხო და ამ შემოდგომაზე საერთოდ რადიკალური ზომების მირებას ვაპირებ.

  15. antimelancholy ამბობს:

    aradodkuri postia ))))

    P.S chems daprivatebul blogze shemosvlisuflebamosil stumrebshi chagsvi just now.

    P.P.S dateste unikoris ezo? :D

  16. კუდა ამბობს:

    mec ar miyvars ase uceb brax! da ramis shecvla. tmebze xom saertod, tveobit vfiqrob ra vuyo.
    momwons sheni axali varcxniloba, gixdeba.

  17. KIKITO ამბობს:

    dzaliaan mogixda martlaa, rac suratshi vnaxee magraaad momewonaaa :)

  18. keti ამბობს:

    დოდ, აქ არ გამოფენ ახალ ვარცხნილობას? : )

    მე მიყვარს სიურპრიზები :)
    ცვლილებებს კი ძნელად ვეგუები
    ახლა დავითვალე წლები, მგონი მე-7 წელია, თმა ასე მაქვს მცირე ცვლილებებით. მოკლედ, სტაბილურობის მოყვარული ვარ :)

  19. ლიკა ამბობს:

    ხოოო, უჩა… მძიმე შემთხვევაა…

    მოკლედ ასე: ადამიანი თუ დეპრესიისას თავს კედელს ურახუნებს, ყურადღების და ზრუნვის გამოსავლენად აჩუქეთ მას მაგარი სტილნი თავის–კარგად–სარახუნო ახალი, კრიალა, ძვირიანი, ვარდისფერი კედელი.

    ცინიზმია ეგ, ჩემო კარგო და არა ყურადღებიანობა.

  20. Cyborg ამბობს:

    ლიკა
    კაცო ამაშია პრობლემა, რო რაც საჭიროა – იმას ყველანაირი “დაბადების დღის ივენთის” გარეშეც ვაძლევთ ერტმანეთს. ანუ მაგალითად მაგ დროს სადღაც მაგ პერიოდში გარდა იმისა რო საკუთარი ფსიქოლოგი “ვაჩუქე” კიდე იასნია ვლაპარაკობდით, კიდე იასნია უამრავ სხვა რამეს ვჩალიჩობდით.

    აიპოდი ნაღდად არ იყო “აი და დეპრესია აღარ გქონდეს”-ის ვარიანტი.

    წემ ბოლეე რო არაფერი დეპრესია არ ქონდა, პროსტო ორივეს გვაქ ხოლმე მუდმივად “ამოვიდა ყელში ხალხი, ძალით ღიმილები, ძალით მოკითხვები, არ მინდა სახლიდან გასვლა, მინდა ვიჯდე სახლში, ვუყურო კინოებს და დავისვენო” – ხოდა ეგ პერიოდი ქონდა რა… ნუ ოდნავ მძიმედ მარა არაფერი დეპრესია არ ქონია კაცო.

    და ვიმეორებ – დაბადებისდღის დალოდება “დეპრესიისაგან გამოსასვლელი საჩუქრის ჩუქებისთვის” ნაღდად უჟ ტოჩნა ცინიზმია :დ

    ვოწ, ნი ვინავატა ია.

  21. Cyborg ამბობს:

    რამდენადაც მახსოვს ეგ ის დრო უყო უკვე მე4 თვეში რო იყო ფეხმძიმობის და ერთის მხრივ რო გიხარია და მეორეს მხრივ რო გეშინია…

    წარმოიდგინე რამდენად უარესი იქნებოდა “ფეხმძიმობის ტანსაცმელი” რო მე ჩემი ინიციატივით მეჩუქებია…

    დაბადებისდღეზე ხო “რაღაც განსაკუთრებულს ელი” – ხოდა ტანსაცმელს სხვა დროსაც ყიდულობ, ელ. ტექნიკასაც, კომპიუტერის ნაწილებსაც, რავი კიდე მილიონ რამეს. ხოდა ეს “განსაკუთრებული” უნდა იყოს რაღაც – რასაც ისე სხვა შემთხვევაში არ იყიდი, ლოგიკა ასეთია, მარა ამ სიტუაციაში ჯობია გვერძე გადადო ლოგიკა და მარტივად აჩუქო ის რაც მარტივად მოგდის თავში რო მას “იმენნა სჭირდება”

    ნუ უჩიმსუ რა ვქნა.

  22. maia ამბობს:

    Ise col-qmrobis pirvel periodshi mec mqonda maseti shemtxvevebi da chemi meuglec cdilobda dzalian “politikuri” daechira sanam ar avuxseni, rom politika, sityvebis shercheva, grdznobebis gacontroleba da a.sh. garetac myofnis. saxlshi mchirdeba qmari romelic damelaparakeba, davelaparakebi yvelaferze rac macuxebs da rac acuxebs, gamigebs da gavugeb, damitmobs da davutmob. amas clebi daschirda, magram, me vfiqrob, rom mivagciet sauketeso shedegebs :)).
    Americashi pirveli clebi dzalian gagvichirda da Axali Clis sachuqarze laparakic zedmedi iyo, magram chemma meuglem mainc ar damcyvita guli da miyida dzalian iaqani jaketi, romelic sashinlad ar momecona, magram ise gamixarda yuradgeba. martalia mere shevtanxmdit, rom surprizebs agar gamiketebda :)).
    ($ 600 iPod you sold for $ 200, “smart business”:))))

  23. bigcrow ამბობს:

    ზიზღ ზე ცვლილებს…

  24. Taa ამბობს:

    Iff, gemrieli posti iko
    Shokoladivit gemrielad wavikitxe
    me momwons sheni axali varcxxniloba da saertod cvlilebebis momxre var cxovrebashi.
    Magram ai chemi tma shegebvistvis dzaan menaneba jerjerobit, iseti jansagi tma maqvs rom mecodeba sagebavis shexebistvis, tore siamovnebit vcdidi sxvadasxva ferebs :)

  25. noemberi ამბობს:

    kargi postia :))
    cvlilebebis mec meshonoda garkveul periodamde.
    mere davfiqrdi da mivxvdi, rom cvlilebebi kargia. axalia e.i. minimum sainteresoa.

    p.s. Tmebze mec unda davcero lol :D

  26. teonala ამბობს:

    დოდ, თმები არ ვიცი მომწონს თუ არა . ახლა ჩვეულებრივი ხარ, როგორც ყოველი მეხუთე ქუჩაშI და მაშIნ არაჩვეულებრივი იყავი :))
    ზოგადად რაღაც დაქალდი და ისე იქცევი თითქოს დაბერდი, ანუ რაღაცის გამოსწორებას და განახლებას და გაახალგაზრდავებას ცდილობ შენშI, თუმცა როგორიც იყავი , ძალიან კარგი იყავი , ნატურალური და მშვიდი. ახლა თითქოს ფორიაქობ, ქოთქოთებ, საქმოსნობ, თუმცა ალბატ ახალი ეტაპია შენს ცხოვრებაშI , მალე დალაგდები და ახალი ან ძველი დოდი გაიჩითები, ახლა ჯერ გადამავალი ხარ :))) ახლა ებრაული ზახოდი : ” არა, მე მაინც კი მეყვარები , როგორიც ხარ , მაგრამ …”
    :))))))))))))))))))) ვილის აკოცე გემრიალ სუნებიან ყელშI <3

    აუ კიბორგ, ზეპოსტპასუხია :2კისს:

    პ.ს. აუ ძალიან მჭირდები და სადმე გამოჩნდი რა

  27. Cyborg ამბობს:

    p.s. მე გჭირდები? :თვალის-პაჭუნი:

    … რო გაიღვიძებს ვეტყვი მოგძებნოს.

    ხოდა თმების შეფასებაში გეთანხმები!!

    რაღაც უფრო “ჩვეულებრივი” და უფრო “ვზროსლურია” (ეს ყველამ აღნიშნა)

    მე მევასებიან თავქარიანი ბლანძინკები! (რომლებიც სინამდვილეში თავქარიანები არ არიან და ყოველ დილას რო გაიღვიძებ უნდა ახლიდან აღმოაჩინო შენს გვერდით “ბლანძინკაში” რო თურმე თან როგორი ჭკვიანია… :დ )

  28. teonala ამბობს:

    Cyborg,
    შენ მჭირდები, შეეეენ :(
    მამრის ტვინი მჭირდება ამჯერად და რადგან შენ ჩემი ფავორიტი ჰომოსაპიენსი ხარ, მგონია რომ დამეხმარები :hug:

  29. Cyborg ამბობს:

    ოჰო, ერეკტედ.

    მიპოვნიდეს სკაიპში… მოგწერდე პიემსა…

    შას.

  30. გამოხმაურება: მე მიყვარს თბილისი « Dream is Destiny

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s