Things I’m Happy About (Timha) – February

ახალი პროექტი მაქვს, საკუთარი თავისთვის – Timha – Things I’m happy about.

სინამდვილეში პროექტის დაწყება დღეს, 1 მარტს მქონდა დაგეგმილი, თუმცა თებერვალში ერთგვარი “მოთელვა” გავაკეთე და ამ პოსტში მინდა შევაჯამო.

Fb-ზე სპეციალურად ამისთვის შექმნილ ალბომში ყოველ დღე უნდა დავდო რაღაც, რაც მაბედნიერებს/რისთვისაც მადლიერი ვარ/რაც პოზიტიურია ირგვლივ. ბლოგზე არ ვიცი, გადმოვიტან თუ არა, შეიძლება ასე, შემაჯამებელ ფორმატში გადმოვიტანო მერე. ან საერთოდაც, იქნებ ბლოგზევე გავაკეთო?

რისთვისაა ეს? იმისთვის, რომ არ დამავიწყდეს ცხოვრებაში პოზიტიური და ბედნიერი დეტალების შემჩნევა.

8 თებერვალი

გაყინული ალუბალი, რომელიც იყიდება გუდვილში. ფასი – 4,40 ლარი. საერთოდ, გაყინულ პროდუქტებს სკეპტიკურად ვუდგებოდი, სანამ არ გავსინჯე ეს საოცრება და ამის შემდეგ მე აღარ მეშინია ზამთრის, კენკრის მონატრების და კიდევ აღარ მეშინია დასალევი იოგურტების არასიჯანსაღისა და მაღალკალორიულობის, რადგან მე თვითონ ვაკეთებ გემრიელ და ჯანმრთელ დასალევ იოგურტს კეფირით, ალუბლით და თაფლით ბლენდერში <3

Image

8 თებერვალი – გაყინული ალუბალი

9 თებერვალი

იანვრის შუა რიცხვებიდან დავრბივარ. ჩემი ფეხსაცმელების გარდერობი ვინც იცის, იქ სულ ორი უქუსლო ფეხსაცმელი არსებობს: კედები, რომელიც დედაჩემმა მომცა და ბატინკები, რომელიც მეგობარმა მისცა ჯერ კიბორგას, რომელმაც მომცა მე. არასდროს მიყიდია არაფერი უქუსლო, ბევრი ბევრი წელია. არადა სირბილისთვის ერთი ძალიან თხელძირიანია, მეორე – ძალიან მძიმე. თუმცა მაინც ხან ერთით დავრბოდი და ხან მეორეთი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ შევიძინე ეს საოცრება, რომლითაც ჩემი სირბილი ახალ ლეველებზე ავიდა. თურმე არსებობს დედამიწაზე ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის ზომა 10 სმ–ზე ნაკლებია, მაგრამ მაინც მაბედნიერებს.

ხანდახან, როცა კარგი ამინდია, სამსახურშიც დამაქვს ჩანთით – დღის ბოლოს ვიცვამ და მოვდივარ სახლში ფეხით.

Image

9 თებერვალი – ბოტასები

10 თებერვალი

ცელოფანი, ფოლგა და საცხობი ფურცელი – სამი რამ, რის გარეშეც ჩემი სამზარეულო წარმოუდგენელია. ტაფას და ქვაბს იოლად შეველევი.

Image

10 თებერვალი – სამზარეულოს ამბები

12 თებერვალი

ანანასი (კონსერვიდან), ვაშლი, კივი და დამაგვირგვინებელი ნოტა – ქოქოსის ფანტელი. ძალიან გემრიელი სალათი გამოვიდა, როდესაც ვჭამდი, საკუთარი თავის მშურდა გულწრფელად.

Image

12 თებერვალი – ხილის სალათი

17 თებერვალი

სამტრედიისკენ ტრენინგის ჩასატარებლად მიმავალმა გორის სმარტში შევიარე, დავინახე და უცებ ვიყიდე ეს პარალონი. ლაშქრობისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია, მაგრამ სახლის ვარჯიშებისთვის – გადასარევი, რბილი და კომფორტული. ყოველ დილით ტიბეტური ლამების 5 ჯადოსნურ ვარჯიშს სწორედ ამაზე ვაკეთებ.

Image

17 თებერვალი – სავარჯიშო პარალონი

18 თებერვალი

სამსახურიდან სახლისკენ მორიგი გასეირნებისას მარშრუტი ოდნავ შევცვალე და ვაჟას ნაცვლად ბუდაპეშტს გავუყევი. გზად შემხვდა ბოსტნეულისა და ხილის დიდი “ლავოჩკა”, სადაც ვიპოვე ბრიუსელის კომბოსტო.

ფეისბუქზე ზოგმა თქვა, რომ სძულს ეს კომბოსტო, ზოგს კი უყვარს. მე ორი სხვადასხვა ხერხით გავაკეთე და მივხვდი, რომ ორივე ბანაკის მესმის: როცა სოკოსთან ერთად მაღალ ცეცხლზე შევწვი, უგემრიელესი იყო, ხოლო როცა სხვადასხვანაირ კომბოსტოებთან ერთად მოვთუშე, ერთი ლუკმა ძლივს გადავყლაპე. მაღალი ცეცხლი და არა ჩათუშვა ან მოწალვა – ესაა ბრიუსელის კომბოსტოს საიდუმლო ჩემთვის.

Image

18 თებერვალი – ბრიუსელის კომბოსტო

20 თებერვალი

მთელი დღე ვერთობოდი Bitstrips–ში კომიქსების კეთებით. ეს ლილიანია, [იგივე ჩორვენი, იგივე ბუსუნა, იგივე რებეკა, იგივე მარიამ ბლანკი, თუ ოდესმე ჩამოყალიბდება რაიმე ერთ იდენტობაზე] რომელსაც არც ისე მოეწონა ის, რომ მე მთელი დღე ვერთობოდი Bitstrips–ში კომიქსების კეთებით.

Image

20 თებერვალი – Bitstrips

22 თებერვალი

მე ჯერ ვიყავი “პიროვნება–ჩაი” (ასე დავყოთ – პიროვნება–ჩაიები და პიროვნება–ყავები). მერე ნელ–ნელა, ზუსტად არ ვიცი, როდის და როგორ, გავხდი პიროვნება–ყავა, ოღონდ ამ პიროვნება–ყავებს შორისაც განსხვავებებია. ჯერ ვიყავი პიროვნება–ლატე. ახლა პიროვნება–კაპუჩინო ვარ, ოღონდ დარიჩინით. არ მინდა, რომ გავხდე პიროვნება–ესპრესო, თანაც ორმაგი.

მოკლედ, BOG–ის სათავოში ძალიან გემრიელ კაპუჩინოს აკეთებენ და ბევრ დარიჩინს მიყრიან შიგნით. ჩემი დღის ერთ–ერთი ჰაილაითია.

Image

22 თებერვალი – კაპუჩინო

24 თებერვალი

მე მაქვს ჩემი რიტუალები. ერთ–ერთია შაბათობა, რომელიც ამ კვირაში კვირა დღეს დაემთხვა. ესაა დრო, როდესაც მივდივარ ჰეარჰაუსში, ბევრს ვჭორაობ და ისინი თან მალამაზებენ.

24 თებერვლის ბედნიერება არის ჩემი თმა.

Image

24 თებერვალი – თმა

25 თებერვალი

ბარბი სწავლობს ქსოვას, მისი პირველი დასრულებული ნაშრომი ესაა – ვილიამს მოუქსოვა ნარინჯისფერი კაშნე. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, იმის ფონზე, რომ იყო პერიოდი, როდესაც ღილის დასაკერებლადაც გვერდით ატელიეში გადავდიოდი, ბარბი მაძლევს იმედს, რომ შეიძლება ოდესმე მეც შევძლო ქსოვა და კერვა, თუ მოვინდომებ.

Image

25 თებერვალი – ბარბის მოქსოვილი კაშნე

28 თებერვალი

ერთი კვირაა ავად ვარ, სიცხე მაქვს, მახველებს და ჯანდაბა. ცუდ ხასიათზე ვარ, არც კარგი ამინდია, ვერც დავრბივარ, ვერც ვვარჯიშობ, ნორმალურად ვერც ვიკვებები, იმიტომ, რომ სახლში მისვლის შემდეგ არ მყოფნის ენერგია, რაიმე ჯანსაღი და გემრიელი მოვიმზადო მეორე დღისთვის.

ამიტომ რამდენიმე დღის მანძილზე საერთოდ არ გადამიღია არაფერი საპროექტო. და მერე გამახსენდა, რომ მაცივარში მაქვს ნაინოს მიერ ერევნიდან ჩამოტანილი სუჯუხი და ბასტურმა. ვიცი, რომ საკმაოდ კუჭოცენტრული ვარ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალბომს ვუყურებ და თითქმის ნახევარი ბედნიერებები საკვებს ეხება, მაგრამ სუჯუხისა და ბასტურმას არაღნიშვნა შეუძლებელი იქნებოდა.

Image

28 თებერვალი – სუჯუხი და ბასტურმა ერევნიდან

☼ დღეიდან მარტის თვის Timha იწყება ☼

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

This entry was posted in Things I'm Happy About. Bookmark the permalink.

18 Responses to Things I’m Happy About (Timha) – February

  1. ადო ამბობს:

    სუჯუხი და ბასტურმა მეც მაბედნიერებს ხოლმე ♥

  2. Tjorven-ჩორვენი ამბობს:

    აჰაჰაჰაჰა ვაიმე გენიალური პროექტია გენიალური!! დაჟე დავფიქრდი ხომ არ ვქნა?? : ))

    • Dodka ამბობს:

      მოდი რა. მინდა, რომ ვინმე ავიყოლიო და ჯერ არ გამომივიდა :დ

      • Tjorven-ჩორვენი ამბობს:

        ბაზარი არაა : ) მოჟნა : )) მეც დავაკვირდები ყოველ დღეს და ფოტოებით ავსახავ ფბ-ზე )))

      • ვეკო ჩხეიძე ამბობს:

        ფბ-ზე რომ გადევნებდ თვალს, ვერაფერი გავიხსენე ჩემში სიხალულშთამაგონებელი :დდდ

        ხოდა, თავს ვაიძულებ გავიხსენო დავინახო შევამჩნიო დავაფასო და დავწერო :დ

        აგედევნები :პ

  3. ელიზაბეტა ამბობს:

    ძალიან კარგი იდეაა, საინტერესო, კრეატიული, სიცოცხლეს რომ შეგაყვარებს. აი ვკითხულობ და თანდათან იღვიძებს ჩემში “პოზიტივი”. მართლაც რა ბედნიერი ვარ :)

  4. ბარბი ამბობს:

    ჩემზე რომ ვკითხულობ ხოლმე, მიხარია)))

  5. alterya ამბობს:

    ჰმმმმმ… საინტერესოა.

  6. katieege ამბობს:

    Dodie is back!:)))

    მეც ვაკეთებ ფფბზე, ოღონდ ყოველდღიური განწყობების ამსახველ ფოტოებს (სელფ ან სხვის მიერ გადაღებულებს) ვდებ ონლი მი ალბომში, რომელიც წლის ბოლოს უნდა გავხსნა. ქეფშენებსაც იმ წუთისთვის გულწრფელს ვუკეთებ და ვნახოთ წლის ბოლომდე იმ აზრზე დავრჩები თუ შევცვლი ზოგიერთს:დ

    ხო მართლა ორმაგი ესპრესო ცუდია? მე არ ორმაგი ესპრესო:((

    • Dodka ამბობს:

      ანუ აი ორმაგი ესპრესო რა ტიპია იცი, ცხოვრებით რომ არ ტკბება და ჩქარა ჩქარა ჩქარა ჩასხმა ჩასხმა დაიქოქა წავედით მასტი რომაა :დ ცუდი არაა, მე არ მინდა დაჟე ამერიკანოს ტერიტორიაზე გადასვლა უბრალოდ :დ

  7. ლურჯი ბმული ამბობს:

    გუუუუუდ. რამე დიადი მიზანიც გინდა და ეგაა.

  8. პერწკლი ამბობს:

    აუ ძალიან მაგარი იდეაა <3

  9. unaamarga ამბობს:

    ძალიან კარგი იდეაა! და, საერთოდაც, წერე ხოლმე! :)

  10. indievidi ამბობს:

    უზომოდ მომეწონა ეს პოსტი და იდეა! <3

  11. გამოხმაურება: Things I’m Happy About – Timha 14.03 | სიყვარულოვნას ბლოგი

  12. გამოხმაურება: Things I’m Happy About – Timha | იბის პირადი ბლოგი

  13. გამოხმაურება: Things I’m Happy About – Timha | † თაკოს ბლოგი †

დატოვე კომენტარი