Apps that make you beautiful

იანვარში სიგარეტს თავი დავანებე (ელექტროსიგარეტის სუსტი მომხმარებელი ვარ მხოლოდ ახლა და დეტალურად სხვა პოსტში მოვყვები ამ გამოცდილებას), რაც მომენტალურად აისახა ჩემს წონაზე. თუ ოდესმე გადაწყვეტთ, რომ სიგარეტი აღარ მოსწიოთ, არ დაამთხვიოთ ეს ახალ წლებს! 

ახლა აქტიურად ვცდილობ, დავუბრუნდე ნორმალურ რიცხვებს სასწორზე და გაზაფხულს არ შევხვდე ფოხან შარვლებსა და მუხლებამდე მაიკებში. რომლებიც არც ლამაზია და არც მაქვს.

ამაში ძალიან მეხმარება ორი აპლიკაცია, ვიფიქრე, რომ შეიძლება კიდევ ვინმეს გამოადგეს:

1. Loseit 

არსებობს loseit–ის ვებ ვერსიაც – http://loseit.com , მაგრამ განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი მობილური ვერსია (არის ანდროიდისთვისაც და აიფონისთვისაც), რადგან ეგრევე ასახავ მიღებულ საკვებს და არ გავიწყდება კომპიუტერთან მისვლამდე.

გარდა საჭმლისა და კალორაჟის აღრიცხვისა, აქვს უამრავი სამოტივაციო “ფიშკები” challenge-ბის სახით, რომლებშიც ადამიანები ერთიანდებიან. მაგალითად, ერთი დიდი ჩელენჯია ბოსტნეულის ჭამა. ყოველ 30 კალორიაზე, რასაც ბოსტნეულიდან იღებ, გირიცხავს 5 ქულას და ეჯიბრები სხვა მომხმარებლებს.

მე კიდევ ვარ წყლის სმის ჩელენჯში (ჩემთვის ყველაზე რთულად შესასრულებელი დავალება) და კიდევ ერთი–ორში. აქვს რეცეპტების დამატების ფუნქციაც და ფიზიკური დატვირთვისაც.

Image

ჩემი შაბათის მენიუს ნაწილი

ამ აპლიკაციის ერთადერთი ნაკლია ის, რომ მეტრულ სისტემაზე ვერ გადმოიყვან ვერაფრით.

თუ დაიწყებთ მის ვებ ან მობილური ვერსიის ხმარებას და დარეგისტრირდებით, დამიმატეთ მეგობრებში – dodka@dodka.ge

2. Runkeeper

ეს აპლიკაციაც არის ანდროიდზეც და აიფონზეც. ძალიან, ძალიან საყვარელი აპპია, რომელიც აჩვენებს შენი სიარულის/სირბილის სიჩქარეს, რუკას, დამწვარ კალორიებს და აქვს სოციალური ელემენტიც – შეგიძლია დაისახო მიზნები და შეეჯიბრო მეგობრებს, აქვს კიდევ რამდენიმე პროგრამა, რომელსაც შეგიძლია მიჰყვე (სირბილის, მაგალითად, რომელიც დაგიგეგმავს, როდის, როგორ და რამდენი უნდა ირბინო).

ეს ჩემი სირბილი იპოდრომზე:

Image

არავინ უწყის, რატომ დავბოდიალობდი ასე უსისტემოდ, მაგრამ 2,52 კმ ვირბინე ამ დღეს

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to Apps that make you beautiful

  1. გამოხმაურება: Apps that make you beautiful

  2. Dv0rsky ამბობს:

    საკაიფოა – მარა they’ll make you healthy; beautiful საიდან მოიტანე? :)
    მეორე აპის მაგივრად Endomondo-ს ვხმარობ – მეტი სპორტული აქტივობების ჩამონათვალი გაქვს და მეტი ფრენდები.

  3. Lord Vader ამბობს:

    მე კიდევ იუ არე ყოურ ოუნ ჯიმ მაქვს ჩაწერილი და… რაც ჩავწერე მას მერე ერთხელაც არ გამოხსნია, მაგრამ მგონია, რომ მაინც მეხმარება :)

  4. enT ამბობს:

    აუ მეორე აპლიკაცია ძალიან მომეწონა, მოსახერხებელ და გამსოაყენებელი რაღაცა ჩანს..
    პ.ს. წყლის სმის ჩელენჯი კაი იყო :დ

დატოვე კომენტარი