Happy 2012

ახალ წელს ვილისთან ერთად შევხვდი, მის ბებიასთან და ოჯახთან.

მერე ვიდექი და ვუყურებდი ფეირვერკებს. ისინი რომ ჩაქრა – სქაილანთერნები გაუშვეს ცაში. ძალიან მაგრად მიყვარს სქაილანთერნები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არასდროს მქონია და გამიშვია.

ბავშვობიდან მაწუხებდა კითხვა, სად მიდიოდნენ ჰელიუმით გაბერილი ბუშტები. მერე სქაილანთერნებზე დავიწყე ფიქრი. ეგენი სად მიდიან? ჩამოვარდნილი და ჩაფუშული არ მინახავს არასდროს და…

სიგარეტით ხელში, აივანზე, გასულ წელს გადავავლე თვალი. რამდენიმე წლის მანძილზე პირველად არ ვწერ გასული წლის შეფასებას ბლოგზე. კარიერაში ყველაფერი გადასარევად იყო, ვილიც გაიზარდა და ოოოოდნავ გასაგებად ლაპარაკობს. პირადი ცხოვრების ისტორიაში კი 2011 წელი ერთ დიდ შავ ლაქად რჩება.

ხშირად მინდოდა ბლოგზე დამეწერა, ამომეთქვა, მომეყოლა, რა ხდება, თუნდაც იმისთვის, რომ დავცლილიყავი და იქნებ კიდევ ვინმეს საკუთარი ურთიერთობებიც შეეფასებინა გვერდიდან. თუმცა რატომღაც ბოლო წუთამდე ვეჭიდებოდი იმას, რომ არა, ყველაფერი გამოსწორებადია. ბლოგზე თუ დაწერე და გაასაჯაროვე, მერე ნამდვილად ვეღარ დააბრუნებ უკან ვეღარაფერს.

არადა არაფერი არ არის გამოსწორებადი. ჩემი ერთი წელი ამაში წავიდა, იმის მცდელობებში, რომ ღალატი მეპატიებინა, იმის მცდელობებში, რომ ნაკლებად მომეთხოვა ყურადღება, ნაკლებად კი არა – საერთოდ არ მომეთხოვა, იმის მცდელობებში, რომ დაენახათ – ღირსი ვარ, ვინმეს ვუყვარდე, იმის მცდელობებში, რომ აი… იქნებ გადავაკეთო ჩემი პრინციპები, იქნებ მე ვცდები…

ამ სქაილანთერნების ყურებისას მივხვდი, რომ იქ ყოფნა აღარ შემეძლო. წამოვედი სახლში, ტელეფონზე არავის ვუპასუხე, არსად გავედი. სახლში რომ შემოვედი, ეგრევე ტირილი ამიტყდა. დავტირე ჩემს გასულ წელს, ჩემს დაკარგულ ემოციებს, იმას, რომ რაღაცებს ადვილად ვერ გადავაბიჯე და პირიქით, იმას, რომ რაღაცებს ადვილად გადავაბიჯე და არ უნდა გადამებიჯებინა. ვიდექი ფანჯარასთან და ვჯღაოდი და ვჯღაოდი [ჩემი ბლოგის მამრო მკითხველებო, საერთოდ ვინმე მკითხველი თუ შემორჩა აქაურობას, მაპატიეთ ამდენი ემოციურობა :დ].

რაღაც მომენტში თვალები გავახილე და დავინახე, რომ ზუსტად ჩემს ფანჯარასთან, ერთი ხელის გაწვდენაზე ჩამქრალმა სქაილანთერნმა ჩამოიფარფატა და ეზოში დავარდა.

რაღაცნაირად გამეღიმა. ძალიან მინდა, რომ ნიშნების მჯეროდეს და ეს იყოს იმის ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 2013-შიც, 2014-შიც და მერეც.

ვაფაბლიშებ ამ პოსტს  და ამით ვამბობ, რომ მორჩა, დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი, აღარ მინდა მისი უკან დაბრუნება. ახალი წელი კიდევ ამისთვის გადასარევი დროა.

გილოცავთ 2012-ს. თქვენთვისაც ახალი ეტაპის დასაწყისი ყოფილიყოს.

წელს აუცილებლად გავუშვებ სქაილანტერნებს ცაში.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

34 Responses to Happy 2012

  1. ethnorevaz ამბობს:

    nice to see your post after long time : )
    Happy New Year! : )

  2. მანქი ამბობს:

    ითამაშე, ასწორებს :*

    http://whackyourboss.com/

  3. siyvarulovna ამბობს:

    უნდა გჯეროდეს ნიშნების : ) იუ ქენ დუ ზის :>

    და ვილის რაც შეეეხება:დ კი, ნამდვილად ლაპარაკობს უკვე გასაგებად :დ

  4. unaamarga ამბობს:

    ერთადერთი, რასაც წელს მივხვდი, არის ის,რომ ხელოვნურად არაფრის შენარჩუნებას უნდა ეცადო ადამიანი! ჰოდა, დაიწყე ახალი ეტაპი და ყველაფერი კარგად იქნება!

  5. David ამბობს:

    შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ეგეთი რამეები აღარ გაჯღავებდეს :) ერთადერთი, რაც გჭირდება, არის საკუთარი თავის რწმენა… რომ შეგიძლია.

  6. anina ამბობს:

    წარმატებები , დოდ. 2011წელი ის წელი იყო, როდესაც ძალიან ძალიან შემიყვარდი. მე მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება შემდეგ წელს :)

  7. faifuris angelozi ამბობს:

    წარმატებები,მთავარი საკუთარი თავის რწმენაა და აქ უკვე დაწერეს რომ ძალით შენარჩუნებული არაფერი ვარგა,ვეთანხმები საკუთარი გამოცდილებიდან.როგორიც ხარ ეგეთი აქეთ აგიტანოს და უყვარდე ვინმემ.კაცი სანერვიულოდ არ ღირს,მთავარია რომ კარიერაში ყველაფერი წესრიგშია.

  8. CheshireCat ამბობს:

    არ ვიცი აქამდე მითქვამს თუ არა. თუ არ მითქვამს, ახლა გეუბნები. შენ ერთ-ერთი ხარ იმ ცოტა რაოდენობის ბლოგერიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წერდეს. წავიკითხე და ვიგრძენი, როგორ მომნატრებია შენი გულწრფელი პოსტები.

    პრობლემებს რაც შეეხება, you can do it :)

  9. Lord Vader ამბობს:

    მე შემოვრჩი :)
    2 ბლოგი მაქვს რიდერში, რომელზეც არაფერს წერდნენ გასულ წელს, მაგრამ არ ამივშალე.

    რამე ბანალურობის დაწერა არ მინდა, ამიტომ ყველაზე უფრო ბანალურად გეტყვი – კარგ წელს გისურვებ.

  10. Lord Vader ამბობს:

    ისე, აქ არვის გემახსოვრებათ და 80-ში დათვი რომ გაუშვეს ცაში ძაან შემეცოდა :)
    მერე ჩამოვარდნილი იპოვნეს და მუზეუმში დევს. :)

  11. Marie ამბობს:

    მე მჯერა ნიშნების ;)

  12. flirtseason ამბობს:

    an me var dzalian emociuri ( var ashkarad ) an ubralod emociuri iyo :) faqtia, rom avchuydi :)

  13. vekoo ამბობს:

    რა კარგი ხარ : ) ახალ წელს გილოცავ, დოდი : )

  14. Kate ამბობს:

    თუ ვინმე მკითხველი შემორჩა მკითხველიო და ისადა, სინდისი გაქვს??? :D :D :D ვერ ხედავ ამდენი კომენტარი 1 დღეში.

    ხოდა შენ მართლა ძლიერი ხარ და იზამ ყველაფერს საუკეთესოდ.
    “ბლოგზე თუ დაწერე და გაასაჯაროვე, მერე ნამდვილად ვეღარ დააბრუნებ უკან ვეღარაფერს.” ვაიმე, წავალ, ბლოგს წავშლი და მერე თავს მოვიკლავ. :(

    ხოდა ტირილიც არ ტეხავს. ნუ მთლად თუ არ გკიდია ურთიერთობები და საერთოდ ცხოვრება. და ვფიქრობ, რომ არ გკიდია.

    გილოცავ 2012-ს. ყველაფერ კარგს გისურვებ. სულ წინ იარე. შენი მჯერა. :*

  15. სალლო.მე ამბობს:

    შენ ძლიერი ადამიანი ხარ და სექსუალური ქალი, ჰოდა ცოტა თავდაჯერებულობაც, რომელიც მგონი არც გაკლია და 2012-ში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება პოზიტივისაკენ.

    გილოცავ ახალ წელს :*

  16. kakato ამბობს:

    dod <3
    gagivlis :)
    umizezod araferi xdeba
    warmatebul 2012s gisurveb!

  17. HAG ამბობს:

    დაბრუნებას გილოცავ <3

  18. piccolina ამბობს:

    აუ საკუთარი გამოცდილების ხალხისთვის გადაცემა რომ იყოს შესაძლებელი, ეგეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველას დავურიგებდი უფასოდ :))
    მარა ერთადერთი რაც მე შევძელი მაგ დროს ‘იდი ნახუი, ბიჭო’-ს დაწერა იყო ბლოგზე :დ

  19. Ibi ამბობს:

    ძალიან მაგარი პოსტი იყო, შეჯამებას ჯობდა ნამდვილად ))

  20. Olkin ამბობს:

    როცა ეგეთი რაღაცა ხდება, ისეთი ასოციაცია მიჩნდება თითქოს ცხოვრება ბევრ რაღაცაზე მაძლევს პასუხს, მაგრამ ზოგს ვამჩნევ და ზოგს ვერა.

  21. bazer ამბობს:

    2012 es is arari? rom dagver****** yvelas?

  22. ნათია ამბობს:

    დოდი, მესმის რატო არ წერდი ბოლო პერიოდში, მაგრამ ამ ბოლო პოსტის (რომელმაც კიდევ უფრო ცხადი გახადა) მერე რაღატოა ეს პაუზა, უკვე ვეღარ ვიგებ. მომენატრა შენი პოსტები <3

  23. Eka ამბობს:

    ბავშვობა გამახსენდა.. რვეულები..<3
    მიყვარს შენი ნიჭი..:*

  24. gv.gv. ამბობს:

    :((((( 4 გოგოს ბლოგს ვკითხულობდი რეგულალურად, შენსს, თინის, სვითის და პიკოლინას ოთხივეს დაგენგრათ პირადი ცხოვრება და ოთხოვემ შეწყვიტეთ ასე თუ ისე ბლოგერობა:(( წყევლაა თუ რა ხდება, წერეთ მაინც რაა

  25. (c)TG ამბობს:

    დოდი :) არადა, რაღაც მომენტში მეგონა რობოტად იქეცი, მაგრამ ისევ საყვარელი, ნიჭიერი, კარგი გოგო ყოფილხარ :* არაჩვეულებრივი და ძლიერი ადამიანი ხარ

  26. GeTto 379 ამბობს:

    კარგი პოსტია!

  27. angry bot ამბობს:

    Sal is right… sht happens…

  28. Niko ამბობს:

    მაგარი უაზრო ბლოგია, აფაბლიშე და იყავი ჩემო დოდკა. ჭადრების მოშთობა მოგეწონა პლეხანოვზე? ის ჭადრები უფრო სარგებელს იძლეოდნენ, ვიდრე შენი უაზრო ბლოგი იძლევა

  29. გამოხმაურება: 8,9,10,11 | სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

დატოვე კომენტარი