5 Things I Hate About You

მას შემდეგ, რაც კიბორგამ მუსიკის ხმაზე ხელ-ფეხის ბრაგუნი დაიწყო (‘დრამი’, ვიძიწელი…), გავხსენი ბლოგი და გადავწყვიტე დამეწერა 5 რამ, რაც მაღიზიანებს კიბორგაში. და სანამ წერას დავიწყებდი, დავფიქრდი, რომ ეს ძალიან ადვილია და უფრო საინტერესო იქნებოდა “შემომეტრიალებინა” – რა მგონია, მას რა აღიზიანებს ჩემში.

საბოლოოდ ორივემ დავწერეთ – მე ჩემი ვერსია საკუთარი “ცოდვებისა”, კიბორგამ – თავისი.

პროცესში ძალიან გავერთე. შედეგიც საინტერესო იყო – მე კონკრეტულ წვრილმანებზე გავამახვილე ყურადღება, კიბორგამ გლობალურად იფიქრა. ესეც ყბადაღებული განსხვავება მამრისა და მდედრის აზროვნებას შორის…

დოდკას 5-ეული

1. უაზრო შეკითხვები

ძალიან ხშირად (ძალიან, ძალიან ხშირად!) ვსვამ უაზრო შეკითხვებს. მე თვითონაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას.

როცა ვხედავ, რომ შხაპში შედის:
– უნდა იბანაო?

როცა შხაპშია:
– ბანაობ?

როცა ადგამს ჩაიდანს:
– ყავა უნდა დალიო? (ჩაის არ სვამს აბა და…)

როცა ლოგინში წვება:
– იძინებ?

კიბორგას ყველა მცდელობა აღეკვეთა ეს უაზრო შეკითხვები – ჯერჯერობით კრახით მთავრდება.

2. გვიან დაძინება

ძალიან აცდენილი ვართ დროში – კიბორგა დილით იღვიძებს და საღამოს 11-ზე უკვე ეძინება, მე შუადღით მოვდივარ გონს და იმ დროს, როდესაც მას მშვიდი და წყნარი ძილისწინა პერიოდი აქვს, ჩემში ენერგია ჩქეფს, შემიძლია ვიხტუნაო მთელ სახლში, დავჯიჯგნო კიბორგა, მოკლედ, ვაკეთო ყველაფერი, რაც მას გააღიზიანებს.

შიგადაშიგ ვცდილობ გადავერთო მის რეჟიმზე, რამდენიმე დღე ვძლებ და მერე ისევ ვუბრუნდები ჩვეულს. შიგადაშიგ კიბორგაც ცდილობს ჩემთან ერთად უყუროს რაიმე ფილმს ღამის 2 საათზე, მაგრამ შემდეგი ორი დღე ეძინება და მკვდარია.

ალბათ ბავშვის არსებობა ამას  მარტივად გადაჭრის – ვერც ერთი ვეღარ დავიძინებთ…ვეღარასდროს.

3. მუცელი

ბავშვის თემის გაგრძელება. გულმოდგინედ ცდილობს ჩახუტებისას ხელი აარიდოს ჩემს მუცელს და თვალიც არ გაექცეს, იმიტომ, რომ ბოლო “თვალის გაქცევა” დაემთხვა იმ დროს, როცა ბავშვი ზეაქტიური იყო და მუცელი წინ და უკან დადიოდა, შედეგად კიბორგა Alien, Alien! – ის კივილით გადავარდა სკამიდან და ძლივს დარწმუნდა, რომ მუცელი  არ გადაიხსნებოდა და იქიდან უცხოპლანეტელი არ გამოყოფდა თავს.

მესმის მისი, დაახლოებით იგივე პანიკის შეგრძნება მქონდა, პირველად რომ დავინახე ჩემი მუცელი, რომელიც აბსოლუტურად ავტონომიურად არსებობს და არაბუნებრივად იზნიქება.

4. ფოხნები

კიბორგასთვის “ფოხანი” ნიშნავს ყველა ტრუსიკს, რომელიც არ არის ტანგა/სტრინგი. ასევე ზოგიერთი ტანგა, რომელიც ოდნავ დიდია. თუ ძალიან ცუდ ხასიათზეა, უფლებას ვაძლევ ჩემი “ფოხნებიდან” რომელიმე დემონსტრაციულად დახიოს ან გადააგდოს.

5. რეფლექსივ არკადები ან/და სერიალები

ეს ორივე ერთ კატეგორიაში გავაერთიანე, როგორც “დროის მკვლელები”.

ჯერ ზუსტად ვერ გავიგე, რას ერჩის რეფლექსივებს. თამაშებია რა, არაფრით არ განსხვავდება მათით გამოშტერება ქაუნთერ სტრაიკით ან WoW-ით გამოშტერებისგან.

სერიალებს რაც შეეხება, კიბორგა სულ ილაშქრებს მათ წინააღმდეგ, მაგრამ სულ უყურებს ჩემთან ერთად…

კარგი, ვაღიარებ, ხანდახან მართლა ზედმეტი მომდის – ძალიან ძალიან ბევრ სერიალებს ვუყურებ.

[რა უცნაურია, შემიძლია რამდენიმე სერიას ერთად ვუყურო გადაბმულად (40 წუთი თითო საშუალოდ), ფილმებზე კი ყოველთვის მეძინება სადღაც შუაში.]

კიბორგას 5-ეული

ხუთი რამე რასაც ვფიქრობ რო ვერ იტანს დოდი ჩემში და რის გამოც ვფიქრობ რო ადრე თუ გვიან დამცილდება:

1. უჟმურობა

(ანუ ჩაკეტილობა ზოგადად)

2. უტრაკო მეტრაკე ბაბნიკობა

(ვჟიზნი რო ქალი არ მაძლევს და მაინც რო ყველას ვითომ ვეპახაბნ-ვეხუმრები და მერე თავზე გადამდის და სასაცილოდ ვიხდი თავს ბოლოს)

3. ზედმეტი რაციონალიზმი

რომელიც რაც წლები გადის უფრო ხმელი და flat ხდება. დღეს ისეთები ვიბაზრე მაგალითად HAV-თან, რომელიც ძალიან რაციონალური მგონია და რომელიც გადიდებული თვალებით მიყურებდა მაინც რო… მივხვდი რო ია ოოოოჩინ გლუბაკო შევტოპე რაციონალიზმის ჟოპაში, ქალებთან this usually means end of story საბოლოოდ, I think so.

4. ლუზერობა

პროსტო არავის არ მოსწონს ლუზერი ქმარი მარა for a while it’s fun, + მაინც ბოლომდე არ გჯერავს რო ლუზერი ვარ, და არც ჩანს ისე ნათლად, დრო გავა – ცხოვრება და ურთიერთობები დაიწნეხება და დაინახავ რო ლუზერს არ ვთამაშობდი – არამედ ტოტალური ლუზერი ვარ და…

5. ნრავაუჩენიების წაკითხვის სიყვარული

– არავის არ ჭირდება life tutor -ი სახლში, წემ ბოლეე ტენდენციური და სუბიექტური life tutor-ი რომელიც პა ხოდუ ძალიან დემაგოგიურ ფორმებში კითხულობს ლექციებს სხვა და სხვა თემებზე.


და რაც უარესია – ეს ყველაფერი კომბინაციებში, მაგალითად უჟმურობა და ლუზერობა იწვევს კიდევ უფრო მეტ ლუზერობას და კიდევ უფრო მეტ უჟმურობას + რაღაც დეპრესიობანას. ზედმეტი რაციონალიზმი და უჟმურობა დადის იქამდე რო “კოცნა არ მიყვარს, ჩახუტება არ მიყვარს – კოცნა სექსია, თუ სექსი არ გინდა – ნუ მეხები საერთოდ”

და ა.შ. მიქსები უფრო სტრაშნია მოკლედ.

იდეალნიხ მუჟჩინ ნე სუშესტვუეტ, ზოგი სვამს, ზა ტო ემოციური, წარმოსადეგი და ტამ “დუშა კამპანიია” – ზოგი იჩხირავს მარა “კლიოვი ტიპია”, ნაშები ასკდებიან და თვითდაჯერებულია, ზოგი ჩლუნგი და მარაზმატიკია მარა ზა ტო… ნუ ხო ეს ბოლო მე ვარ მამენტ biggrin.gif – მოკლედ “სპორტსმენი, არ ეწევა და არ სვამს” – ნიშნავს იმას რო პრობლემები სხვა განხრით აქვს ზნაჩიტ, და არა იმას რო რაიმეთი ვინმეს ჯობია biggrin.gif

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to 5 Things I Hate About You

  1. piccolina says:

    გხხხხხხხხ
    კაცებს ისე უყვართ თავის დაგრუზვა ათასი სლეობით )))
    რომ დააკვირდე, კიბ, შენი ნაწერი ძაან პესიმისტურია, დოდ, შენი ნაწერი ოპტიმისტურია.
    წიპა აი ბავშვი დაიბადება და დროების პრობლემა მოიხსნება, იმიტომ რომ არც ერთი არ დაიძინებთ და კიბა კიდევ თვითდათრგუნვით, ოდესმე აუცილებლად დამშორდება ამეების გამო

    ესეიგი დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მე უკვე დავრწმუნდი (არა ვარაუდის დონეზე), რომ მამრების უმრავლესობას სჭირდება და მოსწონს პესიმიზმი და ტრაგედიები და ცხოვრებას ისე აწყობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ცუდი იყოს და მერე აი, უყურეთ რა დღეში არიან
    და ქალები კიდევ პირიქით, ცდილობენ რამე კარგი გამოიყვანონ თავიანთი ცხოვრებიდან. ანუ ყველაფერი რომ ცუდად იყოს, მაინც თავსაც დააჯერებენ და სხვებსაც, რომ ყველაფერი კარგადაა

    გადავედი გლობალურ პრობლემებზე )))

    პ.ს. კარგი სავარჯიშოა

  2. ისე, დროის აცდენობა ერთის მხრივ.
    ბავშვი რომ გეყოლებათ ღამით შენ მიხედავ იმირომ ტომ მაინც არ გძინავს დღისით კიდე კიბორგა რადგან შენ გძინავს და ის ფხიზლობს. რა გინდა აგიწყყვიათ ცხოვრება :ჵ

  3. piccolina
    ბოლომდე რო მიყოლოდი ბარემ ლოგიკას მიხვიდოდი დასკვნამდე რო:
    კაცებს ძალიან კარგი ცხოვრება აქვთ და ცდილობენ რაიმე ცუდი იპოვნონ და მერე ის ცუდი გააფეტიშონ და ქალებს ძალიან ცუდი ცხოვრება აქვთ და ყველა მინიმალურ კარგს ბერავენ სპილოს ზომაზე და ცდილობენ ცხოვრება ღირდეს.

    :დ

    ნუ რაც შეეხება ხუთეულების კლსაობრივ განსხვავებას:
    მე ვთვლი რო minor მინუსები მინუსები არ არის და აღნიშვნად არ ღირს, დოდი კიდე… ნუ პრინციპში რომც დამსვა გლობალურ მინუსებს დოდიზე მაინდამაინც ვერ მოვიფიქრებ, მეც ეგრე დავიწყებ გვიან იძინებს თქო, სისულელეებს მეკითხება თქო და ა.შ.

    მე მართლა ვფიქრობ რო კაცები უფრო შორს არიან იდეალურობისგან ვიდრე ქალები, იმიტო რო კაცებს რაღაც ჩიპი გვაკლია თუ რაღაც ასეთი… ხოდა… კი გვიყვარს როცა ფიქრობენ “როგორ უჭირს მარა როგორ ითმენს” :დ

    • dodka says:

      5 გლობალურ მინუსს რომ მოვიფიქრებთ ერთმანეთზე, ესე იგი დღედღეზე ვშორდებით (ან უკვე დაშორებულები ვართ). :D

  4. CheshireCat says:

    :D აჰა.. მივხვდი რომ ჟენშინა ვარ იმიტომ რომ დოდკას ჩამოთვლილ ხუთეულში ვერაფერი ვერ ვნახე გასაღიზიანებელი ))
    უი, ზატო ის მაღიზიანებს, როდესაც მეკითხებიან “ამაზე დროს როგორ კლავ?”
    ტიპა.. უიუი, ვოვს თამაშობ? მაგაზე დროს როგორ ხარჯავ? ნუ რეაქცია მაქვს ტიპა ვტფ? ყველა რაღაცაზე ხარჯავს დროს. ვიღაც ქაუნთერს თამაშობს, მე ვოვს, ვიღაც სერიალებს უყურებს, ზოგი ბულვარულ რომანებს კითხულობს.. ნუ ვოშემ, ჯერ დამიმტკიცე რომ შენი დროის მოკვლის მეთოდი რაიმეთი ჯობია ჩემს დროის მოკვლის მეთოდს და მერე მიტყანი ტვინი მსგავსი ჩართვებით xD

  5. liliani says:

    oi ne magu: ))))))))))))))))))))))))))))

  6. თაზო says:

    ლოგინში ჩაწოლის წინ შეკითხვა “იძინებ?”, სულაც არ არის უაზრო. პირიქით, სავსებით ლოგიკური და დროულია :))))))))))))))))))))

    ჩემი დის მუცელში ბავშვის მოძრაობა პირველად რომ ვნახე, სასწრაფოს გამოძახებას ვაპირებდი და ძლივსღა შემაჩერეს :)

  7. miramax says:

    coooooooool!!!!!!! :D :D

  8. თაზო
    და შენ არ იცი რო “დადის” რა საშინელებაა, თან უკვე დიდია და კიდურები იგრძნობა, ანუ პროსტო კი არ იტყმევინება, იმენნა უცებ 2-3-4 ადგილზე ბორგ-ბორგ-ბორგ აკეთებს რა… სრაზუ რაღაც ბენზა პილის დათრევა ან პაჟარნი სტენდის ძებნა და ცულის მომარჯვება გინდება… :დ

    ხოდა იძინებ-ი მშლის ნერვებზე იმიტო რო:
    მოვედი სახლში ვარჯიშიდან, დავიბანე, გამოვედი აბაზანიდან, წავედი დავეგდე ლოგინზე ვისვენებ, არი 10 საათი საღამოსი, შემოყოფს თავს და “იძინებ?”

    ეხლა რა ვქნა? – ვუთხრა კი და მერე ადგომა რო მომინდეს უნდა ვიფიქრო რო “რო ნათქვამი მაქ რო ვიძინებ” – რო ვთქვა არ ვიძინებ – მერე რო ჩამეძინება მერე როდესმე რო მკითხავს იძინებო და რო ვეტყვი არ ვიძინებ თქო აუცილებლად მომაძახებს იმ დღესაც ეგრე თქვი და ჩაგეძინაო.

    ხოდა სუ მაქ პროტესტი – რა საჭიროა ეს კომენტატორული კითხვები? – იბან? – და უნდა რამე უთხრა, კი ან არა, და ვსიო – მერე საპირისპიროს გააკეთებ და როდესმე კიდე რო ეტყვი იგივე პასუხს იგივე კითხვაზე – ჰო შენ სუ მასე ამბობ და მერე არ ასრულებო უნდა გითხრას.

    არ შეიძლება დავიბანო, მოვჯვა, დავიძინო, ვჭამო, კომპზე ვითამაშო – დამატებითი პასუხისმგებლობის გარეშე? – პროსტო რაღაცას ვაკეთებ რა რავი მე, მომინდება აღარ გავაკეთებ… და როცა უკვე “სიტყვა ნათქვამია” – მერე უკვე ფასდები იმ ნათქვამის ფარგლებში და რას მერჩის? :დ

  9. ლიკა says:

    ‘უაზრო შეკითხვები” გადამეტებული ზრუნვის სიმპტომია. დოდი, დაიკიდე.

    PS შეკითხვები კი არა, კიბორგა დაიკიდე ცოტა.

  10. კიბორგ, უჰ, რამდენს წერ ხოლმე :ლოლ:

    ჰოდა, “გიყურებთ” და მიხარია, იმიტომ, რომ ჩემი უსაყვარლესი წყვილი ხართ :) ვიცი, დოდი არ უყვარს – “ცოლი-ქმარი” დეფინიცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ერთად იქნებით :sentimental: :auntie:

  11. sophie
    100% გარანტიას გაძლევ რო არ ვიქნებით.

    100% გარანტიას გაძლევ რო ორი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს პატივს ცემს და საკმაოდ ეგოისტიცაა ერთად “ბოლომდე” ვერ იქნებიან (თუ იასნად ეს “ბოლო” შედარებით მალე არ დადგა, ორივე მაგაზე ვოცნებობთ, რო მეორე მოკვდება და ბავშვი და სამუდამოდ “უბედურება” რო აი როგორ მოკვდა – ერთს დარჩება :დ )

    • LadyCrow says:

      აუ აუ შეკრებიდან რომ მოვიდოდით დოდკა კაკრაზ მაგას მეუბნებოდა , კიბორგას უნდა რომ მოვკვდე და ბალღი დარჩესო :დ

      :ლოლ:

      აუ უაზრო შეკითხვები მეც მახასიათებს :უსერ:

  12. achiko says:

    “ორივე მაგაზე ვოცნებობთ, რო მეორე მოკვდება და ბავშვი და სამუდამოდ “უბედურება” რო აი როგორ მოკვდა – ერთს დარჩება :დ ”
    ROFL LOL LOL LOL

  13. Kate says:

    ღრმად პატივცემულო უჩა!
    (ბოლომდე უნდა წაიკითხო – დაგინებულია :D)

    მეც საშინლად მაღიზიანებს ზედმეტი კითხვები.
    ხშირი სიტუაცია ჩემს სახლში:
    დედაჩემი წამოწოლილია და სკარეე ვსევო ჩაძინებული.
    მე ეს წინაწარ ვიცი და ამიტომ კარს გასაღებით ვაღებ. შევდივარ სახლში და ისმის ძახილი:
    – ქეთუნა!!!
    – ბატონო (ხშირად უკვე ისე ვერ ვიტან ამ დროს რომ მეძახის, რომ გაღიზიანებული “ჰა”–ს ვეუბნები)
    – შენ ხარ? (ან თუნდაც “მოხვედი?” )

    აააააააააააააააააააააა

    რა მემართება ხოლმე ამაზე.
    ამის დედა ვატირე.
    მოვედი დაღლილი, გამოფიტული, მშიერი. კარი არავინ გამიღო, მე თვითონ დავხარჯე დაახლოებით 3–4 წუთი გასაღების ჯაჯგურზე და აბა ვინ ჩემი ფეხებია?! მე ვარ აბა ვინ არის?! მოვედი აბა რა ვქენი?!
    ასეთ უაზრო კითხვებზე ნერვები საშინლად მეშლება ხოლმე ნერვები.

    მაგრამ ამის მიუხედავად დაფიქსირდა მეორე ფენომენი.
    ადამიანები ზედმეტ კითხვებს სვამენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამშვიდდნენ (დედაჩემის მაგალითი, რომ ნამდვილად მე ვარ და არა ვიღაც ქურდი და მკვლელი, რომელმაც გასაღები წამართვა და სახლში შესვლას ლამობდა) და ცნობისსმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, არამედ იმიტომ, რომ ყურადღება ესაჭიროებათ. მე მაგალითად ამ კატეგორიას მივეკუთვნები. ძირითადად ქალები მივეკუთვნებით ამ კატეგორიას, ვიდრე მამაკაცები, რადგან ქალები უფრო არიან ყურადღების “ხამები”, ვიდრე კაცები. და აქ მოქმედებს პრინციპი: მიპასუხა, ე. ი. მე მისთვის მნიშვნელოვანი/საჭირო/საყვარელი/ერთადერთი/საინტერესო/და ა. შ./ და ა. შ. ვარ, რადგან მპასუხობს და პასუხის ღირსად მთვლის. მე თუ ვინმე რამეს მპასუხობს, ვთვლი რომ რაღაც პონტში ყურადღებას მაქცევს. თან თუ გარკვევით მპასუხა, მაშინ ხო საერთოდ. მაგრამ ყურადღება და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ უნდა აგერიოს ერთმანეთში.

    რაციონალურობა ხშირად გვინდა, მაგრამ ხშირად უბრალოდ არ გამოდის, რადგან გრძნობები გაგვაჩნია და მათ ხშირად ვერ ვეწინააღმდეგებით.

    ქალების მუსუსი სამწუხაროდ მამაკაცთა უმეტესობაა. ვინც ქალების მუსუსი არ არის, ის ან გამოთაყვანებულია, ან ძალიან ერთგული (და ძალიან დიდი რესფექთები მათ, თუმცა რატომ უნდა იმსახურებდეს ერთგული მამაკაცი განსაკუთრებულ რესფექთებს არ მესმის, მაშინ როცა ქალი მამაკაცზე 100–ჯერ ერთგულია და არ იმსახურებს რესფექთებს, მაგრამ ნუ კარგი, გავატარეთ). ხოდა შენ არც ის ხარ და არც ის :D შენ მამაკაცთა უმეტესობაში შედიხარ.

    • dodka says:

      ოო მაგას ვეუბნები მეც, ყურადღების პონტში ვეკითხები უფრო, ვიდრე მართლა – ისედაც კი ვხედავ, რომ იძინებს ან რომ იბანს :დ

      უბრალოდ პინგს ვამოწმებ რა :დ

      ამ ბოლო დროს ვცდილობ საკუტარი თავის კონტროლს ოღონდაც

  14. Cyborg says:

    დოდკა: დასტურ მაგ ამბავში.

    კეთი:
    და ვიცი კაცო, მეც და დოდიც სუ მაგას ვიძახით რო ყურადღების ამბავია, პროსტო მომბეზრებელია ეს პინგერობა რა, ან რამე სიანტერესო მითხარი – ან თავს ნუ მაბეზრებ.

    მეც ხო ადამიანი ვარ – რობოტი ხო არ ვარ მინდოდეს ვაფქრვიო ყურადღება მიუხედავად მოტივაციისა. როცა რამე საინტერესოს ამბობს, ყვება, შვება რავი რაიმე რაც ყურადღებას იქცევს – ვაქცევ.

    და პროსტო “ჯვამ” – ვჯვამ ბლიად. რას ცვლის? – და შენც კარგად იცი როგორი მომაბეზრებელია.

    იმ დღეს კიდე ერთ რამეზე ვიკამათეთ, ნუ ამაზე პრიმერნა 3 თვეში 1-ხელ 1 კომენტარს ვაკეტებ ხოლმე რა – რამეს რო ყვება, აუცილებლად უნდა ვუსმინო და ყვება ნეეელა და შოოოორიდან, პრი ეტომ არანაირი მცდელობაც კი არ აქვს ჯერ დაგაინტერესოს რას გიყვება და მერე მოგიყვეს. ანუ როგროც ჩვეულებრივ შვება რა ადამიანიც და მითუმეტეს დოდკაც – ჯერ ჩამოაგდებს ჩორტს, რომელ ჩორტზეც შენ წამოეგები – მერე გიყვება ისტორიას, გიყურებს თვალებში და თუ ხედავს რო კონცენტრაციას კარგავ ახტება მომენტებს და ა.შ. – ცVეულებრივი დხრობის “პადგონკა” პად სლუშაწელია რა.

    არა – მესთან: “მომისმინე ეხლა მოგიყვები ისტორიას” – ი ტაკ მიდის ისტორია, მონოტონური ტონით თან.

    და მე იასნია მეზარება სმენა 10 წუთი იმისთვის რო… რაც მთავარია იმაზეც კი არ იწუხებს თავს რო “ტოჭკა სმისლა” მომაწოდოს – ანუ მორალი ან რამე მონათხორბიდან, პროსტო უნდა მოვისმინო და ბოლოში სნიზხაძიწელნა მიბოძებს რო “ვსიო”

    ???? WTF ????

    იასნია ისევ ყურადღების “დოზის” მიღების ძიშოვი და დაძალებული მეთოდი.

    შო ზა მარაზმ ბლია… ყველა ისტორია საინტერესოა, ყველა, ოღონდ უნდა მოყვე ისე რო დააინტერესოს იმას ვისაც უყვები, ყველა დეტალები შეიძლება მოუყვე, ოღონდ უნდა გეკაოს ყურებით მისი ყურადღება – თვითონ ეს ჩემზე, შენზე და ყველაზე კარგად იცის და ფლობს, მარა მაინც – მე უნდა ვისმინო მექანიკურად იმიტო რო ასეა საჭრიო…

  15. Kate says:

    ხო, მესმის შენი ძალიან კარგად. და რადგან მესმის, მეც იგივეს ვიზიარებ.
    აი დედაჩემმაც ეგრე იცის ხოლმე. ანუ 10 წუთი ვუსმენ იმისთვის, რომ რა??? არც არაფერი, უბრალოდ მოგიყვეს და ყურადღბა მივაქციო. მართლა ყველა ამბავი თუ ისტორია საინტერესოა, გააჩნია რა განწყობით მოყვები.
    ზოგჯერ მეც პროსტა ვდგავარ და აი სრულიად გამოთაყვანებული სახის გამომეტყველებით ვუყურებ (thinking when she’s finishing)

    მე კი სულ ვცდილობ პირიქით გავაკეთო ხოლმე.

    მაგრამ დღეს პოხუისტური გამომეტყველებით მივაწოდე
    ინფორმაცია.
    სიტუაცია დღეს:
    აუ, აი იცი ერთ ბიჭს მოვეწონე, რამაც ძალიან გამაღიზიანა. აზრზე არ ვარ ვინაა, სახელი ვიცი მხოლოდ, გიორგი. კაი წავედი კომპიუტერთან.

    რეალურად ხო უფრო ზამასკაში დავტოვე და დავაინტერესე, მაგრამ გავტრიალდი და წავედი.

    კაროჩე რა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s