Daily

ვჭამ

კილკას (ჭიჭყინა, როგორც ბავშვობიდან ვეძახდი, იმიტომ, რომ რაღაც საბავშვო წიგნში შემხვდა პატარა მოლაპარაკე თევზი ჭიჭყინა და ზუსტად ასეთად წარმომედგინა) და მოხარშულ კარტოფილს – რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი?

1121079470

მესიზმრება

ძირითადად კოშმარები – მაგალითად, ბავშვი გამოძვრა ნახევარი ტანით მუცლიდან, ჩახუტება უნდოდა (O.o) და მე ვცდილობდი ჩამეკვეტებინა უკან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ სიზმრების დროს ვყვირივარ – რეალშიც, რაც აღვიძებს კიბორგას, რომელიც შეშინებული მაღვიძებს მე.

ვუყურებ

Brothers and Sisters. მადლობა საბუნიას (ესეც მისი პოსტი ამ თემაზე). ცხოვრებაში პირველად (!) მომინდა მყოლოდა დიდი ოჯახი, ბევრი დებით და ძმებით. ადრე ეგეთი რამის წარმოდგენაც კი ნერვულ კანკალს იწვევდა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი საშვილოსნო ოდესმე ისევ იქნება ექსპლუატირებული დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით. ერთიც საკმარისია. თან კიბორგა დაშორებით დამემუქრა, თუ კიდევ ავიჩემე ბავშვის გაკეთება.

ამოჩემებული ფრაზა: “მდიდრული ფერი!”

რამდენჯერ გაგიგიათ – “რა მდიდრული ფერია!”

ძირითადად რატომღაც ფარდებზე, მაგიდის გადასაფარებლებზე და მოჭუჭყიანო ფერის კაბებზე ამბობენ ხოლმე. რა მარაზმია აჰაჰა “მდიდრული ფერი”…

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to Daily

  1. Katten Försvann ამბობს:

    uf, კილკა რა გამახსენე! მომინდა და თან როგორ. ძმარში ჩაწყობული , ხახვით შეზავებული გარნირად კი კაი კარტოფილი და ლიმონის პატარა ნაკუწები.

    Brothers and Sisters საყურებელი არ ვიცი მაგრამ მაღაზიათა ქსელი კარგად ნაცნობია ჩემთვის :ჵ

    მდიდრული ფერი – ნეტა ოქრისფერი მდიდრულ ფერად ითვლება?

  2. unaamarga ამბობს:

    ვარდისფერ მანიკურზე მსმენია ძალიან ხშირად მდიდრული ფერისააო

  3. piccolina ამბობს:

    ჰეჰ
    თევზისთვის ჭიჭყინას დარქმევის იდეა მომეწონა, უხდება რაღაც

    მდიდრული ფერი რას ნიშნავს ზუსტად არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა, მარა ისე ხშირად გამიგია
    და კიდევ მდიდრული ვიდი აქვსო, ოღონდ მაინც ვერ ვხვდები რას ნიშნავს. უფრო გლამურნი ვიდზეა ანუ? იმიტომ რომ მდიდრებს აქვთ გლამურნი რაღაცეები?

    ბლაჰ
    არ ვიცი მე

  4. ally ამბობს:

    მოლაპარაკე ჭიჭყინააა :) ეს რა გაიხსენე! მომენტალურად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაშიც და ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ეგ წიგნი წაკითხული მაქვს ბავშვობაში, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რა ერქვა :) თუ გახსოვს, დაწერე, რაა

    “მდიდრული ფერი” – ჰა ჰააააა, რამდენჯერ მიკაიფია მაგაზე :) და მინდა გითხრა, რომ “ბუმაჟნიკზე”-ც კი უთქვამთ, მე პირადად შევსწრებივარ და მერე დიიიდხანს ვიხსენებდით ამას სიცილით მე და სხვა მოწმეები :)))

    ღამე კოშმარები ალბათ რა კოშმარიააა :))) მე ძირითადად ხრჩობის შეგრძნება მაღვიძებს, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ მისულა საქმე და რამდენჯერაც დამემართა, იმდენჯერ გამიარა და ცოცხალი ვარ :D

  5. პერწკლი ამბობს:

    ყვითელი კოდალას ორდენში არ იყო ჭიჭყინა და თან მოლაპარაკე?

  6. dodka ამბობს:

    ააააააააააააააა!!!

    ყვითელი კოდალას ორდენი!! პერწკლ, მიყვარხარ! 2 წელია ვიხსენებ მაგ წიგნის სახელს!

    ემილია და სასტავი აააა!!

  7. ally ამბობს:

    ვაშა, ვაშა და ვაშააააა! ყვითელი კოდალას ორდენიიიიიიიიიიიიიიიიი! ! ! :))))))))))))))))))))))))

    რა მაგარიაა :)

    ჩემი მოწიწებული მადლიერება პერწკლს!

  8. პერწკლი ამბობს:

    არაფრის : ))))
    მეც ძალიან მიყვარდა ეგ წიგნი : ))))

  9. bas ამბობს:

    ჰმ, ყვითელი კოდალაო.

    მე და მოდუს მაგ დროს კაფკას ვკითხულობდით!

    უნიჭოებო!

  10. liliani ამბობს:

    vaime sizmarze imdeni vicine cudad var :D :D :D

  11. ally ამბობს:

    bas

    რა დროს?! რა დროს კითხულობდით კაფკას, ნიჭიერნო?! ;) ნუ თქვენი ასაკი არ ვიცი, მაგრამ “ყვავის ხნის” არ ვართ მგონი ჩვენ არც ერთი, რომ “მაგ დროს” უკვე კაფკა გვჭეროდა ხელში. მაგის დროც მოვიდა მერე და კიდევ ბევრი სხვა რაღაცის… :D

    • Katten Försvann ამბობს:

      რა ტიპი ხარ :ჵ:ჵ
      კითხვა და იმის გაგება რასაც კითხულობ სხვადასხვა რამეა :)
      მასე 15 წლის ვიყავი კანტის “წმინდა გონების კრიტიკა” კითხვა რომ დავიწყე, მაგრამ მკითხე გავიგე რამე? :D :D :D ან რა ძალა მედგა :D

    • bas ამბობს:

      mმე 12-ის ვიყავი პროცესი რომ წავიკითხე და მოდუსა მაგ დროს უკვე ამთავრდებდა მის შემოქმედებას (9 წლის იყო).

  12. ally ამბობს:

    ბღავოოო! ვუნდერკინდებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!

    საამაყო თაობა გვყოლია! ახალი ლოზუნგი: დავუკარგოთ ბავშვებს ბავშვობა! კანტი – 7 წლიდან! კაფკა – კანტის დამთავრებისთანავე (ან პირიქით). 12 წლის ასაკში – თაგორის ყველა ტომი ზეპირად!
    თომას მანი მიაწოდეთ ბავშს ძუძუსთან ერთად!

    დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია :)

    პ.ს. ნამდვილად არაფერი დამკლებია 9 წლის ასაკში ჯერ კიდევ რომ არ მქონდა წაკითხული პროცესი (თუ შემდეგი პოსტი იმას ეხება, საერთოდ მაქვს თუ არა წაკითხული, აქვე ვუპასუხებ – კი, მაქვს და მეც საკმაოდ ადრეულ ასაკში, და ამით სულ არ ვამაყობ, ჯობდა ცოტა მერე წამეკითხა, ქართულად ან რუსულად და უფრო აზრიანად. კარგი იდეაა, იქნებ გადავიკითხო…).

    • bas ამბობს:

      და იქნება მე არ ვთვლი რომ ბავშვობა დამიკარგეს :) თანაც ჩვენთვის არავის დაუძალებია ამ წიგნების კითხვა :) ჩვენთვითონ მივედით მაქამდე.

      ისე თომას მანი არ მომწონს.

    • CheshireCat ამბობს:

      relax )))) ეს ყველაფერი ჰუმორი იყო ))

  13. LadyCrow ამბობს:

    რაც ეს პოსტი წავიკითხე, იმის მერე კილკის მოთხოვნილება მაქვს :დ

    უნდა ვიყიდო ხვალ და გემრიელად ვჭამო ! [ჭამისას შენზე ვიფიქრებ რაღა თქმა უნდა :დ ]

    აუ , მდიდრულ ფერზე რამდენი ვიცინე, კაკრაზ ცოტა ხნის წინ მეზობელი ამოვიდა , ახალი ფარდები ნახა ჩვენი და ეგ დააბრეხვა :დ

  14. The "why not?" attitude ამბობს:

    ჭიჭყინა, შპროტი, კილკა, პლატე და ქარსალა – ერთიდაიგივე ჯიშის თევზის დასახელებებია.

  15. Cyborg Mcloud ამბობს:

    დებილური, თითიდან გამოწოვილი, “რამდენი დღეა არაფერი დამიწერია რამე ხო უნდა დავწერო” პოსტი.

    disrespect

  16. bas ამბობს:

    Katten Försvann

    ნუ აი ყველა მხრივ.

    მაგალითად ტრაკში პერო გავირჭე.

  17. VUDRO88WILSON ამბობს:

    :dorbl:

    tevzi yvelaze magari sachmelia !

  18. fiqro ამბობს:

    atana ar maqvs kilkis :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s