Smells like Hell’s Kitchen

ორი დღეა ვუყურებ ტორენტიდან გადმოწერილი reality show-ს – “Hell’s Kitchen“-ის პირველ სეზონს, ძალიან ცნობილი და მსოფლიოში, თუ არ ვცდები, №2 შეფ-მზარეულის, Gordon Ramsay-ს ხელმძღვანელობით.

მაგარი შოუა, 12 მზარეული ეჯიბრება ერთმანეთს და გამარჯვებული – საკუთარ რესტორანს მიიღებს. გორდონა უჟმური ტიპია და სულ იგინება, ყველას აკუკავს. კულინარიისადმი დიადი სიყვარულის გამო, შოუმ ძალიან ჩამითრია.

აქვე აღმოვაჩინე, რომ US უფრო კონსერვატულია, ვიდრე UK. მეტყვით ახლა, ახალი ამბავიო, მაგრამ ნაღდად მეგონა, რომ ბრიტანეთის ტელევიზიაზე – მონარქია, ჯენტლმენები ხელთათმანებში და ინგლისური ჩაი სუფევდა, ამერიკაში კი – მეტი თავისუფლება.

ეს შოუ ორივეგან გადის – ოღონდ ამერიკაში ცენზურდება და “ტუ”-ები ადევს, ბრიტანეთში კი – პირდაპირ, ჯიგრულად ილანძღებიან.

გორდონ რამსეი შემიყვარდა-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ ამ ყველაფერს. ჰოდა ეს ორი დღეა ვფიქრობ – რატომ, რატომ ევასება ხალხს, მათ შორის – მეც, იმის ყურება, თუ როგორ აკუკავენ სხვას? ჩემს საყვარელ საიტებს შორის არტიომი ლებედევის საიტიც შედის, განსაკუთრებით კი – ბიზნეს ლინჩის განყოფილება. და იქ რა სხმაა, გეცოდინებათ, ვისაც ნანახი აქვს.

მოკლედ, ჯერჯერობით ისევ ვფიქრობ, რატომ მომწონს ამ ყველაფრის ყურება-კითხვა. ვამართლებ იმით, რომ აი მევასება პროFი რომ ასწავლის და რაღაც… მაგრამ ეგ ყველაფერი bullshit-ია, რა თქმა უნდა.

ჰო, დიდი ნიუსი – კიბორგამ კუბიკ რუბიკი ააწყო, როგორც იქნა. თანაც ორჯერ! აქედან ერთხელ მე ავურიე. მადლობა ანიკას მოწოდებული თუთორიალისთვის, თორემ ეს სათამაშო განხეთქილების კვადრატულ ვაშლად იქცეოდა ადრე თუ გვიან XD

შო იყო ამოსული და თურქეთში გადაღებული დოკუმენტალურის დისკი ამომიტანა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ერთ კომპზე არ გვაქვს დვდ. არადა მაინტერესებს – ბოლოს და ბოლოს ამოჭრა თუ არა სცენები, სადაც ესოდენ სათუთად ვიცვამ ტანგას. და თუ არ ამოუჭრია – კარგად გამოიყურება თუ არა ზემოთ ხსენებული ტანგა კადრში.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to Smells like Hell’s Kitchen

  1. k84u ამბობს:

    sulelka…. :D

  2. OTO ამბობს:

    ყოველთვის მიყვარდა რუბიკის კუბიკის აწყობა . . .

    P.S. სინამდვილეში არასოდეს ამიწყვია (ნერვები არ მყოფნიდა) :I MUST CONFESS SMILEY: ”აწყობის” ჩემი ორი ყველაზე საყვარელი მეთოდი: 1) სტიკერების აძრობა და ფერების მიხედვით დაწებება 2) კუბიკის დაშლა და ფერების მიხედვით აწყობა

    სტატისტიკა: I მეთოდით ”აწყობის” ჩემი რეკორდია 31 წამი, II მეთოდით კი 26 წამი

    : )) : )) : ))

  3. Gizmo ამბობს:

    Smells Like Teen Spirit……….რა შუაშია……….მეძინება :)
    იმედია მომიტევებთ :D

  4. Lilian ამბობს:

    liol :D
    tanga? :niam:

  5. cudibichi ამბობს:

    ra amis pasuxia da… dodka linkebi gavcvalot?

  6. kuda ამბობს:

    სამზარეულოზე გამახსენდა.. 2 საათი ვიბზრიალე და შედეგად: დიიიდი ქვაბით აჯაფსანდალი და ბადრიჯანი ბულგარულითა და ძმრით. დავიღალე :ვის:

    დედა მინდა :((((

  7. otucho ამბობს:

    არადა მაინტერესებს – ბოლოს და ბოლოს ამოჭრა თუ არა სცენები, სადაც ესოდენ სათუთად ვიცვამ ტანგას. და თუ არ ამოუჭრია – კარგად გამოიყურება თუ არა ზემოთ ხსენებული ტანგა კადრში.

    ar amouchria :chups: :D

  8. keti ამბობს:

    უფ, რა კარგია, რომ ჩვეულებრივი პოსტი დამხვდა :)
    მე არაფერს არ ვუყურებ, მეორე დღეა ვცდილობ ბლოგის HTML-ში გავერკვე. შედეგი – 0 :)

  9. fiqro ამბობს:

    verasdros ver vawyobdi..

  10. bigcrow ამბობს:

    შო არის ჩათლახი…
    სად იყო დაკარგული?

  11. utvino ამბობს:

    eg iseTi pontia, ai hausi rom akukavs yvelas :D

  12. HoNeY ამბობს:

    ara tangis chacmis momenti ar amouchria…dzaan magari “kadria” :evil:

    P.S. menatrebit

  13. გამოხმაურება: Xorc Me Up « Dream is Destiny

  14. გამოხმაურება: Me on FB « Dream is Destiny

დატოვე კომენტარი