Xorc Me Up

Candy – Baaaaaaaaaad,
Xorci – Goooood!

იუთუბზე აღმოვაჩინე Hell’s Kitchen, ყველა სეზონის ყველა სერია (ახლა მიდის მე-5), თან კარგი ხარისხით [HQ], რამაც ძალიან გამაბედნიერა – პირველი სეზონი ოდესღაც ტორენტიდან გადმოვწერე და ისე ვუყურე [პოსტი], შემდეგ კი ტორენტების ხმარება სასტიკად ამეკრძალა კიბორგას მიერ.

უკვე ვუყურე 3 სეზონს ბოლომდე. სულ ვსერჩავ ხოლმე, ახლა რას შვებიან ის მონაწილეები. როგორც წესი, პირველ ადგილზე ვინც გადის, ის ყველაზე ცუდ პონტში ხვდება – ჯერ ეს ერთი, ამ სეზონების სამივე გამარჯვებული მოატყუეს ფაქტიურად, სუპერ-პუპერ მილიონიან რესტორანს პირდებოდნენ და ბოლოს ერთწლიანი კონტრაქტი შერჩათ რესტორანში Senior Chef-ად (რაც მთავარი მზარეულიც კი არ არის). [ყველაზე კარგ პონტში, როგორც წესი, მეორე ადგილებზე გასულები არიან ხოლმე, იმიტომ, რომ ვიღაც მაგარი როჟა გამოჩნდება და სადმე იწვევს, ტალანტის არდასაკარგავად :D ]

შოუს ყურების პარალელურად, რა თქმა უნდა, ნერწყვი მდის. ყველაფერი მინდა. იმდენ საჭმელს აფუჭებენ… ხორცი მინდა. ნამდვილი მამაკაცი ვარ – ნაყინი, შოკოლადი, ნამცხვრები – ყველაფერი უფერულდება და მზად ვარ ნაგავში მოვისროლო, თუ სადმე შორიახლოს ხორცია. რაც უნდა ნაჭამი ვიყო, უარს არასდროს ვიტყვი მწვადის კიდევ ერთ პორციაზე. მაღაზიაში კარგ, ჯანსაღი ფერის გემრიელ, ხორცის უმ ნაჭერს რომ ვხედავ, კბილები მიკაწკაწებს, ლამისაა უმად ჩავკბიჩო. ჰო, და უმი ფარშის ჭამა მიყვარს კატლეტის/ტოლმის და ა.შ. კეთებისას, ვსინჯავ ჩემი ჭკუით, ყველა მაფრთხილებდა მთელი ცხოვრება, რომ რამე მოგივაო, ბოლოს ტოქსოპლაზმოზი აღმომაჩნდა სისხლში ამის გამო [დიდი არაფერი, გადავიდა ქრონიკულში ოდესღაც და აწი სულ იქ იქნება]. ასე რომ ხორცის მოყვარულებო, მაინც და მაინც ნუ მიეტანებით უმს.

ბონუსი:

რუსთავი-2ს საახალწლო გადაცემაში იყო, როგორც მივხვდი, მე ახლა ვნახე, გენიალური 14 წამია: გლიჯეთ აქ.
[ლინკისთვის მადლობა ანტიგონეს]

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to Xorc Me Up

  1. piccolina says:

    ხორცი კი არა, გუშინ თუ გუშინწინ ვნახე თრეველ ენდ ლივინგზე გადაცემა, სადაც ტიპი მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ კერძებს სინჯავს და ნუ იდეაში ვიდზე რომ შეხედავ საჭმელს, ეტა უჟასნა, მარა იმდენად გემრიელად ჭამს ტიპი, რომ მეც მინდება საშინლად და შედეეგად რაც კი მაქვს სახლში ყველაფერს პირისკენ მივაქანებ, რომ იმის ჭამის სურვილი იქნება დავიკმაყოფილო (((
    ჩემტვის საჭმელებიანი გადაცემების ყურება არ შეიძლება :მო:

  2. Lola says:

    sirena!
    LOL!

    magaria :D

  3. LadyCrow says:

    ამდენი ქალები გასაუპატიურებლები არიან..

    :დ

    “ნაყინი, შოკოლადი, ნამცხვრები – ყველაფერი უფერულდება და მზად ვარ ნაგავში მოვისროლო, თუ სადმე შორიახლოს ხორცია” +1

    სულ რომ გატენილი ვიყო ხორცს [განსაკუთრებით მწვადს] მაინც შევჭამ :დ და უმ ხორცზე ნერწყვები მეც ვიცი ვიტრინებში რომ ვუყურებ

  4. linguistuss says:

    ტორენტების ხმარება რა მიზეზითაა აკრძალული? არამართლმადიდებლურია თუ არაკაიბიჭური, თუ რამე სხვა მიზეზი აქვს კიბორგას? :)

  5. თაზო says:

    შენ კიდევ არა გიშავს-უმი ხორცის ჭამა მაინცდამაინც დიდი გმირობა არაა, მითუმეტეს ხორცი თუ ახალია, გარეცხილი და თან-შემოწმებული :) .

    შენ უნდა ნახო ვიღაც გადარეული Bear Grylls, გადაცემაში Man vs. Wild, რომელიც დისქავერზე გადის. პროსტა, ტიპი ისეთ რამეეებს ჭამს, ცუდად გახდები. მკვდარი აქლემიდან დაწყებული, სპილოს მძღ….-ით დამთავრებული.

  6. თაზო, უჰუ, და თან ყველაფერს აყოლებს როგორი კალორიული ეს რაღაც ძღენი და როგორი გემრიელი ყოფილა თურმე :დ

    ლინგვისტუს
    ჯორუსების და გამო.

  7. linguistuss says:

    წითურ საუბრებს აქვს ადგილი. მე რატომ არ ვიკიდებ მაგ ვირუსებს? :)

  8. Dv0rsky says:

    დაგლიჯა, ამდენი ქალია გასაუპატიურებელიო… :)

  9. შენ სისხლის სმაც გეყვარება…

    P.S. Man vs. Wild ში იმ დღეს სპილოს ნეხვი პირში ჩაიწურა, ამას წყალი აქვსო…

  10. linguistuss
    მეც, მთელი ცხორებაა, არც ანტივირუს ვხმარობ არაფერი და პორნო საიტებზეც შესვლებით ალბათ რეკორდებს ვხსნი – მარა ვირუსი არ მქონია.

    ეს კიდე ახერხებს და… როგორ? – როგორ და უყურებს რაღაც იდიოტურ სერიალებს და გადაცემებს, რომლებსაც ვიღაც გენიოსები ერთხელ ავირუსებენ, მერე ამისივე ნაირი დაბნეული გოგოები სიდავენ ტორენტებზე, ყველას უხარიათ და ყელანი ძოვენ ვირუსებს.

    თვითონ სანამ არ აღიარა რო მაგისგან ვირუსდებოდა იასნია ცემთვის არც მოუსმენია, ეს ეხლა მაბრალებს თორე, 30-ჯერ რო გადავუფორმატე ბოლოს…

  11. linguistuss says:

    @Cyborg Mcloud
    და ამდენ ჩხუბს და აკრძალვებს, ერთი კარგი ლექცია რომ წაიკითხო თემაზე “როგორ არ ავიკიდოთ ვირუსები” არ გიცდია? :)

  12. Cyborg says:

    linguistuss
    აუ როგორ გეტყობა რო ცოლი არ გყავს…

    1. ცოლი არ ცემს პატივს შენს აზრს, შენს ლექციებს, შენს პროფესიონალიზმს და ტოლერანტობას, ეს აპრიორი ასეა – სხვანაირად ის შენი მონა და მორჩილი უნდა გახდეს, ასე კიდე – მუდმივი “შენი აზრი ჩემზე უკეთესი არაფრითაა” – ინარჩუნებს შენთან თანაბარ დონეს და ალბათ ეს სწორია.

    2. რამდენიც არ უნდა უხსნა როგორ არ აიკიდოს, სუუუუუუუ ფეხზე კიდია ყველაფერი როცა რამეს აკეთებს და გათიშულია ღამის 4 საათზე…

    3. ცოლი როგორც ბავშვი რა – გააკეთებს როვნა იმის საპირისპიროს რასაც ეტყვი. (ალბათ რო უთხრა მიდი შედი და 5 წუთის მერე უვირუსოდ არ გნახოო – ალბათ არაფერს არ აიკიდებს კაკ რაზ… :დ )

  13. Pingback: Me on FB « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s