პირველკლასელები და ნეტბუქები

აუუუ, ფურცელზე ფანქრით თუ არ დავწერე, მუზა არ მომდიიის! (c) ჩანახატების მწერალი გოგოები

“წვიმს… წვეთები მეცემა… რა სისველეა… როგორ მიყვარს წვიმა….. თითქოს ცა ტირის….. ფოთლები ეშვებიან ხეებიდან……. როგორ მენატრები!!!1!!1”
(c) ჩანახატების მწერალი გოგო

წეღან ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა დაწერა, პირველკლასელ ბავშვებთან კომპიუტერები რომ შეაქვთ, კარგი იდეაა, მაგრამ ამან ხელით წერის პრობლემა არ შექმნასო. რომ გავქექე განათლების სამინისტროს ვებგვერდი, მივხვდი, რაზე იყო საუბარი – პირველკლასელებს წელს ნეთბუქებს ურიგებენ, სადაც წინასწარ ჩაწერილი იქნება სახელმძღვანელოები, რომლებიც, სხვათაშორის, მტკივნეულად ძვირი ღირს.

“პრობლემას” რაც შეეხება – საერთოდ რა საჭიროა ხელით წერა? ან დასჭირდებათ კი ის 10-15 წლის შემდეგ ჩვენს შვილებს?

პირადად მე ხელით ვწერ სადღაც… კვირაში ერთხელ, 2 წუთი – როდესაც საყიდი პროდუქტების სიას ვადგენ. სხვა ყველა შემთხვევისთვის ან მობილურია გვერდით, ან ლეპტოპი. ვილიამი რომ გაიზრდება, ძნელად წარმომიდგენია, რატომ შეიძლება დასჭირდეს ხელით წერა კომპიუტერების, ლეპტოპების, ნეტბუქების, ტაბლეტებისა და მობილურების სამყაროში. [აქვე – რა ბედნიერებაა, რომ მას არავინ დააწყებინებს ანბანის 3-ჯერ ახლიდან გადაწერას კალიგრაფიის გაუმჯობესების მიზნით! და აქ დედაჩემს ვუყურებ განმგმირავი მზერით. აი, ხომ გადასარევი კალიგრაფია გამიხდა 24 წლის შემდეგ? sylfaen, კანფეტია!]

ისევ პირველკლასელებს რომ დავუბრუნდეთ, გადავხედავთ რა ამ ასაკის ბავშვებს ჩვენს წრეში, აშკარაა – ისინი, ვისაც სახლში ისედაც აქვთ კომპიუტერი, საკმარისად კარგად ფლობენ მას და არაფერი უჭირს, 2 საათი თამაშის ნაცვლად 1 საათი თუ ითამაშებენ და შემდეგ 1 საათს დავალების გასაკეთებლად გამოიყენებენ. ვისაც არ აქვს კომპიუტერი კი ძალიან კარგი, თუ გაუჩნდება.

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია, ხელით წერა – გადაშენებადი უნარია და ძალიანაც არ უნდა გავეტიროთ.

მეორე საკითხი, რაზეც საზოგადოება შფოთავს, ბავშვების თვალებია – კომპიუტერიდან კითხვა მოუწევთ და გაუფუჭდებათო. ვაკვირდები, როგორც წესი, ასეთ თემებზე ის ხალხი ახურებს, ვისაც ზოგადად, ჰკიდია ბავშვების თვალები, მათი შვილები ან კომპიუტერთან სხედან 24/7, ან ტელევიზორთან. არადა, რა უჭირს, თუ იმ დროს, როცა ბავშვს თვალები ისედაც უფუჭდება მორიგი მდარე სერიალის თქვენთან ერთად ცქერისას, ეს თვალები რაიმეს მეცადინეობის დროს გაუფუჭდება კომპიუტერთან? თან მინახავს რა ზოგიერთი მდარე ხარისხის სახელმძღვანელო, კიდევ სადაოა, რა უფრო ცუდია მხედველობისთვის, კომპიუტერი თუ იმ უხარისხო წიგნიდან კითხვა.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

72 Responses to პირველკლასელები და ნეტბუქები

  1. hexe says:

    ჰო კალიგრაფია ჩემი ტკივილი იყო ყოველთვის :)
    თვალებს რაც შეეხება, თვალებს წიგნების კითხვაც აფუჭებს.

    • ჩემი თვალები გააფუჭა – 1. მემკვიდრეობამ, 2. ლამპის შუქზე ნაკითხმა წიგნებმა.
      სულ არ მქონდა კომპიუტერი და უკვე ბრუციანი ვიყავი :დ

  2. BloggerGirl says:

    კალიგრაფია, მართლწერა ყოველთვის იყო ჩემი პრობლემა. იყო და იქნება ყველა ენაში ასე მგონია.

    ახლა, თხოვნა მაქვს შენთან, იქნებ დაწერო ბლოგზე ან შენც გაავრცელო ინფო http://www.doghome.ge/ , მეპატრონე დაიჭირეს (იმედია დროებით), ახალი ძაღლები ვეღარ აყავთ და ძველები რომ გაჩუქდნენ კარგი იქნებოდა თორემ ეკონომიკური კრიზისი შეექმნებათ თავშესაფარში :(

    ჩვენ რამოდენიმე ბლოგერი ვცდილობთ ჩვენსას მაგრამ აშკარად არაა საკმარისი :( არადა გული მიკვდება ამ ძაღლების გამო :(

    წინასწარ მადლობა.

    • Jeux Dora says:

      იმ ძალების მეპატრონე ბიზნესმენია, როგორც ვიცი დანუთუ იმდენი ფული არა აქვს, რომ ძაღლებისთვის ვინმე დაიქირაოს??

      ……………………………………………………

      რაც შეეხება პოსტს.
      მეც იშვიათად ვწერ ხელით და მომავალში ალბათ ნაკლებად საჭირო იქნება ხელით წერა, თუმცა ამ თაობას ის ჯერ კიდევ დასჭირდება, ასე რომ ბავშვებს წერაც (და არა კარგი კალიგრაფია) უნდა ასწავლონ ჯერჯერობით

  3. BloggerGirl says:

    აუუ რამხელა კომენტარი დავწერე და ასე გაქრა დავიჯერო? :(

  4. monkey says:

    კალიგრაფია იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის, რომ ახლაც ვღელავ “ვაიდა, ქართულის თემა არ გამისწორონ კალიგრაფიის გამო. ვაიდა, ვერ წაიკითხონ” :შ

    • BloggerGirl says:

      :D შენ მდგომარეობაში ვარ
      გამოცდების შემდეგ გასცორებული ფურცლების ქვეშ ყოველთვის წერია რომ ”გთხოვთ უფრო გარკვევით წერეთ” :D :D

  5. Clown says:

    კი მართალი ხარ, მაგრამ პირადად მე წიგნს კომპიუტერი ვერ შემიცვლის…

    სასკოლო წიგნებზე არ მაქვს ლაპარაკი…

    ზოგადად საკითხავი ლიტერატურა ავიღოთ, კომპიუტერთან თვალებს არ დავითხრი კიარადა ვერ დავითხრი ისედაც ბრმა ვარ და ვერ ვიტან სათვალეს :D

    დავჯდები და წიგნიდან მივიებ სიამოვნებას ^_^

    ისე უკომპიუტეროდაც არ შემიძლია :შ

    თან ამ რეფორმას კიდევს ერთი პლიუსი აქვს, ბავშვები კომპიუტერს, რომ დაინახავენ ველურებივით აღარ ეცემიან, მიჩვეულები იქნებიან უკვე ^_^

    • Dodka says:

      ნუ ეგ ჩემთვის და შენთვის დარჩება ასე, რადგან მიჩვეულები ვართ – მაგრამ არა მომავალი თაობისთვის და ისინი ისევე გაოგნდებიან მსგავსი კომენტარით ოდესმე, როგორც მე გავოგნდები ახლა, ვინმემ რომ მითხრას, მირჩევნია 10-კგ-იან ლექსიკონში ვიქექო სიტყვის განმარტების მოსაძებნად, ვიდრე ონლაინ-ლექსიკონი ვიხმაროო.
      :დ

  6. hexe says:

    და საერთოდ “კომპიუტერი აფუჭებს თვალებს” მგონია რომ არის ხავსი რომელსაც ეჭიდება პროგრესის მოწინააღმდეგე ადამიანი.

  7. utvino says:

    სულაც არ მხიბლავს ხელის წერის გადაშენების პერსპექტივა

  8. Pingback: Tweets that mention პირველკლასელები და ნეტბუქები « Dream is Destiny -- Topsy.com

  9. Cyborg says:

    “თვალების გაფუჭების” თემა ჩისტი ტყუილია

    საქმე იმაშია რო თვალებს – აფუჭებდა კინესკოპიანი მონიტორები.

    LCD ეკრანი არაფრით განსხვავდება უბრალო ფურცელისგან.

    გინდა წიგნიდან წაგიკითხავს – გინდა LCD მონიტორიდან.

    და მართლაც რომ უმეტესობა ჩვენგანს “უკომპიუტერო” ბავშობა გვქონდა – მარა თვალები არცერთს არ გვივარგა…

    ამ ყველაფერს ემატება ის რო – დანადგარი რომელშიც უმეტესობა ოჯახებისა სერიალებს უყურებს – ჯერ კიდევ კინესკოპიანია… ასე რომ პრაქტიკულად ჯობია ბავშვი ნოუთბუქს ეჯდეს ვიდრე ტელევიზორს უყუროს – ჯანმრთელობისთვისაც ასეა უკეთესი.

    რაც შეეხება კალიგრაფიას – ნუ როდესმე ეს უნდა მომხდარიყო.

    • max14characters says:

      tvalebis gafuchebashi igulisxmeba albat axlomxedveloba.
      sul monitors rom uyureb max 35-40 cm-dan aqveitebs mxedvelobas, zarmacdeba tvali, shors vegar xedav kargad, daaxloebit ise ixedebi rogorc bokeh macro suratis gadagebisas… aq agar aqvs mnishvneloba LEDia tu lampebiani televizori, tumca LED uketesia ki, magram mainc axlos xedvas vechvevit da shors xedvas “viviwyebt”

  10. ეხხ, მეც ვერაფერი შემიცვლის წიგნს. სახელმძღვანელოსაც კი. მირჩევნია მედოს წიგნი და იქიდან ვსწავლობდე, ვიდრე კომპიუტერიდან… ჩემი დამოკიდებულებაა მაინც ალბათ…

  11. liz says:

    რომ არ წამკბინო , ვერ ისვენებ. იმ დროის მოთხოვნა იყო – კარგი კალიგრაფია.26 წლის ვიყავი და მე არ მეზარებოდა დაგჯდომოდი და მოთმინებით გვევარჯიშა შენი ბატისფეხურის გამოსწორებაში. “და აქ დედაჩემს ვუყურებ განმგმირავი მზერით”- ძალიან არაობიექტური შეფასებაა.

    • Dodka says:

      ვაიმე, დედა, იუმორი, იუმორი! : ))) მართლა კი არ გიყურებ განმგმირავი მზერით : )))) :-*

  12. liz says:

    ძალიან სერიოზული ტონით ეწერა “)

  13. qilipa says:

    ,,sylfaen, კანფეტია” :D პირადად მე კალიგრაფია ნამდვილად არ მივარგა, მაგრამ წერაც მიყვარს ბლოკნოტში… შეიძლება ლეპტოპის უქონლობის ბრალია :) მაგრამ მეუასება ამჟამად… :)

  14. Riablo says:

    კიბორგ,

    ჩემი სათქმელი თქვი.

    წარმოიდგინე, აიტიში მომუშავე ტიპები მიმტკიცებენ, რომ LCD მონიტორსაც აქვს “ცოტა გამოსხივება”. სხვას რაღა უნდა მოვთხოვო.

    მერე ვუხსნი, რომ ლცდ მონიტორი სხვა არაფერია, თუ არა ცელოფანზე ქვემოდან მინათებული რამოდენიმე ზე-უვნებელი LED ნათურა.

    “არა, მაინც ექნება რაღაც”

    ეს “რაღაც” კინესკოპიან ტელევიზორებს მოკითხეთ, ბატონებო – 1. ლუმინოსფორის წვის შედეგად გამოწვეული გამოსხივება
    2. ციმციმი
    3. მძლავრი ელექტრო-მაგნიტური ველი, განსაკუთრებით ტელევიზორის გვერდებზე, სადაც სხივის გადამხრელი ელექტრომაგნიტებია მოთავსებული.

    ხელები შორს LCD-სგან!

    კალიგრაფიას რას შეეხება, ბურთულიანი კალამიც “აფუჭებდა კალიგრაფიას”, რადგან რუსული სუფთა წერისას კუდების და გამსხვილებების წერის საშუალებას არ იძლეოდა.

    • Giorgi says:

      საერთოდ… არის რაღაც სიმართლის მარცვალი, გამოსხივების ველი აუცილებელი არ არის, ნებისმიერ ნათურაზე მიშტერება – ღლის თვალებს. თუნდაც დიდ ხანს კითხვა – გადაღლის თვალს.

  15. utvino says:

    ზურგზე, ხერხემალზე, ბეჭებზე რას იტყვით ?
    მე უკვე კვაზიმოდოსავით ვარ :(

  16. utvino says:

    ისე უნივერსიტეტში კოლოკვიუმები წარმოვიდგინე, ყველა ლეპტოპში რო წერს და მერე ლექტორი რომ ყველას სკაიპში სწერს დრო ამოიწურა გამომიგზავნეთო …
    პროსტა შპარგალკების გაკონტროლება იქნება ამ შემთხვევაში შეუძლებელი

  17. გაბო says:

    გაიხარე დოდ აბსოლიტურად გეთანხმები . მე მიუხედავად იმისა რომ ხელით წერაც მიყვარს სრულებით არ ვთვლი პრობლემად რომ 21 საუკუნეში ბავშვებმა ეს არქაული ჩვევა ჩაანაცვლონ ხელით წერა მათ მომავალში ისედაც არ გამოადგებათ და თავიდანვე ჯობს ასე დაიწყონ

  18. Lord Vader says:

    ხელით წერა მჭირდება შეხვედრების დროს.
    იმიტომ რომ, ზოგი რომ ლაპარაკობს, ეგრე სწრაფად მე ვერ ვბეჭდავ.
    და პლანშეტზეც ჰენდრაითინგი იდეაში ასევე უფრო სწრაფია…

    მაგრამ 15 წელიწადში ამას ფიქრი ჩაანცვლებს.
    შენ ფიქრობ – კომპიუტერი თავად კრეფს. :)

  19. Lord Vader says:

    @Cyborg

    LCD ეკრანი არაფრით განსხვავდება უბრალო ფურცელისგან.

    გინდა წიგნიდან წაგიკითხავს – გინდა LCD მონიტორიდან.

    მიუხედავად იმისა, რომ ციფრული წიგნის დიდი მომხრე ვარ, ეს არაა მთლად ასე.
    უბრალო ფურცლის ანალოგია არის ელექტრონული ქაღალდი, რომელიც პრინციპულად განსხვავდება თხევადკრისტალიანი და ნებისმიერი სხვა ეკრანისგან. დამოუკიდებელი ნათების არქონა და არაარეკვლადი ზედაპირი პრონციპული მნიშვნელობისაა…

    http://wp.me/pBTza-pE

    აიტიშნიკი არ ვარ, მაგრამ ეგრეა. :)

    თუმცა, ბეჭდური წიგნი რომ ბოლო წლებს ითვლის, ამაში გეთანხმები.
    მე ვიტყოდი, ბოლო 20-30 წელს. :)

  20. გაფრინ says:

    პიზდეცრაღაცეები მესმის(ანუ ვკითხულობ)
    წერა აღარ დაჭირდებათ და არც ფეხები :))))) მანქანებით იოფრენენ:))) პ-ც ლოგიკაა.
    წერაც დაჭირდებათ და თვალებიც გაუფუჭდებაათ ისევე როგორც ჩვენ ყველას. ცხადია დასხივება პოხ, მაგრამ ახლო ხედვის დროს თვალი იძაბება(ბროლი).
    ციფრული ლიტერატურა უდაოდ შეცვლის ქაღალდს როგორც თAვის დროზე ქაღალდმა ქვა შეცვალა:D

  21. Katieé.Ge says:

    თვალებს, ხერხემალს და ა.შ. წიგნები და ფურცლებიც აფუჭებდა, ეგ არაა არგუმენტი. უფრო მეტადაც, რადგან უმრავლესობა გვერდულად და მოხრილად წერდა.

    წერა კი მომავალშიც დაჭირდებათ რა თქმა უნდა, უკომპიუტეროდაც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი და წერა დაჭირდეს, რა თქმა უდნა კალმის მოხმარებასაც ასწავლიან და უნდა ასწავლონ, რა ვიცით რა ხდება. გაჭირვებისა ჟამს ხალხს მორზე ჭირდება და პასტა და ფურცელი როგორ შეიძლება ცხოვრებაში არასდროს დაგჭირდეს, რაც არ უნდა კომპიუტერული ხანა დადგეს :)

  22. Mari says:

    ჩემი აზრით არაა საჭირო ბავშვი თავიდანვე კომპიუტერს მიაჯაჭვო. რაც კომპიუტერს ვუზივარ მინუსებში გადამივიდა მხედველობა და ახლა არ თქვათ წიგნიც გიზამდა მაგასო.

  23. piccolina says:

    როდესაც ჩვენს წინა თაობას ეღირსა ბედნიერება და პასტები შემოვიდა და შესაძლებელი იყო იმ საშინელ კალმებზე უარის თქმა, მასწავლებლებმა ძალიან გააპროტესტეს პასტის გამოყენება – კალიგრაფიას აფუჭებსო.
    სისულელეა ხო?
    იგივეა აქაც. მიზეზი კი ძალიან მარტივია – სიახლის შიში, რაც (სხვების არ ვიცი და) ქართველებს მოჭარბებულად გვაქვს.
    კალიგრაფიას რაც შეეხება, ვის რა ჭირად უნდა კარგი კალიგრაფია? რა პლიუსია? პირველი კლასიდან საშინლად ვწერ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის არც ნიშნების და არც განათლების მიღებაში.
    თვალები კიდევ 19 წლის ასაკში გამიფუჭდა, სხვათაშორის, კითვის გამო და არა კომპიუტერთან ჯდომის გამო. არადა ხალხი წლობით ზის კომპთან და მშვენიერი მხედველობა აქვთ…

  24. Ana says:

    ისეთი კალიგრაფია მაქვს, რომ თავად ვერ ვკითხულობ, სხვებზე ლაპარაკი ზედმეტია.
    და ბოლოს როდის ვწერე ხელით, არც მახსოვს.

  25. komisia says:

    მეც მიფიქრია ამ (კალიგრაფიის) თემაზე, და პანიკის ატეხვა ნამდვილად არაა საჭირო, და ვერც ვხედავ პანიკას. ერთი-ორი ყოველთვის იქნება გამკრიტიკებელი.

    თვალებს რაც შეეხება, მე პირადად კომპიუტერში მაქვს კონსპექტები და როცა სწავლის დრო მოდის (გამოცდის წინა ღამეს) ვაპრინტერებ. იაფი მიჯდება + როცა მინდა მაშინ ამოვბეჭდავ.

  26. komisia says:

    ჩემი ნიკიდან ბლოგის ლინკი რატომ არ გამოსჭვივის? :spy:

    • kevana says:

      იმიტომ.

      სეთინგებში => Personal Settings ჩამოჰყევი დაბლა და ნახავ Account Details, მანდვე გრაფაა Website. ჩაწერე შენი ბლოგის მისამართი და მორჩა :)

      რაც შეეხება პოსტის თემას:
      კომპიუტერი კი კარგია, მაგრამ მე პირადად წიგნს ვერ შემიცვლის :)

      და ხელით წერაც ძალიან მიყვარს.

  27. litterator says:

    და რატომ წუწუნებთ კალიგრაფიაზე ყველა, და მაგალითად ეს რატომ მოგყავთ, გამოფენაზე კი არ გააქვთ თქვენი ნაწერი, არავის დაუძალებია და არავინ მეჩხუბებოდა იმაზე რატომ წერ ასე ცუდადო, ეტყობა გამიმართლა და შეგნებული მასწავლებლები შემხვდა, მე უკვე ვიცოდი წერაც და კითხვაც სკოლაში რომ შევედი, და შემეშვნენ რისი გამოსწორებაც არ შეიძლებოდა არავის დაუძალებია.

    მე არ ვარ მომხრე რომ ნეთბუქები იყოს პირველი კლასიდან, შემდგომში არ აცდებათ კომპთან დაჯდომა ისედაც და ასედაც, გვერდს ვერავინ აუვლის ამათ.

    მითუმეტეს ინტერნეტში ”მოვქექე” და ამერიკის სკოლების მაგალითზე (ELEMENTARY SCHOOLS) ეს დაახლოებით მე-4 კლასიდან არის რეკომენდებული.

    ყველგან ჩვეულებრივ სწავლობენ წერასაც კითხვასაც და კომპიუტერსაც ამავდროულად.

    სიახლეების არავის ეშინია, იმიტომ რომ კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში უკვე აღარ არის სიახლე არანაირად.

    ჩვენ ვიცით უბრალოდ გადამლაშება რიგ საკითხებში, ზედმეტად აღტაცება და გადატაცება რაღაცით, რა იყო კომპიუტერი არ გინახიათ ხალხო? აი ეს კითხვა მებადება ამ ყველაფრის ფონზე უკვე

  28. vasasi says:

    განათლების შაშკინისეული რეფორმა..

    რა გინდა, მე მომწონს, თან ძალიან. :ბოლი:

    http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/07/blog-post_07.html

  29. centuryof66 says:

    ბლია ბლია ბლიააა ზეთანამედროვე :)))) როცა მობილური ტაბლეტი ლეპტოპი არსებობს… სასაცილო კი ისაა, რომ ესენი რომ არ გქონდეს ელემენტარულად ვერ დაწერო. ხომაა შემთხვევა რომ სადღაც ხარ სადაც ვერაფერსაც ვერ იქონიებ :) მოხაზულობა თუ დაგინახავს ასოების, არ ნიშნავს იმას, რომ წერაც მარტივია და საერთოდ არ მომეწონა მე ეს პოსტი (:

  30. ჰო, ალბათ კალიგრაფია მალე რაღაც რეტრო-სკილად იქცევა, იქნებიან ტიპები ვინც წერას დაამუღამებენ და მერე დაწერენ ხოლმე და მერე გაყიდიან როგორც ხელოვნების ნიმუშს.

    წერას ისე გადავეჩვიე, რომ ახლა ორ სიტყვასაც ნოუთფედში ვკრეფ და ვბეჭდავ :P და ფურცელზე წერისას ყოველთვის რაღაც awkward შეგრძნება მაქვს.

    მეორე მხარეც ხომ არის?

    აი ვთქვათ უკაცრიელ კუნძულზე ხარ და ბოთლში წერილი უნდა ჩადო… ან ციხეში ხარ, ან რავი… :D

  31. Me_ia says:

    yvela commentis tsakitxvas ver vaxerxeb axla,magram postidan gamomdinare, vfiqrob rom bavshvistvis kompiteris xmareba adreuli asakidan sasargebloa im mxriv,rom mistvis es sagani ar iqneba mxolod sakomunikacio sashualeba da + magas,sheedzleba sasurveli informaciis modziebac. meore mxriv ki, mgoni rom aucilebelia tsera-kitxvis araelektronuli versiac atvisebuli hqondes , namdvilad ar daamdzimebs.

  32. domen says:

    დოდკა, ნუ გაავრცელებ პირად სიმპათიას ბეჭდვისადმი ზოგადად ქაღალდსა და კომპიუტერს შორის მიმართებაზე. კომპიუტერი აფართოებს ქაღალდის შესაძლებლობებს, მაგრამ ვერ ანაცვლებს მას იმიტომ, რომ უფრო არასანდო და გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებულია – არაა დენი, არაა კომპიუტერი :) ასე რომ, წერის უნარი არც 15 წელი და არც 150 ნამდვილად არსად არ წავა. იქამდე მაინც, სანამ არ ვიპოვით საშუალებას, კომპიუტერი ვამუშაოთ იმ პირობებში, როგორშიც ჩვეულებრივი წიგნი და ქაღალდი “მუშაობს”.

    ანალოგიად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეს: მიუხედავად აშკარა უპირატესობისა დატანადი ინფორმაციის მოცულობის მხრივ, ქაღალდის გამოგონებას დამახსოვრების უნარი არ გადაუშენებია იმიტომ, რომ უფრო არასანდოა. ქაღალდი შეიძლება დაგეხეს, დაგეწვას, დაგისველდეს და ასე შემდეგ, მეხსიერებას კი არცერთი ასეთი არ მოსდის.

    აი, რაც შეეხება LCD–ს “მითებს” მხედველობასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვერკვევი ამაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 6 წელია LCD ეკრანთან მაქვს საქმე ძირითადად, მაგრამ მხედველობა მაინც მიუარესდება. ბევრად მეტად, ვიდრე წიგნთან იგივე დროით კონტაქტისას. ესე იგი, მაინც არის “რაღაც”, არა? :)

    P.S. აწი დაერიგებინათ უფრო იაფი და პრაქტიკული E-Book–ები, თვითონაც დაისვენებდნენ და ბავშვის თვალებზე მზრუნავი მშობლებიც.

    • litterator says:

      ასევე დავამატებ იმას, რომ კომპიუტერის მეხსიერებასაც შეიძლება დაემართოს რამე მაგ. დაეტაკოს რამე ვირუსის სახით ან რა ვიცი რამე მოუვიდეს ტექნიკაა რა

      ერთხელ ძლივს გადავიტანე ეგ ამბავი, გაითიშა ლეპტოპი, უეცრად და ვერც C და ვერც D ვეღარ გადავარჩინეთ:( :( :( მრავალი ცდის მიუხედავად

    • Dodka says:

      ეკრანთან დაკავშირებით გკითხავ – დღეში რამდენ საათს ატარებ კომპთან?
      მაგდენივე დრო თუ იკითხე წიგნები, იგივე წარმატებით გაგიუარესდება მხედველობა.

      • domen says:

        ეკრანთან საშუალოდ ვატარებ 4–5 საათს. წიგნებთანაც დაახლოებით ასე ვატარებ ზაფხულში, უკომპიუტერობაში (ცოტა ნაკლებს და არა ყოველდღე, მაგრამ დაახლოებით მაინც ეგრე) და ვატყობ, როგორ ისვენებს თვალები :)

        ასე რომ, იგივეს გავიმეორებ – LCD *ჩემს შემთხვევაში* აშკარად მეტად მიძაბავს და მიფუჭებს თვალებს, ვიდრე წიგნი იმავე დროით. რისი ბრალია, ეჭვი მაქვს, მაგრამ დილეტანტური :P

  33. usiresi siri :)) says:

    au me wignis kitxvisas gafujebuli tvalebic minaxavs (chemi)… da rac sheexeba kaligrafias, jer arsad gamomdgomia… arada martymevinebdnen cxvir-pirs rveulebze tu saxlshi da tu skolashi da raa? mtavaria ras dawer, tore sirobebis wera cudi xelitac sheidzleba da kargitac… ar hqonia hitlers kargi kaligrafia, mara …

  34. usiresi siri :)) says:

    აუუუ, ფურცელზე ფანქრით თუ არ დავწერე, მუზა არ მომდიიის! (c) ჩანახატების მწერალი გოგოები

    “წვიმს… წვეთები მეცემა… რა სისველეა… როგორ მიყვარს წვიმა….. თითქოს ცა ტირის….. ფოთლები ეშვებიან ხეებიდან……. როგორ მენატრები!!!1!!1″
    (c) ჩანახატების მწერალი გოგო
    es magari kaifi iyo :lol:
    r5ac sheexeba weris unaris gadashenadobas, mand shegedavebi… anu, domen-s vetanxmebi ragac aspeqtshi…

  35. Kate says:

    კიდევ კარგი, იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევს ხელით წერა. დიდი ხნის პაუზას თუ ვაკეთებ, საშინელია ხოლმე.
    რომ ვწერ, მერე ისევ კარგი კალიგრაფია მაქვს ხოლმე.
    მაგრამ ძირითადად რათქმაუნდა კომპიუტერს ვიყენებ.
    ვორდის ფაილი და მისი ჯანი.

    დოდ, ანუ შენ რომელს ემხრობი???
    კომპიუტერიზაციას თუ ძველ მეთოდს???

    • Dodka says:

      აქ მიმხრობა-არმიმხრობაზე არაა, ჩემი აზრით, წლების შემდეგ უბრალოდ გადავარდება ხელით წერა და ეს ძალიან საგანგაშოც არაა-მეთქი.

  36. OTO says:

    ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად : )

    BULLSHIT !!!

  37. ზიზი says:

    იმდენად ცუდად ვწერ, ჩემს ნაწერს დღესაც ვერ ვკითხულობ….
    იმ წამს დაწერილიც მავიწყდება და მერე ამოკითხვა მიჭირს, ხშირად აზრი დამიკარგავს ამის გამო.

    ისე ხელით ჩანაწერების დრო მართლა წავა გვინდა თუ არა..

    თუმცა ხელით დაწერილი პაწაწუნა მისალოცი ბარათი შეუფასებელია.. მოკლედ ასეთ რამებს ციფრული ტექნოლოგია ვერ შეედრება (ჩემთვის)….

  38. ethnorevaz says:

    შესავალზე ძალიან მაგრად ვიცინე :D

    ცხოვრებაში ფურცელზე შემოქმედებითი არაფერი დამიწერია და არც მომავალში ვაპირებ.. კლავიატურაზე ბევრად უფრო მარტივი და სწრაფია..

    უბრალოდ გამოცდებზე ხელით მიწევს ხოლმე წერა და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს..

  39. უცნობი says:

    “გუგლში დავსერჩე და ვერ ვიპოვე… ფასებუკზეც არ განუახლებია სტატუსი… ტვიტერის ხმარებაც არ იცის ნეტავ… მტშ მაინც მომწეროს… აუ, როგორ მომენატრა მისი კომენტარები პოსტზე…ეჰ, ისევ იუტუბზე პორნოს ნახვა მომიწევს…” (C) ბლოგების მწერალი გოგო

  40. ხო, ნუ, იმჰო, წერა მაინც უნდა იცოდე. სხვა თუ არაფერი, ფრიმენის იმ ვიდეოსი არ იყოს, უცებ კლავიატურის გარეშე რომ დარჩე და სადმე რამე ინფორმაციის დატოვება მოგინდეს, მაგის skill-იც უნდა გქონდეს. სხვა საქმეა, რომ “სუფთა წერა”, როგორც ასეთი, ნამდვილად უსარგებლოა უკვე და კალიგრაფიის გამოსწორებაზე ჩალიჩი კიდევ..

  41. revazich says:

    გამარჯობა

    კალიგრაფია არაფერ შუაშია.
    ანბანი, გარნიტურა და შრიფტი ხომ დიდი კულტურაა და გრაფიკული ხელოვნების ყველაზე რთული ნაწილია. ანუ წერის ფენომენი ადამიანის სულიერებაზე მიბმული რაობაა და არა მარტო პრაკტიკული დანიშნულების უნარ-ჩვევა.
    სხვათაშორის ელექტრონული წიგნების პირველი ბუმი იაპონიაში იყო 1990-იანების დასაწყისში, მაგრამ მინელდა რამდენიმე წელიწადში. ასეთმა წიგნებმა მხოლოდ ე.წ. “საცნობარო” ლიტერატურა შეავიწროვეს. ძალიან დიდი თემაა წიგნის არქიტექტურა, და ის პირველ რიგში ადამიანის მეხსიერებაზე მოქმედებს.

  42. Lord Vader says:

    ელექტრონული წიგნის ბუმი იაპონიაში ვერ იქნებოდა 90-იანების დასაწყისში თუნდაც სულ უბრალო მიზეზის გამო – ელექტრონული ქაღალდი გაჩნდა 90-იანების ბოლოს და ეს ტექნოლოგია ამერიკულ-ევროპულია და არა იპონური.

    იაპონურ კომპანიებს შორის ამ ბაზარზე აქტიურად შემოვიდა სონი, მაგრამ მხოლოდ 21-ე საუკუნეში და ისიც სტრატეგიულად ის ორიენტირებულია ამერიკასა და ევროპაზე და არა იაპონიაზე.

    რაც შეეხება ციფრებს, თუ როგორია ელექტრონული წიგნის გაყიდვების ბაზრის წილი და დინამიკა ამაზე ვწერდი ადრე. ძალიან მაღალი ტემპით იზრდება.
    http://wp.me/pBTza-LV

    ნაბეჭდი სახით წიგნი არის განწირული. ყველა მონაცემი აამზე მეტყველებს.
    თავის დროზე არც ვინილის სიკვდილისა სჯეროდათ, მაგრამ CD-იმ ის მოკლა. ახლა კი MP3 კლავს CD-ს.

  43. kharaishvili says:

    ალბათ როგორ ჩხუბობდა ვინმე ძველბაბილონელი სკოლის დირექტორი :) ეს რა ეგვიპტური პაპირუსები შემომითრიეთ, ჩვენ ლურსმულ დამწერლობას ვერაფერი შეცვლისო. :D

  44. goddess says:

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კარგად :)))))

    საერთოდ… რა საჭიროა ხატვა… მომავალში ფუნჯი და პალიტრაც კულტურული რუდიმენტი გახდება და ფოტოშოპში შევქმნით შედევრებს… ნუ ხომ არსებობს ფოტოშოპი არა? ესე იგი არ არის საჭირო ფუნჯი. ეს მარტივი ,,ლოგიკაა”.

    ხო, მართლა, დოდი… ამ ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებ, სად არის რესურსები..> შენ ხომ ასე გიყვარს ლინკებით და წყაროებით გამდიდრებული პოსტები. თუ მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზენიტია ყოვლისმომცველი ინტელექტისა და ნათლისჭვრეტისა და არ განიკითხება მისი ახირებანი?
    რაიმე კვლევა ჩატარდა? რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება? კაი, კვლევა არ ჩატარდა, სადმე, რომელიმე ქვეყანაში არის დანერგილი და წარმატებით განხორციელებული ეს მეთოდი?
    თუ მარტო ჩვენთან არის კომპიუტერები და მაგალითად, ამერიკაში, ჯერ არ იციან მისი არსებობა და ვერ მოუვიდათ მსგავსი ბრილიანთ აიდია თავში?

  45. SapientiSat says:

    თუ ნებას დამრთავთ, მეც გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას. ესწამია ფბ-ზე, ჩემს მიერ დადებულ ერთ (რაღაც) ლინკზე ”ფრენდმა” ასეთი კომენტარი გააკეთა – ”xandaxan kompiuteris gadamkide me michirs normalurad cera :D”
    არ მინდა ხელით წერის მნიშვნელობაზე აქცენტი გავაკეთო, ჩემი აზრით, ისედაც ცხადია რატომ არის ის კომპიუტერით წერაზე უპირატესი. კალიგრაფია არ საერთოდ არაფერ შუაშია, არც კომპიუტერია უცხო ჩემთვის და ზოგადად, მეც რახანია გადავეჩვიე ხელით წერას. მქონდა საოცხოო ხელწერა და ახლა ბატიფეხური ძლივს გამომყავს. გარდა ამისა, ხელი სწრაფად მეღლება. ამის გამო კომპიუტერს არ ვძრახავ, მაგრამ ვძრახავ წამოწყებას, 5 წლის ბავშვი დასვან კომპიუტერთან.
    მე მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას – ახალი წამოწყებები კარგია, მაგრამ ყველაფერს სჭირდება საძირკველი. წელს სექტემბერში ბავშვები უკვე მიუსხებიან ნეტბუქებს, თუ დაფიქრებულხართ – არსებობს თუ არა შესაბამისი სასწავლო პროგრამა შემუშავებული? არსებობს თუ არა შესაბამისი სტანდარტები ასეთი სწავლებისთვის? არიან თუ არა პედაგოგები მზად ასწავლონ ნეტბუქებთან მუშაობა ბავშვებს?
    კიდევ შეკითხვები – შეძლებს თუ არა საქართველოში დაწყებითების ყველა მასწავლებელი ასწავლოს ნეტბუქით მუშაობა (ბევრი მობილურ ტელეფონს ძლივს ხმარობს)? იტყვით – გავუშვათ ასეთი მასწავლებლები, უნიჭოები, დებილები.. კარგი, დავუშვათ გავუშვით. ვინ მოგყავთ? დღეს პედაგოგიურზე ფაქტიურად ხალხი არ სწავლობს, ან სწავლობს ის, ვინტ სხვაგან ვერსად მოხვდა (რათქმაუნდა გამონაკლისებიც არსებობს).თქვენ გყავთ შვილი? მე მყავს და არ მინდა ასეთმა ადამიანმა რაიმე ასწავლოს მას.
    და კიდევ ერთი.. ეს ნეტბუქები მთელ საქართველოში ინერგება? თუ მხოლოდ 51 სკოლის მოსწავლეებში? რა დააშავეს სოფელ ლიაში მცხოვრება ბავშვებმა.. თქვენ გგონიათ სოფელ ლიაში ვინმე მოამზადებს მასწავლებლებს ნეტბუქით ასწავლოს ბავშვებს? ან ბავშვებს აღირსებს ვინმე ნეტბუქს? და რატომ ვყოფთ ბავშვებს ორ ნაწილად? ან სამად?
    ამაზე გიფიქრიათ?
    ასე ზერელედ ბევრი რამის თქმა შეიძლება ჩემო კარგებო, მაგრამ ცოტა ღრმად უნდა ჩაიხედოთ.. თქვენ თუ მხოლოდ საბაზრო სიას წერთ კალმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დასცინოთ ხალხს, ვისაც კალმის გარეშე წერა არ შეუძლია.

  46. Taa says:

    კვირაში ერთხელ, 2 წუთი – როდესაც საყიდი პროდუქტების სიას ვადგენ

    +10000000000000

  47. kaxa says:

    ”ვილიამი რომ გაიზრდება, ძნელად წარმომიდგენია, რატომ შეიძლება დასჭირდეს ხელით წერა კომპიუტერების, ლეპტოპების, ნეტბუქების, ტაბლეტებისა და მობილურების სამყაროში.”

    :Dესეთი ლეღვობა ჯერ არსად წამიკითხავს
    ანუ უკვე წერა კითხვის ცოდნა ქართულად ტეხააავს?
    მიშა გადადექი ნურამ დაალეღვე ეს ხალხი:D:D

  48. asd says:

    ძაან გაბანძდა ეს ბლოგი

  49. asd says:

    3 წელიწადში ერთხელ იდება ახალი პოსტი

  50. teonala says:

    es yvelaferi kargi, magram tbilisit nu sazgvravt xolme yvelafers. soflebshi ra qnan bavshvebma ?

  51. KATO says:

    ამ დოდკას თავი დიდი ტვინიკოსი გონია.

  52. Pingback: Tema « Dream is Destiny

  53. Skarpiona says:

    ჰაჰა. პირველკლასელებს ეშველებათ, მარა მე რომ ტონიანი წიგნები დამაქ სკოლაში ეგ არაფერი? მეშვიდეს მათემატიკას ქონდა სადღაც 400 გვერდი და უაზროდ იყო აჭრელებული ბავშვური ნახატებით. ამ ნახატებიდან მარტო 50 % იყო გეომეტრიული ნახაზი :)) ასევე მძიმეებია სხვა წიგნებიც. :S

  54. auu mec magari mdzime chanta maq rom damaq skolashi da prrvel klaselebs ki wignebis magivrad noutbuqebi eqnebat :) me rom viyavi pirvel klashi arc ki vicodi ra iyo noutbuki :)

  55. fvfvf says:

    aseti sisulele chems cxovrebashi ar camikitxavs,komentarebis chatvlit! ratom geamayebat adamianebo rom xelit ceraas vegar axerxebt,rom sashineli kaligrapia gaqvt,ratom???
    “პირადად მე ხელით ვწერ სადღაც… კვირაში ერთხელ, 2 წუთი – როდესაც საყიდი პროდუქტების სიას ვადგენ. სხვა ყველა შემთხვევისთვის ან მობილურია გვერდით, ან ლეპტოპი. ვილიამი რომ გაიზრდება, ძნელად წარმომიდგენია, რატომ შეიძლება დასჭირდეს ხელით წერა კომპიუტერების, ლეპტოპების, ნეტბუქების, ტაბლეტებისა და მობილურების სამყაროში. [აქვე – რა ბედნიერებაა, რომ მას არავინ დააწყებინებს ანბანის 3-ჯერ ახლიდან გადაწერას კალიგრაფიის გაუმჯობესების მიზნით! და აქ დედაჩემს ვუყურებ განმგმირავი მზერით. აი, ხომ გადასარევი კალიგრაფია გამიხდა 24 წლის შემდეგ? sylfaen, კანფეტია!]”
    shens shvils darcmunebuli var shennairi dedis xelshi arc cera ecodineba da arc kitxva!

  56. anastasiaa)) says:

    ამ პოსტით და ამ თქვენი კომენტარებით მიხვდება ადამიანი,რა ცუდ დღეში ვართ და ვერაფერი გვიშველის.წიგნი-წიგნზე უკეთესი რითია კომპიუტერი და ან ლექსიკონს რატომ უნდა ცვლიდეს ინტერნეტი,როცა ლექსიკონში ნებისმიერი უცხო სიტყვის განმარტებას ნახავ,ინტერნეტში კი მათი 70% მაინც არ წერია )). ხალხო გაიგეთ,რომ წიგნს ვერ ჩაანაცვლებს კომპიუტერი და რომ თუ ჩაანაცვლებს,ადამიანები ამით ძალიან ბევრს დავკარგავთ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s