5 Dreams

ორი ”ნეტავ” ერთად არ არსებობს.
(c) სომხური ანდაზა

Tag game by Gocha Gabodze

5? ამდენი ერთად არ მაქვს!

უფრო სწორად, ოცნებები საერთოდ არ მაქვს. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ისე ”მეგობრობის დღიურებში” ასეთი კითხვა იყო ხოლმე: ”ფიქრი თუ ოცნება?”. ყოველთვის ”ოცნებას” ვწერდი.

თუმცა მას მერე ბევრი დრო გავიდა. რამდენიმე დღე დამჭირდა ”ოცნებების” მოსაფიქრებლად:

1. ბინა

კიბორგას არ უხარია ხოლმე, როცა ბინაზე ვოცნებობ, რატომღაც თავის პასუხისმგებლობად თვლის იმას, რომ ჩვენ ბინა უნდა გვქონდეს და მერე სინდისი ჰქენჯნის. მე კიდევ სულაც არ მგონია ასე. ჩვენი საერთო ბინა კი არა, ჩემი ბინა მინდა.  მე და კიბორგა რომ დავშორდებით და ვილი რომ წამოიზრდება და ცალკე გადავა, მე ვიქნები ჩემს ბინაში, კვირაში ერთხელ შევკრებ მეგობრებს, ისევ გაცვეთილად ვიხუმრებთ ერთმანეთის სექსუალურ ცხოვრებაზე (ან მის არარსებობაზე), დავლევთ რამეს და ვითამაშებთ მონოპოლიას ან პოკერს ან ორივეს ერთად.

2. ვილის ჯანმრთელობა

იმიტომ, რომ თუ ის ჯანმრთელი არ იქნება, რაიმე განუკურნებელი თუ დაემართება სანამ პატარაა, ტანჯვაში გატარებული ცხოვრება იმისათვის, რომ მერე მოკვდეს – არ ღირს. ასე რომ, ამოვხოცავთ ერთმანეთს.

თავდაპირველი გეგმა ასეთია: კიბორგა კლავს ვილის, მერე მკლავს მე და მერე იკლავს თავს. შეიძლება მე მოვკლა ვილი, კიბორგამ მომკლას მე და მერე მოიკლას თავი. ან კიბორგამ მოკლას ვილი, მე მოვკლა კიბორგა და მერე მოვიკლა თავი. ამას შევხედავთ, როგორც გამოგვივა უკეთ, მერე ადგილზე გადავწყვეტთ.

კიდევ რას წერენ ამ ოცნებებში? კარიერაზე არ ვოცნებობ, საზღვარგარეთ წასვლაზე არ ვოცნებობ… ა ხო!

3. მშვიდობა

ომის დროს ყველაფერი უფერულდება და ხვდები, რა წვრილმანია ყველა შენი პრობლემა, რაც გუშინ გქონდა, როცა დღეს შეიძლება ბომბა დაეცეს შენს კორპუსს. ამიტომ ალბათ მშვიდობა პირველი უნდა ყოფილიყო.

შარშანწინ აგვისტოში ნერვულად ვარეფრეშებდი საინფორმაციო საიტებს და ვიყურებოდი ფანჯარაში. ვფიქრობდი, ახლა წინ მდგომ შენობას ბომბი რომ დაეცეს, რა კარგი იქნება, იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში – მისი გვერდით მდგომი (ანუ ჩემი) შენობა გადარჩენილია-მეთქი. მერე მოვიდა კიბორგა და ამიხსნა, რომ ტყუილად ვოცნებობდი გვერდითა შენობის დაბომბვაზე, ჯერ ეს ერთი, შეიძლება ასხლეტილი ნანგრევებით მოკვდე, მეორეც, შეიძლება ზუსტად შენს შენობაზე დავარდეს შემდეგი ბომბიო (რაღაც მიყოლებით ბომბავენო, ახლა ზუსტად არ მახსოვს რა ჰქვია მაგ მეთოდს).

4. არ მინდა უაზროდ მოვკვდე

ანუ არ მინდა მიწისძვრას შევეწირო ან ვიღაც იდიოტი ჩქარა მიდიოდეს მანქანით ქალაქში, მე შუქნიშანზე გადავდიოდე და გამიტანოს. ძალიან გავბრაზდები, ძალიან!

აქ ყაზბეგზე მისაჭერი შუქნიშნები რომაა, ის დგას პარკთან. ვცდილობ ხოლმე სულ გავიარო ეს ზედმეტი 20-30 მეტრი და მივიდე შუქნიშნამდე. ბავშვთან ერთად როცა ვარ – 100% მივდივარ, თუნდაც კილომეტრის ფეხით გავლა მომიწიოს – ადგილამდე, სადაც უსაფრთხოდ, წესების დაცვით შევძლებ გზაზე გადასვლას.

ამ შუქნიშანზე ზოგი იდიოტი არ აჩერებს, მე შუათითს ვუჩვენებ და ვაგინებ ხოლმე იმიტომ, რომ  წინასწარ ვბრაზობ, რომ წარმომიდგენია, მე პატიოსნად გადავდიოდი მწვანეზე და ვიღაც დეგენერატმა იტიპა, არ გააჩერა და შეიძლება მის გამო მოვკვდე! ასე უაზროდ!

თემაზე: ამასწინათ ვიღაც ქალიც შემომელანძღა, რომელიც მიწისქვეშასთან იდგა და მაინც ზემოდან გადადიოდა გზაზე ბავშვთან ერთად. გაიტანენ ერთხელაც და ვიღაცა აუცილებლად იტყვის: ”ეეეჰ, ბედია რა” და მერე კიდევ ვიღაც დაამატებს: ”ღმერთს თავისთან კარგები უნდა”…

5. კვალი

ვიცი, რომ პატარ-პატარა ნაკვალევები უკვე მაქვს.

თითოეული ბლოგი, რომელიც ჩემი ბლოგის წაკითხვის შედეგად (”ვა, მეც მინდა”) გაიხსნა – ჩემი +1 კვალია მაგალითად, +1 პატარა ნაბიჯი ახალი მედიის განვითარებისკენ.

ჩემი ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ შეიძლება არ ჯდებოდე საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებში და მიუხედავად ამისა – საზოგადოებას მაინც არ ჰქონდეს პრობლემები შენთან. ან ჰქონდეს და ვერ ბედავდეს თქმას, იმიტომ, რომ შენ უზრდელურად ბედნიერი ხარ და მას საკუთარი ჭუჭყიანი საცვლებიც საკმარისად აქვს.

თითოეული ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებას უყურებდა და გაიგო, რომ თუ უნდათ იყვნენ ბედნიერნი – ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უშლით ხელს – ჩემი +1 კვალია ცხოვრებაში. თითოეული ადამიანი, ვინც შთაგონდა და რაიმე შეცვალა – +10.

ჩემს ცხოვრებაშიც ბევრის კვალია და მათი კვალების გადამრავლებაც მინდა – pay it forward.

მინდა, რომ ბევრი კვალი დამიგროვდეს, ძალიან ბევრი. იმიტომ არა, რომ როცა მოვკვდები – ვინმეს ვახსოვდე.

უბრალოდ იმიტომ, რომ დარეჯანი არ ვიყო ”კაცია ადამიანიდან”.

P.S.: ახლა გადავიკითხე ნაწერი, ერთი პოსტისთვის საკმარისზე ხშირადაა ნახსენები სიკვდილი.

This entry was posted in MeMe and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to 5 Dreams

  1. Dodka ამბობს:

    ვიცი, რომ უნდა დამესურათებინა, მაგრამ დაგუგლული სურათების გამოყენება არ მინდა და ხატვის მუღამზეც არ ვარ. :/

  2. unaamarga ამბობს:

    დაუსურათებლადაც შთამბეჭდავი იყო! ბოლო პუნქტი განსაკუთრებით!

  3. piccolina ამბობს:

    ჩემი ოცნება ნრ.1 – ბინა
    რაც თავი მახსოვს, სულ პირველ ადგილზეა ეგ

  4. dreamar ამბობს:

    დოდკა მომეწონა შენი ოცნებები )) ხშირად ვსტუმრობ ხოლმე შენს ბლოგს, მაგრამ არ ვაკომენტებ. ხოდა ეს ჩემი პირველი კომენტია )) ერთი კითხვაც მაქვს: შენ და კიბორგა რატომ უნდა დაშორდეთ? მშვენიერი წყვილი ხართ. ეგეთი აზრები მგრუზავს ხოლმე. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, როცა იცი, რომ ადამიანი ვისთანაც ახლა ხარ, შესაძლოა მომავალში აღარ იყოს შენთან :|

  5. shorena ამბობს:

    ზე პოსტია.ოცნებები ზედმიწევნით რეალური.საკუთარი ბინა ძალიან კარგია,მაგრამ მეც ვერ გავიგე რატო უნდა დაშორდეთ.
    სუ ბედნიერად უნდა იყოთ სამივე:*

  6. mr.picasso ამბობს:

    dod momtsons sheni ocnebei :) mec meshinia msgavsi uazro sikvdilis amtom gamudmebit mitsisqvesha gadasasvlelebis da shuqnishnebis dzebnashi var
    patakze vixalise:D

  7. Cyborg Mcloud ამბობს:

    shorena & dreamer
    უჰუ და კიდე სანტა კლაუსი არსებობს :დ

    Dod
    ვოტ ხედავ?

    შენი ოცნებები შედგება… ჭამა, სმა, მოჯმა, მოფერება.

    ნუთუ ეს არის რისთვისაც ამხელა ინტელექტი იყო საჭირო?

    :დ

    :მეგენიოსადდავიბადემარაჯერარვიცირაშისმაილიკი:

  8. teonala ამბობს:

    რაღაც ძალიან მელანქოლიური კიარადა რაღაცნაირი პოსტია.
    ხანდახან ვფიქრობ, რომ შენც ერთი ჩევულებრივი ქართველი ქალი ხარ, ქალური ოცნებებით …მაგრამ რომ მახსენდება ვისი ცოლი ხარ, მერე ვხვდები, რომ უბრალოდ ვერ იქნები ასეთი :D

    საკუთარი ბინა მინდა მეც, ეს ალბათ ქალებს უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვანიჭებს და კაკ მინიმუმ პმს- ის დროს მაინც გვინდა, რომ საკუთარი ბინის, საკუთარი კარები გამოვხუროთ და რაც გვინდა ის დავლეწოთ :))))))))))

    p.s. 1 kvali chemgan shen :hug:
    “kv(a)lebis” mtvleli unda daayeno ise blogze :P

  9. Sadie ამბობს:

    :გულაჩუყებული სმაილიკი:

    აი ვზივარ და ვფიქრობ, რაზე ვოცნებობ და აღმოვაჩინე, რომ არაფერზეც არ ვოცნებობ. ყველაფერს მივაღწიე რაც მინდოდა, დამრჩა წვრილმანები, როგორიცაა ”გავა 1-2 წელი და ეგეც ტრაკზე მაკოცებს ბოიშ”. და თან ეგენიც მკიდია აგერ უკვე მესამე წელია.

    ერთმა შენძრეულმა ამერიკელმა, აქაო და ბედნიერი ვარო და თავი მოიკლა, ჰოდა მგონი ის დროა წავიდე ხარაკირი გავიკეთო :უსერ:

  10. Cyborg Mcloud ამბობს:

    teonala
    ომფგ, ნუ ხო, ადამიანი რომელიც ოცნებობს პრინცზე თეთრ ცხენზე – კიბორგას არ აირჩევდა. :დ

    sweety
    უჰუ, მეც მიყვარხარ

    დალშე “რატოა ყველაფერი რაც დოდკამ დაწერა “ჭამა, სმა, მოჯმა, მოფერება” ჟანრის?
    თუმდაც ბუკვალნო:
    ბინა – “ვოცნებობ მქონდეს ადგილი სადაც 20 წელი(და “ვოცნებობ რო სიკვდილამდე”) ერთი და იგივე უნიტაზში მოვჯვამ, ერთი და იგივე წიქიდან დავლევ წყალს და ერთი და იგივე ლოგინში მომეფერებიან”

    ვილის ჯანმრთელობა – ვოცნებობ რო ყოველთვის შემეძლოს მოვეფერო ჩემ შვილს (და ნუ დოდის ვარიაცებიდან გამომდინარე “ვოცნებობ ჩემი პირველი ოცნება არ შეწყდეს მარტო იმიტო რო მეორე ოცნება ვერ შედგა და კიბორგამ გამაგორა”)

    3. მშვიდობა, ვაფშე ფენომენალური: ვოცნებობ პირველი და მეორე ოცნებას ხელი არ შეეშალოს(ანუ ვჯვა, ვსვა და მეფერონ შეუზღუდავად სანამ არ დავბერდები და ჩემი მოფერება არავის ენდომება, ყოველი მოჯმა პრობლემა იქნება და მოფსმით როდის მოვფსამ ჩემითაც ვერ გავაკონტროლებ, გარდა ამისა საჭმელი პრობლემა იქნება – იმიტო რო დოდკას არაფერი პენსია არ ემუქრება და მე წემ პაჩე, რო დავივწყოთ ის ამბავი რო მაგ დროისთვის ჩვენ პადავნო ერთად აღარ ვიქნებით …)

    4. არანაირი სხვაობა სინამდვილეში არ არის მესამე “ოცნებასთან”, პროსტო არ დაფიქრდა გაეერთიანებინა ერთ პუნქტად “უდროო და უაზრო სიკვდილის არ სურვილი” – შესაბამისად მოჯმა, მოფსმა -ს ეხება პირდაპირ და გასაგებად.

    5. ა და გენიალური კვალი, რომელიც არ არი ოცნება და არის ადამიანის ლამის პირველი ფუნქცია: აღიარების სურვილი.

    მე არ ვიძახი რო ესენი მე არ მახასიათებს, ნუ გარდა რაზვეშტო დაბერებამდე ცხოვრების და ბინის ქონის სურვილისა, მარა ეს არი ჯასთ საშუალებები – მოჯმა, მოფსმა, ბინა, კიდე ცოტა ხანი არ სიკვდილი, აღიარების სურვილი – არის საშუალებები რომლითაც არსებობ, პირამიდის ფუძე რა, როგორ შეიძლება ეგ “ოცნების” რანგში აიყვანო?

    მარა როგორც უვკე სხვა ტოპიკში გავარჩიე: 99% ქალებისა ახერხებს.

    გინდა კაცის ნათქვამი იგივე 5 პუნქტი დაგიწერო, აი დოდკამ რაც დაწერა. აი წარმოიდგინე კაცი რომელიც ცხოვრობს დედიკოსთან და რომელსაც აქვს “ოცნებები”, წერს:
    1. მინდა მანქანა, სასურველია X5, ყოველთვის ვოცნებობდი, მთელი ცხოვრებაა მანქანა მინდა.
    2. მინდა ბიჭი შემეძინოს და დიდი გაიზარდოს. (რა ყლეობაა ეს დიდი გაიზარდოს ცალკე თემაა, შენ ბავშვი გინდა თუ რეზულტატი გინდა?…)
    3. არ მინდა ომი იყოს, იმიტო რო სააკაშვილისთვის მე არ ვიომებ და ჩმორად თავის გრზნობაც მიტეხავს.
    4. არ მინდა აგური დამეცეს თავში ქუჩაში მოძრაობისას. ანუ სასურველი იქნებოდა არ დამცემოდეს (ეს ოცნებაა არ დაგავიწყდეთ)
    5. მინდა რო უბანში ყველამ იცოდეს რო მაგარი როჟა ვარ და როცა დაჭირდებათ ბრატი რომელიც მასტს მისცემს – ყოველთვის დამიძახონ ხოლმე.

    ძაააააააააააან საინტერესო ბიჭია არა?

    მარა როცა იგივე რანგის სირობებს ამბობს გოგო – “it’s so lovely”

    რატო ვაჯვამ საკუთარ ცოლს მისივე ბლოგზე? – იმიტო რო სადმე მაინც დავაჯვა :დ

    სანამ თქვენ გგონიათ რო ჩვენ ვსპორობთ – ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქ, როცა ჩვენ აღარ ვისპორებთ ღიათ, ნუ წიპა პატარა ცირკს ვაწყობთ რა, კაკ რაზ აღიარების გულისთვის, როცა აღარ ვისპორებთ ღიათ – ზნაჩიტ პიზდეცია პრაივიტ ურთიერთობებში.

  11. nastasia ამბობს:

    kvalebi yvelaze kargi ocnebaa mgoni…:)

    da kide,saxli saerto ocnebaa…mtel ers sakutari saxli unda :P

  12. tatushka55 ამბობს:

    me vocnebob mogzaurobaze …
    garda im pirveli orisa rac shen giceria

    dzaan dzaan minda dedamica davlashqro da es kvelaferi axali zelandiidan an avstraliidan unda davicko
    da cxovrebis bolos unda mivxvde rom mxolod parizshi ar var namkofi da ai dardi metqi gavifiqro
    Fuck Paris
    tavisi eifelic ekopa :)

  13. ჯონ-მალხაზ-რემბო ამბობს:

    ესეთი ჯაან Yლეობა არასოდეს წამიკითხავს… wtf?

Leave a reply to Sweet კომენტარის გაუქმება