Category Archives: მინი

ბოღმებისა და ძროხების გულღრძო ბლოგი, რომლის თვალიერება  სულ მეხალისება: Fashionmothers – ფეშენმაზერების დღიური სასიყვარულო პოეზიის მოყვარულებს არ მოგეწონებათ.

Link | Posted on by | Tagged , , | 2 Comments

25

ისეთი პირი უჩანს, რომ ეს წელი უარესად გადამატრიალებელი და სახისამხევი მექნება, ვიდრე 24 იყო. გილოცავ, დოდ. შენ არც ყველაზე ჭკვიანი, არც ყველაზე ლამაზი, არც ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც ვიცნობ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, გაფასებ და მიხარია, რომ დაიბადე.

Posted in მინი | 19 Comments

Secrets

რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა შეკითხვა დამისვა: – საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? და მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე “არა”. იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლა არ შემიძლია. მე მგონი, არც არავის შეუძლია, უბრალოდ ერთმანეთს ატყუებენ ხოლმე მერე. იმის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ იწრიალა და ბოლოს … Continue reading

Posted in მინი | Tagged | 45 Comments

სოციალური მედია

ორი მიდგომა არ მიყვარს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით: 1. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ როცა არ სჯერათ, რომ ინტერნეტი რეკლამისთვის ძალიან კარგი იარაღია, როდესაც ბლოგები დროის ფლანგვა ჰგონიათ, ფეისბუქი – მხოლოდ ფარმვილის სათამაშო, ინტერნეტის მომხმარებლები – მუწუკიანი თინეიჯერი ბიჭები. … Continue reading

Posted in მინი | Tagged , , , , | 8 Comments

Tema

ბლოგზე ვამატებ ახალ კატეგორიას, სახელად “მინი’”. ანუ დიდი და ღრმად “ტვინიკოსური” პოსტების წერა რომ გეზარება, მაგრამ მაინც რომ გინდა რაღაც, მასეთი პოსტების გამამართლებელი თეგი. 2008 წლის მარტში რომ შემიყვარდა, ის კაცი ვნახე – ანუ არწიომი ლებედევი. არტემი ლებედევი. არტიომი ლებედევი. … Continue reading

Posted in მინი | 10 Comments