Secrets

რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა შეკითხვა დამისვა:

– საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?

და მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე “არა”. იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლა არ შემიძლია. მე მგონი, არც არავის შეუძლია, უბრალოდ ერთმანეთს ატყუებენ ხოლმე მერე.

იმის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ იწრიალა და ბოლოს მაინც მოყვა, რისი თქმა უნდოდა. მე არ დავწერ იმას, შევინახე თუ არა ეს საიდუმლო. უბრალოდ ორი რაღაცის გაზიარება მინდოდა:

1. ადამიანი, ვინც თავის საიდუმლოს თვითონვე ვერ ინახავს, არ უნდა ელოდეს ამას სხვებისგან.

2. თუ ადამიანმა თქვა, რომ საიდუმლო აქვს/იცის, ფაქტიურად ნახევარი საიდუმლო უკვე გათქვა და მეორე ნახევარსაც მალე მიაყოლებს.

არც ერთი ჩემი მოგონილი არაა, ორივე სადღაც ამოვიკითხე, მაგრამ ყოველთვის მახსენდება, როცა ვინმე საიდუმლოებზე იწყებს ლაპარაკს.

This entry was posted in მინი and tagged . Bookmark the permalink.

45 Responses to Secrets

  1. tjorven says:

    aRC mtlad egrea saqme : ) zogjer zalain schirdeba adamians gaziareba da vigacistvis ragacis tqma , magram im meores romelic msmenelis rangshia namadvilad ar aqvs ufleba mere mosmenil istoriaze ilaparakos. (es yvelaferi mxolod im shemtxvevashi tu ai zalian zalian trtolvitaa natqvami ragac konkretuli da just informaciis an tavgadasavlis gazareba araa)|

    • Kate says:

      ვეთანხმები.

      შეიძლება ადამიანს უნდოდეს ვიღაცისვის რაღაცის გაზიარება და არ უნდოდეს ამის გაბაზრება.

  2. vika says:

    marTali xar, magram mjera om arseboben adamianebi romlebic saidumlos inaxaven, iqamde sanam adamianTan megobrob… :|

  3. wissner says:

    100%-ით გეთანხმები

  4. ჯერ კიდევ დიდმა პლატონმა თქვა: ორმა იცის-ღორმა იცისო ასე რომ თუ გინდათ, თქვენს შესახებ ვინმემ რაღაც არ იცოდეს, არავის უთხრათ. იზი.

    • iTrphoba says:

      not that easy

      ადამიანს რომ მეორე ადამიანისთვის აზრის გაზიარება და ამით საკუთარი თავის “გამართლება” ან “უარყოფა” სჭირდება, არც ისე ახალი ფენომენია.

      ისე რომ თუ ვინმეს საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია, ეს არ ნიშნავს რომ საიდუმლო, როგორც ასეთი – არ არსებობს.

      ხშირად საიდუმლო ზუსტად 2 ადამიანს შორის არის ხოლმე, ხშირად უფრო მეტს შორისაც, ასეთია: შეთქმულებები, წყვილის პირადი ურთიერთობა, სახელმწიფო/სამხედრო საიდუმლოებები, კორპორატიული საიდუმლოებები და სხვ.

      • ხო, ნუ კი, ეგ მართლა “ზეთ იზი” არაა.

        საიდუმლო 2, 5 ან მეტ ადამიანს შორის, არსებობს მაშინ, როდესაც არც ერთს არ აწყობს მისი გამჟღავნება. ანუ, ყველას ერთნაირად “მოხვდება” :) მე რომ “ლიკამ” მითხრა საიდუმლოდ, ის რომ “მაკას” “შაკოსთან” ჰქონდა სექსი, მამენტ, მე რა? ამიტომ ამ ამბავის შენახვა, მხოლოდ ჩემს, პირად ენამოკლეობაზე არის დამოკიდებული :)

        • iTrphoba says:

          True.

          დოდმაც მშვენივრად იცის საიდუმლოს შენახვა, ეტყობა იმ ვიღაცისთვის არ უნდოდა უბრალოდ და პირდაპირ მიახალა :D

  5. tatu says:

    არ გეთანხმები, იმიტომ რომ მე, პირადად, არასდროს არავის საიდუმლო არ გამითქვამს. და ისიც არაა მართალი(ვიღაცის კომენტარი წავიკითხე), რომ იქამდე უნდა შეინახო ვინმეს საიდუმლო, სანამ მეგობრობთ.

  6. Qilipa says:

    მართალია, მართალი… მე ბოზანდარა ნასედკა ვარ და ყველაფერს ვაბაზრებ რასაც გავიგებ :დ ჩემი ვერ შემინახია ჩემთვის და სხვისი ,,ჩუმი, ჩათლახური, ჩანაფიქრები” მანახინე კიდე :დ

  7. Gtkesh says:

    ეგრეა : )

  8. knuti says:

    ვერ დაგეთანხმები… მე შემიძლია საიდუმლოს შენახვა და თან ძალიან კარგად :))

    იმდენად კარგად, ერთსა და იმავე ამბავს რამოდენიმე ადამიანი მიყვება ხოლმე და “არ გამთქვა”–ს მთხოვს ‘:)

    საკუთარის მით უმეტეს შემიძლია ^_^

  9. საიდუმლოს – საიდუმლო მანამდე ქვია სანამ ერთმა იცის, როდესაც მეორეც იგებს უკვე საიდუმლო აღარაა.

    არასოდეს გამითქვამს სხვისი საიდუმლო, თუმცა ყველაზე მეტად მაოცებდა ყოველთვის როცა ჩემთვის ვითომ “საიდუმლოდ” მოყოლილის და არიქა არავის უთხრა ამბავს, შემდგომში ვიგებდი მესამე, მეოთხე , მეხუთე ადამიანისგან. ანუ ხშირად თვითონვე უყვებიან ყველას და ამას საიდუმლოს უწოდებენ :)

  10. სხვის საიდუმლოს არასდროს ვიტყვი! თუ არ დამჭირდა ;პ
    არა, მართლა, ახლა დავფიქრდი და როცა შენსას რომ ამბობ შენი ნებაა, მაგრამ თუ სხვამ გაგანდო იმ პირობით, რომ არავის უთხრა, უკვე სხვაა.

  11. anosmagazine says:

    სწორია რომ წინასწარ გააფრთხილე შენი მეგობარი რომ საიდუმლოს ვერ შეინახავ. დანარჩენი უკვე მისი პასუხისმგებლობაა. იცის რაზეც მიდის:)

  12. iTrphoba says:

    ჰეჰ, მე ვიცი ადამიანები, ვისაც უნდა მოუყვე “საიდუმლო” თუ გინდა რომ ვირუსული მარკეტინგი ააგდო და მეორე დღეს ყველამ იცოდეს ქალაქში :D

  13. ალბათ საიდუმლოს ბოლომდე მაშინ ინახავ, როცა ხვდები რომ პატრონისთვის მისი შენახვა მართლა მნიშვნელოვანია და გამჟღავნება გულს ატკენს, ან ზიანს მოუტანს.

    სხვა შემთხვევაში შენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს მაინც უყვები ალბათ, როცა დარწმუნებული ხარ რომ პირველწყაროსა და ბოლო ადრესატს შორის წრე არასდროს არ შეიკვრება. თუმცა, you can never be sure :)

    • tatkii says:

      ზუსტად ეგრეა.. რავი ყოველშემთხვევაში მეც მაგ აზრზე ვარ..

  14. Agasfer says:

    შემიძლია დავიფიცო, რომ არავისი საიდუმლო არასდროს გამითქვამს.
    ბევრის მესაიდუმლე ვარ.
    ზოგჯერ ძალიან მდომებია, ეს საიდუმლოებები ვინმესთვის გამენდო, იმიტომ, რომ მაწუხებდა. აი, მდომებია, რომ იცი, ამას ეს და ეს მოივიდა-მეთქი, ყბა მომეხსნა, შემეჩივლა.
    მაგრამ არა, დიდად მოჭიკჭიკე არც ისე ვარ და სხვაზე მით უმეტეს ვერ ვილაპარაკებ. რა ვიცი. ალბათ კაცია და გუნებაო, რომ იტყვიან ხოლმე, ეგ ამბავია. მეტი არაფერი ))

    • Agasfer says:

      ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ ამით პლუსი და მინუსი არავის ეწერება.

      თუ ეგ ისედაც გასაგები იყო?
      რომ იცოდეთ, როგორ მეძნება :yawn:

  15. ვისაც საიდუმლოს შენახვა გიჭირთ, მე მომიყევით და არვის ვეტყვი. :)

  16. anina says:

    მე ვაფრთხილებ ხოლმე ხალხს, რომ ჩემთან მეგობრობა სახიფათოა. სხვა რა უნდა ვქნა, არ ვიცი.
    თუ სხვას რამეს ვეუბნები, ვუშვებ შანსს, რომ ამას კიდევ ერთი-ორი გაიგებს : )) და თუ არ მადარდებს, რომ გაიგებს, მხოლოდ მაშინ ვამხელ : )

  17. ილო says:

    ბარემ თუ ყველამ იცის დაგეწერა ბლოგზე ეგგამხელილი ,,საიდუმოც” ;)

  18. lobzhanidze says:

    მოძღვრები? ფსიქოთერაპევტები? ე.წ. სულის მკურნალები რისთვის არსებობენ თუ არა საიდუმლოების შესანახად?
    ყველა შემთხვევას ერთმანეთს ვერ მოარგებ, ხანდახან ადამიანს შეიძლება ქვეცნობიერად მისი “საიდუმლო” უნდა რომ საჯარო გახდეს და ამიტომაც ვინმეს უზიარებს თითქოს რაღაც საკრალურს. თუმცა, არსებობს სხვანაირი შემთხვევებიც როდესაც ადამიანი საიდუმლოს ისეთ ადამიანს უზიარებს რომელსაც უნდა რომ ენდოს.
    ბოლოს და ბოლოს, ადამიანების ურთიერთობა ნდობაზე აგებული, ვისაც მეტი ნდობა აქვს ის უფრო ბედნიერია, ვისაც ნაკლები ის “ექსიუზებს” ეძებს საკუთარი უბედურების გასამართლებლად.

  19. Lord Vader says:

    ჰო ეგრე უნდა უთხრა, იმიტომ რომ შეგეკითხებიან საიდუმლოს შენახვა შეგიძლია-ო და კიო ეტყვი მერე ისეთ ბანალურ სისულელეს გაგანდობენ, რომ სურვილი გიჩნდება ურო ჩასცხო თავში ან მინიმუმ პანღური ამოარტყა და კიბეებიდან დააგორო.

  20. Pegi says:

    რატომ ასეთი სკეპტიციზმი? მე ვიცნობ ხალხს, გილიოტინაზე რომ აიყვანო, მაინც არ გაამხელენ არც თავისას და არც სხვის საიდუმლოს. მე პირადად მათ რიცხვში არ ვირიცხები და ამის გამო ბევრჯერ ამოვირტყი ცხვირ–პირში ( სხვის საიდუმლოებს ვერ ვინახავ , საკუთარს კი Tვალის ჩინივით ვუფრთხილდები) :D :D ხანდახან საშინელი სინდისის ქენჯნა მაქვს. ჩემი ქმარი ძალიან გახსნილია ჩემთან, არანაირი საიდუმლო არ დარჩენია, რომ ჩემთვის არ გაემხილა, მაგრამ მე სამაგიეროდ ძალიან დახურული. ხანდახან მეჩვენება, რომ ძალიან გულუბრყვილოა, წავედი, წავედი, სანამ არ დამიფქვავს რაღაცეები :D :D

  21. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ორივე სწორი შენიშვნაა, მაგრამ გამონაკლისები აქაც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა თქმა არ გინდა და საიდუმლოს ძალით გათქმევინებენ, მითხარი და შევინახავო… თუმცა ეგ კიდევ სხვა თემაა.

    მე საიდუმლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუწოდებ “საიდუმლოს”, თუკი მეტყვიან, რომ არ უნდა გავრცელდეს. დანარჩენი ინფორმაცია ჩემთვის ჩემგან დამოუკიდებლად ღიაა. მიუხედავად ამისა, ძალიან, ძალიან ბევრ საიდუმლოს ვინახავ და სულ არ მეშინია გათქმის. როგორ? უბრალოდ, მავიწყდება :დ

  22. საიდუმლოს, ზოგადად იმიტომ ჰქვია “საიდუმლო”, რომ ის უნდა იქნას დაფარული ორ ან მეტ ადამიანს შორის და თუკი ვინმეს ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საიდუმლოს შენახვა შეუძლებელია…

  23. clown says:

    არც მთლად ეგრეა საქმე :))

  24. Remediosi says:

    საკუთარ და სხვის საიდუმლოებებზე საუბარი ადამიანისთვის არის საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმის საშუალება. “მე რაღაც ვიცი” !!! ამიტომაც განსაკუთრებული ჭორიკანობით ნაცრისფერი ადამიანები გამოირჩევიან.

  25. nebiera says:

    ალბათ საიდუმლოს სერიოზულობასაც გააჩნია…

  26. william says:

    საიდუმლო როცა გაწუხებს უნდა უთხრა სხვას და ცოტა მოგეშვება იმიტომ რომ ნაწილდება ორში … მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ საიდუმლოს არასდროს ვიტყვი თუ ვინმეს რაღაც მოვუყევი და თან ვუთხარი რომ ეს საიდუმლოა ეს იმას ნიშნავს რომ ჩემთვის სულ ერთია ის სხვას ეტყვის თუ არა:))

  27. Lord Vader says:

    საიდუმლოს რომ ეუბნები სხვებს და ანაწილებ ბევრად – ამით horcrux-ებს ქმნი და უკვდავობას იძენ.

  28. BloggerGirl says:

    orive mosazrebas vetanxmebi da kidev erts davamateb
    adamians romelic tavis saidumlos meubnva, chemsas arasdros vetkvi :)

  29. saertod monayolos gameoreba ar mchvevia,mitumetes tu saidumlos miyvebian.erti chveva maqvs,yoveltvis vusmen da viviwyeb.shemidzlia.

  30. Jessie says:

    არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძია საიდუმლოს შენახვა, ვიღცას “საიდუმლოდ” მაინც ეტყვის, ან სახელების დასახელების გარეშე მოყვება, ან განაზოგადებს და მაგალითის სახით ვინმესთან მოიყვანს…. ადამიანის ბუნებაა მასეთი..ტლიკინებს და ტლიკინებს :(

    • თუ კარგად ფლობ დავიწყების ხელოვნებას მაშინ დამიჯერე ძალიან ადვილია,თან ბუნებით თუ მოლაყბე არ ხარ მითუმეტეს))

  31. giochiwinx says:

    saidumlos ra gitxrat magram ai tyuils vityvi isets minimum erti ori tve mec rom martali megoneba :)

  32. 1001giochi says:

    saidumlos shenaxva tu ar icis adamianma ratom qvia mashin sityvas saidumlo? mtavaria chatlashka ena ar gqondes da mshvenivrad sheinaxav saidumlos :)

  33. ვერ დაგეთანხმები. მე არასოდეს არავისთვის არ მითქვამს ჩემზე ნათქვამი საიდუმლო. ასე რომ საიდუმლოს შენახვა თუ ცოტას მოინდომებ და ენას კბილს დააჭერ ძალიან ადვილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s