2010-2011

წინა წლებში ვწერდი ხოლმე წლის შემაჯამებელ პოსტებს და ვიფიქრე, ახლაც გავაკეთებ-მეთქი. მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან მშრალი გამოვიდოდა იმ სტილში რომ დამეწერა, როგორც მაგალითად, შარშან იყო.

თუმცა არა, ვახურებ. რომ ვუფიქრდები, საინტერესო წელი მქონდა. 2010-ში გაგრძელდა 2009-ის დროს აკრეფილი სიჩქარე და ძალიან ცოტა მქონდა ამოსასუნთქი დრო.  ვილიამი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სიტყვების თქმა დაიწყო (ყველაზე ხშირად გამოყენებული: “დადე!” და “ჩართე!” რა? “მულტფ!”). ასევე გადასარევად ეხერხება ბოდიარტი და დიდი სიამოვნებით დავდებდი აქ ჩემს ფეხზე განხორციელებული მისი შედევრის გუშინდელ ფოტოს, ბატარეები რომ არ დაჯდომოდა ფოტოაპარატს.

წლის მეორე ნახევარში სხეული როგორც იქნა გამოვიდა ორსულობისდროინდელი შოკიდან და ნელ-ნელა თავისი ფორმები დაიბრუნა. ანუ დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ინკუბატორიდან ისევ ადამიანად ვქცეულიყავი. და არა, არ მჯერა მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”. Bullshit! მასეთებს კიდევ მკერდიც არ უპატარავდებათ წონის დაკლებისას და ნამცხვრებს ჭამენ და არ სუქდებიან! დაიხოცეთ თავები!

ჩემი თვითშეფასებაც და საკუთარ თავში რწმენაც ასევე ნელ-ნელა დამიბრუნდა და მე მათ გაშლილი ხელებით დავხვდი, გულში ჩავიკარი და იმედია აღარსად აღარ გავუშვებ, იმიტომ, რომ მეტჯერ დაორსულებას მე აღარ ვაპირებ და პრინციპში ფეხის მოტეხვაც ნამდვილად არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში.

კარიერული მხრივ ბედნიერება და სიხარული ჩქეფდა, სამაგიეროდ complicated სტატუსი ფეისბუქზე სრულად ვერ ასახავს იმას, რაც ხდებოდა პირადში.

ვილიამი, კიბორგა, საბა, როკო, X. – 5 ყველაზე ‘გავლენიანი’ ადამიანი ჩემთვის 2010 წლის მანძილზე, ანუ ადამიანები, რომელთა არსებობამაც ბევრი რამე შეცვალა და განსაზღვრა 2010-ში, ფაქტობრივად თუ ემოციურად.

ა კიდევ მარკ ცუკერბერგი! თუ ეგ არ ითვლება…

რას ვგეგმავ 2011-ში

რამდენჯერაც საახალწლო რეზოლუცია დავწერე, 60% ძლივს შევასრულე, მაგრამ კიდევ ვცდი [არაა დალაგებული რიგითობის მიხედვით]:

1. წლის ბოლოს თვეში ჩემმა შემოსავალმა უნდა მიაღწიოს XTYY+ ლარს.

რატომ არ ვწერ რაოდენობას გაშლილად? იმიტომ, რომ ნაწილი იტყვის, ხალხს ნებისმიერი სამსახური ენატრებაო და შენ რა პრეტენზიული ხარო და ნერვები მომეშლება, მეორე ნაწილი კიდევ, ვისაც დასახელებულზე მეტი ხელფასი აქვს და ჰგონია, რომ ეს ხელფასი ავტომატურად აძლევს ტვინის ბურღვის უფლებას – ცოტაა, მეტის ამბიცია უნდა გქონდესო, რაზეც ასევე ნერვები მომეშლება.

2. ბილიარდის თამაში უნდა ვისწავლო კარგად

იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, პოტენციალი მაქვს და რატომაც არა? კიდევ ერთი თამაში იქნება, საიდანაც სულ გამარჯვებული გამოვალ. :დ

3. ბოლო 5 კილო

ბოლო 5 კილო!

4. ვებრძოლო ორმაგ სტანდარტებს

რაც მეპატიება მე, ის ეპატიებათ სხვებს. ყველანაირი გამართლებების და ვაჭრობის გარეშე.

5. მივხედო ბლოგს

იმიტომ, რომ მიყვარს.

6. დავიწყო ერთი პროექტი

რომელსაც 2 წელია ვგეგმავ და წელსაც თუ არ განვახორციელე, არაფრის ღირსი არ ვიქნები.

7. ვისწავლო დროის სწორი მენეჯმენტი

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში.

გილოცავთ <3<4<5

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to 2010-2011

  1. vasasi says:

    გეგმები არა, მე უფრო სურვილები ჩამოვწერე (ნუ, პრინციპში, იგივეა.)

    გილოცავ, დოდ.. მრავალს დაესწარი და გეგმების შესრულებას გისურვებ.. :)

  2. ვააა, წელს დაბლ-სტანდარტებთან ბრძოლის წელიწადი გვქონია!

    იქნებ მეშველოს :დ

  3. hexe says:

    და არა, არ მჯერა მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”

    Taa

    • Taa says:

      ფორმაში კიარა მინუსებში :(
      რა კოშმარი ვიყავი
      ნორმალურად გამოვიყურები 50 კილოზე, მაშინ ვიყავი 47 :დ

  4. 7. ვისწავლო დროის სწორი მენეჯმენტი

    პუნქტი, რომლის ასრულების შემთხვევაში, ჩემი გეგმების 80% დალაგდება.. არა, მეტი 85-90%

  5. BloggerGirl says:

    გისრვებ გეგემების განხორციელებას, და სიმართლე გითხრა ერთი წუთი არ მეპარება ეჭვი რომ განახორციელებ ყველაფერს!

    პ.ს.” 7. ვისწავლო დროის სწორი მენეჯმენტი

    ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში.”

    გამეცინა ეს რომ ვნახე. ჩემი პროფესიის ადამიანები ითვლებიან “სპეცებად” ამ სფეროში, და ჯანმრთელი კლიენტები რომლებთანაც ვიმუშავებთ ძირითადად ამ სურვილით მოდიან :)

  6. გილოცავ დოდკა წარმატებულ წელს და გისურვებ შენი გეგმების განხორციელებას! ;))

  7. ყველაზე სასწაულ მიღწევად რაც მეჩვენება, შენი სხეულის ფორმაში ჩადგომაა. წეღან ვნახე შენი ახალი სურათი და you look swell. ჩემი “თეორიის” მიხედვით, როცა ადამიანი თავის წონას იმორჩილებს, დანარჩენი უკვე piece of cake–ია.

  8. tatatatuli says:

    გეგმების ასე ჩამოწერა, უფრო მიზანმიმართულად ცხოვრების საშუალებას აძლევს ადამიანს :-) დროისა და ფულის სწორი მენეჯმენტი ჩემი მთავარი სუსტი წერტილია და 2011 წელს იქნებ რამე შევცვალო მეც:)) არც 5 კილოს დაკლება მაწყენდა:-P დოდკა, გისურვებ შენსავით მზიან, თბილ და ღიმილიან ახალ წელს! ;-)

  9. Zurriuss says:

    რეზოლუციებს ნაღდად არ ვწერ, მით უმეტეს, ასე გრძელვადიანს – აზრი არა აქვს. ჰოდა, ჩემი აზრით, დროის სწორად გადანაწილება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან, მისი გამოსწორება დანარჩენების შესრულების საწინდარია.
    კიდევ ერთხელ გილოცავ <3 <4 <5

  10. მე არანაირი სურვილები არ ჩამომიწერია, მითუმეტეს არც გეგმები. არ მჯერა გეგმების განხორციელების, უგეგმოდ უფრო ადვილია ყველაფერი და მიღწევადი :))) იმედგაცრუებაც არ არსებობს :D

  11. ilyaverse says:

    მომწონს ეს ბლოგი … ბლოგერების სამყაროში ახალი ვარ , მოინახულეთ ჩემი ბლოგი >> ჰტტპ://ილყავერსე.წორდპრესს.ცომ/

  12. Taa says:

    მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”.

    აგერ გყავარ ცოცხალი მაგალითი, 2 თვის ვიკის დედა 47 კილო ვიყავი
    მეტი რა გინდა? :დ

  13. Kate says:

    1-ლი პუნქტის წაკითხვის შემდეგ მივხვდი იმას, რომ ჩემი საშველი არ არის. :((
    მე-7 პუნქტის შემდეგ კი მივხვდი იმას, რომ ვინმემ ორი აგური უნდა მომაწოდოს.

    წარმატებებს გისურვებ. :*

  14. Etusik says:

    ,,წლის მეორე ნახევარში სხეული როგორც იქნა გამოვიდა ორსულობისდროინდელი შოკიდან და ნელ-ნელა თავისი ფორმები დაიბრუნა. ანუ დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ინკუბატორიდან ისევ ადამიანად ვქცეულიყავი. და არა, არ მჯერა მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”. Bullshit! მასეთებს კიდევ მკერდიც არ უპატარავდებათ წონის დაკლებისას და ნამცხვრებს ჭამენ და არ სუქდებიან! დაიხოცეთ თავები!”

    :)) არადა u definitely know one :)) ოთო 20 დღის იყო, როდესაც მე პრომო-აქციაზე სამუშაოდ გავედი, და მეორე აქციის მენეჯერმა მკითხა: თქვენ რომელი სააგენტოდან ხართ? თუკი სამსახური დაგჭირდეთ, დამირეკეთ :))

    პრინციპში, ფორმაში ჩადგომა არ დამჭირვებია, იმიტომ რომ არ დამიკარგავს. ვიცი, უზომოდ გამიმართლა. ამას სულ ვამბობ.

    ნამცხვრებზე რა ვთქვა აბა? ღამით გვიან მეხსნება მადა და კარაქიანი პურებით დაწყებული ყველაფერს გემრიელად მივირთმევ. როგორ არ ვიმატებ, რასაკვირველია ზამთარში სადღაც 3 კილოს ვკრეფ, რომელიც თავისით მიდის მაისში.

    მეორე ბავშვს რაც შეეხება, ოდესმე გავაჩენ ალბათ, თუმცა აი მაგაზე რომ ვფიქრობ, უკვე მეწყება შიშები: ვაითუ მეორემ დატოვოს კვალი?

    მოკლედ, წარმატებები :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s