ადამიანები, ვინც შთამაგონებენ

ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი სოციალურ მედიას მიაქვს – ლექციები, ტრენინგები, პრეზენტაციები, კონსულტაციები. მიხარია, რომ არსებობს საქმე, რომელიც მიყვარს და რომლისგანაც ფინანსური სარგებელიც არსებობს, ბევრს ეს ფუფუნება არ აქვს.

თუმცა იდეალურ შემთხვევაშიც კი, როცა შემოსავლის წყარო შენი საყვარელი სფეროა, ყველაფერი მაინც რუტინამდე დადის. რამდენჯერ შეიძლება ახსნა ბლოგი და ილაპარაკო სოციალურ ქსელებზე აღტყინებულმა და ბედნიერმა? ნამდვილად არა ყოველდღე.

თუმცა მაინც მიხარია. და მაინც ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ერთი პროექტის გამო. პროექტის, რომელმაც შემახვედრა ადამიანები, ვინც შთამაგონებენ. ადამიანები, რომლებმაც დამანახეს, რომ ის, რასაც ვაკეთებ, მართლა, არა ფონდებისთვის და ბრტყელი სიტყვებისთვის, არამედ მართლა ღირებულია.

* * *

http://greenrustavi.wordpress.com/

ლამაზი და უსაყვარლესი თამო, რომელმაც პროექტის ფარგლებში გააკეთა ბლოგი – “მწვანე რუსთავი”. მოახერხა იმდენი, რომ გაუკეთა ორგანიზება თავის სკოლაში შაბათობას, შემდეგი აქციით კი უკვე რუსთავის მერიასაც მისწვდა და ნერგები გამოუყვეს დასარგავად.

http://kindworld.wordpress.com/

ისევ რუსთავი. ყველაზე განმაცვიფრებელი ადამიანები, რამდენიმე გოგონა, რომლებიც რუსთავის ბავშვთა სახლში დადიან, ეთამაშებიან, ეხმარებიან ბავშვებს, ახლა სპექტაკლსაც დგამენ მათთან ერთად. სამწუხაროდ, იმდენად აქტიურად ვერ დებენ ინფორმაციას ბლოგზე, რამდენადაც ვისურვებდი, თუმცა ვიცი, რომ თავისი მიზნისკენ ყოველ დღე პატარა თუ დიდ ნაბიჯებს დგამენ.

http://hearthelp1.wordpress.com/

რუსთავი. თორღვა, უჭკვიანესი და უკეთილესი ბიჭი. თორღვამ გადაწყვიტა, ხელოვნებაზე გააკეთოს ბლოგი. ის პოულობს ნიჭიერ ადამიანებს და ცდილობს, თავისი ბლოგის მეშვეობით ფართო აუდიტორიას გააცნოს.

http://ekonia.wordpress.com/

თბილისი. ბლოგი ეკოლოგიის შესახებ. ნინი ცდილობს, თავი მოუყაროს ყველანაირ ინფორმაციას, რაც თემას ეხება, იღებს ფოტოებს, აქტიურად მუშაობს ბლოგზე.

http://publicorder.wordpress.com/

თბილისი. ნინო <3 ბლოგი საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ. საინტერესო პოსტები, ავტორის გაკეთებული ანიმაციები, ვიდეოები.

http://kolfildisblog.wordpress.com/

ქუთაისი. საყვარელი მირანდულინო. კოლფილდის ბლოგზე ინკლუზიური განათლების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ. მირანდა ბევრისთვის ნაცნობი ბლოგერის, შორეს დაა და, როგორც შორენა, დაუგეგმავად გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა.

http://vchirdebit.wordpress.com/

ბათუმი. ბავშვები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოხუცებს გაულამაზონ ცხოვრება.

http://chvenertnivart.wordpress.com/

ბათუმი. გოგონები, რომლებიც ინვალიდ ბავშვებს ეხმარებიან.

http://acharadges.wordpress.com/

ახალი ბლოგერების თვალით დანახული აჭარა. ეს გოგონებიც აქტიურები არიან, თუმცა სოციალური მედია სულ 2-3 კვირის წინ გაიგეს, რა ხილია და ბლოგიც მაშინ გაიხსნა.

* * *

როგორ მინდა, რომ ყველა მათგანზე სათითაოდ და ვრცლად დავწერო. მაგრამ აქ შევჩერდები (პროექტის ფარგლებში არსებული ყველა ბლოგის ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე). თქვენ შეიძლება წაწყდომიხართ მათ ბლოგებს, დაგიწერიათ კომენტარი, ძველ ბლოგერებს აგიბზუებიათ ცხვირი, გაგიკრიტიკებიათ ისინი სურათების ზომის ან პუნქტუაციის გამო. ასეთებიც შევნიშნე და მეღიმება ხოლმე. იმიტომ, რომ ბლოგების უკან არ ჩანს ადამიანები, ვინც ამ ბლოგებს  წერენ.

ტრენინგზე

პროექტს ჰქვია Social Media at School (Project Harmony International-ის ერთი პროექტის. GLSP-ს ქვეკომპონენტი). პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. და ყველა ბლოგერი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, 13-16 წლის.

ამიტომაც შთამაგონებენ.

თუ 13 წლისას შეუძლია მთელი დღე თავისი სურვილით ბავშვთა სახლში გაატაროს და მათ დაეხმაროს, თუ 14 წლის ასაკში იმდენს ახერხებს, რომ მერიამდე მიაღწევს და სკოლის ეზოში ნერგებს დარგავს, თუ 15 წლის ასაკში კომპიუტერთან დაჯდომისას პირველი გასართობი თამაშები კი არა, ბლოგია წესრიგის შესახებ, მე ვარ ამაყი, ბედნიერი და იმედიანი. ეს ადამიანები მაიძულებენ, ვეძებო ყველაში ნინოები, თორღვები, თამუნები, მირანდები და, როცა ვპოულობ, ისევ ისეთი ბედნიერი და აღტყინებული ვყვები სოციალური მედიის შესახებ. თუნდაც ყოველ დღე.

This entry was posted in Web. Bookmark the permalink.

28 Responses to ადამიანები, ვინც შთამაგონებენ

  1. ნან says:

    ვაა, ახალი ბლოგები ბათუმში! ძალიან გამიხარდა! :*

  2. ეხ 15 წლისა მეც იმედების მომცემი ბედნიერ ახალგაზრდა ვიყავი.

    ეს მერე იწყება ქალები და უბედურება და ვკარგავტ საკუთარ თავებს.

    იდეალური წლებია 14-15-16…

    მშურს მათი შავი შურით.

  3. knuti says:

    და ვინც ყოველგვარი პროექტის და ახსნის გარეშე დავდიოდით ბავშვთა სახლში, მანამდე კი ორი თვე ფულს ვუგროვებდით, გამწვანების აქციებსაც ვატარებდით (სკოლაში :შ) ამავე ასაკში, კიდევ (მინი)პროექტებს ვწერდით და თავს ასე ვიფინანსებდით (:D) და + სახლში კომპიუტერიც არ გვქონდა.. ისინი არაფერს შთაგაგონებთ? :შ არა? კარგი :(

    • Dodka says:

      კნუტ, შთამაგონებთ, მაგრამ თუ ამის შესახებ ვერ გავიგე, როგორ შთავგონდები : )))

      • knuti says:

        კატეგორია Sweet memories უნდა ჩავამატო ბლოგზე :D

        • Dodka says:

          რატომაც არა? ძალიან ბევრს დაეხმარები და სტიმულს მისცემ, თუნდაც ჩვენს ბავშვებს :) რჩევები, გამოცდილების გაზიარება, ყველაფერი საინტერესოა.

  4. კნუტი:
    ეგ დოდკას დიდი მინუსია, დოდკა ზოვს პაპსას

    ანუ ვიღაც ტიპმა ცოტა ხნის წინ მთელ დედამიწას რო მოსდო რო თბილისადნ მესტიაში ფეხით ჩავიდოდა(ტრასით) – არადა მანამდეც და მერეც რამდენი დადის მასე და უარესად და ისეთ თავგადასავლებს იწყობენ

    მარა დოდკას უყვარს პაპსა და შირპოტრები :დ

    ნუ ამ პროექტს ეს ყველაზე ნაკლებად ეხებასავით, მარა ნუ მაინც, პაპსაა :დ

    • Dodka says:

      შენც იგივეს გპასუხობ, რა შუაშია პაპსა?

      ჯერ ერთი კი, ვიღაც შეიძლება მაგრად ომობს, მაგრამ შენ რომ იცნობ მას და შენ გვერდით ომობს და კიდევ პროგრამისტია – ის უფრო მაგარია შენს თვალში. და მითუმეტეს, თუ სტრაიკიდან დაიწყო მისი თავგადასავალი.

      მეორეც, მე ვის შესახებაც გავიგე, იმით აღვფრთოვანდი.

      ხო კიდევ! ამ საუკუნეში საკუთარი თავის მარკეტინგი არ ტეხავს.

    • knuti says:

      პაპსა რატომაა, ნამდვილად კარგი პროექტია. უაზრო კომპიუტერულ თამაშებს რომ მსგავსი ბლოგების წერა სჯობს, მგონი არავინ იკამათებს…

      უბრალოდ ყოველგვარი პროექტის და ბლოგის გარეშეც მასე ვაკეთებდით ჩვენ და…
      მგონი შემშურდა ამ ბავშვების :D

  5. Rocko says:

    დზაალიან
    საყვარელი ხააააააარრრ!!!11

  6. თამო says:

    მადლობაა საყვარელოო…:*:*:*

  7. zgarbo says:

    ჩვენ ისედაც დავდიოდით ბავშვებთან და დიდი ხანია მათთან ურთიერთობა გვაქვს:) უბრალოდ არ ვიცოდით რა გვექნა .. სმს მა კი იმის საშუალება მოგვცა რომ ჩვენი ქმედებები სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეზიარებინა:) არ მინდა ხალხმა ან ბევრმა სხვამ იფიქროს რომ ამ ყველაფერს ჩვენ იმიტომ ვაკეტებთ რომ ბლოგზე დასადები მასალა გვქონდეს.ჩვენ ჩვენი საქმე გვიყვარს ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.არამარტო ჩემი გუნდის არამედ ყველა სმსელის სახელით ყველას გვიყვარს ჩვენი საქმიანობა და ვცდილობთ საზოგადოებას ამით სარგებელი მოუტანოთ.. მე მიყვარს ყველა სმსელი… ძალიან მაგრები არიან:* :*

  8. NinucaElectro says:

    ვაა რუსთავი რა აქტიურიაა. მეც ვამაყობ ასეთი ახალგაზრდობით! ნამდვილად საამაყოა. “greenrustavi.wordpress.com” აი ამას ვკითხულობ და ძალიან მომწონს მათი განხორციელებული პროექტები. მაგრები არიან.. საქართველოს ეკოლოგია ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. როცა ვხედავ რომ სხვები ამ პრობლემას ებრძვიან მეამაყება და მეც მიჩნდება სურვილი მსგავსის გაკეთების…

  9. sorry მარა მაინც ვერ გავიგე რას გულისხმობდი შთაგონებაში? სამწუხაროა რო ჩემი არაა :(

  10. ნანა says:

    ნიკუშ, შენზე ზუსტად დღეს ვსაუბრობდით! :) დარწმუნებული ვარ, რომ შენც შთააგონებ დოდკას, უბრალოდ ყველა ბლოგის მაგალითი არ მოუყვანია! :))

  11. Zurriuss says:

    ძალიან ძალიან მაგარი საქმეა ეგ, დოდიკ ;)

  12. iTrphoba says:

    ეგეთი უნდა იყოს ბლოგები რა, საერთოდ ბლოგის დანიშნულება ეგაა და არა ის, რომ ვიღაცამ უბრალოდ, თავისი ბავშვობის დღიური ინტერნეტში გადმოიტანა.

  13. ჩვენც გვინდა სამეულში მოხვედრა:(:( ეს პროექტი რო არ ყოფილიყო ალბათ ჩვენი ბლოგებიც არ გვექნებოდა….ძალიან მომწონს თამაშში რო აღარ ვატარებ დროს როცა კომპიუტერთან ვჯდები

  14. centuryof66 says:

    დოდკა, ვნახე ეხლა მე რამდენიმე ბლოგი და მართლა კარგია, ცდილობენ ბავშვები და ვერ ვიტყვი რომ არ გამოსდით :) აქამდეც ვიცოდი რომ გქონდა ეგ სემინარები, ტრენინგები და ა.შ.შ.შ.შ. .. მაგრამ როგორც ვატყობ საკმაოდ ნაყოფიერ ადგილას მოხვდი ამჟამად. არ მიკვრის ის, რომ ბავშვებმა ასე აიტაცეს ბლოგები, ეს ის ასაკია, როცა დღიურებს აკეთებენ გოგონები და ბიჭები სკაიპში მასტურბირებენ, ჰოდა აშკარად ამ ასაკს სჭირდება რაღაც, შემსრუტავი იმ ენერგიის ნახევრის ნახევრის მერვედის მაინც : ))) ჰოდა შენ დაასაქმე ეს ხალხი ამ შენი სოციალური ცოდნით რაც მისასალმებელია და აღსანიშნი.

  15. tamunika says:

    NinucaElectro <<< დიდი მადლობა… მეც მიყვარს ჩემი საქმე.. და კიდე ჩემი დოდკა :*:* გკოცნი უამრავს !! :*

  16. Jeux De Dora says:

    თურმე რა კარგ საქმეს აკეთებ დოდკა. დიდი ხანია ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს, მაგრამ არ ვიცოდი ეს.

  17. khatuna says:

    ძალიან კარგი პროექტიაა :)

  18. Pingback: პროექტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა… « კანონი და ადამიანი

  19. Pingback: სოციალური მედია სკოლაში | დოდკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s