რედიზაინი

რედიზაინი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბლოგისთვის სულის შთაბერვის მცდელობა.

დიზაინზე წუწუნი არ მიიღება, დამუშავების სტადიაშია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიახლის ილუზია შევქმნა და აღარ მეშინოდეს ამ ბლოგის.

ესეც ციტატა ბლოგის შესახებ ჩემი “თავისუფლების დღიურებიდან”:

ჩემი ბლოგი კარგა ხანია, მივაგდე. ფიზიკურად არსებობს, მაგრამ გაყინულია, ხანდახან, როცა რამე მნიშვნელოვნის გაზიარება მინდება, ვწერ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ვფიქრობდი, ალბათ, ეს იმის გამოა, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდება, ფეისბუკზე ვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად სწორი არ ვიყავი: აგერ, „თავისუფლების დღიურებს“ ხომ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ფეისბუკზეც ვაქტიურობ.

ახლა ვფიქრობ და მეორე მიზეზამდე მივედი: მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი პოპულარული გახდა, ნელ-ნელა გავაიშვიათე წერა. საერთოდ, ჩვენთან „პოპულარობის“ ცნება ცოტა სასაცილოა. ათასი მკითხველი გყავს? ვაუ, შენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია! არადა, რომ დაფიქრდე, რა არის ათასი მკითხველი? არაფერი! ათასმა კაცმა იცის შენი არსებობა, სამაგიეროდ, დანარჩენი მილიონი გარტყმაში არაა. ჰო, სად ვიყავი? ამ ათას ადამიანს შენი ბლოგი უყვარს, ელოდება, რომ შენი მომდევნო პოსტიც იმაზე მაგარი თუ არა, ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა იყო და ამ პრესს ვერ უძლებ. წერა არ მინდა? როგორ არა?! ანონიმური ბლოგის გაკეთებაზეც ბევრი მიფიქრია, ჰოდა ახლა გავაანალიზე – ალბათ ზუსტად მაგიტომაც, ეს პრესი იხსნება, წერ იმიტომ, რომ წერა გინდა და არ ფიქრობ, რას ელიან შენგან მკითხველები.

დანარჩენი ყველა მიზეზი საკუთარ თვალებში ნაცრის ყრაა – დაკავებული ვარ, ყელში ამომივიდა, ბევრი საქმე მაქვს, კიდევ სამ ბლოგს ვაკეთებ პარალელურად პროექტების ფარგლებში და ა.შ.

ნეტა, ოდესმე თუ გადავაბიჯებ ამ პრესს? ან მინდა კი გადაბიჯება?

7-ვე დღე მოიძევება ამ ლინკზე: თავისუფლების დღიურები, დოდი ხარხელი.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to რედიზაინი

  1. ბას says:

    ომაიგად რას გავს აქაურობა? :დ

  2. wissner says:

    :o რედაზაინის “არსს” ვაღიარებ თუმცა “დოდკას ბლოგად” ვეღარ ავღვიქვამ :/

  3. მე ჰედერი მომეწონა :)))

  4. BigCrow says:

    გაგამხნევო?

  5. Toto says:

    Clean, Readable, Minimal, I like it ;)

  6. Cyborg says:

    მაინც მგონია რო ტყვილა კომპლექსდები ამ “ცნობილობაზე” და მეორეს მხრივ შენ ეხლა გესმის რას გრძნობდა მეტალიკა როცა ბლექ ალბუმს წერდა და იცოდა რო უამრავი “წინა სტილის” ფანი დააჯვამდა და ვაფშე რა იქნებოდა…

    წარმატებები

  7. undone says:

    მომწონს ახალი ამბები და გისურვებ ახალი პოსტების მომზადებას :)))

  8. Di@ says:

    როცა ვხვდები, რომ ბლოგზე ვეღარ ვწერ, დიზაინს ვცვლი ხოლმე… და მშველის.

  9. undone says:

    უი მართლა, არ შემიძლია არ აღვნიშნო:

    ბოლო დროს ტენდენცია შევნიშნე, რომ ვინც დიზანს ცვლით, ვიჯეტებს ყველა მარჯვენა მხარეს ყრით, ყველამ ასე გააკეთეთ: ფაზანდამაც, ვადერმაც, ლიტერატორმაც და ა.შ.

    რაშია საქმე? :დ

  10. unaamarga says:

    ეს ლონგ ეს ვკითხულობ და თვალებს არ მტკენს, დიზაინთან არანაირი პრობლემა არ მაქვს! :)

  11. Head says:

    შენ, ლანდიშას, ეკატერინეს, დელფის, ბირმანს, ნატოშას და ალბათ კიდევ ბევრს ერთნაირი თემები გაქვთ :S :/

  12. OTO says:

    – კარგი რა დოდკა : (
    Sadish Bala.

    : D

  13. Kate says:

    გამხნევებ აქედან.
    :****

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s