უცხო თვალით დანახული საქართველო

Teach and Learn with Georgia (TLG) – ესაა პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი მასწავლებლები და ადგილობრივ ინგლისურის მასწავლებლებთან ერთად ინგლისურს ასწავლიან სკოლაში ბავშვებს.

აქ არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, კარგი პროექტია თუ ცუდი. ერთი მოულოდნელად საინტერესო მხარე აღმოაჩნდა – იმ მასწავლებლების ნაწილმა, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ბლოგების წერა დაიწყო.

ძალიან საინტერესოა მათი თვალით დანახული საქართველო, რაღაც თავისებურებები, რაც ჩვენ აღარც კი გვხვდება თვალში, არადა შორიდან უცნაურია.

ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს, ამიტომ ამ პოსტში შევეცდები ერთად მოვუყარო თავი “ყივჩაღთა ბლოგებს” (c) ლინგვისტუსი. კარგი საკითხავია. თუ იცით რომელიმე მასწავლებლის ბლოგი, რომელიც აქ არ წერია, გთხოვთ, მომწეროთ კომენტარებში:

სტუმარ მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარეს, კარგად დააშინეს. ისე მასპინძელი ოჯახებისთვისაც რომ ეთქვათ ორიოდე სიტყვა, არ იქნებოდა ცუდი, ყველა ბლოგზე ცრემლებია: აძალებენ ჭამას, მთელი დღე “ჭამე, ჭამე!” ისმისო.

(პოსტი შიგადაშიგ განახლდება ახალი ბლოგების პოვნასთან ერთად)

P.S.: My friend told me, that some of TLG volunteers found the post and were interested about the subject. I’m trying to collect all your blogs here, so that everyone who’s interested could find them easily. Your blogs are very fun and interesting to read for me and for many of my friends as it gives us the opportunity to see ourselves and Georgia “zoomed out”.

I really appreciate your work. I hope I’ll have the chance to meet you (at least those of you, who stay in Tbilisi).

And keep blogging!

This entry was posted in Web and tagged , , , . Bookmark the permalink.

85 Responses to უცხო თვალით დანახული საქართველო

  1. Sulkhan Khalvashi ამბობს:

    დოდი. შენ ეტყობა ყველა გადაათვალიერე და მაგათგან რომელიმე ბათუმში ხო არ არის?

  2. მაკა ამბობს:

    დიდი მადლობა ამ პოსტისათვის, ძალიან კარგი იდეაა, ჯერ არ წამიკითხავს ბლოგები, ახლავე ჩავუჯდები, მართლაც საინტერესოა, მაგრამ მანამდე ერთ ალბათ ღიმილისმომგვრელ შენიშვნას გავაკეთებ:
    ქართველი მამაკაცები (და ქალებიც) ისე იდებენ ფეხს ფეხზე, როგორც ამას ეთიკა და აღზრდა მოითხოვს, ამერიკელებისაგან განსხვავებით, რომლებიც არამარტო “გაფარჩხულები” სხედან, და სადაც სადილობენ იმ მაგიდაზე ფეხების დაწყობის შემოთავაზებას ნატურალურად იღებენ,არამედ ახერხებენ ასევე იარონ!!!! დღემდე ვერ ვხვდები როგორ ახერხებენ ამას!!!! მიაქციეთ ყურადღება გნებავთ სამეზობლოში, გნებავთ ნებისმიერ ამერიკულ ფილმში,
    რაც შეეხება “გაძღობის” მცნებას, დიახ, ქართველებმა არ ვიცით ეს მცნება, ამიტომაა ნახევარი ამერიკა 200 კილოზე მეტი და წონის პრობლემა პირველ ადგილზე ამიტომ დგას. ჩვენ ვჭამთ, ამერიკელები სუქდებიან.

    • Dodka ამბობს:

      ის, რომ ბევრი ამერიკელი მსუქანია, არ ნიშნავს იმას, რომ არ აქვთ უფლება დაიწუწუნონ, ბევრს გვაჭმევენო და შეურაცხყოფად იღებენ, თუ უარს ვამბობთო.

      ეთიკა და აღზრდა კიდევ ფეხის ფეხზე გადადებას საერთოდ არ მოითხოვს : ))

    • piccolina ამბობს:

      ეთიკის ნორმების მიხედვით, ფეხის ფეხზე გადადება საერთოდ არ არის მიღებული არც ერთი სქესის წარმომადგენლისთვის, სოუ, შენი არგუმენტი ის ინვალიდ ;)

    • NoNaMe ამბობს:

      ამერიკაში თუ ბევრი მსუქანია 35 მილიონზე მეტნიც არიან… საქართველოს გადახედე ათი 30წელს გადაცილებული კაციდან რამდენს არ აქვს ღიპი… მაქსიმუმ 1 ან 2 :)

    • saniday ამბობს:

      როდის აქედან გახდნენ ქართველი მამაკაცები ასეთი ეთკურები?
      სად სხედან ასე ზრდილობიანად?
      რამდენჯერაც ავტობუსში ავდივარ ყველა გაფარჩხული ზის, ლოლ)))
      ჰოდა ეს არ ნიშნავს რომ აქააა ვინმე მეტად ზრდილობიანი ან იქ.
      არავინ გამოირჩევა ამ შემხვევში.

      მდა

  3. dv0rsky ამბობს:

    kai xar! Gadavxedav mere

  4. monkey ამბობს:

    მე საერთოდ ვერ ვხვდები რატომ აქვთ ეს საშინელი უარყოფითი დამოკიდებულება ქართველებს ამ მასწავლებლების მიმართ. მე რომ ერთი რიგითი ამერიკელი ვიყო, სულ ფეხებზე მკიდია საქართველოც და საქართველოში ინგლისურის დონეც და ა.შ. ეს ჩვენი ხალხი კიდევ პირიქით, თავები რაღაცები ჰგონიათ და უსაფუძვლო სიამაყის განცდა აქვთ. აღზრდა, ეთიკა და ქართველი მანდილოსანი. ყველაზე ჭკვიანი და ყველაფრისმცოდნე ქართველი ერი. იუჰუუ.
    ბლოგებიდან რამდენიმე გადავიკითხე და პირი დამრჩა ღია :დ ძალიან გულახდილები და საყვარლები არიან. კიდევ ის მაინტერესებს დოდ, შენ ხომ არ იცი, ამათ დაავალეს ბლოგზე წერა თუ თავიანთი სურვილით დაიწყეს?

  5. მაკა ამბობს:

    ეთიკა და აღზრდა მოითხოვს ფეხებშუა სივრცის დაფარვას დოდკა))) მშვენივრად მიმიხვდი რასაც ვწერდი . აქ საუბარი იყო “მჭიდროდ” ფეხის გადადებაზე, და არა სახელმძღვანელოთი გათვალისწინებულ მოქმედებებზე.
    და ძალად ვერავინ ვერავის ვერაფერს აჭმევს.
    მე ვიცხოვრე მაგ ხალხში 13 წელი. ჰოსპიტლებში ვიმუშავე, ყოველდღიურად ალბათ ასობით სხვადასხვა ადამიანს ვეცნობოდი რამდენს ვნახავდი? ათასეულებს, ხომ ასეა?
    მსგავსი საჭმელზე ფეთება, მსგავსი სიხარბე და მსგავსი რაოდენობის საკვების შთანთქმა ერთ სულ მოსახლეზე აზიის ყველაზე განუვითარებელ ქვეყანაშიც არ მინახავს. მერწმუნეთ, ამ ნაციას ქართულ-ხალხური დაძალება ვერაფერს შეუცვლის.
    თემა თავისთავად დიდი არაფერია, აღშფოთებად არ ღირს.პირველი ემოცია იყო და მეტი არაფერი. უბრალოდ შემეცოდნენ ის მასპინძლები, ყველანაირად რომ ცდილობენ სტუმრის პატივისცემას , მათთვისაც კარგი იქნებოდა ცოტაოდენი დირექტივა, სანამ ადამიანს შეაღონებენ მისთვის ქვეყნის წეს-ჩვეულება აეხსნათ.

    როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის წარმომადგენელს მივაწოდოთ ინფო, რომ ქართველი მამაკაცი ცოლს პატივს სცემს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ნათესავი მამაკაცების ეშინია???? ასეთ ფაქტს ჯერ კარგად შემოწმება ჭირდება დამეთანხმებით. სიამოვნებით გავიცნობდი ამ ოჯახს, სადაც შეშინებულ დაფეთებული კაცი ცოლს მხოლოდ იმიტომ უწვება გვერძე, მხოლოდ იმიტომ ზრდიან შვილებს, რომ სიმამრ-ცოლისძმები აძალებენ.
    ამით რისი თქმა მინდა – მე, ამ პატარა და დაღუპვის გზაზე მდგარი ერის წარმომადგენელს გული მტკივა თუ არასწორ ინფორმაციას მოვაწოდებთ ჩვენი გაცნობის მსურველებს. მითუმეტეს დღემდე ყველა ფაქტის წინააღმდეგ მიმაჩნია, რომ კარგიც ბევრი გვაქვს, ჩამოთვლით არ შეგაღონებთ, დარწმუნებული ვარ ჩემზე მეტი შეიძლება იცოდეთ.
    აქედან გამომდინარე – კარგი იქნებოდა ინფორმატორები მეტნაკლებად ინსტრუქტირებულნი ყოფილიყვნენ, ვგულისხმობ – ჯერ გარკვეულიყვნენ საკუთარ თავში და სიტუაციაში, და მერე გაევრცელებინათ ინფო ამ თემებზე.

    • Dodka ამბობს:

      მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, პოსტებიდან რაც წავიკითხე, ყველაფერი საოცრად გაბუქებულად მიაწოდეს – მაგალითად, ტაქსიში მარტო არ ჩაჯდეს გოგოო. ჰა? საიდან მოვიდა ეს რჩევა? 90-იანების მერე 20 წელი გავიდა.

      სინამდვილეში იმაზე უკეთესია საქართველო, ვიდრე მათ მიაწოდეს და ამიტომ მაგრად მაინტერესებს 1 წლის აქ ყოფნის შემდეგ მათი პოსტები უკვე არა გადმოცემით, არამედ რეალურად რომ ეცოდინებათ ქვეყანა :)

      • Agasfer ამბობს:

        ქართველებიც 200კილოიანი ნაციების სიაში ვართ გადასატანი, მგონი. ჭარბი წონის პრობლემა ჩვენთანაც არანაკლებ აქტუალურია.

        დანარჩენს ასე თუ ისე ვეთანხმები (ორივე კომენტარში), მაგრამ ბევრს ნუ მოვთხოვთ, ჯერ ის გავიაზროთ, აქ რას ხედავენ – საშინელ დამოკდებულებას დ აგრესიას (ხშირად) და იმ მრავალ მანკიერებას, ჩვენ რომ არ ვიმჩნევთ და უცხოს თვალში რომ მოხვდება.
        დაწერონ, ეს ტრაგედია არაა, დარწმუნებული ვარ, ბევრს ვერ გააკვირვებენ. ყველგან ყველაფერი ხდება, ქართველი ჩმორი ქმრებიც არიან და ქართველი კაცებიც უნაყავენ ცხვირპირს ცოლებს. ანალოგიურად იქაც, საიდანაც ჩამოვიდნენ. მერე, რა? არც არაფერი

    • piccolina ამბობს:

      ეთიკა და აღზრდა მოითხოვს ფეხებს შუა ადგილის მხოლოდ ტანსაცმლით შემოსვას. ფეხების გაფარჩხვაც არ არის ეთიკური, თუმცა არც ფეხის ფეხზე გადადებაა მიღებული
      მჭიდროდ გადადებას რაც შეეხება, ეგ იგივენაირი დაბლოკვაა, როგორც გულხელდაკრეფილი დგომა. მოკლედ, ვაფშე ცალკე თემაა ეგ
      იმ ოჯახების დატრენინგებას რაც შეეხება, ყველანაირად ვეთანხმები, აუცილებელიც იყო

  6. raughley ამბობს:

    Hello!

    As one of the TLG volunteers and the author of the first linked blog you posted I just wanted to say that I am very happy to have caught your attention. I hope that our thoughts and musings on our experiences in Georgia have left favorable impressions upon you and that none of our blogs truly reflects a typical experience in Georgia.

    In general I think we are all having the time of our lives and are falling in love with Georgia. Please feel free to contact me with any questions or comments you have for me specifically, though I must reiterate that each blog reflects an individual’s thoughts about their time in Georgia. Some bad, of course, but many, many good.

    Thanks!
    -Raughley

    • კატიე ამბობს:

      I guess you’re in Svaneti.
      This means your blog will become special and very interesting for me :))

      • ---> ამბობს:

        Raughley AFAIK is in Tbilisi and already managed to ended up to be a face of TLG program – got himself on a poster in Didube.

        Reading these blogs are so entertaining that no need to go and watch comedy in cinema or on TV.

      • ---> ამბობს:

        Raughley,

        You and other folks are doing really good job. I’m sure day your contributions in developing of Georgian society will be recognized. However it will take some time – probably years.

        As far as about your stay in GE – most of you are still in the middle of the cultural shock and it is quite well reflected in the blog postings – this is expected.

        I’d give you an advice – when you encounter something you can not understand or is totally unacceptable/wild/weird for you – please ask your hosts, handlers from the ministry and your other colleagues – why things here is that certain and not a different way? It will give you some insights. And if you already understand what motivates people behave a certain way it would be good if you help your fellow colleagues who are still suffering from the culture shock – not everyone handles environment change easily.

        Again – you and your friends are doing good job. Keep doing this way.

        • raughley ამბობს:

          Thank you for the kind, encouraging words!

          I love being here in Georgia and I’m glad you can all appreciate my experiences as well.

          I am indeed in Tbilisi but took a weekend trip to Svaneti and loved every minute of it! I’ll be sure to keep writing about it, too, as I’ve got boatloads of stories to tell!

          Thanks for the feedback, once more! I hope it remains enjoyable for everyone!

          • ---> ამბობს:

            Yaah. The story traveling in the back of dump truck was good. As all other stories.

            Hey folks, after some time most of you will end up to be a local celebrities. Just by posting your blogs you are attracting quite considerable fan base. Get used to it.

            Question – do you know if PQ and Danielle Baker have blogs? I know that PQ has a facebook page, but was interesting if she maintains blog on her own.

  7. Maka Asatiani ამბობს:

    georgianbacons უკვე ვადევნებ თვალს, ისიც შენი წყალობით :D

  8. tamaRa ამბობს:

    აგერ მაქვს ორი:

    http://travelsbytara.blogspot.com/

    ეს აშკარად ნანობს ჩამოსვლას – http://mfgold-whatthehellamidoinghere.blogspot.com/

  9. კამილა ამბობს:

    I am also a TLG volunteer and I am glad to see so many other volunteers blogging and that Georgians are interested in reading about our experiences while we are here.

    I, personally, love being in this country and love all the people who have made it home to me. I want to explore all sides of things while I am here–the positive and challenging–and learn as much as possible as I teach.

    –კამილა

    • ---> ამბობს:

      Camilla,

      Reading TLG folks blogs feels like watching old good Italian comedy – it is extremely entertaining. My wife and I instead of watching House and Mad Men jumping from one blog to another every evening last several days. Thank all of you for sharing yourselves.

      As you’ve already witnessed efficiency is (politely speaking) not a Georgian thing (I really doubt that there is an original word in Georgian with the same meaning) – they way lessons are organized and schools are run is just one example.

      But most of you are coming from well developed, first world countries where efficiency plays important role in the society and everyday life. So if you will need to resolve some problems you need to do it on your own (when it is under your control).

      It is really good that most of you maintain individual blogs, however I think it would be a good idea to create a group blog for all of you. At that place you can share information/observations/suggestions/problem-solving and so on – in short helping each other. Plus, giving locals a positive example of self-organization.

      Once again good luck.

      P.S. What motivates people asking a question ‘are you boy or girl’ then they look at you? :-) Just curious, no need to answer if it is concerns privacy matter.

      • კამილა ამბობს:

        I am glad that our blogs are entertaining for you all. I know that I, personally, am entertained by a lot of the unique experiences we have as foreigners.

        You are absolutely right regarding efficiency. It is a concept that I never even knew I took for granted–as I have only ever lived in the United States and Western Europe–until I came here. That is not to say it has been a negative experience, though–I have become more patient and better at adapting to scenarios that may not be being handled as efficiently as I am used to.

        I definitely would love it if we all had a group blog set up, and I have actually purchased a domain and hope to discuss with my fellow TLGers the possibility of using it for that very purpose.

        Thank you very much for your feedback! As for why people ask if I am a boy or a girl, I suppose I look pretty androgynous, haha! To be honest, a lot of people guessed my gender wrong back home and one person asked me my gender once. People back home are usually just much more hesitant to ask; I like the fact that Georgians are not afraid to ask. :)

        –კამილა

  10. კატიე ამბობს:

    ძალიან ჩავერთე ამ ბლოგების კითხვაში, მაგრამ კომენტარებია იმდენი. აუ ქართველები რა ყველაფერს უარყოფენ, არადა ძალიან დიდი ნაწილი სიმართლესთან ახლოსაა :D

  11. tornike12 ამბობს:

    კარგი პოსტია გაიხარეე. პირველად შემოვედი შენთან ამ პოსტის წყალობით , ჯერჯერობით მაგარია :)

  12. merry ამბობს:

    დოდი გაიხარე! კარგია რომ ყველა ბლოგს აერთიანებენ. 3 დღეა ვერ მოვწყვი კითხვას :D ისე ურიგო არ იქნებოდა იმ მასპინძელი ოჯახებისთვისაც ჩაეტარებინათ ტრენინგი ვისთანაც ტეელგელები გაუშვეს. სამტრედიაში რომ გოგოები არიან, იმათ ადგილას უკვე გარეკილი მექნებოდა :))))
    “ჭამე, ჭამე” კი დაძალებაა და არა ზრდილობის გამოვლენა, სიმსუქნესთან და ამერიკელების (ან ტანზანიელების) ღორმუცელობასთან არაფერ შუაშია :))) არც ასე გიჟებივით გადაგება და ფეთიანებივით სირბილია საჭირო. აეხსნათ იმ მასპინძელი ოჯახებისთვის ეს, რთული იყო ძალიან? თორემ სტუმარ–მასპინძლობა კი არა 24/7 ტვინის დღვნა გამოდის.

  13. ---> ამბობს:

    http://gnjb.blogspot.com/ – ეს ბიჭი – Max არის სოფელში რომელსაც ჰქვია ბანძა. არ ვიტყუები – აჰა:
    Before I go on, no matter what I say or write about my experience of teaching at the Bandza School

    ეხლა გამოტყდით რომელი თქვენთაგანი წავიდოდა ასეთი სახელის სოფელში მასწავლებლად ნებისმიერ ანაზღაურებაზე?

    მე ის მაინტერესებს, რა პასუხს იძლევიან მაგ სოფლის მაცხოვრებლები კითხვაზე ‘საიდან ხარ’?

    • tamaRa ამბობს:

      ბანძაზე უარესი სახელი არ გსმენია???:) რა მოხდა ასეთი???ამერიკელისთვის რას ნიშნავს ბანძა და რატომ არ უნდა წასულიყო, არ მესმის…

      • ---> ამბობს:

        ნამდვილად არ მსმენია.

        არა იმას არავინ ამბობს, არ უნდა წასულიყოო. უბრალოდ, ამერიკული ანალოგია ასეთი სახელის არის Bumfuck, ID. რუსული კი- мухосранск.

        Max-ს რაც შეეხება – კაი დროს ატარებს იქ, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. და ბრწყინვალე იუმორით წერს ბლოგს.

        საერთოდ, თუ 50% არის ისეთივე ხალხი როგორიც აბ ბლოგების მწერლები არიან ნამდვილად კარგი რამ გამოვა შედეგში…. თუ არ გადარიეს ადგილობრივებმა და არ გაიქცნენ

        • tamaRa ამბობს:

          საინტერესოდ გითარგმნია:)
          ბანძაზე უარესი სახელი რომ არ გსმენია, ეს შეიძლება ახლავე გამოვასწოროთ: მათხოჯი, სასირეთი, მანიაკეთი… მათხოჯი ზუსტად არ ვიცი, სად არის, მგონი, ქართლშია; სასირეთიც ქართლშია, მანიაკეთი – აჭარაში… რა ვქნათ, გავმიჯნოთ ეს სოფლები გარესამყაროსგან???:)

          • Sulkhan Khalvashi ამბობს:

            მანიაკეთი სხვა სიტყვიდან მოდის და არა უცხო სიტყვა მანიაკიდან :)

          • ---> ამბობს:

            >მათხოჯი, სასირეთი, მანიაკეთი…

            დავეცი… აი სასირეთმა დახურა საერთოდ. რამდენი რამე კიდევ არ ვიცი საქართველოზე…
            ნუ მიწყენთ გენაცვალე, 16 წელიწადია მან არ ვცხოვრობ და სანამ ვცხოვრობდი ასფალტზე ვიზრდებოდი და ბენზინის გამონაბოლქვს ვსუნთქავდი ჰაერის ნაცვლად….

            საერთოდ საინტერესო სიტუაციაა როდესაც სიტყვები ახალ მნიშვნელობას იძენენ. ინგლისურში ‘gay’-ს ძველებური მნიშვნელობა არის მხიარული, იმედიანია და კაცის სახელი gaylord საკმადოდ გავრცელებული იყო მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ვიცნობ ერთ ადამიანს ასეთი სახელით რომელიც საკუთარ მეორე სახელზე გადაერთო მთლიანად იმიტომ რომ არცერთ შეკრებაზე არ შემეძლო ჩემი სახელის თქმა – ხარხარი ტყდებოდაო…

        • გვირილა ამბობს:

          კიდე ”ჭინკაძეები” არის აჭარაში…
          არავინაც არ გადარევს, მშვენივრად ეჩვევიან აქურობას და ბევრს მოსწონს კიდეც. მათ დამოკიდებულებასაც გააჩნია, თავიდანვე მხოლოდ ცუდი რომ იცინ და ბნელეთად წარმოუდგენიათ აქაურობა, იმიტომ… მაგრამ, ბევრი მიხვდა უკვე სინამდვილეში როგორცაა.
          ხო, ჩემს მეგობართანაა ერთი და ისეთი კაი ქალია, ოდნავ მუქკანიანი რომ რ იყო, ქართველს გავს საერთოდ :-)

          • tamaRa ამბობს:

            არც სასირეთი მოდის სირიდან და არც ბანძა – ბანძიდან. მაგას ვგულისხმობ ზუსტად…:)

        • კატიე ამბობს:

          ნუ ი ჩტო, ბანძა ბანძიდან კი არ მოდის :)
          მე სკოლიდან მახსოვს ეგ სოფელი, რაღაც ბრძოლებიც იყო და ვიღაც დაიბადა მანდ, მწერალი თუ პოეტი ოღონდ ვინ, არ მახსოვს.

  14. Taa ამბობს:

    მადლობა ბლოგ კატალოგისთვის
    მართლაც საინტერესო იქნება გადავავლოთ ყველამ თვალი და გავითცალისწინოთ რაღაც რაღაცეები

  15. Rhonda ამბობს:

    Okay I see my blog on this list; nervous (?) laughter…

    SO…

    I came to Georgia because I believed in TLG and their goals. While the program isn’t perfect, it is good. It’s chance I think, for two very different cultures to experience one another. I’ve had a number of great experiences. In turn, I’ve had a number of bad ones. Despite my families wishes that I return home, I always remind them that I’m here for my kids. At the end of the day, I’m here to teach and that’s all that counts!

    I’ve traveled to many places but Georgia is only the second country I’ve live in long term. It’s an adjustment but I hope as Camilla said “I can explore all sides of things while I am here–the positive and challenging–and learn as much as possible as I teach”

    In the end, we can learn from each other if we are willing…

    <3
    Rhonda

    • კატიე ამბობს:

      I read some of your blog-posts, it’s really unbelievable, almost unbelievable what you’re saying, but on the other hand I don’t see any reason why you should lie. I hope now everything is ok and will be.

      დოდ,
      ზემოთ წერ, არარეალურია და მგონი ფანტაზიორობსო, კაი რა, შეხედე, მშვენიერი მულატი გოგოა და რა გასაკვირია რო სოფელში დაეჩალიჩნენ. მითუმეტეს ვიღაცამ ცოტა ინგლისური იცოდა და დაუწყო სმს-ების გზავნა. სოფელში კი არა, თბილისში აქვთ სექსის დეფიციტი და დახამებული არიან და იქ ხო წარმოგიდგენია რა იქნება

      • Dodka ამბობს:

        რა თქმა უნდა, დაეჩალიჩებოდნენ, მაგრამ ხელის დარტყმა და ჩანგლებით გამოკიდება .. ?

        • კატიე ამბობს:

          ჩანგლებით არ ვიცი და დარტყმა შეიძლება,
          უფრო სწორად იცი რა, ჩვენთან რაც დაჯიკავება/მხრის გაკვრაა და ამათთვის იასნია ინტიმური ზონა უფრო დიდია და ეგ დარტყმად აღიქმება. რას გაიგებ.

  16. მასწავლებლები და ა.შ. კარგია, მაგრამ ისე თუ თავიანთ საქმეზე გააკეთებენ კონცენტრირებას – უკეთესი იქნება, ის რომ უფრო მდიდარი ერიდან ხარ, არ ნიშნავს რომ უფრო განვითარებული ხარ, რადგან დებილები – ყველგან უხვად არიან.

    P.S. საბოლოო ჯამში მთელი ეს აურზაური და იდეა, რიგით ჰიპსტერული ბულშითის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც განწირულია კრახისთვის. დრო – აჩვენებს.

  17. გვირილა ამბობს:

    პოსტი მომეწონა, ძალიან კაი ინფორმაციაა და აუცილებლად ვნახავ ბლოგებსაც, საშინლად მაინტრესებს :-)

  18. უცნობი ამბობს:

    5-6 ბლოგი ვიცოდი, მაგრამ ამდენი არა. გაიხარე. თუ დრო მექნა წავიკითხავ.
    ისე, ვისაც გცალიათ ამისთვის, შეგიძლიათ მათი აზრები სხვადასხვა საკითხზე ეხლა და 1 წლის მერე შეადაროთ და პატარა გამოკვლევაც დაწეროთ.

  19. gijmaj ამბობს:

    ბლოგებს არ ვნახავ. ალბათ ერთიორს გადავავლებ თვალს, ზოგადი შთაბეჭდილებიშ შესაქმნელად და მერე თავს დავანებებ. ჯერ ერთი იმის გამო, რომ ასე დაწვრილებით წერა-კითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს. მეორე კიდევ, ვთვლი რომ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ძალიან ზედმეტია. ვინმეს გინახავთ, რამდენ ამერიკელს შეუგროვებია მის ქვეყანაზე დაწერილი ბლოგები და თავისთან დაუდია? ანდა ასე აღტკინებული ჯგრო შესევია მის ბლოგს და მომენტალურად გაუპოპულარულებია? სულ რაღაც ერთი ქეციანი პოსტის გამო. :)))

    წერონ და იკითხონ თავისთვის. ეროვნული ღირსება, რისი სახელითაც კამათობს ბევრი კომენტატორი, მხოლოდ ფაქტების უარყოფით არ გამმოიხატება. იფიქრეთ ამაზეც :))

    • merry ამბობს:

      გიჟმაჟ კაი რა, ბლოგების კითხვა–არ კითხვით არ განისაზღვრება ეროვნული ღირსება. მგონი ზედმეტ ყურადღებას აქცევ ამას. ისე კი რალის, მაქსის, პაულის და მიშელის ბლოგები ძალიან სახალისო საკითხავია :) ფანტასტიურად წერენ :) იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვთ და ერთი ხალისია მათი ‘პრიკლუჩენიების’ კითხვა.

  20. Dora Jeux ამბობს:

    ამდენი ჩამოსული მასწავლებელი თუ წერდა ბლოგებს, ნამდვილად არ ვიცოდი : …

    ამ პოსტის წყალობით რამდენიმემ დამაინტერესა და ვკითხულობ მათ შთაბეჭდილებებს

  21. უცნობი ამბობს:

    პარლამენტის თავმჯდომარის სახლშიც ყოფილა ერთი “ყივჩაღი”. და იმას ნეტა ბლოგის წერა აკრძალული აქვს?

  22. lobzhanidze ამბობს:

    (ალბათ ყველაზე პოპულარული ბლოგი ჩამოთვლილებს შორის. რატომ? დაწერა სექსსა და გენდერზე საქართველოში :P )

    და ამავდროულად ეტყობა ყველაზე ცუდად იცის ინგლისური. ერთი აბზაცის წაკითხვაა საკმარისი რომ მიხვდე რომ ინგლისური ისევეა მისთვის მშობლიური როგორც ნებისმიერ ჩვენთვის. ეგეთი ენით არცერთი “ნათივ სპიკერი” არ დაწერდა.

  23. zviangi ამბობს:

    უფ რამდენი კომენტარი ქონდა იმ სექსის პოსტებზე, ნილს (?)…

    ვინ არის ტლდ ცენტრი? რავა დაუშინებიათ, ისე, სოფლებში ჩვენ არ ვიცით კიდე რეები ხდება ისედაც და ესენი რო იქ გამოჩნდებიან…

    ძააან საინტერესოა ფისქორის ძველი მოხალიეების რამე ბლოგი.. და მათი შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით გოგოების…
    მემგონი ეს ტლდ ცენტრი კარგად არ მუშაობს, რომ წესიერად მოამზადოს როგორც მასწავლებელი, ისე მოასპინძელი

  24. ---> ამბობს:

    ერთი კითხვა მექნება ამ ბლოგის ავტორთან და ყველა აქ შემოსულ ახალგაზრდა საუკეთესო სქესის სარმომადგენლებთან – რა რჩევას მისცემდით იმ TLG გოგოებს რომლებსაც გაწყალებული აქვთ გული ადგილობრივი ჯეელების ყურადღებისგან.

    თითქმის ყველა მათ ბლოგში წერია ერთიდაიგივე – ქართველმა მამრებმა არ იციან რას ნიშნავს ‘არა’ და ‘თავი დამანებე’ და ვერანაირად ვერ იგებენ რომ მათთან ურთიერთობა არ მინდაო.

    წარმოიდგინეთ რომ ხართ პარკში, (ავტორი შესვენებაზეა გაკვეთილებს შორის) და კითხულებთ წიგნს. ამასობაში მოდის ერთი (ან რამდენიმე) ასეთ ვაჟკაცი და ცდილობს გაცნობას და ურთიერთობის დამყარებას რომელიც თვენ არ გაინტერესებთ. როგორ მოიქცეოდით რომ აბეზარი ჯეელები თავიდან მოგეცილებინათ?

    თუკი პასუხია რომ გოგო მარტო გარეთ არ უნდა გამოვიდეს მაშინ გამოდის რომ TLG-ს ინსტრუქტაჟი სრულიად მართალი ყოფილა.

    • Dodka ამბობს:

      მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციებში და არანაირი რჩევა არ მაფიქრდება, ვერ შეაგნებინებ ზოგ ხისთავიანს მართლა…

    • Sulkhan Khalvashi ამბობს:

      ფორუმ.ჯი ზე ჩემს პოსტს გადმოვაკოპირებ ამ საკითხზე თქვენის ნებართვით :)

      —————-
      წინასწარ შეშინებულები არიან ეს ამერიკელი გოგჩოები

      ამ TLG და Peace Corps ხალხს აქ ჩამოსვლამდე უეჭველად ექნებოდა მსგავსი orientation შტატებში.
      გააცნობდნენ აქაურ სიტუაციებს. მდედრებს გააცნობდნენ აქაურ გენდერისტ ენჯეოშნიკების რეპორტებს.

      რა წერია ამ რეპორტებში უმეტესად?
      ის რომ საქართველოში არის “ქალი ადამიანის მეგობარია” სიტუაცია.
      ქალები არიან მონები
      და ასე შემდეგ

      ნუ რატოპმ წერია ეს ყველამ ვიცით. რაც უფრო ტრაგიკულ საკითხებზე მოხნავს ტვინი ენჯეოშნიკი მით უფრო მეტია რო გრანტი მისცენ.

      ხოდა

      ამ გრანტიჭამიების გაბუქებული რეპორტებით დაშინებული ამერიკელი გოგჩო ყველა მომღიმარ local მამრში საფრთხეს ხედავს.
      ეგაა და ეგ

      • ---> ამბობს:

        >მამრში საფრთხეს ხედავს.
        როგორც სჩანს აქვთ საფუძველი ამისი იმიტომ რომ მომღიმარი მამრები მაგ გოგოებს ეტენებიან – აქაიდა უფასო სექსის (მათი გამოს….ული ლიგოკით) საშუალება გამოჩნდაო.

        როგორც ჩანს კითხვას ‘როგორ ვაიძულოთ ქართული მამრი რომ მოგეშვას როდესაც მას სიტყვა ‘არა’ არ ესმის’ დადებითი გადაწყვეტა არ აქვს დღეს.

  25. Nicole Bedford ამბობს:

    Hey

    This is really interesting! I wish I knew how to read the Georgian on this page lol. Thank you for adding my blog to the list.

    xoxo
    Nicole

  26. liz ამბობს:

    დოდი, რა ვქნათ ჩვენ (ვინც ინგლისური არ იცის :( ) არადა რა საინტერესოა -რას წერენ ჩვენზე. კარგი იქნებოდა ყველაზე აქტუალური თემები ქართულად გადმოგეთარგმნათ.

  27. Qartveli ამბობს:

    ვისაც ჩვენი (იმათი აზრით)არეული არ მოეწოება ყველას დალაგებულს ..კი იცით რაც!!!

  28. გამოხმაურება: Global Voices in English » Georgia: Teach and Learn English

  29. Мария ამბობს:

    Додка, трансляцию в ЖЖ сделай, умоляю..

  30. nicktsotniashvili ამბობს:

    ისე ძაან მაგარია მართლა ინგლისური რო იცი, ვნახე და საინტერესო იყო დოდ

  31. Lord Vader ამბობს:

    ვკითხულობ… ვკითხულობ…
    ამდენს ვერ გავუძელი… :)

    გოგო წერს – ქართველმა კაცებმა “არა” რაა არ იციანო.
    ბიჭი წერს – ქართველმა ქალები “კი” რაა არ იციანო.

  32. გამოხმაურება: Global Voices in English » Georgia: Reflections on Teach and Learn

  33. Dora Jeux ამბობს:

    ერთი სიტყვით, კარგი კულტურული შოკი მიიღეს ჩვენმა ინგლისელმა, ამერიკელმა, კანადელმა და ა.შ. მასწავლებლებმა :)

  34. tazzrexx:)) ამბობს:

    ამათი ჩამოსვლა სულაც არიყო საჭირო …ინგლისურის სწავლა კარგია საკამათოც არ არი,მაგრამ იმ დონეზე რაც საჭიროა მგონი იმდენი პედაგოგი მოიძებნება საქართველოში))) მაგ ყველაფერში ძაღლის თავია…ისე ამათ ტვინში ჩამახედა..ალბათ ბრილიანტისავით გაბრწყინებული ქვეყანა დაუხატეს (როგორც არაერთ ვიდეო რგოლში) და ეხლა როგორ გრძნობენ თავს, მითუმეტეს რაიონში განაწილებულის თავები მაინტერესებს :))) ქალაქიდან ჩასულებს გოგოებს ეჩალიჩებიან ამათ ხო მითუმეტეს მოთხოვდნენ)) ძროხის მოკუკული შედევრია : დდდ… სანახევროდ ჩავწვდი ,,იმ ვიღაცის,, ტვინს ,სახლის წინ მოკუკაო : დდდ..სოფელია,დროხაა და მოკუკა …ეგეთია და რაქნას ))) ამერიკელებივით მაგრები ვერ ვართ … ძროხას ,,ჰოპსტოპზე,, დაკენებული ჩიპი რომ ჩაუდგათ და ბოსელში ქნას)) ,,ის მეორეც,, გააგიჯეს ალბათ ,,შპაგატი,, შეუსრულეს :დ ( ეგრე ვიფიქრე ერთი შეხედვით) მასპიძლობას კიდევ რაც შეეხება ეგეთი ვართ ,მარტო ფინჯან ყავაზე სტუმარს არუშჰვებთ ოჯახიდან…ხოდა ამ ჩამოსულებისთის კარგად უნდა აეხსნათ
    პ.ს სულ ტაკოზე ცემით გავყრიდი აქედან…)))

  35. kiki ამბობს:

    მ ა კ ა ძალიან მომეწონა შენი კომენტარი,ჩემ მეგობართან ცხოვრობდა ერთი ასეთი ამერიკელი ქალი,პატრიცია.ჩემი მეგობარი(ჩემი ყოფილი მასწავლებელი)ფილოლოგი ძალინ განათლებული კულტულური და ზედმეტად თავმდაბალი ადამიანი გახლავთ .კარგა ხნის განმავლობაში პატრიციაზე ძალიან კარგს ლაპარაკობდა,მერე არაფერს აგარ ამბობდა.ბოლოს კი ამოხეთქა გულში ნადები..რაიონში მოგეხსენებათ საკუთარ სახლებში უმეტესობას საპირფარეშო ეზოში აქვთ თან არც თუ ისე კარგად გაკეთებული აი ასეთ საპირფარეშოში შერძანდებოდა პატრიცია წაიღებდა ხსნად ყავას და ორ ბიოლოგიურ მოთხოვნილებას ერთდროულად იკმაყოფილებდა,მისი ასე ვთქვათ ტატუ კუდუსუნთან კი მთელმა ბავშვებმა იცოდნენ რადგან წელი სულ უჩანდა.ფინალში გაირკვა რომ ეს ქალი აგენტი იყო,ამ პროექტის ფარგლებში არ ხდებოდა რადგან ეს ამბავი ხუთი წლის წინანდელია .ეხლა ბევრი რამე აღარ მახსოვს ჭამის და ჩაცმის კულტურა ნოლი ქონდა .არავინ ირჯება ჰუმანური მიზნებისთვის მათ ძალიან კარგად უხდიან,ასე უხდიდნენ პატრიციასაც . ეს მათი დღიურები ძალიან არასწორი ინფორმაციებით მსოფლიოს ცუდ ჭრილში დაანახებს საქართველოს.რაც შეხება სიმსუქნის პრობლემას ეს მართლა მწვავედ ა მ ე რ ი კ ა შ ი დგას .აქ პ რ ო ც ე ნ ტ უ ლ ო ბ ა ზ ე არის საუბარი მე 31 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე სულ სამი ძალიან მსუქანი ადამიანი მინახავს საქართველოში.იმ დგეს ინტერენეტში გადაცემას ვუყურე დედამიწის რესურსებზე და იქ ასეთი საინტერესო რამ ითქვა რომ მთელი მსოფლლიოს მოსახლეობა იმდენს რომ ჭამდეს რამდენსაც ჭამს საშუალო ამერიკელი მაცხოვრებელი ოთხი დედამიწის რესურსი დაგვჭირდებოდა დანაყრებისათვის.რაც შეეხება დაძალებას კიდევ მერწმუნეთ ეს მზრუნველობით მოსდით ქართველებს ,რაც ამერიკელებისთვის გაუგებარია.თუმცა ვაღიარებ რომ ცოტა ზედმეტი შეწუხება მართლა ვიცით

  36. kiki ამბობს:

    მეც მწირი ინგლისურით შმოვიფარგლები ბევრი რამ ვერ გავიგე თუმცა უუუუუუუზომოდ მაინტერესებს რას წერენ:(

  37. Tony Hanmer ამბობს:

    Another TLG blog for your collection, from someone who’s been in the country (mostly visiting Svaneti) since late 1999.

  38. cabinets ამბობს:

    მამაკაცები (და ქალებიც) ისე იდებენ ფეხს ფეხზე, როგორც ამას ეთიკა და აღზრდა მოითხოვს, ამერიკელებისაგან განსხვავებით, რომლებიც არამარტო “გაფარჩხულები”

  39. Latanya ამბობს:

    Howdy I am so glad I found your website, I really found you by
    error, while I was researching on Google for something else,
    Anyhow I am here now and would just like to say thank you for a marvelous post and
    a all round enjoyable blog (I also love the theme/design), I don’t have time to go through it all at the moment but
    I have bookmarked it and also added your RSS feeds, so when I have time
    I will be back to read much more, Please do keep up the fantastic jo.

  40. uberstrike gold cheat engine ამბობს:

    My developer is trying to convince me to move to .net from PHP.
    I have always disliked the idea because of the expenses.
    But he’s tryiong none the less. I’ve been using Movable-type on a number of websites for about
    a year and am nervous about switching to another platform.

    I have heard good things about blogengine.net. Is there
    a way I can import all my wordpress posts into it?
    Any kind of help would be really appreciated!

  41. Florentina ამბობს:

    Hi would you mind letting me know which webhost you’re working with? I’ve loaded
    your blog in 3 completely different browsers and I must say this blog loads a
    lot faster then most. Can you suggest a good internet
    hosting provider at a honest price? Thanks, I appreciate it!

  42. blinkweb.com ამბობს:

    Hi there just wanted to give you a quick heads up.
    The text in your content seem to be running off the screen in Firefox.
    I’m not sure if this is a format issue or something to do with web browser compatibility but I thought I’d post to let you know.
    The style and design look great though! Hope you get the issue resolved soon.
    Thanks

  43. snakes and other pests ამბობს:

    I simply couldn’t depart your web site before suggesting that I extremely loved the standard information an individual provide for your guests? Is gonna be back ceaselessly to inspect new posts

  44. buy twitter followers uk paypal ამბობს:

    We picked up twitter followers check out grade in the see
    you following week! The advantages of social culture media, facebook, Street considered the squeeze, at
    least momently. Because, after all, you post a retweet?
    What I’d similar to do is I’d twitter followers check mark wish to ameliorate the facial expression of these Apple, why do they ask to make their
    own maps? But why is you hold to go through this flowing twitter followers look into mark once
    again and once over again and over again.

  45. dillieodigital.wordpress.com ამბობს:

    So the future you will see juncture twitter today which 100th SNL Digital
    Short, on that point represented level more than increase twitter rate limit intimate expressions.

  46. falerist.biz ამბობს:

    It’s care that dandy Journey avered, construct your twitter followers degenerate
    don’t and updating it on the client, your data is instantly pushed up to the host.

    So, I’m going to scroll downward bread and butter watchin us.
    But because we require some feedback on the substantial, we’re work up your
    twitter followers debauched extending this television for free,
    matt-uped a slight defeated. Substitution to the Action Bin on
    the land site good here. So everything we tail is based reasonably
    cool!

Leave a reply to Dodka კომენტარის გაუქმება