მცირე საგრანტო კონკურსი

Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს.

შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში წაადგებოდა, ამიტომ ვაშეარებ ჩემს ბლოგზეც.

ტექსტი მედია.გე-დან:

“ტრანზიშნს ონლაინი” აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის.

სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში “ტრანზიშნს ონლაინი” გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში.

პროექტის განაცხადის საფუძველზე კონკურსის ორგანიზატორები დააფინანსებენ ხუთ პროექტს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი), და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია. ხუთი პროექტიდან ორი რეგიონებში მომუშავეებისათვის არის განკუთვნილი. “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს.

გრანტის თანხა არის მცირე და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე.

განაცხადი უნდა გაუგზავნოთ პროექტის მენეჯერს საქართველოში, ელზა ქეცბაიას ელექტრონულ ფოსტაზე: ketsbaiae@gmail.com, ტელ: +995 77 57 57 25.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა-15 სექტემბერი, 2010 წელი.

ფრაზა “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს” ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ხელფასი რომ დაუნიშნოთ, არ გამოვა. ხარჯებში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ტექნიკა, რაც დაგჭირდებათ პროექტისთვის – ფოტოაპარატი, ფლიპკამი, მიკროფონი, ასევე – ჰოსტინგისა და დომენის გადასახადი.

დასაშვები ბიუჯეტის მაქსიმუმი ზღვარი, როგორც ვიცი, განსაზღვრული არ არის, პროექტს გააჩნია. მაგრამ მინიგრანტია, 10 000 მწვანეს არ მოგცემენ. : )

მოიფიქრეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ბლოგინგთან, მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი არსებული პროექტების გაუმჯობესება (მაგალითად, Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება). და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to მცირე საგრანტო კონკურსი

  1. Landish says:

    და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე.

    ოო, ეგ ქართველების დიდი პრობლემაა : ))
    ახლა იფიქრებენ, წავალ დასასვენებლად, ჩამოვალ და მერე მივხედავ ამ საქმეს, მერე კი რეალურად ამისთვის აღარ ეცლებათ : ))

  2. Toto says:

    სოციალურ მედიას კიდე მხარდაჭერა ჭირდება? სინათლის სიჩქარით ვითარდება არავის ხელჩარევის გარეშე… :)

    და სოციალურ ნიუზმაიქინგს ვაბშე ჩახრშობა ჭირდება და არა განვითარება.

    http://totocaster.com/thoughts-on-news-making-in-social-media/

    ეს ისე, just ჩემი აზრი.

    P.S. სულ რამოდენიმე წლის წინ კინაღამ სოცუალური სიუზმეიქინგ პროექტი ჩავუშვი, მაშინ უფრო ვიზრო აზროვნება მქონდა როგორც ჩანს.

    • Dodka says:

      ნუ შანსი არაა არ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ყველაფერი (*&*&ეობაა :D

      • Toto says:

        ნუ ხარ რადიკალი, და პირად აზრში რადიკალურ ლოზუნგებს ნუ კითხულობ :P :D

        არაფერ კავშირში არ იყო ჩემი კომენტარი ამ კონკრეტულ მინი-გრანთთან, პროსტა ჩასაფიქრებმად დავწერე (ან სიდუსკუსიოთ) ;)

  3. ბას says:

    აუ მე მაქვს ერთი კაი იდეა და უნდა შევაგდო… ისედაც ვაპირებდი გაკეთებას და ბარემ ცოტა მიმაფინანსონ :)))

    • Dodka says:

      არაა ფორმა არაფერი, უბრალოდ დაწერე კარგად, პროექტის ფორმის ნახვა თუ გინდა მაინც და მაინც, სოროსის ფონდის საიტზე დაგდებული დემოთი იხელმძღვანელე.

  4. ბას says:

    რამე ფორმა არის განაცხადის? თუ პროსტა ის ხუთი პუნქტი უნდა იყოს გაწერილი და პოხუი? :)

  5. Gege says:

    მაქსიმალური თანხა რამდენი, რაც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს???

    • Dodka says:

      მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, პროექტის სირთულეს და მნიშვნელოვნებას გააჩნია :)

  6. დოდკა, გაიხარე!!! ეს კონკურსი ნამდვილად დაგვეხმარება :))) მადლობა :))

  7. Temo Baratashvili says:

    “Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება”
    დოდკა, დიდი მადლობა მორალური მხარდაჭერისთვის და გრანტის შესახებ სტატიისთვის. ზუსტად ამას ვეძებდით! :)

  8. PRSchool says:

    5000 დოლარს მოგვცემენ?

    • Dodka says:

      პროექტის სირთულეს გააჩნია. არ მგონია, მარა რავიცი, ცდა ღირს.

  9. Katieé.Ge says:

    ინდივიდუალური პროექტი შეიძლება? თუ საინიციატივო ჯგუფია საჭირო და დაახლოებით მაინც რამდენია ბიუჯეტის ლიმიტი?

    • Dodka says:

      კი, ეკა, ინდივიდუალური პროექტები მოსულა. ძირითადად ინდივიდუალურზე იყო შარშან ორიენტირებული მაგალითად.

  10. maia says:

    proecti “Event–Lenta” martla momecona, magram es satauri Englisur-Rusul enebze gasaocaria da absoliturad ar jgers sasiamovnod :((

  11. awdwdawd says:

    რა მაინტერესებს გვერდები რა პრინციპით ითვლება? Word ფაილი უნდა გავგზავნო?

  12. ბას says:

    “პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია

    ბიოგრაფია ვისი? შემტანის? :)

  13. varlami says:

    proeqtis damtkicebis ra safexurebia? anu rom gavagzavnit proeqts ra vicit rom ganixilaven?
    proeqtis wardgenis sashualeba ar gveqneba?

  14. BigCrow says:

    შარშანდელი არც ვიცოდი ) მამენტ არც წლევანდელი…
    რანაირად აცხადებენ ხოლმე? )) ყურში გეუბნებიან?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s