ქუჩაში რომ შეგხვდეთ

ახალი ბლოგოვირუსი

ჩემს იმედზე არ იყოთ – ვერავის ვცნობ. იმიტომ არა, რომ “სახეებს ვერ ვიმახსოვრებ” (ეს უნდა წაიკითხოთ იმ ტონით, როგორც ამბობს ყველა მეორე ადამიანი, თითქოს დანანებით, სინამდვილეში ოდნავ ქედმაღლურად). უბრალოდ, თვალს მაკლია, თან ბლომად და ყველაფერი ოდნავ იბლარება ირგვლივ, მათ შორის, ადამიანების სახეებიც.

იმის გამო, რომ ვიცი – თვალს მაკლია და მაინც ვერ დავინახავ, აღარც ვატან ძალას და ძალიან უყურადღებოდ დავბოდიალობ.თუ ფული მაქვს – ტაქსით, თუ არა და ფეხით ან მეტროთი. ვცდილობ, მარშუტკები ავირიდო, მითუმეტეს, თუ შორს მივდივარ და დიდხანს მომიწევს სიარული.

სად?

გააჩნია, რა პროექტზე ვმუშაობ. თითქმის ყველგან შეიძლება ჩემი ნახვა, გორშიც კი (ამასწინათ სახლიდან ნახევარი საათით გასული იქ აღმოვჩნდი). ძირითადად მაინც საბურთალოს ვეტრფი, აქ ვცხოვრობ, მეგობრებიც ირგვლივ არიან და ვილის სასეირნო ბაღებიც.

ამოჩემებული კაფეები, პრინციპში, არ მაქვს, თუმცა ყაზბეგზე ახალი ეისიდი ძალიან შემიყვარდა და თუ კაფეში ვხვდები ვინმეს, მანდ ვნიშნავ შეხვედრას. ჩემს სახლთან ახლოსაა, დიდი სივრცეა და არ არის ჩაგუდული გარემო, ნორმალური ინტერნეტი აქვთ და ერთი ოფიციანტი გოგო ისე იღიმის, ჯოჯოხეთის კარამდე გავყვები. სამწუხაროდ, უფრო შიგნით ვეღარ შევყვები, რადგან ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯერა.

როგორ?

რასაც გადავხედე, ყველას უწერია, იმით მიცნობთ, რომ მუსიკას ვუსმენ სულო. და რადგან ირგვლივ ამდენი მუსიკისმსმენელია, მით უფრო იოლად მიცნობთ მე – მუსიკას თითქმის საერთოდ არ ვუსმენ, მითუმეტეს ქუჩაში.

როდესაც რაღაცას მეკითხებიან, დეტალურად ვუხსნი, თუ დახმარება სჭირდებათ – ვეხმარები. არა იმიტომ, რომ კეთილი ვარ – უბრალოდ, მე ბევრჯერ მეხმარებიან ხოლმე ქუჩაში და მინდა, რომ რაღაც დავაბრუნოსავით.

მანქანებს, რომლებიც წითელზე არ ჩერდებიან და მე ამ დროს ქუჩაზე გადავდივარ, შუა თითს ვუჩვენებ. ბავშვიან ქალებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე არიან ან შუქნიშანთან 2 წუთი არ ელოდებიან და ისე გადააჭრიან ხოლმე გზაზე, ერთი-ორ ტკბილ სიტყვას ვეუბნები, მაგრამ, როგორც წესი, მაიგნორებენ ხოლმე, ვითომ ვერ გაიგეს (ბავშვიანს იმიტომ, რომ საკუთარი თავი თუ არ ენანებათ, შეუვარდნენ ბორბლებქვეშ რომელ მანქანასაც უნდათ და ბავშვებს რას ერჩიან ხოლმე, არ მესმის).

მიყვარს ქუჩაში ჭამა, ყავის სმა, კედლებსა და ხეებზე გაკრული განცხადებების კითხვა. ხანდახან ხმამაღლა ლაპარაკიც, უფრო სწორად, ეს არ მიყვარს, უბრალოდ დამჩემდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე შეცდომით შევუხვიე,”უიმე, შემეშალა, რა მჭირს ამ ბოლო დროს”-ს ვამბობ.

მე მომწონს

ხშირად დავდივარ ლეპტოპით, რომელიც დევს ლამაზ ჩანთაში. ამ ჩანთას კიბორგა “გეისმასტერულს” ეძახის და თუ დაღლილი ვარ, არაფრით მეხმარება წამოღებაში: “თუ გინდა, რომ კაცი გეხმარებოდეს ლეპტოპის თრევაში, გეისმასტერული ჩანთა არ უნდა იყიდო!” (c) კიბორგა, The მამა of William.

Advertisements
This entry was posted in MeMe. Bookmark the permalink.

20 Responses to ქუჩაში რომ შეგხვდეთ

  1. Natalia ამბობს:

    ვაიმე, ვაიმე, ზუსტად დღეს ვფიქრობდი, დოდკა რომ დათაგონ ამ პოსტზე-მეთქი. რატომღაც მგონია, რომ ყველაზე ნაკლებად შენ უნდა დაგეწერა ამაზე პოსტი, ვინაიდან ყველა გცნობს. at least, ბლოგერები მაინც :D

    პ.ს პავლოვის ეისიდის გოგოს ისეთი აღფრთოვანებული შევყურებ ხოლმე, იმედია რამეს არ იფიქრებს ჩემზე :D

  2. Cyborg ამბობს:

    კაცო კაი ჩანთაა, პროსტო გეისმასტერული :დ

  3. litterator ამბობს:

    მე გიცნობ და სხვა არ ვიცი :დ ჩანთა კარგია, ისეთი განსხვავებული რა . . .

  4. Marr ამბობს:

    ეჰ სამწუხაროდ მგონი ყველა ბლოგერს თვალების პრობლება გვაქვს :(

  5. მარი ამბობს:

    როგორ მეცნობა ამ პოსტის სათაური :))))

  6. fsiQe ამბობს:

    ვერც მე ვიტან წითელზე რომ გადადიან და მიწისქვეშებს აიგნორებენ. მძღოლები მეცოდებიან ამ დროს ყველაზე მეტად :|
    პ.ს. როგორ მომწონს მე ეგ გეისმასტერული ჩანთა :დ

  7. Katieé.Ge ამბობს:

    ზუსტად მასეთი წარმომედგინე lol
    თუ შემხვდი, გიცნობ :D

    p.s. ეგ ეისიდი კარგია, მაგრამ ნაწილს ცუდი სკამები აქვს, ხის კიდე მერჭობოდა, და ფასებიც საკმაოდ ძვირი მომეჩვენა.
    შორს წასვლა თუ არ გინდა, საბურთალოზე Four SeasonS კარგია, ოღონდ ეისიდთან შედარებით უფრო ხმაურიანია. და ნუ ლიტკაფე თავისთავად :)

    • Agasfer ამბობს:

      ვერ ვიტან ხმაურიან ადგილებს, ჩემზე რომ დავწერე, დამავიწყდა მეთქვა, რომ ვერსად მნახავთ იქ, სადაც მუსიკა უკრავს ან ხმამაღლა საუბარში არიან შემჩნეულები :D

  8. kakato ამბობს:

    mzes cnoba rad unda, isedac yvela icnobs :D

    p.s gorshi raga gindoda ki magram? :D

  9. Kate ამბობს:

    ჰაჰააააა…
    ეგ ჩანთა ლაივში მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს.

    ხოდა შენ მართლა ვინ არ გიცნობს… :D :D :D

  10. fiqro ამბობს:

    ახლა ვპოსტავდი უსინათლოებზე და ჩემს აჩკარიკ წარსულში გადავუხვიე ლინზები რომ არა ვერავის ვერ ვცნობ ახლაც

  11. Lord Vader ამბობს:

    მაშინ სუნით იგრძნობ.

  12. გამოხმაურება: ქუჩაში რომ არ შეგხვდეთ.. « Anina's Blog

  13. NaNaKo ამბობს:

    შევეცდები გიცნო! :D :D :D

  14. ninuca ამბობს:

    რა ნაცნობი სიტუაციაა,თითქმის ვერავის ვხედავ შორიდან :(( :D 30% რომ გექნება ადამიანს მხედველობა,კიდევ კარგად ვხედავ :D

  15. Zurriuss ამბობს:

    მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს მეტ-ნაკლებად ვიცოდი, ძაალიან გამისწორდა, ჩემი წამოწყება შენამდეც რომ მოვიდა:)))
    შენი სიარულის მანერაზე ვკაიფობ კიდე მაგრად.
    შენი ხასიათი მიყვარს ძლიერ.
    და შენ ხო მიყვარხარ ;)

  16. BigCrow ამბობს:

    ეს რამე memeა, თუ მეჩვენება?

  17. ლოთლორიენი ამბობს:

    მშვენიერი ჩანთაა, მე მომწონს :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s