“ნიჭიერი” მე

ნიჭიერის შესახებ ბევრი რამის მოყოლა მინდოდა ხოლმე ბლოგზე და ვერ ვყვებოდი.

კარგი რომ დამეწერა, იფიქრებდით, რომ გულწრფელი არ ვარ, რადგან იქ ვმუშაობდი, ცუდი რომ დამეწერა… ნუ, სამსახურზე, რომლიდანაც საკუთარი ნებით წამოსვლას არ აპირებ, ცუდი არ უნდა დაწერო.

გუშინ “ნიჭიერის” ფინალი იყო, კონტრაქტი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეწყდა, ასე რომ ახლა თამამად შემიძლია დავწერო პოსტი პროექტის შესახებ, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მომცა და რომელსაც, მე მგონი, მეც მივეცი რაღაც ჩემი, არც ისე პატარა ნაწილი.

დასაწყისი

სულ პირველად რუსთავი2-ში რომ დაგვიბარეს, ისე მივედი, საკმაოდ უემოციოდ, მორიგი რაღაც-გვინდა-ვქნათ-და-არ-ვიცით მეგონა, რომლითაც უკვე საკმაოდ მქონდა გამოჭედილი ყურები. იმ პერიოდში პარალელურად სულ მიდიოდა მსგავსი სახის შეხვედრები, მათ შორის, ორი სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებთანაც. არ ვიცი, როგორ დაემთხვა ასე, რომ ყველა ერთი და იგივე პერიოდში დამიკავშირდა. თუმცა ამ შეხვედრებიდან ერთადერთი, ვინც იცოდა, რა უნდოდა და რაში შეიძლებოდა ჩვენი გამოყენება, იყო ის ტიპი, ვინც რუსთავი2-ში დაგვხვდა, რომლის სახელი და გვარი ვერც კი დავიმახსოვრე მაშინ.

დაახლოებით 2 თვის შემდეგ “ის ტიპი” (რომელსაც გიორგი ხაბურზანია ჰქვია და “ნიჭიერის” აღმასრულებელი პროდიუსერია) ჩემი უფროსი გახდა, მე – “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგი ჩამბარდა და მივიღე  კასტინგებზე დასწრებისა და ყველგან ცხვირის შეყოფის უფლება. ჰო, აპრილში წამომეწია პროდიუსერთა საერთაშორისო გილდიის მიერ მიღებული ‘ტიტული’ – ტრანსმედია პროდიუსერი, რომელიც მაშინვე ამაყად ჩავწერე სივისმაგვარ გვერდზე.

შენ მანდ რას აკეთებ?

ყველგან online

ჩემს მოვალეობებში შედიოდა ყველაფერი, რაც ინტერნეტს ეხება – პროექტის დაწყებამდე ცნობადობის გაზრდა (რასაც pre-buzz დავარქვი), ბლოგის მართვა, ბლოგისთვის კონტენტის შექმნა, სხვების (ამ შემთხვევაში – 3 ბლოგერის) პოსტების რედაქტირება, ვიდეოების დადება, ფეისბუქის ფეიჯი, მეილები და ა.შ. გარდა ამ ყველაფრისა, თავიდანვე მაქსიმალურად ვეცადე, გავრკვეულიყავი – თუ როგორ კეთდება შოუ, გადაღებები, მონტაჟი, თითოეული გადაცემის სცენარი. ყველაფერს ვაკვირდებოდი, მართლა ყველგან შევყავი ცხვირი, სადაც შემეტია – ეს რაღაც წიკი მაქვს ასეთი, მინდა, ყველაფერი ვიცოდე იმის შესახებ, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი, რომლებიც მე შეიძლება არანაირად მეხება.

გუნდი

ნახევარფინალის რეპეტიციაზე

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა… არა, გამართლების არ მჯერა, მაგრამ მაინც, იყოს ასე – ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან “ნიჭიერის” სულისჩამდგმელ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ყაზარმიდან დაწყებული (გახსოვთ ეგ შოუ ისე? :), ბარით, ჯეოსტარით და ვარსკვლავების აკადემიით გაგრძელებული, ყველაფერი ამ გუნდის შექმნილია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებ ტელევიზიასთან რაიმე შეხება გქონდეს.

“ნიჭიერი” საქართველოში პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელმაც არ დაიკიდა ინტერნეტი და სოციალურ მედიაშიც გაუკეთდა მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა პროექტის რეიტინგზეც (რა ცუდია, რომ მართლა ვერავინ გაზომავს, იმ რეკორდული რეიტინგებიდან, რაც ნიჭიერმა მიიღო, რამხელა წვლილი აქვს სოციალურ მედიაში ჩართულობას). და მე სიამაყისგან ლამის ვსკდები, რომ საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას – დიახ, პირველად ეს მე გავაკეთე…


მე და ნიჭიერი

ორი ილუზიონისტი, ერთი ვილი, ერთი მე

ერთხელ ფეისბუქზე დავწერე, ნიჭიერის ფანი ვარ, მართლა მაგრად მომწონს და ნეტა აქ რომ არ ვმუშაობდე, მაინც თუ მომეწონებოდა და აქტიურად თუ ჩავერთვებოდი-მეთქი. ეს შეკითხვა ისევ ძალაშია. მე ის ტიპი ვარ, აი გამაღიზიანებლად რომ იბზუებენ ცხვირს და ამბობენ, ჰა? შუა ქალაქი? არ ვიცი, მაგას არ ვუყურებ. საერთოდ სახლში ტელევიზორი არ მაქვს.

არადა მართლა არ მქონდა და მართლა არ ვუყურებ. ამიტომ საინტერესოა და ვერასდროს გავიგებ – ნიჭიერში რომ არ ვყოფილიყავი თავით ფეხამდე შერჭობილი, რას ვიტყოდი მის შესახებ, როგორც რიგითი, არა, რიგითი კი არა – ცხვირაბზუებული მაყურებელი.

რა მივიღე

  • უდიდესი გამოცდილება, რომელიც პრინციპში მთლად უმტკივნეულოდ არ მოსულა – ბევრი შეცდომები იყო, ჩავარდნებიც, სრულიად შემთხვევით წარმატებულად გარტყმული იდეებიც.
  • ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
  • კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუნდური მუშაობა და საქმის გადანაწილება ძალიან მიჭირს, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა მანამ, სანამ საქმე კარგად კეთდება, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.
  • დიდი, მსუქანი, ძალიან ნოყიერი პუნქტი სივიში.
  • ცოტაოდენი ფული.
  • აღარავისთან მიწევს მტკიცება, თუ რა მნიშვნელოვანია სოციალური მედია.

ფინალის შესახებ

ბლოგის პოსტების მზადებისას

რადგან ბევრი მეკითხება, ბარემ აქაც დავწერ. ფინალი… და პროექტის გამარჯვებული – ლევან შავაძე. ბოლო დღის მანძილზე ათობით ადამიანმა მკითხა: – გაგიტყდა?

პასუხი: -კი, მერე შევეგუე და მხოლოდ ინფორმაციად შევუშვი თავში. შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, სინამდვილეში მისი გამარჯვება არ გამიტყდა, სხვა რამ იყო გულდასაწყვეტი:

1. ის, რომ ნაცარაშვილი, ხანჩალიანი და რობაქიძე, ეს სამი ფენომენალური ადამიანი სამეულშიც კი ვერ მოხვდა.

2. ის, რომ ამდენი ვიწვალეთ, ასე დავიხარჯეთ, ასეთი შოუ დაიდო ქართულ ტელესივრცეში, ამდენი განსხვავებული ნომერი… და ხალხმა ისევ ის აირჩია, რასაც წლებია ირჩევს. არ ვიცი, როგორ გადმოვცე – იმედგაცრუებაც არაა შესაფერისი სიტყვა. აი, კვერცხს რომ შეწვავ და სტუმრებს გაუმასპინძლდები, მეორე დღეს კი რომ იწვალებ, ხინკალს, ნიგვზიან ბადრიჯანს, სოკოს კეცზე, პიცას, სპაგეტის, ჩინურ ბრინჯს და სუშის რომ დადებ სუფრაზე და სტუმრებს იგივე რეაქცია რომ აქვთ, რაც შემწვარი კვერცხის დროს ჰქონდათ…

და მე ♥ ნიჭიერი. მომენატრება…

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

34 Responses to “ნიჭიერი” მე

  1. gabo says:

    ხალხის რჩეულია და რას ვიზავთ . როგორც ჩანს ერი კიდევ ამ სტადიაზეა. მთავარია ეს ადამიანები აღმოაჩინა ამ პროექტმა და ასეთი საინტერესო შოუ შემოგვთავაზა რუსთავი 2 მა .

  2. mari says:

    dodi, kargad rom cerdi kai xania vicodi, magram igive kai xnis mere unda gitxra rom bevrad gazrdilxar :)

    Zalian momecona sheni nichieruli ‘tavgadasavali’! es erti da sxva mravali.
    rac sheexeba proeqts, ar var cxvirabzuebuli makurebeli, upro vitkodi, rom, tvalebgapartoebuli makurebeli var, interesit da guliskurit ukureb da velodebi xolme qartul telesivrceshi saintereso gadacemebs da roca shoreuli qveknashi ukve mravaljernanax proeqts movkari tvali didi entuziazmit davgegme zustad im dros “lunch time”. rac mtavaria, agmovachine, rom orshbat dges, romelsac chiris dgesavit ver vitandi sixarulit vxvdebodi “dges xom nichieria”gavipiqrebdi da drois chqara gakvanas vcdilobdi gadacemis dackebamde. tavidanve siamovneba mivige, roca amdeni qartveli davinaxe, romlebic miuxedavad imisa, ikvnen tu ara nichierebi mainc gamodiodnen scenaze da darcmunebulebi cdilobdnen chvens darcmunebas taviant talantshi…..mokled bevri vixalize ‘odishenebze”, magram roca emociam gadamiara, da gadacemac daseriozulda, tandatan agmovachine dargvevebi( chmei azrit), romlebmac odnavi protestis grznoba gamigviza da ramac “maizula” es posti damecera….(raga dagimalo da rustavi2 forumze mgonia tavi am cutas :) )
    mainc minda kargit davicko, vinaidan cudic bevric ar maqvs satqmeli…
    ar shemizlia ar agvnishno vano da tika, mimachnia, rom gadasarevad gaartves tavi taviant axal ampluas da kidve ertxel cxarmoachines tavianti talanti.
    shemizlia vtqva, rom bevri veZebe raime gasakritikebeli da ver mouzebne vercerts. zalian uxdebian ertmanets da saocrad eckobian kidec…imedi maqvs shemdegshic gagvixaliseben cxovrebas da uars ar itkvian am rtul rolze.

    miuxedavad imisa, rom jiuric carmomadgenlebze bevri kritikaa da gansakutrebit maia asatianze, me satitaod da calkcalke momcons isini da mimachnia rom maia zustad aris is jiuris cevri, romelic adamianebs gaudvilebs scenaze gamoisvlas, mitumetes tu vixelmzgvanelebt – “noone is perfect”. :)

    exla ki kitxva pirveli, ratom aris mxolod jeoselis abonentebze gatvlili, es gadacema tu kia saxalxo, mimachnia, rom sxva kompaniac unda ikos chartuli da tu amerikis proeqtis mixedvit vimsjelebt, kvela moqalaqes unda sheezlos monacileobis migeba, anu saxlic nomridanac unda xdebodes xmis micema.
    cota ucnauriad ar gechvenebat? reklama jeosels ar aklia da tu ki sponsorobs mesmis, magram patenti aqvs agebuli?
    meore,

    natqvamia shecdomebze vscavblobto…bolo gadacemaze ver vitkvi da cina gadacemebshi obieqtivi xan iset gadamckvet momentshi scildeboda monaciles da gadadioda darbazshi an jiuris cevrebze, rom gavbrazdi kidec ramodenimejer.
    kvelaze usiamovno momenti da grznoba rac gamichnda es iko finaluri gadacema, jer erti gvanaxes is rac naxevarfinalshi ukve gvqonda nanaxi, faqtiurad new style gamovida axali nomrit, xolo cackenad ar getkvi, magram shenma moconebulma iluzionistma bevri veraperi shemogvtavaze garda internetshi moziebuli nomrebisa, tumca mas aqvs is sharmi ritic finalamde mivida….da sabolood ratom damtavrda ase naqeb nadidebi show ace ugimgamod? nutu operatorebic imdenad shokshi chavardnen shavazis gasvlit, rom protesti gamoxates?

    rac sheexeba xalxis rcheuls, ar mikvirs rom gulgatexili xar, axalgazrdebs ar moscont liriuli simgerebi, me zalian gamixarda mis gasvla tumca moulodneli iko,
    clevandel musikalur dajildoebaze amerikashi pirveli da sxva mravali prozi mianiches svifts, mashin roca bionce, ledi gaga da riana kbilebs akackacebdnen, ratom? es ukve davcere nichieris gverdze da gavimeoreb, imitom rom “country style” mainc aris da rcheba zalashi tradiciidan da erovnulobidan gamomdinare.
    evropulma simgeram ver unda chaancvlos qartuli, dametanxme rom anas (romelsac gulit vbaleshikobdi) qartuli simgera rom emgera isetive grznobit da shesrulebit, namdvilad airchevda xalxi.

    samcuxarod mokled ver vcer xolme :) agar shegacken tavs da mixaria nebismieri qartvelis tu saqartveloshi mcxovrebis gamarjveba. am 12 dan kvela gamarjvebulad mimachnia taviseburad.

    gemishvidobebi momavali nichieris molodinit da imedit rom shemdegi proeqti uketesi da daxvecili iqneba!!!!

    Best regards,
    Mari

  3. 13thCinnamon says:

    dodka dabrunda! :jump:

  4. Cyborg says:

    გილოცავ, მართლა თავბრუდამხვევი სეზონი გქონდა. უამრავი რამე ისწავლე და უამრავი არჩევანი გააკეთე.

    და ნუ აკრფილი რაზგონის გამო აწი შენია ბურთია და მოედანი.

    წარმატებები.

  5. unaamarga says:

    და ნიჭიერის შემდგომ სეზონებზე მათთან მოღვაწეობას აღარ გააგრძელებ?

  6. Landish says:

    ნუ გატყდომით მეც მეორე გამიტყდა…
    თან სამივე რო მომღერალი იყო :|

    და რაც შეეხება მონატრებას, წინ მეორე სეზონი გელის ხომ იცი ? : :)

  7. Taa says:

    me next level-s vbaleshikobdi :)

  8. Taa says:

    da kidev im bichs, bitboxers :)

  9. ninuca says:

    mec momenatreba,magram kastingebi ise male daiwyeba,rom uceb gava es dro,rac meore sezons gvashorebs :)))
    dabrunebas gilocav! :*:*

  10. you’re back :)
    damn, i’m so happy :)

    გილოცავ, კარგ პროექტში მონაწილეობას, გილოცავ იქ მუშაობას, სადაც ეს გსიამოვნებდა. გილოცავ, დიდ გამოცდილებას და მსუყე პუნქტს სივიში. გილოცავ სოც.მედიის მნიშვნელობის გაზრდას (არამხოლოდ ნიჭიერის მხრივ).. ვოტ )

    რაც შეეხება ნიჭიერს და შავაძეს ))) ამის შესახებ მინდოდა დაწერა, მაგრამ ბოლოს მმკ-ზე აშლილმა ნერვებმა მძლია :)

  11. allready says:

    ტლევიზორს ვინც უყურებს აღარ შეიცვლებიან

  12. chaotic says:

    მე ვარ ადამიანი, რომელიც სუბიექტურადაც და ობიექტურადაც არ უყურებს არცერთ ქართულ შოუს, თუკი რამე სასწაული არ ხდება და ყოველ ორშაბათს წვალებით ვუყურებდი myvideo-ზე მაგ შოუს.
    იმიტომ, რომ ძალიან კარგად იყო გაკეთებული. (მიუხედავად იმისა, რომ მაიას ჟიურიში ყოფნა დიდი და დიდზე დიდი სისულელე იყო. იქით წელს თუ კიდევ იჯდა მანდ… ).
    ანუ, ჩემზე ძირითადად სოციალურმა მედიამ მოახდინა გავლენა, ისე ამ პროექტის შესახებ ვერც გავიგებდი ცხოვრებაში.

    ასე რომ :up: well done

    პ.ს. ისე, youtube-ის არხი რომ დაიკიდეთ, myvideo-სთან კონკურენციის ამბავი იყო? ჭედავს ეგ ვიდეოები და youtube-საც უნდა მისწოლოდით :)

  13. islandglocke says:

    ნაცარაშვილი, ხანჩალიანი და რობაქიძე <<<mec mati gasvla mindoda sameulSi ((( magram….

  14. cici says:

    martla zalian gabrazebuli da gatexilshi var nacarashvilis gamo, kargit raa nutu chveni gemovneba ese charcha ra iyo amashi gansakutrebuli nichi naxevari saqartvelo mgeris isedac amdeni proeqti iyo mag mimartulebit geostari varskvlavebis akademia da ase shemdeg, me martla davigale amdeni momgerlebit xalxno marto simgerashi vart nichierebi? nu gadamriet. an is ra iyo igive nomrebi ro sheasrules da bolos ra dasasruli iyo emocia 0, ise momwonda es gadacema magram magari gabanzda chem tvalshi da sxvebtan rogoraa ar vici :| yoveltvis ese xdeba ert patriotuls imegreben da egreve misdit xmebi fu prosta raa pensionerebi azlevdnen xmebs tu ra iyo

  15. Katieé.Ge says:

    მიუხედავად იმისა, რომ მეც და სხვა ბევრსაც “გაუტყდა” შედეგი, მართლა კარგად გაკეთბული პროექტი იყო და მგონი პირველი გადაცემის გასვლისთანავე დავწერე – გვეღირსა კარგი, მოევროპულ-ამერიკულო და თან კარგად გადმოქართულებული პროექტითქო.
    (ისე წელს კარგი წელია, თანამედროვე საახალწლო კონცერტიც პირველად გვეღირსა ბათუმში).

    თიკა და ვანო მართლა შეუდარებლები იყვნენ. ჟიურის 2/3-ც – მშვენიერი :)

    სოციალური მედიის როლის გაზრდასა და გაპოპულარულებაშიც “ნიჭიერის” როლი იმდენივეა, რამდენიც თვითონ “ნიჭერის” გაპოპულარულებაში სოციალური მედიის.

    well done, indeed :))

  16. რა თქმა უნდა ნიჭიერი მართლაც საუკეთესო პროექტი იყო ქართულ სივრცეში, თუმცა ფინალმა მეც ვერ მომხიბლა, სიმართლე რომ ვთქვა . . .

    იმედია, შემდეგ წელსაც იქნება მსგავსი პროექტი

  17. kanario says:

    გილოცავ, დოდ! შენ მართლაც შესანიშნავად გაართვი თავი ყველაფერს და ჩემნაირი უბრალო მაყურებლისთვის მზა, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე გაკეთებული პროექტი მოიტანე! :) ჩემი თვალთახედვიდან ასე ჩანდა, ყოველშემთხვევაში.

  18. sakura says:

    “ხალხმა ისევ ის აირჩია, რასაც წლებია ირჩევს”…ai swored amis tkma mindoda im komentarshi FB-ze romelic gamikritike dod…zustad igive reaqcia mkonda finalshi rac shen,isev shemwvari kvercxi,ratom:(….nichieris gundi martla uzlieresia da socialuri mediis ase fartod gamoyenebas orive xelit mivesalmebi…es proeqti amitac win gadadgmuli nabiji iyo.

  19. Ninikson says:

    ძალიან ობიექტური და სამართლიანი პოსტია. ყოველთვის კეთილგანწყობით ვამთავრებ შენი საინტერესო, ამომწურავი და შტამბეჭდავი პოსტების კითხვას. დიდ მადლობა მაგისთვის. ყველა დეტალში გეთანხმები. :) გულწრფელად გისურვებ წარმატებებს :)

  20. David says:

    ისე, პირველი სატელევიზიო პროექტი, რომელმაც ინტერნეტი გამოიყენა და არ დაიკიდა, იყო “რა? სად? როდის?” რომელმაც პრეისტორიულ ხანაში შექმნა საიტი, კითხვების ბაზა, ფორუმი და ა.შ. რაც დღემდე მუშაობს.

    უფრო კორექტულები თუ ვიქნებით, “ნიჭიერი” პირველი პროექტია, რომელსაც ცალკე გუნდი ჰყავდა ინტერნეტისთვის და Web2.0-ურ პრომოს ეწეოდა. ეს – კი.

    More than good job, anyway :)

  21. ლილუ says:

    გილოცავ დოდ, ნიჭიერი ეს შენი წამრმატებაა, შენ მიეცი ნიჭიერს წარმატება და ნიჭიერმა მისცა წარმატება სოციალურ მედია, და როგორც თქვი აღარ დაგჭირდება მტკიცება იმის რაოდენ მშნიშვნელოვანია სოც, მედია.
    არჩვეულებრივი ხარ ყველგან რასაც აკეთებ და ძალიან გაფასებ როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. წინ კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გელის. და მთავრაი წარმატების ნაყოფი თუ ასე შეიძლება დაერქვას ვილია <3 მიყვარხართ

  22. llev says:

    მომეწონა პოსტი და ვაფასებ ამხელა შრომას. კიდევ ის მომწონს, რომ იმ საქმეს ერთგულად ემსახურები, რაც გიყვარს და შესაბამისად, არც სიახლეების გეშინია და ვითარდები კიდეც. ოღონდ, პროფესიულიდან ნუ გადახვალ შეფასებითზე. ნუ ამ პოსტში მაგის დაწერით დიდი არაფერი დაშავებულა, მაგრამ ზოგადად, რაც უფრო ნაკლებად გამოხატავ პირად ემოციებს და დამოკიდებულებას, მით უფრო მეტად დაგიფასდება პროფესიონალიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რეპუტაციაც კი შეგელახოს. ნეიტრალური უნდა იყო და არც საკუთარი აზრი უნდა განავრცო იმხელაზე, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნიო. უმრავლესობამ ის აირჩია, ვინც უნდოდა და შენ თუ თვლი რომ ეს არასწორია, არ ნიშნავს რომ სინამდვილეში ეს არასწორია. რა ვუყოთ დანარჩენ ათასობით ადამიანს, რომელიც ფიქრობს რომ სწორი არჩევანი გააკეთა? ამიტომ რაც უფრო ნაკლებად წარმოაჩენ რომ გინდა სხვებზე მაღლა ან სწორ გზაზე დგომა, მით უფრო ამაღლდება პროფესიონალიზმი. პატივისცემით.

  23. ლია says:

    დოდ, არ გეწყინოს, მაგრამ მე მგონი “ნიჭიერი” მაინცდამაინც ნიჭიერი არ იყო. პოპულარული იყო. ბევრი უყურებდა. მაგრამ მე ერთხელ ვუყურე და ძალიან მომწყინდა. მეტი არ მიყურებია.

    და ვინაა ეს შავაძე?

  24. kakato says:

    დოდკა დაბრუნდა :bis:

    ნაცარაშვილზე სასტიკად დამწყდა გული :(

  25. BigCrow says:

    დოდ :)
    ვილი ხომ არ გაგიქრეს ილუზიონისტებმა? :)

  26. kesha says:

    ar davicyeb mtkicebas tu ratom iyo kargi rom ak cama gaimarjva pirvel nichiershi :) ufro gasatexi iqneba meoreshic tu igive gaimarjvebs :)
    ertaderti gamartleba ekneba am adamianis gamarjvebas im shemtxvevashi,tu is simgerebi rasac gogistvis cerdnen masac dauceres da is nisha amoavsos rac xalxs aklia :) mashin kidev ho, vityvi rom normalurma gaimajva :)

    anyway :) kargi proqti iyo dzalian :) me momewona uzomod da siamovnebas vigebdi :)

    gamixardeba tu kidev gaaketebt :)

    warmatebebi

  27. Tbiliseli says:

    guldasactveti finali iyo…

  28. შესანიშნავი პროექტი, შესანიშნავი პოსტი

  29. ერთ რჩევას მოქცემთ

    ჟიური არ(!) შეცვალოთ.

    ხალხისგან კი დიდი კრიტიკა მოდის მაგრამ უხდებიან ერთმანეთს და კარგად ეწყობიან. მხოლოდ ჩემი რჩევაა.

    შოუ მომეწონა, თან ძალიან.

    ერთი ფინალმა გატეხა. არამარტო გამარჯვებლმა, ზოგადად შოუმ არ გაამართლა. რამე ახალი უნდა შემოგეტანათ, დეკორაციები თუ რა – ეს არ ვიცი, მაგრამ არ იგრძნობოდა “ფინალი”. ალბათ ტავად გუნდმაც შეატყვეთ. შოუს მხრივაც – მომღერლებმა იგივე იმღერეს. ფაქტიურად ანი და მარიამი ნახევარფინალის შემდეგ არც განვითარებულან. თან მთელი საქართველო ფინალის წამიერ დასრულებაზე საუბრობდა.

    – გაიმარჯვა შავაძემ.

    მორჩა, უცებ გაითიშა ტელევიზორი. სიცილი ამიტყდა.

    კიდევ ერთი, გამარჯვებული ნამდვილად არ იყო ღირსი გამარჯვების, მაგრამ თქვენი ამაში დადანაშაულება აბსურდულია.

    მოკლედ, ნიჭიერი მომეწონა, ფინალი არ მომეწონა ( კიდევ ერთხელ არა მარტო შავაძე)

  30. ბაჩო says:

    ვერ ვეღირსე რომ, ქართულ სცენაზე ვინმე, რომელიმე მომღერალმა ხელი და ფეხი გაიქნიოს და შოუ დადგას, არ იმღეროს დამწვარ საქართველოზე და არ აწვალოს მიკროფონის “შნური” (ეს სიტყვა სპეციალურად დავწერე) და “მაქსიმუმ ხელი გაწიოს გვერდით” არ ქნას.
    და ნიჭიერშიც გამარჯვებული ლევან შავაძე. საერთოდ რას მიიყვანეს ფინალამდე :(

    დოდკა, ერთი პატარა სათხოვარი მაქვს და თუ შეგიძლია შემისრულე:
    ფინალის შედეგი როცა გაჟღერდა, ჟიურის სახე 1 წამით აჩვენეს და მორჩა, მერე აღარ უჩვენებიათ, თუ გაქვს ან სურათი, ან ვიდეო რა სახეები ქონდათ, იქნება რამენაირად მანახო რა. დიდად დამავალებ.

    მოხარული ვარ, რომ პროფესიული მხრით წინ წახვედი, ყველანი ხომ დღითიდღე ვიზრდებით ;)

  31. sophie says:

    dzalian momecona sheni posti.. :))) levan shavadzestan dakavshirebuli sheni pirdapirobac, romelic sulac araa sacyeni.. axla nichieris meore shesarchevi turi icyeba da albat meore sezonistvis isev im tanamdebobit da isev shen iqnebi xom? :) dzalian kargi iqneba.. sainteresod yvebi momxdars da me momcons

  32. avtomobilebi says:

    ნიჭიერში თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ ბოლოს სამივე მომღერელი არ უნდა გასულიყო:):):):)

  33. saliome says:

    vici bevri iqneboda amis mtqemli da mec minda mat shevemato….dzalin saintereso blogia…..pirvel rigshi ragceebis gageba ar gichirs adamina…zedmeti filosofiurobit da egeti debiluri sigmreeebit araa ,,gadzedzgili”……..axla ki nichieri…….martlac rom qartvelebi marto mamapaur ragceebs afaseben da axlas, kreatiuls da cotai gansxvavebuls verc agivqmamen da arc igeben…ase iyo nichiershic….nino javaxishvize egrev fu bozio…..robaiqidzeze cota veraa da ravi kide ramdeni vtqav…zogiert ,,namdivl” qatvelze marto gulnazisa da shavazis lirikuli simgerebi da amti sentimentebi momdes rac sabolood namdvilad nichier da marltac, rom fenomenalur adamianebs tovebs mshralze….es kidev ravici ra rodemede unda gagrdzledes…ubralod nervebi mehselba ra…..:(((((((((((((( :)

  34. elton1robles says:

    ra aris exla eg bavshvic fkusniki unda gaxadot??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s