“იმედი” და ბრბო

“იმედი” ბოლოს კი არა, პირველი უნდა კვდებოდეს (ც) ლევან17

არც ვიცი, პოსტის წერა როგორ დავიწყო, ისე ვარ გაბრაზებული.

ორი წუთის წინ შემოვდგი სახლში ფეხი, “იმედის” წინ გამართულ აქციაზე ვიყავი.

მათთვის, ვინც სხვა სამყაროში ცხოვრობს და არ იცის, რა ხდებოდა – “იმედზე” დღეს, 8 საათზე “იმიტირებული ქრონიკა” გავიდა, ოღონდ ის, რომ იმიტირებული იყო… პრინციპში საერთოდ არ ჩანდა. არანაირი წარწერა, არაფერი. კოკოითი დაჭრილია, ქართული და რუსული ჯარები ახალგორთან არის, ხალხი სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მედვედევი აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა შეაჩეროს და ა.შ. ვისაც გაინტერესებთ, აი პირდაპირი ლინკი და დატკბით.

საზოგადოებაში ამან სრული პანიკა გამოიწვია. იძახებდნენ სასწრაფოებს, გარდაიცვალა ერთი ქალბატონი. შესაბამისად, გასაგებია ის რეაქცია, რაც ყველას ჰქონდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ‘იმიტაცია’ იყო.

მე არ მჯერა, რომ “იმედმა” არ იცოდა, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი ხალხში. იმ კოშმარის ახლიდან განცდა, რაც ხდებოდა თბილისში 2008 წლის აგვისტოს – თან ასე რეალურად განცდა. ასევე არ მჯერა, რომ უფრო “ზემოთ” არ იცოდნენ ამ ‘იმიტაციის’ შესახებ.

ფეისბუქზე სრული ისტერია იყო, ფორუმ.გეს სერვერი გადატვირთვისგან საერთოდ დაეკიდა და ფაქტიურად შეუძლებელი იყო შესვლა. ყველა “ტკბილად” მოიხსენიებდა იმედს, არველაძეს და ყველა იმედში მომუშავეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ გადაცემასთან შეხება ჰქონდა. ფეისბუქზევე გავრცელდა ინფო, რომ 22:00-ზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედთან მისვლას აპირებდა.

მეც წავედი – საკუთარი პოზიციის გამოსახატად, თუმცა უფრო მაინც იმისთვის, რომ მობილურით შევსულიყავი იქიდან ფბ-ზე და გამეგებინებინა ონლაინ მყოფი ხალხისთვის, რა ხდებოდა.

მეგონა, რომ 10-20 კაცი ვიქნებოდით მხოლოდ, ცივა, ბნელა, სველა და დაეზარებათ-მეთქი ყველას, ასე ონლაინ მაგრები ვართ ლანძღვაში, ტაკოს აწევა მაინც ყველას გვეზარება. ამიტომ მაგრად გამიკვირდა, ლუბლიანას ქუჩაზე მთელს ჩაყოლებაზე ორივე მხარეს ჩამწკრივებული მანქანების დანახვა. პატრულიც იქვე იყო და არეგულირებდა მოძრაობას.

“იმედის” ეზოშიც ბლომად ხალხი დამხვდა, შეუძლებელია ვთქვა, რამდენნი იყვნენ, 300-500. ცალკე მხარეს იდგნენ მღვდლებიც. ყველა გაბრაზებული იყო, ერთმანეთს უყვებოდნენ, რა იგრძნეს, რა იფიქრეს და როდის მიხვდნენ, რომ ‘შაყირი’ იყო. ყველას ნალაპარაკევი ერთმანეთს ჰგავდა და აგვისტოს ომის დროინდელი ემოციები მახსენდებოდა სულ.

ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და უხვად წარმოგვიდგა, ასე ვთქვათ. თუმცა მთავარი ფიგურა ბურჯანაძე იყო. ჩემი მეგობარი, რომელიც იქ დამხვდა, საერთოდ გამოეცალა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო, მაგ ქალის გვერდით არ ვიქნებიო.

თუმცა მისნაირი, სამწუხაროდ, იმ აქციაზე ცოტა აღმოჩნდა.

რაღაც მომენტში ღობის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, ბურჯანაძე კი იქით ინტერვიუს აძლევდა “ჩვენი ხალხი… ბლა ბლა”. ძალიან გავბრაზდი, ყელში მომიჭირა ბრაზისგან და გადავძახე: “წადი რუსეთში, რა!”

და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელზეც უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ვიდრე “იმედის” იმბეცილიზმზე. ჩემ გვერდით ხალხი მომიტრიალდა და რატომ ამბობ მაგასო, შემიტიეს. მე ვეცადე ამეხსნა, მე აქ ვარ “იმედის” წინააღმდეგ, მაგრამ არა ბურჯანაძის გვერდით, მისნაირების გვერდით მე არასდროს ვიქნები და ნუ იყენებს ამ ფაქტს, ამ ხალხს, თითქოს მას დაუჭირა ვინმემ მხარი.

გამოხტა ერთი ქალი წიოკით: “პროვოკატორო, პროვოკატორო! მიშას მოგზავნილო აგენტო!!! გემჩნევა შენ ვინც ხარ!”

ვინ ვარ-მეთქი, თქვენნაირად მოსული “იმედის” დღევანდელი საქციელის გასაპროტესტებლად, აი ეს ქალი კი ნაღდად რუსეთის აგენტია და იქვე უნდა წავიდეს-მეთქი. თუმცა კლიმაქსმოპარული ქალები ისევ ქოთქოთებდნენ და “წადი, წადი აქედან, პროვოკატორო!”-ს იძახდნენ, მოგვასმენინე, რას ამბობს ბურჯანაძეო.

მე აბსოლუტურად გავოგნდი, რომ ჩემს, ჩემი აზრით, სწორ განცხადებას – იმას, რომ ახლა მე იმედის წინააღმდეგ ვდგავარ აქ და არა ბურჯანაძის გვერდით, ამხელა ჩოჩქოლი მოჰყვა. შენ ვინ ხარო, რომ მკითხეს, აქ შევცდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, რამ მათქმევინა, არ ვარ და არასდროს ვიქნები, მაგრამ სანამ ბლოგერს ავხსნიდი… და უცებ გამომიხტა ერთი ახალგაზრდა რიჟა ბიჭი, მერე ჟურნალისტი რომ ხარო, არ უნდა იცოდე, რისთვის წავიდა ბურჯანაძე რუსეთშიო? მოსალაპარაკებლადო! აყვა ეს ბრბო, ხოო ხოო, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, აბა ომი გვინდა? რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ!

აქ მე უკვე არ ვიცი, რა დონის გამოლეღვებული ვარ გაოგნებისგან, თან ვიღაც გოგომ ლამის ცხვირზე მომადო მობილური და სურათი გადამიღო (თუ სადმე შეგხვდათ ონლაინ ჩემი ფოტო წარწერით “პროვოკატორი”, გამარჯობა :ხელისდაქნევა:), გაოცებული, რომ ეს ხალხი ვერ იაზრებს, ამათ ისევ 37 მანეთიანი ფრენები უნდათ ყველაფრის ფასად… და რომ მეგონა, რომ არავის უნდა იქ ბურჯანაძის გვერდით დგომა, ის უბრალოდ მოეხეტა და შემოეკვეტა… ტყუილად მეგონა თურმე.

ისე გავბრაზდი, მეტის ღირსები ხართ, გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე რუსეთისკენ-მეთქი და გამოვედი.

გარეთ დამხვდა მეგობარი, რომელმაც მითხრა, აგერ წეღან, სანამ იქ იყავი ნტვ-ს ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდა ვიღაც ქალისგან და ის ქალი ამბობს, “ნაროდ პროწივ სააკაშვილიო”. ძალიან გაბრაზდნენ და იმ ჟურნალისტს ელოდებოდნენ მერე, როგორც გავიგე, წაუთაქეს კიდეც.

ჰო,  ძალიან გაბრაზებული ვარ, ოღონდ რაზე უფრო – “იმედზე” თუ იმ ბრბოზე – არ ვიცი.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

76 Responses to “იმედი” და ბრბო

  1. linguistuss says:

    დაბრუნდა!!! დოდკა დაბრუნდა!!! :* :* :*

  2. jozi279 says:

    საშინელებაა…

    ის ქალს ვერ ჩაარტყი რამე? :მად:`

  3. lux says:

    ბრბოზე, თავისთავად.
    იდიოტები, ბლია

  4. nastasia says:

    სადაც ბურჯანაძე და კუკავა,იქ რომ ბრბოც იყოს, რა გასაკვირია და
    საერთოდ, მე მგონი რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მოვლენის გამო იმართება აქცია, მე მაგალითად არასოდეს არ წავალ,ზუსტად მაგ ბრბოს და გადაიმპოტენტებული ოპოზიციის გამო…

    ისე,გადასარევად გვაწვდიდი ფეისბუკზე ინფორმაციებს,მადლობა :)

  5. Agasfer says:

    ფუ ბლინ..
    მე რა დავაშავე, თორემ კია ეგ ხალხი ბურჯანაძის ღირსი

  6. zurriuss says:

    ღრმად ვისუნთქავ და გულიანად ვაფურთხებ იმედს! (ბოდიში თქვენთან)

  7. fsiQe says:

    ra samarcxvinoa :(

  8. Goddess says:

    დოდკა, შენ სიტუაციების შენეული გადატრიალების და ძალიან კარგად მოყოლის სპეცი ხარ, თუმცა, როგორც ყოველთვის, ზესუბიექტური.

    სანამ დანამდვილებით იტყვი, რომ ის ხალხი ბურჯანაძის და რუსეთიზმის ფანები არიან, მანამ ცოტა ღრმად უნდა ჩაიხედო ბრბოს ფსიქოლოგიაში, კონფორმიზს გაეცნო და ა.შ.

    მაშინ, როცა აღშფოთებული ხალხია მივარდნილი და შენ გამოდიხარ შენი ინდივიდუალისტური პროკლამაციებით, მართლაც რომ, პროვოკატორის როლს ასრულებ აღელვებულ ბრბოში. ბრბო ვერ იტანს ინდივუალიზმს და ეს ამდენი ხანი უნდა გესწავლა, წიგნიდან თუ არა, მრავალფეროვანი მიტინგებიდან, რომლებიც ჩვენს დიად ქვეყანას არ აკლია.

    არ გეგონოს, რომ რამენაირად არ გეთანხმები. პირიქით, არც მე მიყვარს ბურჯანაძე, არც რუსეთი, არც ის მომწონს, ყველაფრის სათავისოდ მიტრიალებას რომ ცდილობენ ხოლმე, როგორც ოპოზიცია, ისე ნებისმიერი ადამიანი…

    პ.ს. ბურჯანაძე და მოწყენილი ვირები, “წმინდა გიორგები” და ა.შ. უდიდეს გაღიზიანებას იწვევს ჩემში… თუმცა, ვერ ვიტან იარლიყებს, როგორიც არის აგენტი, მოღალატე და ა.შ. თუ აგენტია, ციხეში უნდა იჯდეს და არა იმედის წინ, თუ არ ზის, ე.ი. ვერ უმტკიცებ და ე.ი. არც არის… არ მოგწონს და აგენტია ერთი და იგივე არ არის.

  9. Dodka says:

    @Goddess – სწორედ მაგის გამო არ ვარ, ვერ ვარ და არ ვიქნები ჟურნალისტი, ზესუბიექტური ვარ კი.

    თუმცა ამ შემთხვევაში სიტუაცია არ “გადამიტრიალებია”, უბრალოდ მოვყევი.

    ბურჯანაძის გვერდით არდადგომა და მისგან გამიჯვნა – ეს რომ “ინდივიდუალისტური პროკლამაციაა”, ეგაა ნერვებზემომშლელი.

  10. xatia says:

    magitom bambob mtavrobac da opoziciac chev dadebilebas cilobs, sinemileshi yvelas tavianti tavi adardebt…. chen aravs
    arc chevni emociebi da rac araferi…
    am wutshi mezizgeba “imedi”
    mezizgeba misha
    da mezizgebian nino da zurab nogaideli!
    ubralod vfiqrob ra sheizleba gaaketos adamianma rom am yvelafers tavi daagwios

  11. Goddess says:

    @Dodka- საშენოდ გადმოტრიალებაში იგულისხმება ის, რომ შენი პოსტის პათოსი არის ისეთი, რომ იმედის წინ, რეალურად იმედის გადაცემას კი არ აპროტესტებდნენ, არამედ ბურჯანაძის გვერდით იდგნენ და 20 მანეთიან პაეზდკებზე ოცნებობდნენ ეს “ფუჰ” ხალხი. თუ ვცდები, მე მომიტევეთ, ორჯერ წავიკითხე შენი პოსტი.

    ინდივიდუალისტური პროკლამაცია არის ხმამაღლა იმ თემის გაჟღერება, რომელი თემის გარშემოც ხალხი არ არის შეკრებილი, ამ შემთხვევაში “ნინო, ან ფქვილოევნა, ან აგენტო, წადი რუსეთში, რა”. და ბურჯანაძის გვერდით არ დგომა ნიშნავს, ბურჯანაძის გვერდით არ დგომას, ანუ გვერდზე გადგომას და არა მის გვერდით.. კიდევ როგორ გავტავტალოგივდე?

    • თუ ეგ ხალხი მანდ “იმედის” გასაკრიტიკებლად მივიდა – მაშინ არც ის ააღელვებდა რომ ბურჯანაძეს შეუძახა დოდიმ და თავად აყვებოდნენ კიდეც, მასების ფსიქოლოგია ზუსტად ასე მუშაობს

      პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ იქ შეკრებილი ხალხის უმრავლესობა ოპოზიციით იყო მოტივირებული (აი მიშამ არ გვიქნა) და არა თავად ამაზრზენი ფაქტით (იმედის “სიუჟეტით) და ზუსტად ამიტომ დაიწყეს ინდივიდუალური პოზიციის დათრგუნვა, მათი უმეტესობა სხვანაირად ფიქრობს და ამიტომ.

      მასა თუკი სხვა რამის გამოა შეკრებილი – შენ რაც გინდა შეუძახე – სლეზე დაიკიდებს, აი თუ ისეთ რამეზე შეუძახე – რის გამოც შეიკრიბნენ, აი მაშინ ფრთხილად.

      • Goddess says:

        არ და ვერ დაგეთანხმები. მასისათვის გამაღიზიანებელია კონტექსტიდან ამოვარდნილი “შეძახილები”. თუნდაც გაიხსენე ერთ დროს ნიაზის გამოსვლა… მშვენიერი გამოსვლა, რომელიც აბსოლუტურად არააგრესიული იყო, არაფერს ეწინააღმდეგებოდა იმ მოცემულ მიტინგზე, მაგრამ გამოიწვია საშინელი გაღიზიანება იქაურ მასაში.

        რაც შეეხება დოდის მონაყოს, ცოტა გაკვრით არის მონაყოლი იქაური რეაქციები, თუმცა, ამ გაკვრით მონაყოლშიც ჩანს გარკვეული პათოსი. აღნიშნულია, რომ ვიღაცეები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკება არის ერთადერთი გზა. ვიღაცეები აღნიშნავენ, რომ ბურჯანაძე იქ იყო მოსალაპარაკებლად და ა.შ. მერე ვიღაცამ დაიძახა შე პროვოკატოროო და რა თქმა უნდა, ბრბომ სიამოვნებით აიტაცა მიტინგებისათვის ერთობ საყვარელი ფრაზა “პროვოკატორო”.

        რაც შეეხება იმ ხალხის შეკრება, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას ეწინააღმდეგება და ამ ამბებს მიაწერს “რას გვიშვება სააკაშვილი”-ს, ეს რა, გიკვირს?? სააკაშვილის ხელისუფლების “გამართული” მუშაობის შედეგებს არ ვიმკით, თუნდაც ამ ამაზრზენი გადაცემის სახით??

        პ.ს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ საშინლად, საშინალად არ მომწონს, არც არასდროს მომწონდა ნინო ბურჯანაძე…

        • რიგითი მაჩვი says:

          ”ნიაზის გამოსვლა… მშვენიერი გამოსვლა, რომელიც აბსოლუტურად არააგრესიული იყო, არაფერს ეწინააღმდეგებოდა იმ მოცემულ მიტინგზე, მაგრამ გამოიწვია საშინელი გაღიზიანება იქაურ მასაში.”
          საქმე იმაშია რომ ბრბომ ნიაზის სიტყვები ერთმანეთის პატივისცემის შესახებ აღიქვა მოწოდებად აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რაც არ მოეწონათ.

          ასე რომ სისულელეა შენი თეორია.
          უნდა ბევრს ეს რუსეთი….

    • Katieé says:

      :)) გეთანხმებით :)

  12. NeXt says:

    ra uimedo nacia vart :|

  13. oscar schindler says:

    ყოჩაღ რომ არ დაგეზარა ასეთ ამინდში წასვლა, გაიხარე
    რაც შეეხება ბრბოს ფუ მაგათი

  14. nina says:

    burjanadzem moira kvela mtavroba, shechama tu rame iko shesachmeli da kide idzaxis sakartvelo unda gadavarchinooo….. martla brboa es xalxi isev ro am opoziciis gverdit arian, es mtavroma kide degeneratebitaa gamochedili… kvela tavis tavze pikrobs da am xalxsac tenisis burtivit atamasheben aket iket…. zogjer mgonia rom pirvelkopili ckobilebaa chventan , civilizaciiis araperi gvetkoba… isev xalxis bralia kvelaperi… chven vadzlevt amis sashualebas aketon msgavsi idiotobebi…. exla mixvdnen ara burjanadze-nogaideli rom rusettan molaparakebaa sachiro?! magijebs is xalxi vinc ambobs kargi iko sabchota periodio da rusetis “prtebs” kvesh kopnao, kvelas daavickda is represiebi, 9 aprili, apxazetis da osetis omebi. rusebma is moaxerxa rom kutxeebad dako sakartvelo… exla imasac miagcevs rom rac darcha ik mkopi kartvelebi daerion ertmanets. ukve martla meshinia rom eg male moxdeba da saertod agar viarsebebt sanam chveni pozicia-opozicia skamebis dakaveba gadanacilebitaa dakavebuli, rusebi mtel teritorias daikaveben…. ra davashavet egeti ro kvela tavsi tavze pikrobs da kvekana ar adardebt? ar minda gavikce am kveknidan magram albat dadgeba dro ro momicevs….. davigale ukve amdeni mitingebit, imis kurebit rogor landzgaven ertmanets da mere akeben…. omit, imis shishit rom an rusetis an amerikis monebi unda vikot…. nutu ar sheidzelba chem kvekanashi cknarad vicxovro? mteli bavshvoba gamcarebuli mkonda omit, mere studentoba gautavebeli mitingebit, mere omi….. rodis unda damtavres es kvelaperi?……

  15. სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მშობლების თაობა მთლიანად არ წავა, მანამდე არაფერი გვეშველება… მერე მაინც თუ რამე გვეშველა – ეგეც პურია.

  16. S.CH says:

    ar rusetit nu davibnelebt ra tvinebs, burjanadze da nogaideli politikurad gardacvlilebi arian da ranairadac ar unda sheecadon araferi ar gamouvat.
    sxva sakitxia xalxis damokidebuleba, prodasavluroba am xelisuplebis daxmarebit ishviatoba xdeba. dasavletma daumtkica mishas gayalbebuli archevnebi da ase shemdeg. rusi okupantia magram sakartvelo ver amoidzirkveba tavisi geografiuli mdgomareobidan da ver gadaxteba evropashi, ak ikneba sul ruseti omis bodishi da t..ki ro ar gak unda daelaparako sabolood.

    imedis am sazizgari sakcielis gaprotestebas xval vapireb 4 saatze da burjanadze ik rom iyos, aravitar shemtxvevashi ar megoneba rom mis gverdit vdgavar. gamoiyenos kiseric utexia

  17. მდააა… დოდკა ვკითხულობ და ვტირივარ :( მე მეჩვენება, რომ ეს აშკარა სერიოზულად გათვლილი და დაგეგმილი გადაცემა იყო. ხალხი ჩაწყნარებული იყო ომის შემდეგ ასე თუ ისე. მოღალატეებსაც არაფერი გამოუვიდათ აქამდე და ეტყობა რუსეთს ახალი გორის წამოგორება უნდოდა … ეს ხალხი, ვინც შენ გეჩხუბა, არიან თოჯინები, მოყვანილი ბურჯანაძის გარშემო, რომ სწორედ ის აქცია ალბად (ალბათ ელოდნენ, რომ ვინმე მაინც მოვიდოდა) ჩაეშალათ და უფრო მომზადებულები დაგხვედროდნენ :(

    ამ ყველაფერს ასდის ძალიან ცუდი სუნი და არ ვიცი … ეს არაა არავის ბრალი. არ აღიქვა, რომ შენ იდეებიანი ადამიანები გეპასუხებიან… რას იზამ, იდიოტებს ყოველთვის იპოვიან. ძლიერები არიან და ეგაა. ვფიქრობ რა ვქნათ :(

  18. ra mtavrobac aris imas imsaxurebs xalxi d avafshe ra qaqshic vart imas vimsaxurebt
    ager batono es postic magis dasturia

  19. natalie says:

    mishas agenti xar shen da ar ici rom burjanadze gadaarchens sakartvelos ki arada gamosuliyavi da dagvelia, nervebi mainc ar dagacydeboda :D

  20. temo says:

    es gadacema erti didi marazmi iyo :) rac sheukvetes imedmac is gaaketa :) tumca ver uarvyof azri momewona rac masshi ido :) ubralod an kutxeshi miewerat raime an ar vici ………….

  21. linguistuss says:

    ვინ თქვა დოდკა აღარ ბლოგავსო??? აი, თუ არა…

  22. AN-t says:

    sheidzleba es posti cota “shelamazebulia”, avtori zedmetad subieqturi da emociuria, magram yvelam mshvenivrad vicit rac vart da me piradad am statiidan araferi gamkvirvebia.
    Metis girsebi vart. verc omma gvascavla chkua da verc veraferma.
    ramdnei omi undat neta, ramdenjer unda gadadgan arascori nabiji?! kidev bervi shvili yavt dasagupi?

  23. saba says:

    ertia temaa, filmi rogori iyo da meore forma, rogorac misi mitana moxda mayureblamde, es ori sakitxi unda ganvasxvavot… am formas gamartleba martla ar aqvs… burjanadzeze iset konteqstshi minda saubari rom aq ar girs

  24. samuraisxmali says:

    ყოჩაღ შენს გაძლებას. ღმერთმა დაიფაროს ყველა ჩვენგანი გრდემლსა და უროს შორის თითის ჩარგვისგან, უკაცრავად… ბრბოსა და მის აღმტაცებელს შორის მოხვედრისგან.

    იქნებ ესეც ნახოთ, ცოტა სხვა კუთხე ავიღე: http://bmu.li/HzA

  25. Ana says:

    დოდკა, იცით თქვენი ბლოგიდან საზოგადოებრივი ტუალეტის სუნი მცემს. თანაც არა იმ ტუალეტის ცივილურ ქვეყნებში რომ არის, არამედ სწორედ რუსეთის პროვინციაში არსებული ტუალეტის… ბინძურის, მოუვლელის….
    თქვენი პიროვნებაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს სწორედ ამგვარი ტუალეტის ასოციაციას აღუძრავს ხოლმე თქვენი ყოველ მორიგ ბლოგით

  26. AN-t says:

    samuraisxmali

    martali xar, me nacilobriv getanxmebi. Safrtxe rom igrdznes da egreve gaqcevaze daicyes fiqri. raga fiqri – mirbodnen.
    magram ase iyo agvistoshic – nacili mirboda, nacili rcheboda. yvelas vajkacobas ver mostxov.

  27. გოჩა says:

    მე ერთი შეკითხვა მაქვს, როცა ამბობენ ”იმედის” გაკეთებული მარაზმია, მაგრამ ეგ დამოუკიდებელი ტელევიზიაა და ჩვენ რა შუაში ვართო, მანჯგალაძე ამბობდა ამას, რატომ ავიწყდებათ, რომ იმედი 2007-შიც დამოუკიდებელი ტელევიზია იყო, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი არ აპატიეს, შევარდნენ და დაარბიეს და ეხლა ტყუილის ლაპარაკს კი პატიობენ???????? მაგარი სამართალი ავაშენეთ და ასე ჩვენ ”ნატო”-ში კი არა, შეიძლება ”ესენგე”-შიც კი აღარ მიგვიღონ და საწყალი მიშიკო ამ ამბავს ნამდვილად ვეღარ გადაიტანს. ჩვენ რა გვიჭირს, მაგათმა იკითხონ, წითელ ხიდზე რო გარბიან 2 წელიწადში ერთხელ :) დღეს პანიკა სხვათაშორის მარტო ხალხში კი არა, ამ ხალხის სისხლის (და არა მარტო სისხლის) მწოველებშიც მაგრად იყო :) :) :) :)

  28. წერტილი says:

    wertili ert-erti imattagania romelsac “edzina” roca es ambebi xdeboda, mara panikis suni meca! cxadia rom es qveyana nihilistebitaa savse da mediis araetikuroba sul tan gazdevs qartul tele-istorias. Hoax News-ma siujeti gaaketa imaze rom saakashvili mokles da rusetma omi daiwyo, me mgonia rom es imaze shors midis vidre chapiqrebuli iyo, an piriqit(!)… gamoricxuria rom imedis zeda eshelonebs amis shesaxeb ar scodnodat, albat ert-erti iyo imedis “mshvidobianad” da sabolood daxurvis mcdeloba tviton “shemkvetlebis” mxridan. opozocia rogorc yoveltvis shanss ar ushvvebs rom traki gaiwmindos, burjanadzis magaliti yvelaze tvalsachinoa, mokled sruli pizdecia!

  29. Riablo says:

    წელცომე თუ რეალიტი.

    “იმედის” საქციელის გასაპროტესტებლად, მაგრამ არა ბურჯანაძის გვერდით…

    მაპატიე, მაგრამ რომელ ქვეყანაში გგონია თავი.

  30. ketketa says:

    sadgac wavikitxe es xalxi, brbo igulisxmeba am shemtxvevashi, erti gamari silis girsiao, albad martalia, roca amdeni prorusuli orientaciis xalxia gareuli chumchumad, (agarafers vambob prorusuli orientaciis marltmadideblur eklesiaze), magram aseti radikaluri zomis momxre ar var mainc. ise ki gasakviaria rogor daijera xlaxla ase ucbad, es yvelaferi imdenad gavda imitacias, saqme imashia rom imdenad didia xalxshi shishis faqtori, gadatanili omisgan gamowvuyli stresi jer kidev araa monelebuli da amitomac ioli dasajerebeli gaxda. imedshi kretinebi, politikosebi kretinebi, xalxi kretini, ra gvesveleba?????????

  31. Katieé says:

    იცით რა, მე მგონი იქ წასვლამდე უკვე გააზრებული უნდა იყოს რომ
    იქ იქნება ოპოზიცია, ბურჯანაძეც და ნოღაიდელიც.
    დბეილები უნდა იყვნენ ასეთი კარგი ჩამოწება არ გამოიყენონ.

    ან რატომ გიკვირთ, რომ საკუთარი ხალხის ასე გამმეტებელ ხელისუფლებას (იმედი ასოცირდება ხელისუფლებასთან, ყოფილი მინისტრი უდგას სათავეში) ხალხს შეიძლება ნოღაიდელი და ბურჟანაძეც კი ერჩიოს? მითუმეტეს, რომ ეს ორი ადამიანი, განსაკუთრებით ნოღაიდელი, ფიგურებად თვითონ ხელისუფლებად აქცია, თორე არ მგონია მათ მართლა რეალურად ჰქონოდათ რაიმე წონა.

    ძალიან არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ ახლა, რომ დღევანდელი საქციელი და სიუჟეტი უფრო მეტად ასხამდა რუსეთის წისქვილზე წყალს ვიდრე ბურჯანაძე–ნოღაიდელის ვიზიტი, რადგან ჩვენ ეხლა, სულ ცოტა, ნათლად დავანახეთ რუსეთს ჩვენი ყველაზე სუსტი მხარე, რომელსაც აქამდე გულმოდგინედ ვნიღბავდით მთელი მსოფლიოს მაშტაბით – ქართული მამაცობით, შეუპოვრობით, მტრისთვის მკერდის შეშვერით და ა.შ.
    სინამდვილეში კი რა?
    ტელევიზიის უგუნური და ბოროტი საქციელის გამო დაგვცინის მთელი რუსეთი და მსოფლიო. სიუჟეტით შეშინებული ქართველი ერი გარბის და გული მისდის.

    ეჰ
    რა ნოღაიდელი
    რის ბურჯანაძე

    მოგვეჭრა თავი

  32. ketketa says:

    ori tvea saqartveloshi ar var da davisvene, martla sashinelebaa mag panikashi cxovreba, xan vfiqrob xolme rom albad mets vegar gavqachavdi mand cxovrebas. aqedan ise ucnurad chans eg ambebi, sruli isterika da panikaa, gasagebia imedis upasuxismgebloba magram am xalxs raga daemarta?kidev 37 manetiani biletebi rom enatrebat? egec imedis bralia da saakashvilis????

  33. ketketa says:

    tea tutberidzis dawerili xom ar iyo eg scenari? jer ar musirebs eg azri? arada mgoni kargi gamosavali iqneoda, yvela moixsnida pasuxismgeblobas, imedic, politikocebic, xalxic. rac saqartveloshi xdeba es xom ubralod teas bralia, ara?! )))))

  34. ketketa says:

    skandalebi shemoaklda imeds da ai “mshvenieri” new-i gamoacxves. sanam skandali ar moxdeba manamde yurebs aravin ifxekavs, imedi kargad icnobs sakutar momxmarebels, saqartvelo sagijets ufro emsgavseba vidre qveyanas.

  35. sibila gelaZe says:

    ნინო ბურჯანაძე სამარცხვინო ქალია, თუ ბრბო ოდნავ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს ასეა. ტუტსის სიფათით რომ პრეტენზიებს აფრქვევს, ვინ მისცა მანდატი, რომ რუსეთში გარბის, რა უფლებით, ეგ ზნედაცემული… ეგ და დაღლილი ვირი ერთმანეთს ეჯიბრებიან მლიქვნელობაში. თუმცა, გოიმებისაგან ეს არ არის გასაკვირი. სხვათაშორის, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა უწოდა ხმამაღლა ქაჯი ბურჯანაძეს. არ დავუვიწყოთ. ვინმე ოფიციალურმა დიპლომატმა აუხსნას ზოგიერთ ყვავს, რომ იმ ქვეყანაში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, არ შეიძლება წინ და უკან სირბილი.
    რაც შეეხება იმედის ეზოდან ამბის მომტანს, რომელსაც ბრბომ პროვოკატორი უწოდა, მივესალმები. ნაწერზე ემჩნევა, რომ წესიერი და კულტურული ადამიანია. მიხარია, ათაში ერთხელ წესიერ ხმას, რომ გავიგონებ ხოლმე.

  36. დოდ რად გინდა ბრბო, აგერ შენ კომენტარებს გადახედე

    ჩმორი ერი ვართ გეუნები, რუსეთმა ომი ტანკებით არ მოგვიგო, რუსეთმა 200 წელიწადში გადაგვაშენა.

    რაც ჩისტა ბურჯანაძისთვის შეძახილს და რეაქციას შეეხება, მანდ სხვა თემაა:
    პოლიტიკოსები მარტო ხო არ დადიან არა? – ეგ ხდება ასე(მქონდა “სიამოვნება” ვყოფილიყავი ერთ-ერთი ასეთი “გორე პოლიტიკოსების” სასტავში ახალგაზრდობაში და… ):

    “მამა” იძლევა განკარგულებას რო “ეს მომენტი სასწრაფოდ უნდა გამოვიყენოთ” – მერე “ორგ კომიტეტი” რეკავს აქეთ იქეთ, ყველას გვარწმუნებს რო ეს არი საქართველოს გადასარჩენად ბოლო ბრძოლის პირველი ნაბიჯი და რო წელეებზე ფეხები უნდა დავიდგათ და გავიდეთ.

    ჯამში ჩვენ ყველა მივდვიართ დანიშნულ ადგილას, ნახევარს სიუჟეტიც არ გვინახია ისე, ვდგავართ და ისიც კი გვიკვირს კიდე სხვა ხალხს აქ რა უნდა, ჩვენ კი ჩვენს ლიდერს ველოდებით.

    მოდის ჩვენი ლიდერი და მას მოყვება ორგ-კომიტეტი რომელიც უფრო დაწვრილებით გვეუნება რა ხდება და რას უნდა ვაპროტესტებდეთ და რას ვითხოვდეთ.

    ჩვენი ლიდერი აკეთებს კომენტარებს, ჩვენ ვართ პატანცოვკა.

    ი ტუტ წარმოიდგინე ეხლა ვიღაც დურაკი გოგო გამოხტეს და ჩვენ ლიდერს მიაძახოს რამე…

    მასების ფსიქოლოგია არა ლეღვი, ეგ მუშაობს იქ სადაც მასა სპონტანურად იკრიბება. თქვენ იქ რეალნა 20 კაცი შეიკრიბეთ, დანარჩენები მოვიდა პარტიული პატანცოვკის სასტავი და შენ გამოუცდელობის და საკუთარი სურვილით ადამიანების ცუდად არ შეფასები გამო, როგორც მილიონჯერ სხვა დროს, ვერ დაინახე ვინ რა საფრთხეს წარმოადგენდა. კიდევ კაი გადარჩი ჩესნა რო ვთქვათ, მამრი რო ყოფილიყავი ნაცემი იდებოდი ეხლა სადმე საავადმყოფოში. (იმიტო რო ჩემდა სამწუხაროდ კარგად ვიცნობ ბურჯანაძის პადტანცოვკის ერთ ფლანგს რომლებიც ოფიციალურად ზონდერ-კამანდაა და ეტრაბახებათ ეს ამბავი)

    რაც უარესია:
    უმეეტსობას გვაქ ეს გამოვლილი რაღაც მომენტში, ყველამ ვიცით რისი გვეშინოდეს ხვდები.

    აწი არც შენ წახვალ მიტიგინზე, არც მე მივდივართ, არც სხვა “გონიერი” მიდის. არადა დემოკრატიის არსი ხო ეგ არი რო გონიერი ხალხი იკრიბება და მასიურად ითხოვს რაიმეს. მარა ჩვენთან ყ-ვ-ე-ლ-ა მიტინგი არი ჩისტა ტენდენციური ხალხი რომლებიც რაღაცით მიიყვანეს იქ, გონიერი, თავისუფალი აზრის მქონე ადამიანი იქ არ მივა, შეიძლება იმ მომენტში მხარსაც უჭერდეს იქნებ იმ კონკრეტული მიტინგის მოსაზრებას, მარა ყველამ იცის რო მოვა იქ გრეჩიხა, ბურჯანაძე, და გადაატრიალებენ ყველაფერს როგროც უნდათ და შენ მისი დამქაში აღმოჩნდები.

    ამაში მდგომარეობს კონფორმიზმის არსი – ამიტომ მირჩევნია მე პირადად ბურჯანაძეც და ნოღაიდელიც დაიჭირონ, ვიდრე ამ “ვითომ დემოკრატიაში” ვიცხოვროთ, სადაც რეალურად დემოკრატიული არაფერია არც მთავრობის და არც ოპოზიციის მხრიდან, ქე მაინც ტირანია იყოს და ქე მაინც აქეთ ხალხი ვიდგეთ და არა ისეთივე გაყიდული პოლიტიკანები როგროც მთავრობაში დგანან. რის გამოც ხალხი სახლში ვზივართ და “ჩვენზე არავინ არ ფიქრობს” გავიძახით.

  37. დოდი, ეხლა შენც იგივეს აკეთებ იმ ხალხის მიმართ ვინც იქ იყო, ოღონდ ბლოგზე, რასაც ის ხალხი აკეთებდა იქ შენს მიმართ…

    საერთოდ კი ყველაფერი შეცდომაა, რაც სხვისი აზრების გარჩევას, გაკიტხვას, პოლიციას, ჯარს და ტელევიზიას გულისხმობს… დმოკრატია, ლიბერალიზმი, დიქტატი და კომუნიზმი ერთი ნაგავია ეგ ყველა.

  38. Clown^^ says:

    ამ პოსტის ბოლო ნაწილი რომ წავიკითხე ყბა ჩამომივარდა…
    რა უბედურებაა.. რამ გადარია ეს ხალხი :|
    ამ ქვეყანაში შეუძლებელია იყო ბედნიერი:|

  39. Bas says:

    გინდა არ გინდა ხელისუფლების ბრალია ეგ!

    ხალხის ასეთი განწყობა და მდგომარეობა ხელისუფლების მონაგარია! ვოტ!

    მე არ გავკიცხავ ჩემს ხალხს – დაიღალა ეს ხალხი.

    ბოლოს და ბოლოს ძნელია 800 წელი იცხოვრო ომში და როცა რაღაცა იმედი გაქვს, ისევ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი.

  40. m.d says:

    იდიოტიზმი ყვავის საქართველოში…….

  41. მე კი მივხვდი რაც იყო მაგრამ ჩემი ახლობლები რო მირეკავდნენ შეეშინებულნი მაგ დროს ავითხარე ნერვებზე.

    შიგ აქვთ რა.
    ხალს კიდევ შეშინება უნდათ? ისეც სუპერ დეპრესიაში არიან..

  42. pelagiaa says:

    ნუ იმედმა ხო გამაბრაზა და შემაშინა ერთი პატარა ფრაზარო არ წააწერა ამ თავის ილუზიას,მაგრამ შენი ნაამბობი რომ წვაიკითხე ლუბლიანაზე გუშინ რა ხდებოდა ეხლა სწორედ იმ მართლა ბრბოზე ვარ გაბრაზებუული

    პ.ს. 37 მანეთიან ფრენაზე გამახენდა, ასეთ ხალხს ორივე სამსახურში დავეტაკე და ვეკამათე, იმ დროის მე დიდი არფერი მახსოვს, მხოლოდ ჩემი მშობლებისგან ვიცი, და რაც ვიცი მათგან +––არაფერ არ მომწონს იმ დროინდელის და ამ ხალხს ვინც რეაურად იმ დროში ცხოვრობდა რატო მოსწონთ დაატო მისტირიან ღმერთო ჩემო, 2 დღის წინ სამსახურში ერთ–ერთი კამათისას რომელიცგამიმართლა 45 წლის სომეხმა დაცვის კაცმა და ახალგაზრდა ექიმმა (უფრო ამისგან გამიკვირდა, ნაღდად არ მოველოდი თუ ესეც იმ დიდ ეპოქას მისტიროდა, დაახლ. 35 წისაა რა)

    ჰოდა მიუხედავად იმისა რომ ორივე ჩემზე დიდად დიდია როგორც ასაკით ისე სიმაღლით და მთელი გაბარიტებით, მე მგონი მე გავიმარჯვე :!
    მაგრამ გულში მაინც მისტირიან

    და იცით რაააა?!___ყველანი ვინც მიტირით ძველ “დიად”, “მოძმე” რუსეთს––ყველანი ერთად შეიკრიბეთ და გა–ფრინდით იქ! ჩვენ აქ თავი დაგვანებეთ !

    :აღშფოთებული ვარ რა:

  43. ბეეეეეეეეეეე, ბეეეეეეეეეეე რქები როდის ამოგვივა ნეტა?

  44. მურთაზი ორასოციანი (დედაც და მამაც ასათიანი მყავს) says:

    ძვირფასო “მიშას აგენტო” დოდკა :D:D:D. იგივე მოსაზრებები მაქვს ამ ყველაფერზე რაც შენ და მოხარული ვარ რომ ცოცხალი ხარ!!!. ველოდები შენი ბლოგის “რეანიმაციას”

  45. piccolina says:

    დოდ, ყოველთვის ვამბობდი, გულახდილობა კარგია, მაგრამ შეიძლება დაგღუპოს. ანუ ეგ ბრბოა, თავისი აზრი არც ერთს გააჩნია მანდ, იმას ფიქრობენ, რასაც ბურჯანაძისნაირი ვაი პატრიოტები ეუბნებიან, ასე უნდა იფიქროთო. თუ ერთი იტყვის, მიშას აგენტი ხარო, ესეიგი ხარ და ჩაგქოლავენ. კიდევ კარგად გადარჩი :)))

  46. pipa says:

    пиздите конкретно! მოეშვით ამ ქართველი ხალხის ბრბოდ მონათვლას, ტოჟე მნე პროგრესული ბლოგერები, ეს ახალი მოდა-ქართველების გრუზინებად და მურთაზებად შერაცხვა დანარჩენი “პიზდეცინეტელექტუალების” მიერ.ყველა ერთი დონის, ერთნაირი აზროვნების და ერთნაირად “მაგარი” ტიპი ვერ იქნება.და კაცმა არ იცის, თავისი პოზიციის გამოსახატად წავიდა ზოგიერთი, თუ პონტის ხამობის გამო, ამ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვეის გამო, სხვისი დაცინვის გამო, თუ მომავალ თეა თუთბერიძედ მოვლენის გამო.

  47. pipa says:

    თუთბერიძედ მოვლენად-უნდა დამეწერა

  48. tamar tavartqiladze says:

    gasakviri araperia imashi rom sadac xalxis didi masaa ik yvelanairi shedzakhili sheidzleba iyos, magram ashkaraa tkveni zesubiekturi da mikerdzoebuli azri. aseve chans tkveni didi survili imisa rom daanakhot khalkhs tu ramdenad upro sashinelia aset dros shekrebili adamianebi da mtavari tema gakhadot naklebad aktualuri! gmadlobt

  49. mari333 says:

    Mgoni tyula viRlit Tavs amdeni werit da nerviulobiT, emociebs ra vutxari ,torem…

    yovelTvis ucxo qveynis saburtao ar iyo saqartvelo???

    dodka sheni dabruneba am blogze maxarebs, madram kargi iqneboda ase aRelvebuli da sheuracyofili ara, tumca gasagebia ratomac.

    simshvides da sauketesos gisurveb
    dro martlac yvelafris, yvelafris, yvelafris mkurnalia…

  50. nato says:

    icit ra aris demokratia? unda tolerantuli iyot imat mimartac visac sxva gza unda da rusttan molaprekebis gzit cdilobs qveyanaze zrunvas. sheidsleba es gza araa tkveni? mashin tkven arademokrati xart tuki gmobt mat vinc es gza airchia! SHEEGUET DEMOKRTIUL AZROVNEBAS!!! me piradad ar var am gzi momxre, magram arc brbod movixsenieb mat vinc ase pikrobs… es mgoni dsveli kartuli gadmonashtia “mogalate ” edsaxo yvelas vinc ki sheni azrisa araa:) ar metanxmebit?

  51. აი ბურჯანაძის, ნოღაიდელის და გრეჩიხას გვერდზე რომ დადგები პოლიტიკაში, აი მააააგარი დუპლეტი ხარ რა :D
    ოღონდ ეხლა “აბა მიშა ჯობია” მოყვანას თუ აპირებთ წინასწარ მიბრძანდით მთაწმინდაზე, მერე გზა კი იცით.

  52. @nato
    დემოკრატიას და კოლაბორაცინოზმს შორის ძაააააააააალიან დიდი განსხვავებაა, წარმოიდგინე ეხლა ჩერჩილი რომ ჩასულიყო 41-ში ჰიტლერთან და ინგლისში ეთქვა გერმანიას უნდა მოველაპარაკოთო :D
    დემოკრატია- მშვიდობიანობის დროს, ომში დემოკრატიას მარტო სულელები იყენებენ.

  53. gogejanr says:

    ექსტრემალებო, სწორდით!

    (ღიმილით…)

  54. daviti says:

    რათქმაუნდა ეს გათვილი იყო

    მაგრამ ყველაფერს 2 მხარე აქვს

    მეორეზეც დაფიქრდით

  55. notespost says:

    საშინელებაა, ეს ხალხიც როგორ უბერავს. :(

  56. jellyboss says:

    თუ სადმე შეგხვდათ ონლაინ ჩემი ფოტო წარწერით “პროვოკატორი”, გამარჯობა :ხელისდაქნევა:),

    ზი ბესთ :)

    დამაბეს თორე პროვოკატორობას ვანახებდი იქ რომ ვყოფილიყავი. გულისამრებები ეგენი. ყველა თავისი ტრაკის იქით რომ ვერ იყურება და ….

  57. Pingback: 13 მარტი • Landish.Ge

  58. tako says:

    nato

    demokratiasa da qveynis galats shoris gansxvavebas rom ver xedaven qartvelebi magitom vart ashenebuli….

  59. gabo says:

    გამოლეღვებული საზოგადოებაა . სიუჟეტი მართლაც ამაზრზენი იყო მაგრამ ის რაც შენ მოყევი ორმაგად ამაზრზენია არ მესმის მაგ ხალხის . ბებერი კომუნისტები .

  60. kevana says:

    მიტინგებზე არ ვივლი : (

    არ მეგონა აქაც თუ დადგმული იქნება რამე, მაგას მირჩევნია ინტერნეტ ფორუმებზე ვწერო ჩემი აზრი, ვიდრე მივიდე მიტინგზე გულწრფელი სურვილებით და მერე ავღმოჩნდე მოღალატეების გვერდზე :9

  61. butukebi says:

    კიდევ კარგად გადარჩენილხარ, მართლაც რომ გაგიმართლა კიდევ ქალი ხარ კაცი მაქედან მაგ სიტყვების მერე ვერ გამოაღწევდა ცოცხალი

  62. mindia says:

    vigaceebisatvis mze albat isev chrdiloetidan amodis da vistvisac asea aucileblad sazogadoebam da qartvelma xalxma xeli unda shevuckot rom ukanmoubruneblad gaemgzavnon chrdilouri mzis abazanebis misagebat moskovs…

  63. Lord Vader says:

    ასე აჯობა არველაძემ ორსონ უელსს.
    ოსკარს უნდა აძლევდნენ ახლა მაგას, ხალხი კი ჩაქოლვით ემუქრება.
    ესაა სამართალი?

  64. მაკო says:

    საინტერესო იყო, რაც წავიკითხე.

    ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი ასეთი ბრმაა და საკუთარი შეხედულება არ გააჩნია ან ფეხებზე იკიდებს მაშინვე, როგორც კი ვინმესგან მთავრობის ლანძღვას გაიგონებს.
    არაა საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატული და გამიჯნული, რა უნდათ თვითონ, რას მოელიან მთავრობისგან და რას ოპოზიციისგან. ამის დამადასტურებელია თუნდაც ზემოთ დაწერილი სტატია თუ პოსტი თუ რაც ჰქვია. მივიდნენ სხვა მიზნით აქციაზე და წამოვიდნენ სრულიად სხვა მუხტით.
    ასე იყო ე.წ. ვარდების რევოლუციის დროსაც (თუმცა მაშინდელ მოვლენებს სცენის მიღმა კარგად დაწერილი სცენარი წარმართავდა): დაიწყეს არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების მოთხოვნით და მივიდნენ მთავრობისა და პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნამდე. ასე ხდება დღესაც, რა მიზეზი და საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს ნებისმიერ აქციას, დემონსტრაციას, მსვლლობას თუ სხვა. იწყებენ წყლის გრაფიკის მოწესრიგებით და ამთავრებენ სააკაშვილის გინებითა და გადადგომის მოთხოვნით. მხარს უჭერენ ნებისმიერ გამომსვლელს, რომელიც უფრო კარგად შეაგინებს მთავრობას.

    პ.ს. არ ვარ არც ოპოზიციის, არც მთავრობის მხარდამჭერი, არც არავისტი.

  65. “იმედი” და ბრბო says:

    იპოვეთ ერთი–ორი განსხვავება:

    “მათთვის, ვინც სხვა სამყაროში ცხოვრობს და არ იცის, რა ხდებოდა – “იმედზე”
    (ამ პოსტის ავტორი)

    “ორიოდე სიტყვა მათთვის, ვინც ბედნიერ, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, ბაბუაწვერებს უვლის და ამ არხის შესახებ არაფერი გაუგია”
    (ნიკო ნერგაძე)

    ეს კი ნამდვილად სირცხვილია რაა…
    თუ წერა არ ვიცით, ნუ დავწერთ. და თუ არ დავწერთ, ეს სირცხვილი ნამდვილად არ იქნება.

    ============

    არც მე არ ვიცი კომენტარის წერა როგორ დავიწყო, ისე ვარ ამ უნიჭობის კითხვით გაბრაზებული.
    კომენტარები ხომ საერთოდ რაა… უკეთესს რას წაიკითხავ :(((

    წავედი!

  66. says:

    არ ჩახლართ-დახლართეს ქვეყანა??)))

  67. cartveli says:

    http://cartveli.blogspot.com/2010/03/blog-post_21.html

    ჩემი რეპორტაჟი მეორე ეპიცენტრიდანაა.

  68. tamashebi says:

    imedis Sedevri, darCeba STamomavlobas :D

  69. Pingback: >რა მოხდა იმედზე 13 მარტს? « დღიური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s