ზიგზაგი

ცოტა უნდა წავიექსპერიმენტო ბლოგზე, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ შემოხვალთ და ბევრი პოსტი ერთად დაგხვდებათ. უნდა ვიექსპერიმენტო პოსტების სიხშირეზე, სიგრძეზე, სტილზე და ა.შ. რადგან აშკარად ცოტა შეჯანჯღარება მჭირდება, “ზიგზაგი”.

რა არის “ზიგზაგი”?

თუ არ ვცდები, ოდესღაც ვლადიმერ ლევთან ამოვიკითხე წიგნში აუტოტრენინგის შესახებ.

ზიგზაგი არის სიტუაცია, როდესაც აცდები დადგენილ რუტინას, გზას, ცხოვრების წესს. მაგალითად, თუ სულ დგები 8 საათზე, ზიგზაგის დროს უნდა ადგე 6-ზე, თუ ყოველ დილით სვამ ყავას, ზიგზაგის დროს უნდა სვა ჩაი და ა.შ.

ზიგზაგი ეხმარება ადამიანს გადახალისებაში, ამ ბლოგს კი ეს ნაღდად სჭირდება, უფრო სწორედ – მჭირდება. კომენტარებშიც დაიწერა, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვასწავლი ბლოგერობას, ვიდრე მე თვითონ ვბლოგერობ.

ბოლომდე გულწრფელი ვიქნები თან, ბლოგის მკითხველების რაოდენობის ზრდასთან ერთად ცოტა სტრესიც იმატებს – გინდა, რომ ხარისხიანი კონტენტი შესთავაზო შემომსვლელებს. რაც ყოველდღე ძალიან ძნელია, ან მე ამოვვარდი ბლოგერული რეჟიმიდან.

მოკლედ, ვიწყებ ზიგზაგს და ამ ზიგზაგის პირობებში როდესაც რაიმე ბლოგზე დაკომენტება მომინდება, ან ვინმესთან ჩხუბი, ან საინტერესო ლინკის გაზიარება – შევეცდები ეს ყველაფერი ბლოგზეც გადმოვიტანო ხოლმე.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ზიგზაგი

  1. თინი says:

    10 ოქტომბერს გამოვაცხადე ზუსტად მასეთი ექსპერიმენტი და იმის მერე, სამ თვეში მგონი მარტო 12 დღე მაქვს ჩაგდებული უპოსტოდ :bis:

    • Dodka says:

      “მადა ჭამაში მოდისო” მინდა მე :D

      • თინი says:

        ხოდა მოდის, მართლა :დ
        თავიდან იმის გამო ვწერდი, რომ მეთქი არიქა, პირობა არ დავარღვიო და მერე ისე დამევასა რომ დიდი სიამოვნებით ვპოსტავდი ყოველ დღე :დ

        არადა იქამდე რო გადახედო კალენდარს, სულ ცარიელი იყო ხოლმე რამის :დ

  2. ჰმ… ზიგზაგი…. შეიძლება ცდა, თუმცა ბლოგზე არა :)))

  3. fiqro says:

    dod, rame idea gaqvs fotoblogtan dakavSirebit? standartuli metodebit moqmedeba ar gamodis maincdamainc

    • Dodka says:

      მოტივაციის ამბავში? ყოველ დღე თითო სურათი არ გიცდია? ვიღაც აკეთებდა, მაგრად მომწონს იდეა, ოდესმე ალბათ მეც გავაკეთებ :დ

  4. mr.picasso says:

    კარგი აზრია :) ოღონდ რეალში ბლოგზე არ მომწონს მინი პოსტები. უფრო სწორედ თვითთერი მაქვს მაგისთვის და მისი ვაჯეტი ბლოგზე. ასე რომ ვისაც 120 სიმბოლოში ჩატეული ტექსტები უნდათ იკითხონ ჩემი თვითთერი ;)

    • Dodka says:

      ტვიტერი მაქვს ინგლისურენოვან სამყაროსთან საკონტაქტოდ. და არის პერიოდი, რომ სულ მინიპოსტების წერა უნდა ადამიანს და რა ქნას, გენიალური პოსტები ყოველ დღე არ ცხვება :/ : )

  5. Santa 2.0 says:

    კარგი იდეაა, ისე ის კომიქსებიც დააბრუნე რა :D

  6. BigCrow says:

    დოძიკ, მომბაძე :)
    მე არავის ვასწავლი ბლოგერობას, განა იმიტომ, რომ არ ვიცი, უბრალოდ @!@-ზე (ც კიბორგა ამ ზნაჩოკზე) მკიდია ვიღაც პირველკურსელი @!@-ები ისწავლიან თუ არა ბლოგერობას. მე უბრალოდ ვწერ იმას, რასაც შარშან ვწერდი, რასაც შარშანწინ ვწერდი და ა.შ.

    ნი უჩი ნიკავო, იესლი ზა ეტო ნი დაიუტ ძენეგ…

    • Dodka says:

      ყვავ, საბედნიეროდ, შენს რჩევებს არასდროს გავითვალისწინებ. შენ რომ @!@-ზე გკიდია ყველა, იმიტომ კიდიხარ შენც ყველას. სამყარო სამართლიანია.

      პ.ს.: და ფულსაც მაძლევენ.

  7. Landish says:

    მეც მინდოდა მასეთი რამის გაკეთება, მარა ჩემი ამბავი რო ვიცი, ერთ დღეს 2-3 პოსტი რო დავწერო, მთელი კვირა არაფრის წერის მუღამზე არ მოვალ, ასე რომ ისევ მირჩევნია, რომ თითქმის ყოველდღიურად თითქმის ერთ დროს იწერებოდეს ჩემთან პოსტები… : )

    თუ გაამართლებს დოდ შენი ეს იდეა, მერე არ დაგიმალავ და მეც მოგბაძავ :givi:

  8. Cyborg says:

    მე მაინც მგონი რო დაძალებული პოსტაობა ბლოგზე არ არის სწორი მოტივაცია.

    ანუ ბლოგზე თუ არ გეპოსტინება, ძალით, წიხლით, ბოდიშით და მოჯმა ბლოგზე, იმიტო რო ”ვაიმე society-დან არ ამოვვარდე” არაა სწორი მეთოდი.

    მეტსაც გეტყვით:
    იმჰო ყველა გამოცდილი ბლოგერისთვის, რომელსაც უკვე 2-2-ჯერ აქვს დაწერილი ყველა საჭირბოროტო პოსტი საკუთარი ცხოვრებიდან და აღარ იცის რა წეროს.

    გამოსავალი არის თემატური ბლოგის შექმნა, ანუ ფაქტია რო მის ენერგიას და დროს recently იპყრობს რაღაც სამყარო, სამუშაო დაარქვით გინდა, გინდა ინტერესთა სფერო – ხოდა იქნებ დროა ”გადაკვალიფიცირებისა” – ”დამაშნი ბლოგერობიდან” პროფესიონალ ბლოგერში – რომელიც წერს მისი ცხოვრების სამუშაო თემაზე, საინტერესო ანალიტიკურ სტატიებს, ან წერს რა ნახა და წამოწევს საკამათო თემებს.

    ანუ დოდკა:
    პრობლემა იმაშია რო ის რაც შენ ცხოვრებაში ხდება, ის რასაც ფიქრობ და აკეთებ – აღარ ჯდება შენი ბლოგის ფორმატში. ამიტო იმაზე საერთოდ არ წერ, და ”შენი ფორმატის” პოსტების წერას კიდე იმენნა ”აძალებ” შენ თავს. ხოდა იქნებ დროა შეგექმა საინტერესო, პროფესიონალური ბლოგი შენი საქმიანობის ირგვლივ და დაგეწერა რაზე რას ფიქრობ იქ, რას ნახულობ და რას ვერ ნახულობ, დაგეწერა მთელი შენი თავგადასავლები, როგორ ხვდებოდი ჯგუფებში და მერე გამოდიოდი იმ ჯგუფებიდან და რა ხდებოდა მოკლედ, დაგეწერა იმაზე 5 რადიო პროექტი რო მოგადგა ერთდროულად, უამრავი საინტერესო თემაა შენს პროფესიულ ცხოვრებაში რომელიც არ ჯდება ბლოგის ფორმატში რის გამოც ბლოგიც სტრადაეტ და შენც სტრადაეშ.

    evolve.

    • Dodka says:

      არა, ვერ გაიგე, მეწერინება და მინდა წერა, ოღონდ ვისტრესები რაღაცნაირად და ეგ უნდა მოვიხსნა.

      სოციალური მედიის ბლოგი, ჰმმმ. ეგ კია კარგი იდეა. ოღონდ 5 რადიოპროექტზე ვერ დავწერ :D ან მერე დავწერ, მოგვიანებით :D

  9. Cyborg says:

    dodka
    უნდა დაწერო, უნდა დაწერო 5 რადიო პროექტის კომედიაზე, უნდა დაწერო იმაზეც რატო მოხდა რო წამოხვედი რამიშვილისგან, უნდა დაწერო როგორ მოხდა რო მე მიზერულ ფასად ვაკეთებ ერთ-ერთი რადიოს საიტს – ვითომ იმიტო რო შენ ”ჩაბრატებული” იყავი და გადაცემა უნდა გეკეთებია.

    ეგ ყველაფერი, რაც ხდება ქართულ ”საქმიან” რეალობაში – უნდა დაწერო. შენი ბლოგის ”პეწი” ყოველთვის იყო გამომწვეობა, სიმართლე, პირდაპირულობა, რაღაც პონტში სწერვობა და ა.შ.

    უნდა გააკეთო პროფესიონალურ თემებზე ბლოგი – იგივე პეწიებით. იმჰო რა თქმა უდნა.

  10. fiqro says:

    vcade yoveldRe fotoebi meposta mara mainc nawerebze ufro etanebian :) me kidev wera ar miyvarsTu zalian ar gamiWirda.
    rchevistvis ki madloba

  11. Pingback: ზიგზაგი « ირმის ნახტომი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s