2009 – Overview

ძალიან მიყვარს წლის ბოლოს შემაჯამებელი პოსტების კითხვა ბლოგებზე. ჩემი შარშანდელი პოსტიც მიყვარს, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად კითხულობდნენ…

ყოველ წელს ვამბობ, რომ ეს წელი წინა წელზე უკეთესი იყო – და იმედია სიცოცხლის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

2009 წელმა უამრავი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მართალია შარშან დადებული საახალწლო რეზოლუციის უდიდესი ნაწილი ვერ/არ შევასრულე, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

  • იანვარში პირველად ვიყავი ტელეეთერში სტატუსით “ბლოგერი” [ია ანთაძის ბოლო გადაცემა მაესტროზე, “პროფესია ჟურნალისტი”, პირდაპირ ეთერში];
  • იანვარშივე პირველად მქონდა ჯერ ლექცია-შეხვედრა, შემდეგ კი ვორქშოფი სახალხო დამცველის ოფისში თ.ს.უ-ს ჟურნალისტიკის სტუდენტებთან;
  • აპრილში დაიწყო საპროტესტო მიტინგები. დავწერე ამ აქციების საპროტესტო მანიფესტო, რომელიც საკმაოდ ვირუსული გახდა ინტერნეტში.
  • აპრილშივე დავაარსე ნი2 ნიუსი, რომელშიც შემომიერთდა საბა და მოგვიანებით – ყვავა;
  • მაისში ჩატარდა ბლოგერების მინი-ბლოგკემპი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოში” ჩემი ორგანიზებით;
  • მაისშივე ჩემს ბლოგზე დაიწერა მე-5000 კომენტარი, რომლის ავტორი იყო თინი და საჩუქარიც მიიღო. (შემდეგი საჩუქარი, რომელიც უკვე მოფიქრებული მაქვს, მე-10 000 კომენტარს ელის. სტატების მიხედვით, ეს აუცილებლად მოხდება წელს);
  • ივნისში კიდევ ერთხელ შევიცვალეთ ბინა;
  • დავესწარი TOL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს სოციალურ მედიაზე, მქონდა პატივი გამეცნო ისეთი გურუები, როგორებიც არიან დენ მაკმილანი და კევინ ანდერსონი.
  • ამავე თვეს ცხოვრებაში პირველად მოვიტეხე ფეხი;
  • და ასევე ცხოვრებაში პირველად 4 დღის მერე საკეისროთი გაჩნდა ვილიამი.
    /მე და თაა, რომლის ბლოგსაც შეიძლევა კითხულობთ, ერთი და იგივე სამშობიაროში ვიყავით, ვილი და ვიკი ზუსტად ერთ დღეს გაჩნდნენ და ზუსტად ერთ დღეს გამოეწერნენ “ჯანმრთელობის სახლიდან”. /
  • ივნისის ნაწილი და თითქმის მთელი ივლისი ლოგინში გავატარე ფეხმოტეხილმა ვილისთან ერთად, კიბორგა ორივეს გვივლიდა.
  • ივლისში დაიწყო ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტი ჩემი მონაწილეობით, რომლის შედეგიცაა blogroll.ge.
  • ივლისის ბოლოს ნი2-ნიუსის ხილვის შემდეგ დაგვიკავშირდნენ “იმედიდან“, უფრო სწორედ, “ღამის შოუს სტუდიიდან”. ერთთვიანი თუ რამდენიც იყო, მოლაპარაკებები და “კიდევ ვცადოთ”-ები უშედეგოდ დამთავრდა. ის, რომ დაგვიძახეს, ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა მივხვდი, რომ სცენარისტობა, მითუმეტეს რაიმე “სასაცილოების” მოფიქრება ჩემი საქმე საერთოდ არ არის.
  • მალევე მომწერა კიდევ ერთმა ჯგუფმა, რომელიც “მზისთვის” ამზადებენ იუმორისტულ გადაცემებს. ერთი ვიზიტი საკმარისი იყო ჩვენთვის, რომ დიდი, მსუქანი “არა” გვეთქვა მათთვის (სინამდვილეში არ გვითქვამს, უბრალოდ აღარ დავუკავშირდით).
  • რამდენიმე ხნის შემდეგ დილის 9 საათზე გამაღვიძა შალვა რამიშვილმა, რომელსაც ჩემი ბლოგი უნახავს. შემომთავაზა მასთან მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის ინტერესებში ინტერნეტი არ შედის, ჩემი დრო კი საკმარისად ძვირფასია და მას ვინმეს პირად ასისტენტობაზე არ დავხარჯავდი, ამიტომ ეს ურთიერთობა დროებით გაიყინა.
  • ოქტომბერში ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტის მეორე და მესამე ეტაპი განხორციელდა. მეორე ეტაპის ფარგლებში ჩავატარეთ ლექციები ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, Gipa-ში, კავკასიის მედიასკოლასა და თ.ს.უ-ში.
  • მესამე ეტაპი კი “ახალი მედიის ფორუმი” იყო, სადაც ერთ-ერთი პრეზენტატორი მე ვიყავი. ფორუმმა ძალიან კარგად ჩაიარა, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რამდენიმე შემოთავაზებაც მივიღე. უმეტესობა უარვყავი, რადგან დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომის არსი არ მესმის იმ საქმეებისთვის, რისი გაკეთებაც სახლიდანაც შემიძლია.
  • “ახალი მედიის ფორუმზე” გავიცანი ონიკ კრიკორიანი, რომელიც რამდენჯერმე მყავს ნახსენები ბლოგზე. ონიკმა “გლობალ ვოისეზ ონლაინისთვის” სამი ქართველი ბლოგერისგან ინტერვიუ აიღო, ერთ-ერთი მე ვარ.
  • იმავე ფორუმზე გავიცანი იაკუბ გორნიცკი, რომელმაც გააკეთა ონლაინ-ლაივსტრიმინგი ჩვენი მონაწილეობით. ასე დაიბადა “კოსმოშოუ”.
  • ნოემბერში მქონდა პატივი მიმეღო მიწვევა “world blogging forum 2009”-დან, რომელიც რუმინეთში ტარდებოდა. თუმცა რუმინეთის ვიზას თბილისში ზაფხულის მერე არ გასცემენ, ამიტომ მომიწია
  • თურქეთში სრულიად მარტო მგზავრობა ვიზის მისაღებად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რაც კი გადამხდენია ოდესმე.
  • მსოფლიო ბლოგინგის ფორუმზეც უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი სხვადასხვა ქვეყნებიდან და იდეებით დავიტვირთე.
  • ნოემბერი – თვე, როდესაც ცხოვრებაში პირველად ვიჯექი გემზე, ვიფრინე თვითმფრინავით და ვიყავი სტრიპტიზ-კლუბში.
  • ამავე თვეს გავხდი Global voices online-ს ავტორი საქართველოდან. მიზნად მაქვს, უფრო მეტი ვწერო მათთვის ამ წლიდან.
  • მოხდა შეთანხმება რუსთავი2-თან – მათ ერთ პროექტს ინტერნეტ-მხარდაჭერას ვუკეთებ.
  • დეკემბერში ჩავატარე ორდღიანი ტრენინგი ქუთაისში სოციალური მედიის თემაზე.
  • შორენამ მიმასპინძლა ქუთაისის რადიო “ძველი ქალაქის” დილის ეთერში
  • ვიყავი I არხზე გადაცემაში “აქცენტები”
  • ასევე I არხზე – გადაცემაში “ჩვენი ეზო”.
  • ჩავატარე ლექციები გაუს პიარ სკოლაში ინტერნეტ-მარკეტინგისა და სოციალური მედიის შესახებ
  • მივიღე მონაწილეობა პროექტში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ეხება. ეს თემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია და მომავალ წელსაც ვფიქრობ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის კუთხით საქმიანობის გაგრძელებას [ჩემი პოსტი TOLის ბლოგზე].
  • გავათამაშე პირველი გივევეი ბლოგზე
  • კინაღამ დავშორდით მე და კიბორგა /შევრიგდით ისევ. მადლობა ჩულქებს!/

წლის განმავლობაში კიდევ, რა თქმა უნდა, უამრავი რამ მოხდა, ბევრი ადამიანი გავიცანი, გავეცი უამრავი კონსულტაცია ინტერნეტ-მარკეტინგთან დაკავშირებით, საკმარისზე მეტი ვიკამათეთ მე და კიბორგამ.

2009-ში ბლოგინგმა საქართველოში ნელ-ნელა აიდგა ფეხი, რაც ძალიან მიხარია. გამოჩნდა ბევრი საინტერესო ბლოგი, კარგი ავტორები, რაც ძალიან მახარებს. თუმცა ამასთან პარალელურად თავი იჩინა ზოგჯერ არაჯანსაღმა კონკურენციამ და შეჯიბრმა, “ვის უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს ბლოგზე”. რაც ჩემთვის გულისამრევია. ყველა ტრენინგზე ვლაპარაკობ სტატისტიკის მნიშვნელოვან როლზე, თუმცა ეს ბოღმის და “დაზომების” საბაბად რომ იქცევა, ეს უკვე სწორი არ არის. სწორია სტატისტიკის გადახედვა, გაანალიზება, საკუთარი ბლოგის გაუმჯობესება და არა პორნოვარეზნიკების დომენის შესყიდვა და საკუთარ ბლოგზე გადამისამართება, იმისათვის, რომ მრიცხველზე რაც შეიძლება დიდი რიცხვები ეწეროს – მერე რა, რომ სხვა რამეს ეძებენ, მთავარია, რომ შემოდიან! ასევე არ მესმის ბლოგროლ.ჯი-ზე ჩამოვლა და ყველა ბლოგერის ყველა პოსტის გამინუსება იმ იმედით, რომ რეიტინგში ყველა დაბლა დაიწევს…თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია, თან ისეთი ბლოგერებისგან, ვერასდროს რომ წარმოიდგენდით.

მსგავსი მარაზმების გამო რამდენიმე ხნის წინ, შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც – ბლოგიდან საერთოდ გავაქრე top.ge-ს მთვლელი. მე არ მჭირდება პოპულარული ბლოგი, არ მჭირდება “ყველაზე ყველაზე” წოდებები და ამისთვის სხვების გადავლა. მინდა, რომ უკეთ ვწერდე და უფრო მეტს ვაკეთებდე სოციალური მედიისთვის საქართველოში. ასე რომ, ჩემს ენერგიას ამ კუთხით ჩავდებ და თქვენ (მიხვდებით, ვისაც გეხებათ) გითმობთ ასპარეზს ერთმანეთისთვის “ყველაზე პოპულარულის” ტიტულისთვის თმების საპუტად.

წლის მთავარი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ვილია. ამ მოცუცქნულმა არსებამ ცხოვრების სტიმული გამიჩინა, რაღაცეების შეცვლის სურვილი – იმისათვის, რომ ის უკეთეს სახელმწიფოში, საზოგადოებაში, სამყაროში ცხოვრობდეს.

მადლობა ვილის ამისთვის, რომელიც უკვე  და კიბორგას მადლობა კიდევ – იმისთვის, რომ იტანდა ჩემს ჰორმონებს, პოსტ პარტუმ დეპრესიას, მომატებულ კილოგრამებს და მომცა საშუალება მის მხრებზე ვმდგარიყავი და მეფრინა. ამ წელს უამრავი რამ მოხდა, საკმაოდ ბევრი გავაკეთე, რაც ძალიან მახარებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახევარი წელი ფეხმძიმედ ვიყავი, მერე ფეხმოტეხილი და შემდეგ ახალშობილით – ამ ყველაფრის უკან კიბორგა დგას და ყველა ჩემი მიღწევა დიდწილად მისი დამსახურებაცაა.

და დიდი მადლობა თქვენ, ბლოგერებს და ბლოგის მკითხველებს, რომლებიც შემოდიხართ, კითხულობთ, იზიარებთ, არ იზიარებთ, მეკამათებით, ხანდახან სახეშიც მილაწუნებთ – ამ ბლოგმა ჩემი ცხოვრება განსაზღვრა.

ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ 2010 წელი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება სოციალური მედიის კუთხით.

გილოცავთ ახალ წელს : )

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

31 Responses to 2009 – Overview

  1. saitereso da datvirtuliw eli gqonia :)
    gisurveb 2010 welic nayofieri iyos shentvis :)

    chulqebi forever :D : P: P

  2. გილოცავ დოდი შენც ახალ წელს : * კიდევ უფრო საინტერესო წელს გისურვებ ვიდრე 2009 იყო. : )

  3. Santa 2.0 says:

    როგორც იქნა კიბორგამ მიიღო დამსახურებული credit :D

    Happy new 2010!

    P.S. ისე ამ ბოლო დროს ისე დაკავებული ხარ, მე მგონი უფრო მეტს ასწავლი ბლოგერობაზე, ვიდრე რეალურად ბლოგერობ, მინდა დაბრუნდეს ის controversial წერილები, რომლითაც ცნობილი იყო ეს ბლოგი

    წარმატებები ამ წელსაც და კარგია რომ “ჩემი შენსას სჯობია” ბრძოლებში არ ებმები. საქმემ აჩვენოს, საქმემ :D

  4. addicted says:

    my respects :)

    menatreba Seni grZeli postebi blogze

  5. Kate says:

    შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში.

    იმდენ რაღაცაში მიგიღია მონაწილეობა, რომ კიდევ წინ წახვალ.

    ნუ უნდა ვთქვა, რომ ყველა იმ ამბავს შორის, რაც თავს გადაგხდა, ვილის დაბადება ყველაზე მნიშვნელოვანია.

    good luck!!!

  6. D@niko says:

    მოკლედ, დავასკვენი, რომ ივნისიდან გადევნებ თვალ-ყურს! და საოცრად მომწონს ის ფაქტი, რომ საკუთარი თავის დახვეწაზე ზრუნავ და არა “ვაი პოსტებით” ხალხის მოზიდვას!

    გილოცავ ახალ წელს და გისურვებ: ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად გაკლია, ან გსურს ის იპოვნო წელს და აბა შენ იცი, წარმატებები!

  7. კუდა says:

    გილოცავ!
    ძალიან კარგი წელი გქონდა და იმედია 2011 წელს უფრო დიდი წარმატებებით შეხვდები.

  8. vasasi says:

    mec gilocav axal wels dodka, mravals daeswari.. :)

    warmatebebs gisurveb.. :)

  9. mr.picasso says:

    გილოცავ დოდკა ახალ წელს გისურვებ წარმატებებს .

  10. (c)TG says:

    miyvarxarT Sen da vili (kiborgac TqvenTan kavSirSi)

  11. Landish says:

    დოდ, პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ საუკეთესო სურვილებით!

    ახლა, პოსტი წავიკითხე და სიამაყით ამევსო გული, რომ ბლოგინგიც ამ დონეაზეა უკვე საქართველოში და რაღაც… და ერთგვარად კეთილი შურითაც შემშურდა, რომ ამდენს მიაღწიე წელს.. მე კი ტრაკის განძრევა დამეზარა მთელი წლის განმავლობაში..

    ამ პოსტმა სტიმული მომცა იმისა, რომ მეტი ვაკეთო სამომავლოდ და ამას აუცილებლად ვიზამ ამ წელს..

    მიხარია რომ ოჯახშიც ყველაფერი კარგადაა და სრულებითაც გამაჯამრთელებული ხარ..

    იმედი მაქვს მომავალი წელი შენთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც მეტის კარგის და დადებითის მომატანი იქნება : )

  12. კარგი გოგო ხარ,დოდი და ბლოგიც ძალიან კარგი გაქვს.:)
    შენი ვილი და კიბორგა დაუსწრებლად მიყვარს.:)
    შენ და შენს ლამაზ ახალგაზრდა ოჯახს გილოცავ ახალ წელს-საუკეთესო სურვილებით!

    p.s. მე ბლოგის შექმნის პირველივე დღეებიდან მოვაშთე მრიცხველი-რაოდენობა კარგია,მაგრამ ხარისხის პირდაპირპროპორციული ყოველთვის არ არის.:))

  13. Natalia says:

    წარმატებულ 2010 წელს გისურვებ, დოდ! : )

    ხოდა, ზემოთ ვიღაცამ თქვა უფრო ნაკლებს პოსტავო და მეც იგივე მინდოდა აღმენიშნა, თუმცა შენ უკეთ იცი.. მოკლედ, წარმატებას გისურვებ :)

  14. liz says:

    გილოცავ დოდი ახალ წელს, ნამდვილად ნაყოფიერი წელი გქონდა და მომავალი წელიც დარწმუნებული ვარ უკეთესი გექნება.
    ისე კი -მადლობა დედას – ყოველთვის გავიწყდება. ეს ცუდია.

  15. BigCrow says:

    ჰეყ დოდ :)
    მადლობა ვილის, რომ ის ჩვენი… ჩემი უფრო სწორად, მუზა არის :)

  16. ნიკა says:

    გაიხარე დოდ, ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და ახალ ახალ ცხელ ცხელ ტოპიკებს და თვგადასავლებს ველი :)

  17. BigCrow says:

    მეც მინდოდა მამენტ ასეთი დაწვრილებითი პოსტის დაწერა, მაგრამ იასნია ბოლო მომენტამდე მივიყვანე, ჰოდა უკვე რომ გავდიოდი სახლიდან, ცალი ხელით რომ შარვალს ვიცვამდი და მეორეთი ვწერდი, მივაჯღაბნე ორი აბზაცი…

    დამგმეთ.

  18. liz: იმიტო რო დედა ვერ გაგიჭედავს დამაფასეო და ფსიქოლოგთან არ წაგათრევს საკმარის აღიარებას არ მაძლევო :D

    პალიწიკა მოკლედ :D

  19. unaamarga says:

    ცოტა დაგვიანებით გილოცავ ახალ წელს! არაჩვეულბირივი წელი გქონდა და გისურვებ, რომ 2010 წელი კიდევ უკეთესი ყოფილიყოს!

  20. Lord Vader says:

    მოკლედ, 2009 პოზიტივში გაქ.
    კიდევ უკეთეს 2010 გისურვებ.

  21. shorena says:

    დოოდ გილოცავ ახალ წელს. ბევრი რამეები მოგისწრია გასულ წელს. 2010-ში უფრო დიდი შემაჯამებელი ნუსხა გექნება, შენ ისეთი ენერგიული ხარ.
    ვეფხვუნიებმა იზრუნოს შენს ბედნიერებაზე:)
    მე ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა

  22. Pingback: HAPPY NEW YEAR 2010 და განვლილი 2009 « Dreamar's Blog

  23. islandglocke says:

    dzalian saintereso wasakitxi iyo 2009-overview….warmatebebs gisurveb….madlob,gilocav shenc aseve yvelapers, vgijdebi vilize, chasaylapia :)

  24. David says:

    ძალიან კარგი თუ ასეთი კარგი წელი გქონდა. კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთულ წელს გისურვებ! :)

  25. Maia says:

    Good luck my darling, I love you!!!
    I hope next year will be more successful, more fortunate, and more blooming for you.

  26. თაა says:

    “მე და თაა, რომლის ბლოგსაც შეიძლევა კითხულობთ”

    ეს რას ნიშნავს რომ შენ არ კითხულობ? :D :D :D :D :D :D

    ხოდა კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებ და კოცნები ვილის ჩვენგან

  27. Pingback: 2010-2011 | დოდკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s