Attention, Bloggers!

შარშან, დაახლოებით ამ დროს, ფაქტიურად პირველი ბენეფიტი მივიღე ბლოგერობისგან, რამაც ძალიან გამაბედნიერა:

პირველად ბლოგერობის ისტორიაში მე, როგორც ბლოგერს, მომცეს რაღაცა უფასოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ბლოგერი ვარ. Yay! ანუ როგორც ალბათ ყველამ იცით სხვა ბლოგებიდან – დაგვპატიჟეს ფილმზე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”.

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა, ბლოგერის სტატუსით სადმე დაპატიჟება დიდი ხანია აღარ მიკვირს, ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, თუმცა პირველ სიხარულს და პირველ ნაბიჯს მაინც რა დამავიწყებს.

“ფორმულა კრეატივმა”  გადაიღო მეორე ფილმი – “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” და ქართველ ბლოგერებს წელსაც გვიწვევს უფასო ჩვენებაზე.

თუ გაქვთ ბლოგი და ეს ბლოგი დარეგისტრირებულია http://blogroll.ge-ზე, აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია მისამართზე http://kaikino.com/2/bloggers/. ჩვენება გაიმართება კვირას, 27 დეკემბერს. ზუსტი დრო და კინოთეატრი (ამირანი ან რუსთაველი) გამოგეგზავნებათ იმეილზე ჩვენების წინა დღეს.

უფრო დეტალური ინფოსთვის იხილეთ ბლოგროლჯის დისკუსიები.

P.S. თუ ჯერ არ მიგიღიათ მონაწილეობა ჩემს საახალწლო გივევეიში, აუცილებლად მიიღეთ – დამიტოვეთ კომენტარი ამ გვერდზე – სამი საიტი, რომელსაც ყოველდღე სტუმრობთ. კომენტარების მიღება შეწყდება დღეს, ღამის 12 საათზე. ხვალ დილით კი, როცა ვილი გაიღვიძებს, უკვე ამოვაღებინებ ერთ სახელს და გამოვლინდება გამარჯვებული.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

4 Responses to Attention, Bloggers!

  1. First

    ე, ვილი უკვე რამხელა ყოფილა :D

  2. mr.pikasso says:

    მეც გამიხარდა ამ ჩვენებაზე რომ დაგვპატიჟეს სიამოვნებით დავწერ მერე გემრიელ პოსტს სხვებიც რომ ბაძავდნენ მათ კარგი იქნებოდა

  3. piccolina says:

    ფორმულა კრეატივი არ გვივიწყებს <3

  4. zurriuss says:

    villi dzalian dzalian miyvars. akoce bevri bevriiii :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s