“ჩვენი ეზო”

ახალი მედიის ფორუმზე ვიღაც ჟურნალისტმა, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, რაღაც გადაცემისთვის, რომელიც ასევე დამავიწყდა მაშინ – ჩამწერა. რამდენიმე კითხვა დამისვეს ბლოგზე, ორი მახსოვს კარგად/ ერთი დაახლოებით ასე ჟღერდა: – “მშობლები არ გეჩხუბებიან, ინტერნეტში რომ ხარ სულ”, მეორე კითხვით კი მივხვდი, რომ ის ჟურნალისტი აზრზე არ იყო, რას ნიშნავდა ბლოგი. მე რაღაც ისტორიები მოვყევი, შევეცადე, ცოტა უფრო თემატური ვყოფილიყავი, მაგრამ ჟურნალისტი “მანდ რომ ჩეთაობთ”-ს ვერ გასცდა. იმ დღეს კიდევ ერთი მომენტი მახსოვს, ჩემს სახელს და გვარს რომ იწერდა, ვუთხარი, ფსევდონიმი სჯობს-მეთქი, იმიტომ, რომ ჯერ არც ერთ სიუჟეტში მგონი ჩემი სახელი და გვარი სწორად არ დაუწერიათ. და აჰ, რას ამბობ, რა პრობლემაა – დოდი ხარხელი – რატომ უნდა დავუშვათ შეცდომაო.

სადღაც ერთი თვის მერე დაგვიძახეს სტუდიაში ჩაწერაზე. იქ გავიგე, რომ გადაცემას “ჩვენი ეზო” ერქვა. წამყვანის კითხვებზე იქაც ვიხალისეთ და მერე ისევ დამავიწყდა ამ გადაცემის შესახებ. კიდევ ერთი თვის შემდეგ “ჩვენი ეზო” ეთერში გავიდა.

გადაცემას ხარისხი ქუდზევე შეეტყო – მუვიმეიქერში ჩემნაირი ნუბიც რომ გააკეთებს, რაღაც იმ დონისაა.

ასეთუ ქუდი რომ გახურავს, თავში მაინც უნდა გეყაროს რაიმე ღირებული, რამენაირად რომ დაბალანსდეს…

პირველი სტუმარი – ოლეგ პანფილოვი, რომელიც რუსულად საუბრობს. რუსული ენა ძალიან მიყვარს, პანფილოვისადმიც სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ პირველ არხზე გადაცემაში რუსული, როგორც ნებისმნიერი სხვა ენა – უ ნ დ ა   ი თ ა რ გ მ ნ ე ბ ო დ ე ს ! რაც, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა.

გადაცემის თემა არის ინტერნეტ-ტექნოლოგიები… წამყვანს ეს გადაცემის მე-9 წუთზე ახსენდება. კიდევ იქით სადღაც კადრში ჩანს კომპიუტერის ეკრანი, სადაც ალბათ უნდოდათ ეჩვენებინათ “ონლაინ კომუნიკაციები” – ჯამში ვიღაც ვორდში კრეფს: “ახალი სამსახური ვიშოვეეე”.

და მთლად გენიალური – “ოდნოებში ახალი სურათი დავდე და შემიფასეეეეეთ”. რატომ, რატომ ბომბი არ ჩამოვარდა, ამას როცა ბეჭდავდნენ, მერე ახმოვანებდნენ, ამონტაჟებდნენ და ეთერში უშვებდნენ?

არც პროგნოზში შევცდი – ჩემი სახელი და გვარი არ წერია სწორად.

Adobe Premiere მაქვს ახალი გადმოწერილი და ვსწავლობ, ანუ ყველა ვიდეოს ვჭრი და ვაქუცმაცებ, რაც ხელში მხვდება. იგივე ბედი ეწია ამ გადაცემის ჩანაწერსაც – ამოვჭერი ერთი როკო, მე, რამდენჯერაც ვარ (აქედან თავიდან ბომჟივით რომ გამოვიყურები – ეგ ახალი მედიის ფორუმზეა ჩაწერილი) და ყვავა, რომელიც ნი2-ზე საუბრობს.

დანარჩენი მაინც ნაგავი იყო და მაინც, ასე რომ მთლიანად 1-საათიანი გადაცემისთვის არ გაგწირავთ.

This entry was posted in ვიძიუ and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to “ჩვენი ეზო”

  1. Naino ამბობს:

    ვაიმე :|

    მე ალბათ ძირითადად რომ ვუსმენდი და თან ისიც თქვენს ლაპარაკს მაგიტო ეს ყველაფერი საშინელება არ მინახავს და უფრო არხეინად შევხვდი ამ გადაცემას :/

    ვააახ რეები ყოფილა საქზ :ს

  2. Naino ამბობს:

    შენი სახელის არასწორად დაწერა ვიხალისე ^_^
    მაყვალა რო გრქმეოდა ხო არ შეეშლებოდათ : |

  3. TG ამბობს:

    dodo :)))))))))))))))))
    es kargi kacia, ketilganckobili, ras erchi :D ubralod talk show-s cakvanis azrze araa da mand ras aketebs, ratoa gaugebrobashi mokolili x z

  4. zurriuss ამბობს:

    დოდო მეც შევნიშნე, მაგრამ მეგონა, რომ შენგან ერთგვარი ნებართვა აიღეს :)
    მოკლედ, დიდი არაფერი შვილი იყო ეს გადაცემა. როცა წამყვანს ერთ გადაცემაში უნდა ინტერნეტზეც ისაუბროს და თან ბლოგებზეც, ეს შეუძლებელი ხდება.
    ინტერნეტი ხომ მარტო ბლოგები არ არის?
    ზოგადად ბლოგები ეს სოციალური მედიის შემადგენელი ნაწილია. სოციალური მედია კი ინტერნეტგაკალქტიკის ერთ–ერთი პატარა “მზის სისტემაა”. ჰოდა ასეთი “მზის სისტემებით” სავსეა ინტერნეტგალაქტიკა.
    ანუ არასწორად იყო აღებული თემები. ანუ ავტომატურად გამოირიცხა პანფილოვი. მერე კიდევ ინტერნეტის კონცეფციაზე რომ იყო საუბარი, ეს ძალიან ზოგადი იყო და სკუპ უცებ სოციალური მედია… ნუ აღარ გავაგრძელებ.
    პ.ს. ტელეგენურები კი ვყოფილვართ – ამ პლუსს ნამდვილად ვუწერ საზოგადოებრივს ;)

    • Sweet ამბობს:

      ჯერ ერთი, ყველამ ჩვენ-ჩვენი ”სიტყვის” წინ სახელი და ბლოგის მისამართი რომ ვთქვით რატომ ამოჭრეს????

      ნერვები მეშლება როდესაც სადღაც ”ექსპერტად” გიწვევენ,

      რაღაცას გეკითხებიან,

      იქით სჭირდები და ერთი უბრალო ლინკის მიწერას და ე.წ. credit-ების მოცემას არ კადრულობენ!!!

      სოფელია რა!

      პ.ს. მაგრამ ძალიან ლამაზი ვიყავი ^_^ <3

  5. Landish ამბობს:

    ისე მაინც მემგონი კარგი ვქენი რომ იმ ქარში (ჩაწერის დღეს საშინელი ამინდი იყო, თუ გახსოვთ :))) სახლში დავრჩი :D

  6. Giorgi Zghuladze ამბობს:

    lol. გამარჯობა, დოდო :))))))))))))))

  7. D@niko ამბობს:

    ვააა, წამყვანი რა ტიპია! კიკინიანი : ))) ლოლ!! :)

  8. islandglocke ამბობს:

    ra agar xdeba :D cudia dzalian…. yvelaze uxarisxo televiazia es “sazogadoebrivia”…ara da yvelaze xarsxiani unda iyos…me piradad televizors ar vuyureb da tu vuyure es “sazogadoebrivi” namdvilad ar iqneba :D

  9. ნან ამბობს:

    გადაცემის კუდს მოვუსწარი გუშინ. რაზე იყო ვერ გავიგე წესიერად და რაში ყოფილა საქმე.
    “ჩვენი ეზოს” ბლოგები :D
    ძალიან სასაცილო გადაცემაა ზოგადად, მაგრამ ბლოგები რა შუაში იყო, სად მიაბეს გადაცემის შინაარსს?

  10. ლილიანი ამბობს:

    : )))))))))))))))))))))))))))))))

  11. tazo ამბობს:

    ვაპირევდი რაღაც მსგავსის დაწერას. ძალიან არაპროფესიონალურად, დილეტანტურ დონეზე იყო გაკეთებული. მე უკეთესის მოლოდინი არც მქონია. :)

  12. khatiaa ამბობს:

    დოდ იქნება და როცა შენთან ინტერვიუს წერენ განსაკუთრებულად აქცენტი გაუკეთო იმაზე რომ ხარ დოდი და არა დოდო? ვერ დაიმახსოვრებენ?

  13. Lord Vader ამბობს:

    ძალიან საინტერესო გადაცემა ყოფილა.
    მრცხვენია, პირველ არხს რომ არ ვუყურებ :(

  14. piccolina ამბობს:

    ვაიმე, თარგმანზე უნდა დამეწერა ზუსტად, ასათიანის გადაცემაშიც კი ტიტრებით ეწერაბა თარგმანი. და ეგ მაგრა ცუდად მომხვდა თვალში, წამყვანიც რომ ალაგ ალაგ რუსულად ეუბნებოდა რაღაცას. სხვაზე რომ ყველაფერზე თვალი თავხუჭოთ, მარტო მაგან გაამარაზმა გადაცემა

  15. piccolina ამბობს:

    ვაიმე დოდოოოოო
    არც კი შემიმჩნევია დოდო რომ ეწერა, რომ ვუყურებდი :)))

  16. თინი ამბობს:

    ვერ ვუყურე ამ გადაცემას რაა, ჯერ შენი სახელი რომ ვნახე, მერე ვორდში აკრეფილი “ოდნოებში სურათი შემიფასეეთ” და გავფრიკე, რომ არ გავმსკდარიყავი ეგრევე შენ მოგწერე გგგ :დ

  17. BigCrow ამბობს:

    დოდ, გამომყევი ცოლად :უსერ:
    უსასტიკესად დამეზარა მთლიანად ყურება ამის, Too long იყო… ამას კი ეჰეჰ!

  18. BigCrow ამბობს:

    ნუ რა სექსი ვარ…

  19. mr.pikasso ამბობს:

    გუშინ ვნახე ეს გადაცემა :) სიუჟეტები იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი თავისი ოდნოებში სურათები დავდეთი :) საერთო ჯამში არა უშავდა 1 არხია მაინც და ჭკუა არ მოეთხოვებათ

  20. ჰაჰ დოდ რა cute ხარ, კინაღამ დავიჯერე :))))))))))))))))))))

  21. Sweet ამბობს:

    დოდი ეგ გადაცემა გამომიგზავნე რა მთლიანად თუ გაქვს

  22. გამოხმაურება: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a reply to ნი ხრენა სიბე 2.0 კომენტარის გაუქმება