Catch up

კეტჩუპი.

რამის წერა თუ არ დავიწყე, ვერასდროს ვეღარ დავწერ, ასე მგონია. აი, წერილზე პასუხის გაცემას რომ გადადებ და მერე რაც დრო გადის, უფრო მეტად რომ ჭირს წერის დაწყება, ისე ვარ.

მოკლედ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

სად ვარ, რას ვაკეთებ

7 და 8 დეკემბერს

ქუთაისში ვიყავი, Transitions Online-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩავატარე.

ტრენინგზე

ძალიან მომეწონა ქუთაისი, ძალიან. ყოველ შემთხვევაში, ის ადგილები, რაც დავათვალიერე და ის ისტორიები, რაც მოვისმინე, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

თუმცა ალბათ შენობებზე, განათებებსა და ისტორიებზე მეტად ადამიანებმა მომხიბლეს. განსაკუთრებით ორმა – შორენამ და დათომ.

დათო ლიკლიკაძეს ალბათ ყველა იცნობს, ვისაც ქუთაისთან რაიმე შეხება ჰქონია. ყველაფერი ტელეფონით მოაგვარა, დაგვხვდა ქუთაისში, ტაქსიდან უცებ ჩაერთო რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერში მობილურით და გადასცა ნიუსი ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ, მიგვიყვანა იქ, სადაც სემინარი ტარდებოდა, მერე დაგვაბინავა სასტუმროში, საღამოს კი მინიტური ჩაგვიტარა ქალაქში.

ტრენინგის წარმატებად ვთვლი იმას, რომ ლიკლიკაძე mail.ru-დან gmail-ზე და odnoklassniki-დან Facebook-ზე გადმოვიყვანეთ.

Girl who made my day

ორიოდე თვის წინ ფეისბუქზე წერილი მივიღე ერთი უცნობი გოგოსგან, ქუთაისის რადიოში შენი პოსტი წავიკითხეო. ძალიან გამიხარდა მაშინ, კიბორგას მოვუტრიალდი და ვუთხარი, წარმოგიდგენია, მე აქ ვცხოვრობ, დავდივარ ჩემთვის, ვკამათობთ რომელი დარეცხავს ჭურჭელს და ამ დროს სადღაც იქ, ქუთაისში რადიოეთერში ჩემი პოსტი ისმის, რის შესახებაც აზრზე არ ვარ-მეთქი.

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სულ მალე იმ რადიოეთერში მეც აღმოვჩნდებოდი.

იმ უცნობ გოგოს კი, რომელმაც წერილი მომწერა, შორენა ჰქვია და ბლოგერია. ჩემი ფეისბუქსა და ბლოგზე დაწერილი “4 საათში ქუთაისში ვიქნების” წაკითხვის შემდეგ დილით გაიგო სად ტარდებოდა ტრენინგი და მოვიდა. ვერ აღვწერ, როგორ გამიხარდა, საუკეთესო საჩუქარი იყო, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ვინმეს. მეორე დილით კი რადიოშიც მიმიწვია მის გადაცემაში “კბილის ჯაგრისი” (მაგარი სახელი ჰქვია ისე).

ბლოგი კი ისეთია, ამობეჭდვა და ისე წაკითხვა რომ მოგინდება, ერთიანად, წიგნივით. მე მომწონს.

– – – – – – –

6 და 13 დეკემბერს

Rustavi2-ის ახალი ტელეპროექტის, “ნიჭიერის” კასტინგზე, დილის 11-დან საღამოს 11-მდე. “ნიჭიერი” Britain’s Got Talent-ის ქართული ანალოგი იქნება და კასტინგის იმ ორი დღის მიხედვით, რომელსაც დავესწარი – საკმაოდ საინტერესოც. მე, როგორც ბლოგერი, ამაყად ვფლობ all access pass-ს, ანუ ყველგან შემიძლია ცხვირის შეყოფა და ნებისმიერი რამის გადაღება. მოკლედ, ყველას ფეხებში ვებლანდები.

ამ პროექტზე მომავალში კიდევ უფრო მეტს გაიგებთ, რადგან ეთერში გასვლამდე ცალკე გაეშვება გადაცემის ბლოგი, რომლის თანაავტორობის შანსიც ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება მიეცეს (ჰონორარითურთ ;-), მაგრამ ამაზე ცოოტა მერე.

16 და 17 დეკემბერს

გაუს პიარსკოლაში – ლექციები სოციალური მედიისა და ინტერნეტ-მარკეტინგის თემაზე. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. ცოტა ხარვეზებით, მაგრამ მაინც. მაგალითად, დღეს, როდესაც ძირითადად მინდოდა ტექნიკური მხარე მეჩვენებინა სხვადასხვა სოციალური საიტებისა, კავკასუსმა მთელ ვაკეში ინტერნეტი გათიშა და მოგვიწია დაფაზე ხატვა. რა სასოწარკვეთილი ვიყავი, წარმოიდგინეთ, დაფაზე დავხატე ფეისბუქის სტატუსის აფდეითი და like-ბი და კომენტარებიც მივახატე…

19 დეკემბერს, 12 საათზე პიარსკოლაში ღია ლექცია იგეგმება, Google-ს პროდუქციის შესახებ ვისაუბრებ და (ალბათ) ინტერნეტში ლაივის საშუალებაც იქნება Livestream.com-ის დახმარებით. ალბათ-ს იმიტომ ვწერ, რომ არავინ იცის, რა ხასიათზე იქნება იმ დღეს კავკასუსი.

ამასობაში მთლად ღორის არა, მაგრამ მაინც ვირუსი მოვილიე, მერე ვილის გადავდე, ვილიმ ერთი დღე ისიცხიანა და კიბორგას გადასდო, რომელიც ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა ოჯახში – ორი დღეა სქელსაბანშემოხვეული დადის და ორი თერმომეტრით ერთად იზომავს სიცხეს (ერთი ჩვეულებრივია, მეორე – ელექტრო). Cute.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to Catch up

  1. au kiborgaze Zalian gavxalisdi :D xoda isa au mec minda all access pass (chemi avadmyofiri cnobismoyvarebis bralia albat) magaria roca yvelgan shegizlia sheyo cxviri da rame gaafucho tu ara ziriszirobamde sheiscavl daatvaliero <3

  2. mr.picasso says:

    მოკლედ რამდენი რაღაც მომხდარა … ოოო ე.ი რუსთავი ორის ბლოგზე ანაზღაურებაო????? მომწონს რაღაც ეს იდეა :)

  3. BigCrow says:

    ვეთანხმები პირველ აბზაცს, ქუოტს ე.წ., გადადებასთან დაკავშირებით…

    sad but true, მეც მასე მჭირს ხოლმე…

  4. shorena says:

    ეს ყველაზე კარგი 2 დღე იყო იმ კვირაში ჩემთვის:* რაღაც ძაან კარგი, თან იცი როგორი?რო პოულობ ადამიანს რომელთანაც რაღაც გაკავშირებს.
    და კიდევ იცი რა? იმ სემინარის შემდეგ ჩემს ბლოგზე უფრო ბლოგერული მოძრაობა:) წავიდა, ხალხიც გააქტიურდა,მეც გავაქტიურდი. მერე დოდ მაილზე შემოგიხეტიალდები. რაღაცეები მაქვს შესაკითხი:)

  5. Irina_K says:

    nichierze me gnaxe :))=))
    kiborgaze dzaaalian gavxalisdi :))=))
    youtube_ze vnaxe orive video kutaisze … sainteresod yveboda is kaci.. da momewona kutaisi : )

  6. piccolina says:

    შორენა სასიამოვნო გოგოა, მარა რაღა მაგაზე მოგინდა ზუმის ტესტვა :)))

  7. Pingback: საშინლად, რომ არ მომწონს « შორენის ბლოგი

  8. Temo says:

    ვა საინტერესოა, მე როგორც გაუს სტუდენდი ხვალ (შაბათს) დავესწრები შენ ლექციას :)

  9. ვალერი says:

    სადღაც იქ, ქუთაისში
    თბილისიდან ქუთაისი ასე “სადღაც” შორსაა?
    მზერის მოკლე ველი გქონია, ძვირფასო. პრინციპში, შენც არ იდგე დინაზავრის მხრებზე. არადა, კაია, დამიჯერე…ჰაჰა

    • Dodka says:

      კი, ახლომხედველი ვარ, სათვალეს ვხმარობ : ))) მაგრამ სათვალითაც ვერ ვხედავ აქედან ქუთაისს :D

  10. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s