To Kutaisi

4 საათში ქუთაისისკენ მიმავალ გზას გავუყვები – TOL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვატარებ ახალი/სოციალური მედიის შესახებ. ორდღიანი ტრენინგია ჟურნალისტებისა და NGO-ებისთვის ძირითადად. იმედია, საინტერესოდ ჩაივლის.

ძალიან მომწონს იმ სასტუმროს სახელი, სადაც უნდა დავრჩე – “ძმები”. ლეპტოპი კი მექნება თან, მაგრამ ვაირლესის იმედი ქუთაისის სასტუმროში დიდად არ მაქვს.

ქუთაისში ერთხელ ვარ ნამყოფი – მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავი, ორდღიანი ექსკურსია გვქონდა. ყველაზე კარგად ბაგრატის ტაძარი მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო. მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი სხვა რამ აღმოჩნდა – ღამე ყრუ-მუნჯთა პანსიონატში გავატარეთ. მაგრად დავითრგუნე ამის გამო, რაღაც აუტანელ პირობებში ცხოვრობდნენ. ნეტა თუ შეიცვალა რამე.

– – – – –

გიზიარებთ სამ (ჩემთვის) ახალ და საინტერესო ბლოგს:

მაქვს პატივი, გაუწყო, რომ იმყოფები HR-ის სამყაროში, სადაც სტატიების უმრავლესობა ეხება ადამიანურ რესურსებს და მათ მართვას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო პოსტებს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ლიდერობის ხელოვნების შესახებ. ასევე გაცნობითი ხასიათის სტატიებს სხვადასხვა ნაკლებად პოპულარულ პიროვნებებზე, რომელთა მოღვაწეობაზე ინფორმაციის მიღება მკითხველისთვის, ვფიქრობ, საინტერესოა.

როდესაც „ფულთაიმი“ სამუშაო დავიწყე, ამ „ნიუ ჩელენჯმა“ კიდევ უფრო მეტად წამართვა „სფეარ თაიმი“ . . .

ყოველი დღე ერთი და იგივე რუტინით იწყება და მთავრდება… თუმცა შუადღეს ერთსაათიანი „ბრეიქი“ გვაქვს, ე.წ. „ლანჩთაიმი“ . . . რის შემდეგაც კვლავ „ვორქშოფს“ ვუბრუნდები …

არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდა ეს სტატია ერთგვარი „ჰინტი“ იყოს ჩემი მეგობრებისათვის, რომ ვიწყებ აქტიურ ბრძოლას ასეთი „მარგალიტების“ წინააღმდეგ. . .

“ჩვენი ბლოგი” (ა)

ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…

ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…

გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…

თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი..

Advertisements
This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to To Kutaisi

  1. unaamarga ამბობს:

    საფოსტო ყუთის იდეა მეც ძალიან მომეწონა.

  2. zurriuss ამბობს:

    მოკლედ, თუ მოგიხდება, ეკლესიები ნახე. ძალიან უნდა მოგეწონოს, წესით და რიგით. თუ არა და… ძაანაც ნუ გაძუყნი ქუთაისს, თუკი არ დაგევასება :)))
    წარმატებულ გაძლებას გისურვებ ;))

  3. piccolina ამბობს:

    წარმატებები ქუთაისში ;)
    კარგად თუ არ გაატარებ დროს, კაი ექსფერიენსი მაინც რომ იქნება მაგის მჯერა :))
    და შთაბეჭდილებებს ველით
    აბა ჭკუით :*

  4. ZooM@ ამბობს:

    გარწმუნებ რომ მთელს ქუთაიში ვაირლესი არ არის… :)

  5. candy ამბობს:

    I definitely love this city! so cute..

  6. apachi ამბობს:

    haa gargo Tu ganana?

  7. shorena ამბობს:

    haaa?gargo tu ganana?:P axali posti ar iqneba qutaisze? me mainteresebs ras fiqrob? imedia ise mtkivneulad agar gagaxsendeba,rogorc im yru-munjebis pansionatshi gatarebuli game:)

  8. Riablo ამბობს:

    ვინ თქვა, ქუთაისში ვაირლესი არ არისო?

    ნუ, ეგ სასტუმრო არ ვიცი, სად არის, მაგრამ ვაირლესის სიგნალის დაჭერა ლამის ყველა ქუჩაზე შეიძლება.

  9. ZooM@ ამბობს:

    Riablo

    გაჩერდი ეხლა … რა ვაირალესის დაჭერაა შესაძლებელი ქუთაიში..

    ქუთაისელი კაცი ვარ და მაგ მაინც ვიცი წესიერად :D :D :D

  10. unknown ამბობს:

    mdaa…. sainteresoa..yovelive es… :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s