PR-School

ბოლო თვეების მანძილზე საკმაოდ ხშირად შევდიოდი გაუს პიარ სკოლის ვებგვერდზე, ვათვალიერებდი ხოლმე დადებულ წიგნებს და ნიუსლეთერებს. ამ სკოლის შესახებ საკმაოდ დადებითი შეფასებები მაქვს მიღებული სხვადასხვა ადამიანებისგან და მეც ვფიქრობდი უახლოეს მომავალში კურსის გავლას.

ერთადერთი, რის გამოც ვამუხრუჭებდი, ტრენერები იყვნენ. უმეტესობის შესახებ საერთოდ არც გამეგო, ზოგის ბიო არადამაჯერებლად ჟღერდა და ვინც ვიცოდი, მის შესახებ მთლად დადებითი წარმოდგენა არ მქონია.

შემდეგ იყო ახალი მედიის ფორუმი და კოხინორის ბლოგზე ეს პოსტი, ციტატა: “დოდი თუ ნახავს ამ პოსტს, 2-ჯერ მოვისმინე როგორ ჭორავდნენ მის ბლოგს (:კედლებსაცყურებიაქვთსმაილი:), – ვითომ რაში მაინტერესებს როგორ იმშობიარა, წარბები როგორ გაეზარდა და ა.შ. მოკლედ ასეთი დონის არი რაო, ერთი “ფრიად” გოგო უზიარებდა სხვებს, მანამდე ერთი ყმაწვილიც მსგავსივე ტექსტით. პოპულარობა მხვერპლს მოითხოვს, “ზატო” შავი პიარიც პიარია : )”

როდესაც წავიკითხე, ჯერ გამიხარდა, კარგია, როცა შენზე საუბრობენ. მერე რაღაც  ბოროტულად გამეცინა და იქ კომენტარებშიც დავწერე, მასეთი მიდგომის გამო ისინი 200-ლარიან სამსახურებზე მუშაობენ და მე ბევრად უფრო ძვირად ვუტარებ ტრენინგებს-მეთქი.

და მაშინვე სინდისმა მომქენჯნა. თავი მათს ადგილას წარმოვიდგინე – ვიყავი კიდეც მათს ადგილას. როგორც ზოგი სტუდენტისთვის მე მხოლოდ მშობიარობასა და წარბებზე მპოსტავი რაღაც-გაურკვეველი-სიტყვა-ბლოგერი ვარ, ისე ჩემთვის მაია ასათიანია მხოლოდ “პროფილის” უნიჭო წამყვანი და პიარ-სკოლის ტრენერებს შორის მის დანახვაზე ცხვირიც ავიბზუე.

არადა როგორც იმ სტუდენტებს შეუძლიათ ბევრი მათთვის სასარგებლო რამ გამოწურონ ჩემგან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, ასევე შემიძლია მეც ნებისმიერი ტრენერისგან ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მივიღო, მიუხედავად იმისა, როგორი წარბები აქვს მას და როგორ უძღვება ამა თუ იმ გადაცემას.

კოხინორის იმ პოსტის შემდეგ კარგა ხანს დავდიოდი სინდისის ქენჯნით და პიარ-სკოლას გულში ბოდიშს ვუხდიდი.

ცოტა ხანში კი ფრიად საინტერესო რამ მოხდა – ათიოდე დღის წინ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ სულ მალე თავად გავხდებოდი პიარ-სკოლის ტრენერი.

[მადლობა ზურიუსს და კომპლიმენტები ჯეპრას, სადაც ყველაზე ლამაზი გოგოები მუშაობენ!]

სკრინი ფეისბუქიდან

 

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to PR-School

  1. Sulkhan says:

    ჰეჰ

    დოდი

    მომავალ თაობებსაც აღზრდი? ::))))))

    წარმატებები :)

  2. Sulkhan says:

    PS

    tbilisshi ro vcxovrobde aiucileblad gaviovlidi raime kurss mag skolashi
    dzalian sainteres rame chans

    magram aqedan amnd ar gamomiva :(

  3. Sadie.G says:

    მესამე წელია გაშუი ვარ და ჯერ ვერ მოვაბი თავი რომ დავიწყო. ეტა ზნაკ :D იანვრიდან ვაპირებ თუ იქნება და გამიხარდება მმარტო ტექსტდაზუბრული ბოროტი დეიდები თუ არ მეყოლებიან :D

  4. Mariko says:

    dzalian saintereso chans pr skola. mec minda mag skolashi scavla.

  5. zurriuss says:

    კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ჯეპრა ერთ–ერთი ის ადგილია, სადაც შენ სრულიად გაფასებენ ;)

    პ.ს. როდის გნახააააააავ :D

  6. Iron Butterfly says:

    good luck :*

  7. unaamarga says:

    Wow! წარმატებებს გისურვებ!

  8. wow წარმატებები : ))))
    :ჯუმპ:

  9. somebody says:

    კარგია :)

  10. teonala says:

    “კახა მაღრაძე – ჯეპრას დირექტორი. მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული აქვს ბორჯომის 10 წლის იუბილეს, თიბისი ბანკის სათაო ოფისის გახსნის, მინი ოლიმპიადის და კიდევ შვიდი ათეული პრეზენტაცია და ივენთი”

    – ივენთების გამართვის სპეცილისტი დირექტორად ცოტა მეხამუშა :/

  11. Cyborg says:

    teonala
    PR სკოლაში? – კაკ რაზ ტო შტო ნადა. ცხოვრება ხომ PR-ია… :D

    საინტერესო სტატისტიკა: ყველა ქალს სწავლა უნდა…

  12. piccolina says:

    ქულ
    ნუ კი ვიცოდი ეგ ამბავი, მარა კომენტარი არ გამიკეთებია, ხოდა ახლა აღვნიშნავ რომ იტზ კულ’ და ამ გლედ ფორ იუ

  13. tatushka55 says:

    zurriuss

    shen mand xar?

    carmatebebi dod
    me sharshan davamtavre eg skola, scored mashin shenc ro gaigebdi ro orsulad ikavi :)
    kargi iko sakmaod :)
    rac mtvaria kontaqtebis pontshia dzaan magari

  14. ოღონდ კონფორმიზმის გარეშე, თორემ მთელი პეწი დაიკარგება

  15. Lord Vader says:

    მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.

    “მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი

  16. BigCrow says:

    მერე შავი პიარი ამიგორე ხოლმე :D :D :D

  17. Taa says:

    doooooooooood

    shens blogrolshi shecvale ra chemi linki please
    da TT+ magivrad dawere Taa :)

  18. OTO says:

    რა ჩემი საქმეა მაგრამ TEMPLATE – ის შეცვლა IT’S A HUGE MISTAKE თან ასეთზე DREAM IS DESTINY – ს არ უხდება ვლადსტუდიოს მზეც დაიკარგა

  19. Pingback: ორიოდ კვირა პიარსკოლაში « PRSchool

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s