Sum up of WBF2009

გუშინ დილით 4-ზე ჩამოვფრინდი და იმის შემდეგ ფაქტიურად მძინავს, ძლივს ავინაზღაურე ერთი კვირის უძილობა. ერთი კვირის უვილიობა უფრო ძნელი ასანაზღაურებელია, ახლაც კალთაში მიზის და პოსტის წერაში აქტიურად მიშლის ხელს, რადგან თვითონაც უნდა მონაწილეობის მიღება.

ფორუმის პირველი ორი დღის ამბები მეტნაკლებად მოგიყევით წინა ვიდეო-პოსტში. 11-ში ყველამ ძალიან ბევრი დავლიეთ, შესაბამისად ვიდეოპოსტის ჩაწერას მოვერიდე, მაგრამ შევეცდები აღვიდგინო რა ხდებოდა.

პარლამენტის სასახლეში მისვლისთანავე, დარბაზის გარეთ დამონტაჟებულ მონიტორზე დავინახე ბურჯანაძე და გამიკვირდა, ნუთუ ქართული არხი აქვთ ჩართული-მეთქი. თუმცა ბურჯანაძე ვინმე დორინა გუტუ აღმოჩნდა, იმ დღის მოდერატორი ფორუმზე.

ფორუმის პარალელურად ამ დღეს ორი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ემინ მილლისა და ადნან ჰაჯიზადეს საბოლოო სასამართლო მიმდინარეობდა, რის გამოც გადაწყდა, რომ დაგვემუშავებინა სპეციალური მანიფესტი, რომელიც გამოხატავდა ემინისა და ადნანისადმი ჩვენს მხარდაჭერას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დღის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა.

[მოკლე ექსკურსი: ემინმა და ადნანმა გადაიღეს და გაავრცელეს პოლიტიკური ვიდეოშარჟი, რის გამოც ისინი დაიჭირეს “ხულიგნობისთვის” და სასამართლომ მათ 2 და 2.5 წელი მიუსაჯა. ხომ არ გეცნოთ რაიმე? ინფო შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე. ამის შესახებ კიდევ დავწერ ცალკე პოსტს].

მეორე დღის დანარჩენი თემები – უნდა იყვნენ თუ არა ბლოგერები აღიარებულნი სრულფასოვან ჟურნალისტებად, უნდა იყოს თუ არა გამჭირვალობა, ანუ უნდა მიუთითოს თუ არა ბლოგერმა, რომ ესა თუ ის პოსტი დასპონსორებულია, “ბლოგერების კონსტიტუცია”, რომელიც იმჰო აბსოლუტურად მარაზმული იდეაა და ბლოგინგს არანაირი წესები, კანონები და გაიდლაინები არ სჭირდება. მომეცა თუ არა ამ ე.წ. კონსტიტუციის ედიტირების უფლება ვიკიზე, პირველ წესად ჩავწერე “არანარი წესები”.

ყოველი coffee-break-ის დროს, როდესაც დარბაზიდან გამოვდიოდით, კვებას აფორმებდა ცოცხალი მუსიკა:

break

by Michael Reuter

ფორუმის დამთავრებისთანავე მინი-ტური მოგვიწყეს პარლამენტის სასახლეში, უზარმაზარი შენობაა, მაგრამ მხოლოდ 6 დარბაზი გვანახეს. ვერცხლის ძაფებით მოქსოვილი ფარდები, ოქროთი ნაკეთები ჩუქურთმები, ბროლი და მარმარილო… და რაღაცნაირად, სულ არ არის შთამბეჭდავი. უფრო სწორად, შთამბეჭდავია იმით, რომ უზარმაზარია, მაგრამ გულთან არ მიდის. უამრავი ფული ჯდება ამ სასახლის შენახვა, რითიც ბევრი რუმინელი აშკარად უკმაყოფილოა.

ისე, რუმინელი მწეველების აბსოლუტურ უმრავლესობას კოლოფში ერთი ღერი ამოტრიალებული აქვს. ვიკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი. ერთმა მითხრა, მე და ჩემი გელფრენდი ყოველ კოლოფზე ასე ვატრიალებთ, რომ გვახსოვდეს ერთმანეთიო. უმეტესობისთვის კი უბრალოდ ჩვევაა. ძალიან მიყვარს ასეთი “ჩვევების” დაფიქსირება, რომლებიც არც ერთ ტურისტულ საიტზე ან ვიკიპედიაში არ წერია.

ამის შემდეგ წაგვიყვანეს რესტორანში და ბეეევრი ვსვით – რუმინული არაყი, სუხუმის წამოღებული ჭაჭა, რუმინული ღვინო, ლუდი და ბოლოს მე, იაკუბმა და ონიკმა ტეკილებით დავაგვირგვინეთ [ჩვენ სამნი თითქმის სულ ერთად ვიყავით, თვითმფრინავშიც ერთად მოგვიწია მგზავრობა და ერთმანეთის გარყვნილ ხუმრობებზე მხოლოდ ჩვენ გვეცინებოდა].

3some

Departure Position

ღამე, უკვე კარგად შეჟუჟუნებულმა ზედა სამეულმა გადაწყვიტა ადგილობრივი სტრიპტიზ-კლუბის მონახულება. ტაქსისტმა სადღაც მიგვიყვანა. შესვლისთანავე მაგრად დავიგრუზე, რადგან კლუბი ძალიან პატარა იყო და კიბეებთან, საიდანაც ჩვენ ჩავედით, უცებ 6-7 გოგო გაჩნდა. ჩავუარეთ და გული დამეწვა, ისე მონებივით იდგნენ… დავჯექით თუ არა, ყველანი გაიფანტნენ და ერთი იყო მხოლოდ, ვინც ცეკვავდა. სამწუხაროდ, დიდხანს არ გავჩერებულვართ, რადგან სასმელების ფასს რომ დავხედეთ, ცოტა შეგვაქანა და წამოვედით სასტუმროში.

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფორუმით, კონტაქტებით და იდეებით, რაც მივიღე რუმინეთში. მივხვდი ბევრ რამეს, რასაც ვაკეთებ არასწორად, რისი გამოსწორებაა საჭირო და მივიღე უფრო მეტი გამოცდილება, რომელსაც ნელ-ნელა ყველას გავუზიარებ აქაურ ტრენინგებზე, სემინარებზე და ა.შ. ჯერ ისევ ინფორმაციული ქაოსია ჩემს თავში, რომელიც თანდათან დალაგდება.

ბოლო 7 დღის მანძილზე პირველად:

  • ვიმოგზაურე მარტო [თურქეთში]
  • ვიმგზავრე გემით (პარომი) [თურქეთში]
  • ვიფრინე თვითმფრინავით [რუმინეთისკენ]
  • ვნახე ბუქარესტი
  • ვიყავი სტრიპტიზ-კლუბში [რუმინეთი]
  • ვჭამე შემწვარი წაბლი [თურქეთი]
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to Sum up of WBF2009

  1. Natalia says:

    რა წესებია საჭირო, ყველა ბლოგერს ჟურნალისტობა ხომ არ უნდა? აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, და ყველა ბლოგი [ბლოგერი] თვითონ იპოვის თავის მკითხველს და ნიშას. მე ჩემთვის ვწერ, და არც მაქვს პრეტენზია ბევრ მკითხველზე და ჩემი ბლოგის გაგლობალურობაზე, ასე რომ კარგია რომ ’არანაირი წესები’ ჩაწერე :)

    • Dodka says:

      აჰა
      ვერ ვიტან ადამიანების დაუძლეველ სურვილს, ყველაფერი დაახარისხონ, კატეგორიები მიუჩინონ, წესები მოუგონონ… :d

  2. Sweet says:

    რა მოკლე პოსტია… :( ერთი კვირა იყავი იქ და რაღაც უფრო გრძელს და ბევრ სურათებს მოველოდი/მაინტერესებდა.

    • Dodka says:

      1 კვირა არა, 4 დღე. ამ პოსტში ბოლო დღეზე ვწერ, პირველ ორ დღეზე ვიდეოპოსტში მოვყევი: http://dodka.ge/2009/11/11/videopost-from-wbf/

      სურათები ბევრია მაგ., ფლიკრზე, ტვიტერზე, ჰეშთეგით #wbf2009 . მე არ გადამიღია არაფერი, იმიტომ, რომ ფოტოაპარატის წაღება დამეზარა ძალიან :დ

      თუ გაინტერესებს, ასევე იუთუბზე შეგიძლია დასერჩო ვიდეოები ფორუმიდან.

  3. პირველ რიგში ვეწინაამღდეგები ყველანაირ წესებს!! არა არა და არა!!! (პლაგიატიზმის გარდა რათქმაუნდა)

    მეორე რგიში კი მშვენივრად გიმოგზაურია, შემწვარ წაბლზე არც მე ვიტყოდი უარს!

  4. ხეხ :) 1 ღერს, გახსნისთანავე ვატრიალებ კოლოფში :) ეს ჩვევა მაქვს თითქმის 15 წელია :)

    • ნატო says:

      გიორგი, რატომ? :)

      ესლი ნე სეკრეტ.

      დოდ, თან და თანობით რაღაც–რაღაც მიგნებები ბლოგგინგში ჩვენც გაგვიზიარე :) ბუდუ ჟდატ’ :)

      • Dodka says:

        მიგნებას ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითადად ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ბლოგინგის მომავალი არის ტვიტერი და მსგავსი სერვისები, მიკრობლოგინგი, სადაც ყველაფერი სისწრაფეზე და სიმარტივეზეა დამოკიდებული და მაქსიმალურად გამარტივებულია მართვა (დასატვიტად მხოლოდ სმს-ის გაგზავნაა საჭირო. ეგ მქონი საქართველოსთვის ჯერ არ მუშაობს, მაგრამ მაინც, მალე შემოვა).

        • dv0rsky says:

          ჯეოსელმა აამუშავაო, ვიღაცეებმა უკვე დატვიტეს, უნდა შევამოწმო მეც

  5. კუდა says:

    ბლოგინგის კანონებიღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის. ვის მოუვიდა აზრად?!

  6. ბლოგინგის კანონები აუცილებელია! თუ მე დამაწერინებენ რათქმაუნდა :ბოლი: :D

  7. Pingback: Leaving Bucharest soon…I already left, back in Istanbul « Erkan's Field Diary

  8. piccolina says:

    საინტერესო მოგზაურობა გამოგსვლია ))) და ახალი მეგობრებიც რულზ
    რამდენი ხანია, რაც არ დაგილევია? :)

  9. tatushka55 says:

    Zalian magaria axali StabeWdilebi
    mec minda striptiz klubshi, saukunea vgegmav magram ver vaxorcieleb

  10. BigCrow says:

    ე.ი. კიბორგა ტყუილად არ მოთქვამდა, გალოთდაო :)

  11. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s