ბოლო ორი დღის მანძილზე რაღაც აუტანლად ბევრი ვილაპარაკე.
არ ველოდი, რომ ასეთი კარგი გამოვიდოდა, მართლა არ ველოდი. სტუდენტებიც, ჟურნალისტებიც, არასამთავროს წარმომადგენლებიც ძალიან დაინტერესებულები იყვნენ ახალი მედიით, რომელსაც აქამდე მათი დიდი უმეტესობა ცოტა აგდებულად უყურებდა.
მე მქონდა სამი პრეზენტაცია: ”საიდან დავიწყოთ?” (ვორდპრესი, ბლოგსპოტი, სელფ-ჰოსტი), ”წამიკითხეთ!” (რამდენიმე ტექნიკა, თუ როგორ გახდეს ბლოგი კითხვადი და პოვნადი ქართულ ვებსივრცეში) და ”ინტერნეტ-მარკეტინგი”. ამ უკანასკნელისთვის ფაუერფოინთის პრეზენტაციის გაკეთებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლები ძალისხმევა ჩავდე მის მომზადებაში, ყველაზე წარმატებული გამოდგა. ეტყობა ”ცოცხლად” ლაპარაკი უკეთ შემიძლია, ვიდრე პაუერპოინთში კლიკვა და წინასწარდადგენილ ხაზს მიყოლა.
სამივეზე საკმაო რაოდენობის მსმენელები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ველოდი 0 (!) მსმენელს – პარალელურად უცხოელებსაც ჰქონდათ პრეზენტაციები და რატომღაც ვიფიქრე, არავინ მოვიდოდა ქართულ პრეზენტაციაზე იმ დროს, როდესაც გვერდით პავილიონში უცხოელი გამომსვლელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი.
ყველაზე მაგარი მსგავსი კემპის ტიპის სემინარში ისაა, რომ ადამიანი იმიტომ კი არ მოდის შენს მოსასმენად, რომ ან იძულებულია, ან სხვა საქმე არ აქვს. არა, სხვა საქმეც აქვს და რამდენიმე პრეზენტაციიდან, რომელიც ერთდროულად ტარდება, შენ გირჩევს – იმიტომ, რომ აინტერესებს შენი თემა. ამის გამო აუდიტორია ძალიან აზრიანია, ხეებთან ლაპარაკის შეგრძნება არ რჩება, უაზრო თვალებით არავინ იყურება და კითხვებიც უჩნდებათ, რაც ერთი ათად საინტერესოს ხდის პრეზენტაციას როგორც მსმენელისთვის, ასევე პრეზენტატორისთვის.
რა მივიღე NMF-სგან პირადად მე?
- Publicity: გარდა იმისა, რომ გამიცნეს (ვინც მანამდე არ მიცნობდა) სემინარის მონაწილეებმა, ასევე გავეცი უამრავი ინტერვიუ და ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” რომელიღაც გადაცემისთვის ჩამწერეს კიდეც.
- კონტაქტები – სემინარებისა და ტრენინგების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე [ძალიან შევცდი, რომ სავიზიტო ბარათები არ დავბეჭდე და ფურცელზე მიწევდა ჩემი იმეილის დაწერა, როცა მთხოვდნენ. შემდეგში გავითვალისწინებ!].
- ერთი-ორ პროექტში მონაწილეობისა და სამიოდე სამსახურის შემოთავაზება.
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფოტო სემინარიდან: მე, ყვავა, მისტერ პიკასო, საბუნია. (c) Zuriuss
Good for you!
Nope,
Good for Georgian blogosphere : )
დოდ ნი2 რაზე არ ახსენე? :გიგი:
ROFL :D
“ნიორი ახსენე” ახალი ”ჯონდი ქლიავია” :D
ისე მაგარი დავსპამეთ ნი2-თ იქაურობა, 5 რეზენტაციაზე ვახსენეს :გიგი:
3 მარტო ჩემი იყო მანდედან, კიდევ როკოსი და დვორსკის.
სადმე სხვაგანაც სპამეთ? :დ
კი, სვითი დავსპამეთ, კიდე ვიღაცა – არ მახსოვს :დ
მეც დავწერ ერთი ამაზე, კაკრაზ თვეა არ დამიპოსტავს :დ
ვერ წარმოიდგენ როგორ მინდოდა მოსვლა,
საოცრად.
დაჟე ამ გადატვირთული სამუშაო რეჟიმის პირობებში, გავბედე და ვთხოვე ჩემს უფროსს. და შენ წარმოიდგინე გამომიშვა 13ში მაგრამ მერე უცებ იმდენი საქმე დამატყდა თავს რომ გადავიფიქრე.
ბევრი რამე გამიფუჭდებოდა.
ძალიან მინდა რომ კიდევ ჩატარდეს. ა
ნ იქნებ დადოთ თქვენი მოხსენებები, წავიკითხავდით ვინც ვერ მოვახერხეთ მოსვლა.
ხო, და უამრავ წარმატებას გისურვებ
ხო და შენთან ხალხი იმიტომ მოდიოდა, რომ მე და საბა (ყვავა ვარ) მოვდიოდით ხოლმე და ხალხს აინტერესებდა, აბა რას იტყვიანო…
:ვარდისფერი სმაილიკი:
პ.ს. ნი2
გამოხმაურება: მთაწმინდის პარკი, დღე II « რაღაცნაირი ბლოგი
ძალიან მაინტერესებდა ამ თემებზე პრეზენტაციებზე დასწრება – სამსახურის გამო სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა.
აუ რა მაგარი ფოტოა ბევრი ვიხალისე :) პრეზენტაციები მართლაც კარგად ჩაატარე გატრუნული ვისმენდი :) ჩემი ზოგიერთი ლექტორის მოსაწყენ ლექციას არ გავდა :) წარმატებები :* და ნი2 :)
დოდ , იმდენი გვესაუბრე ბლოგებზე, იმ დღეს “იჯუში”, რომ მეც გადავწვიტე ბოლოგოფილია შევიყარო და ინდე , ვფორთხალობ რაღაცას :D ჯერ ჩინურია
Guteb Tag Ich haise Goga
I found this site using google.com And i want to thank you for your work. You have done really very good site. Great work, great site! Thank you!
Sorry for offtopic
გამოხმაურება: 2009 – Overview « Dream is Destiny