Mein Kampf

ბოლო ორიოდე კვირაა აქტიურად დავიწყე ბრძოლა ჩემი მშობიარობისშემდგომი დეპრესიის წინააღმდეგ.

სამსახური მაქვს, თან სამი, ქმარი მყავს, თან ისეთი, რომელიც მეხმარება, ბავშვი – ჯანმრთელი და უპრეტენზიო. თუმცა დეპრესიის მიზეზი მაინც გამოინახა – უჩვეულოდ მომატებული კილოგრამები. მითუმეტეს, მალევე მომიწია ისევ გარეთ გასვლამ, ერთი-ორი პროექტი, იქით ”იმედი”, აქეთ კიდევ სხვა საქმეები… მე კიდევ საკუთარ თავს ნორმალური ადამიანების საზომით ვზომავდი და, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო ვვარდებოდი დეპრესიაში იმის გამო, როგორც გამოვიყურებოდი. არასდროს ვყოფილვარ ამხელა. ის, რომ ორსულად ვიყავი და ფეხი მქონდა მოტეხილი, სამი თვის შემდეგ საკუთარ თავთან გამართლებად აღარ ჭრიდა.

ბევრი ადამიანი მეკითხება, ამიტომ ახლა დავწერ აქ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ აზრზე მოსასვლელად:

1. დიეტა

დიეტა არ ნიშნავს შიმშილობას. ეს არის სწორი კვება – ძალიან ვცდილობ მივეჩვიო. ბავშვის ცხოვრების პირველ თვეში, როდესაც ორივე ლოგინში ვიწექით, დღეში ვჭამდი ერთ ცალ კულიჩს (500 გრამი). ორიც მიჭამია. კიბორგასთანაც მიჩხუბია იმის გამო, რომ ამოტანა დავიწყებია მაღაზიიდან.

ჩემი მენიუდან ამოღებულია ტკბილეული (70 და მეტი პროცენტულობის შოკოლადის ნატეხის გარდა) და ცომეული, ასევე ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა – ღამე ჭამა (6-ის შემდეგ ჩაის ვსვამ მხოლოდ). შაქარს ვერ შეველიე, განსაკუთრებით რძიან ყავაში, ამიტომ ვიყიდე ყავისფერი ნატეხი შაქარი (იყიდება ”ჯორჯიტაში” ან ”გუდვილში”). ეს შაქარი არარაფინირებულია, ცოტა ნაკლებად მავნე და კალორიულია და თან 3 კოვზის მაგივრად – 2 ნატეხი მყოფნის. [ზოგი დიეტისას იყენებს შაქრის შემცვლელებს, მაგრამ მათი ხანგრძლივად გამოყენება არაა რეკომენდებული ორგანიზმისთვის).

ვჭამ: ხილს, ბოსტნეულს, მოხარშულ ხორცს, რძის პროდუქტებს. ვცდილობ ეს ყველაფერი მოხდეს 12-დან 6 საათამდე შუალედში.

2. მასაჟი

დავდივარ ვაკუუმურ მასაჟზე ”ნეფერტიტიში” (ძველი ბაბილონი რომ იყო, იქ. ახლანდელი ”სუპერის” გვერდით). რაღაც აპარატია სპეციალური და მასაჟისტი ”მავაკუუმებს” წელსქვემოთ – შეგრძნებაა ამოწოვის მართლა. საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ღირს გაძლება ცელულიტის გაქრობისა და ფორმების ხათრით. მუცელზე საკეისროს გამო ერთი წლის მანძილზე ხელს არავინ დამაკარებს. ეს მასაჟი არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, კენჭები და მსგავსი პრობლემები.

რეკომენდებული რაოდენობა: 10 მასაჟი. ფასი: 25-30 გელა.

3. ვარჯიში

მე და ვილი უამრავს დავდივართ ფეხით. ვილი ხან კალიასკით მიმყავს, ხან, თუ შორს მივდივართ – კენგურუთი. დღეში ორი საათი მაინც ვსეირნობთ. ბავშვსაც უხარია და მეც.

გარდა ამისა, დღეიდან დავამატე პრესები და ჰულა-ჰუპი (ამდენი ხანი კარადის თავზე მეგდო. ყიდვის ისტორია და ”სინიაკები”).

_ _ _ _ _

ვთვლი, რომ ეს სამი კომპონენტი (დიეტა, მასაჟი, ვარჯიში) ერთმანეთის გარეშე არასდროს იძლევა სასურველ შედეგს.

და ასევე მივხვდი – თუ გინდა, რომ დაიკლო, აუცილებლად დაიკლებ. ყველა ჭარბწონიანს – არასაკმარისად უნდა!

ვიცი, კიბორგა აუცილებლად დაწერს კომენტარში რამე ისეთს, ჩემს წასაკბენს, ამიტომ აქვე ვწერ: საქმე არ არის კილოგრამებში, არც თმის სიგრძეში და მის ფერში. საქმე არის იმაში, თუ როგორ გრძნობ თავს, იმაში, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, გიყვარს თუ არა და რაც ასევე მნიშვნელოვანია – მოგწონს თუ არა. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველ დილით იხედებიან სარკეში, ეზიზღებათ საკუთარი თავი, ეზიზღებათ საკუთარი სამსახური, ეზიზღებათ საკუთარი სახლი, ეზიზღებათ საკუთარი ცხოვრება და არაფერს აკეთებენ ამის გამოსასწორებლად.

მე არ ვარ ერთ-ერთი მათგანი!

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

44 Responses to Mein Kampf

  1. Katiee says:

    მას მერე, რაც აქ შემოვყევი ფბ ლინკს და სრულად წავიკთხე, მივხვდი რომ არ გჭირდება დიეტა, მაგრამ მაინც დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს :)))

    I დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    400 გრამი უმი კომბოსტო (თუ კუჭი გაწუხებთ, სტაფილო)

    II დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    400 გრამი სოსისი

    III დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    1 კგ კიტრი

    IV დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    მოხარშული ძროხის ან ქათმის ხორცი 300-400 გრამამდე

    V დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    1 კგ მარწყვი (ან სხვა მსგავსი ხილი, ძალიან კალორიული არა)

    VI დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    თევზი ან ისევ ხორცი (ღორის რა თქმა უნდა არა)

    VII დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    4 საშუალო თავი კარტოფილი

    VIII დღე
    1 ქილა მაწონი
    1 ბოთლი ბორჯომი ან ნაბეღლავი (1 ლ)
    1 ტაბ. ვიტამინი
    400 გრამი ძროხის ან ქათმის ხორცი

    • რა ვიტამინზეა საუბარი?

      ცენტრუმის მულტივიტანი კომპლექსი გამოდგება?

      • ეს არაა დიეტა, ჯანმრთელობის დაზიანების უმოკლესი გზაა. ასეთი ექსპრეს-დიეტებით ისეთი ზიანი მივაყენე ჩემს ორგანიზმს, რომ საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდება გამოსასწორებლად.

        დოდი, სწორად იქცევი, ასე გააგრძელე!

    • LUKA says:

      TU “NASTY” R GAMOVA ,- GAMOVEXMAUREBI ;)

      – RAC AK CERIA ARIS 1000000 % SISULELE DA B-SHT!
      ES GAMOPITAVS DA MERE GADAASIEBS ORGANIZMS.
      VINC ERKVEVA COTA MAINC FIZIO;LOGIASHI, DAMETANXMEBA…

      1. ADAMIANC CHIRDEBA
      – DGESHI 2 LITRI SITXE…..
      – PROTEINI ( XORCI -TEVZI ) – 200 GR
      – NAXSHIRCKALI (BOSTNEULI )300 GR
      – CXIMI – KAKLIS AN ZETIS SAXIT
      – XILI 1 CALI
      – UXGESHAD DAPKULI PURI ( GRUBI PAMOL) 1 NACHERI
      DA AMIS PARGLEBSHI UNDA ITRIALOS .

      – ES RAC ZEMOT MOCEMULSHI AR ARIS !!!

      EMATEBA :
      – A+B+C+D+E VITAMINI TITO ( MERE MULTIC MOJNA)
      – VARJISHI ………

      CHAMA 3 SAATSHI 1X ,- METABOLIZMIS GASADZLIEREBLAD DA 8 ST . DZILI
      KALORIA DGESHI 1900-2000 METI ARA,
      ARC NAKLEBI, MERE ORGANIZMI GADADIS SHIMSHILIS REJIMZE DA ARIS YO-YO DIETA ;))))))))))))))))))))))

      ADVILI SHESADGENIA SAKUTARI GANRIGI DA ADVILI SHECACRELEBELIA…
      TORTI ?
      SHOKOLADI?
      10000 NAGAVI SACHMELI?
      – SHEIDZLEBA ZOGJER, 2-3- KOVZI DA ARA ” GAMOVSKDI” DONEZE ;))))))))))))))))
      SAMAGIEROD MERE ZEDMETI VARJISHI UNDA AM KALORIEBS..

      ABA NAXET?
      ES ARIS JANMRTELI CHAMIS REJIMI .

  2. ყოჩაღი ხარ! ნეტა შენნაირი შემართება ბევრ ქალს ქონდეს გინდაც ნამშობიარებს და გინდაც უმშობიარებს.

  3. leila says:

    dodkaaaa magari xar!!!!!!!!!!!!!!!!!! tsota dro unda ogond da ar sheeshva!!!!!!!!!!!!!!!! chame yvelaperi ogond tsota maqsimum 200 gr da 5 jer dgeshi 2 saatis gamotovebit…..daglijeeeeeeeeeeeee!!! pani var sheni

  4. leila says:

    uf mao var maoooo eg leila :) :)

  5. teonala says:

    ვთვლი, რომ ეს სამი კომპონენტი (დიეტა, მასაჟი, ვარჯიში) ერთმანეთის გარეშე არასდროს იძლევა სასურველ შედეგს.——–
    da +gamamxnevebli komentarebi blogze :P

  6. Natalia says:

    გუდ ლაქ!

    მართალი ხარ – მთავარია თვითონ მოგწონდეს საკუთარი თავი, და თუ ეს რამდენიმე კილოგრამი ხელს გიშლის ამაში, აუცილებლად უნდა მოიშორო :))

  7. ძალიან კარგია. ვერ ვიტან ქალებს რომლებიც ბავშვის გაჩენის შემდეგ საკუთარ თავს იკიდებენ, ამ სიტყვის ყველა გაგებით.
    შენი თქმის არ იყოს იხედებიან სარკეში და ეზიზღებათ საკუთარი თავი , მერე ნელ-ნელა ეჩვევიან და უბრალოდ იდიფერენტულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ.

  8. piccolina says:

    დოოოოოდ
    მე ვამაყობ შენით :მპაჰ:
    ეგრე გააგრძელე, ძეტკა

  9. tatushka55 says:

    და ასევე მივხვდი – თუ გინდა, რომ დაიკლო, აუცილებლად დაიკლებ. ყველა ჭარბწონიანს – არასაკმარისად უნდა

    Genacvale, I love you for these words :)

    Male vixilav super duper vidze dodkas

  10. ბაბისა says:

    magaria aseti shemarteba
    mec ase vfiqrob, dakleba araa sheuzlebeli
    da saertod araferia sheuzlebeli
    warmatebebi !! :))

  11. წუხელ ეს პოსტი როგორც კი გამოქვეყნდა მაშინვე წავიკითხე და მეგონა დავტოვე კომენტარი.
    მაგრამ დღეს აღარ დამხვდა.

    ამიტო თავიდან დავწერ.

    ეს ნეფერტიტის მასაჟი რა არის კარგად ამიხსენი.

    ვარიკოზული გაგანიერება არ მაქვს მაგრამ მიდრეკილება მაქვს მემგონი.

    რამდენად მტკივნეულია და რამდენად ეფექტური?

    • Dodka says:

      დავწერე რაც არის. ვაკუუმური მასაჟი.

      მტკივნეული საშუალოდ. გააჩნია რამდენად ”ფომფლო” ხარ :დ ანუ მე ბუნებრივად მკვრივი ვარ და ისე ძალიან არ მტკივა, რაც უფრო რბილია ხორცი, მით მეტად ”იწოვს” ის აპარატი და მით უფრო მტკივნეულია. ნუ, აი იმ დონეზე, რომ დალურჯებები მაქვს :დ

      ეფექტი რა გითხრა აბა, დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად კარგი შედეგი მაქვს, რომელია მასაჟის დამსახურება და რომელი სხვა დანარჩენის, ვინ უწყის :დ

  12. tatushka55 says:

    Dodiii, ra xdeba heloween-is temaze?
    Mokvda eg iniciativa?

  13. keti says:

    ყოჩაღ!

    ორი თვეა პრაიმფიტნესში დავდივარ და იქ ვხედავ გოგოებს და ბიჭებს, რომლებიც ძალიან ცდილობენ. უზომოდ, მე რომ არ მომელანდება, ისე. ერთმა მითხრა, რომ ყოველდღე დადის და დღეში 4 საათს ვარჯიშობს.
    მოკლედ,
    მართალია – მთავარია, თავს კარგად გრძნობდე. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა არ მაწუხებდა, სამსახურის გამო გადავწყვიტე მისვლა, რომ მომავალში არ შემაწუხოს…
    არ მომწონს შემგუებელი ნატურები.

  14. masajma mec damainteresa :P

  15. Sadie says:

    მეც დავდიოდი ადრე მსგავს მასაჟზე, ოღონდ ვაკუუმს ემატებოდა რაღაც ლიმფოდრენაჟები, თაფლები, + მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით და შარდმდენი, კომპლექსურად. მწვანე ჩაი რომ არ დამზარებოდა ხოლმე უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ… :უსერ: ენივეი, გვიანი არასდროს არ არის. ხალხნო, სვით მწვანე ჩაი! კვირაში 1ხელ ხელი რო წაგიცდება და ტორტს/ჩიფსს/ნაყინს შეჭამ, მსგავს ინციდენტებს ანეიტრალებს + იწმინდები.

    • LUKA says:

      MCVANE CHAI ARAPERS AR ANEIRTALEBS, -SISULELEA…
      GREEN TEA ARIS ANTIOKSIDANTI DA ES ARIS MISI DAMSAXUREBA.

      SAD IGEBT AM MCDAR INFOS???
      TORTZE XELCASDENILEBI KI VARJOSHOBEN ;)))

      • Sadie says:

        მწვანე ჩაის რეგულარულ მიღებას ვგულისხმობ, თორე ტორტს რომ მიაყოლო არაფერს რომ არ იზამს მაგდენს ვხვდები, გმადლობთ. თარგმნისთვისაც დიდი მადლობა, ისე ვერაფრით ვერ მივხვდებოდი რომ მწვანე ჩაი ინგლისურად GREEN TEA იქნებოდა : )

  16. teonala says:

    Sadie

    mere ra Shedegi miige ?

    tae-bo ზეც იარეთ გოგოებო , ძალიან მაგარია. დავინახე ამასწინათ პავლოვზე იყო რომელიღაც ფიტნეს კლუბშI.

    • Dodka says:

      კი არის, მანდ ვაპირებ სიარულს, ოღოდნ იოგაზე. წინა ახალ წელს შედგენილ რეზოლუციაშიც მიწერია და :დ

      • Dodka says:

        თან ჯერ ფეხი იოგის გარდა სხვას ვერაფერს გაქაჩავს, ხტუნვა და ეგეთები შანსი არაა. ცურვაზე კიდევ ჯერ ვკომპლექსდები.
        :დ

    • tatushka55 says:

      Tae bo aris dzaaaaan magari
      Sheeshvi dod iogas, camo aerobikaze, milionjer jobia :)

      • Sadie says:

        რავიცი, მე იოგას გირჩევ. ყველაფერზე ვიარე აკვადან დაწყებული შეიპინგით დამთავრებული, იოგას გარდა ყველაფერი მღლიდა და მაგდებდა. აი, არაფრის თავი რომ აღარ გაქვს გამოსვლის მერე ეგრე ვიყავი. აკვა საერთოდ, აშიებს საშინლად, წყალი მაინც.

    • Sadie says:

      ნუ ცელულიტი არც მაწუხებდა დიდად, რაც იყო რაღაც პადობიე, ის აღიგავა : D

  17. LUKA says:

    DODIKA,

    VICI AR DAIJEREB,- XASIATIDAN GAMOMDINARE,- MAGRAM MAINC GIRCHEV ,- U KNOW …

    1. DIETA = AMOIGE KVELANAIRI SAXAMEBELI ( BRINJI-KARTOPILI-PURI-…) DA SHAKARI +MARILI
    – CHAME DGESHI ASE 3-5 PERIS BOSTNEULI ,-MOORTKLILI AN MOXARSHULI..
    – TETRI DA UCXIMO PROTEINI- KATMIS TETRI XORCI , TEVZI KVELI +.. UCXIMO
    – CKALI 2 L. DGESHI
    – IKVEBE KOVEL 3 SAATSHI 1X ( 4 JER ) DA 1900 KAL. ECADE DGESHI
    – R CHAMO 6 SHEMDEG

    2. cellulate-s MSOPLIOSHI VER SHLIAN DA RAGA MAND MOAXERXES? BLSHTTTTTTTTTTT ! EG MASAJI MERE ICKEBS SHIDA KAPILAREBIS CHACKVETAS DA MERE ICKEBA RAC ICKEBA PROBLEMEBI….
    – GAAAKETE PILATE VARJISHI DA IARE RAC SHEIDZLEBA METI …

    3. GAAKETE “ANGER MANAGEMENT”- es aris mtavari shens situaciashi da mere naxe ra qali iknebi ……….
    nu, mets verapers shecvli, ubralod conas daikleb…

    CARMATEBEBI ;)

  18. Goddess says:

    ოოოოოო ჰულაჰოპი მე რომ მაქვს ეგეთი უნდა :D
    ცვეტში ხერხი 4-ია! ამ უახლოეს მომავალში მოვიკრებ საკუთარ ფიქრებს და რამე პოსტს მოვაყოლებ ჩემი სადოჰულაჰოპის სურათს :D

    You Go Girl! მომწონს შენი Attitude

  19. nutrition says:

    dodka,zogjer vkitxulob shen postebs,de exla gadavckvite mogcero.var nutrition profesiit,kartulad ar vici scorad rogor gadavtargmno dietologo?kvebis exsperti?mokled tu profesionaluri rcheva gchirdeba shemomexmiane da siamovnebit dagexmarebi.nutrition

  20. დიეტა კალორიულ შიმშილს ნიშნავს, მასაჟი გასახდომად – არ არის ეფექტური.

    დიეტა – ე.წ. Cutting ანუ კალორიული შიმშილი, რეკომენდებულია მაშინ, როცა დღის მანძილზე საშუალოდ ან საერთოდ არ არის აქტივობა, მაგრამ სპორტსმენებს პირიქით ძალიან კალორიული საჭმელი სჭირდებად (მაგალითისთვის) ძირითადი დანიშნულება არის ის რომ ორგანიზმა არ მოიმატოს და გადავიდეს უკვე მიღებული კალორიების დაწვაზე

    კარდიო – ე.წ. ”დიხანია” ვარჯიში აუცილებელია, განკუთვნილია საერთოდ გულის ვარჯიშისთვის + ამ დროს ყველაზე მეტად იწვება კალორიები, ასეთი ვარჯიშებია: აერობიკა, სირბილი, ძუნძული, სახტუნაო და ა.შ.

    ჩვ.ვარჯიში – შედარებით ცოტა კალორიებს წვავს, თუმცა კუნთების ნაკვთების წარმოსაჩენად აუცილებელია, მარტო ვარჯიშით დაკლება სერიოზულ დატვირთვასაც ნიშნავს

    წყალი – ჩვეულებრივი წყალი, ყოველ დღე აუცილებელია მინიმუმ 2 ლიტრამდე მიღება (დაახლოებით 8 ჭიქა) ჯერ ერთი შიმშილის შეგრძნებასთან ბრძოლაში შეუცვლელია და თან შლაკებს და სხვა უბედურებებს შლის და გარეთ გამოაქვს, საერთოდ ორგანიზმს უჭირს წყლის მიღება ნებისმიერი სხვა წყაროდან გარდა თავად წყლისა (წვენები, კოკა-კოლა და ა.შ.)

    http://www.freedieting.com/tools/calorie_calculator.htm

  21. კუდა says:

    vax, mshvenieria. mase tan nela imateb tavis ganebebis shemdeg. mec mase davikeli – varjishi + swori kveba + siaruli.

  22. kate_alukard says:

    ყოჩაღ მართლა!!! მეც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მაქვს გამოცხადებული და ვარჯიშობ ბევრს დავდივარ და ასე შემდეგ :))) შენი პოსტი მერე უფრო :))))

  23. dod martlac shesamchnebad shemxdari xar!!!

  24. და შესწორფორმებული – შორსაა და 4 დღე “შორს” იქნება და ჟოპალეზობად არ ჩამეთვლება და ვაღიარებ :დ

  25. mr.pikasso says:

    დღეს ჩავეწერე ჭავჭავაძეში თქვენს ტრენინგზე დასასწრებად:) ასე რომ სამშაბათს 5 საათზე თქვენს მსმენელთა შორის მიგულეთ

  26. Pingback: ილიაუნი & Gipa « Dream is Destiny

  27. maia says:

    აუ დოდკა, ნეფერტიტის მასაჟებით კმაყოფილი ხარ? რამე გვერდითი მოვლენები ხომ არ აქვს? დაწერე რა კიდე ერთხელ დაწვრილებით

  28. TG says:

    დოდი, 12- 6მდე ჭამა ძაან ეფექტურია, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები. დაჟე მაგ პერიოდში ხაჭაპური და რაღაც ეგეთებიც მიჭამია, მაინც იკლებ. უბრალოდ სულ ცოტა უფრო ნელა მიდის პროცესი. 3 კვირაში 4 კილო დავიკელი (ვაგრძელებ კიდევ ალბათ უსასრულოდ), მგონი ცუდი შედეგი არ არის. ნუ სხვებმა 5 კილო დავიკელითო ასეო, მაგრამ ისინი გემრიელობებს არ ჭამდნენ :P მე კიდევ რაც მინდა იმას ვჭამ და არანაირი დისკომფორტი არა მაქვს და არც მენატრება სასუსნავები. აი ასე……..

  29. kiki says:

    31 წლის ვარ და ორი ბავშვი მყავს 12 და 9წლის არცერთზე არ გავსუქებულვარ და მშობიარობის მერე ერთ კვირაში ნამშობიარებლობის არაფერი მეტყობოდა.აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი მშობიარობის ბოლო დღემდე,ისე გენეტიკაც არის დედას ვგავარ,მეც ვთვლი რომ საქმე კილოგრამებში არაა მთავარია თავს როგორ გრძნობ,მთავარია ადამინმა შეძლო თავი ბედნიერად იგრძნო,ბედნიერება ყველა მიზნის შედეგად გვესახება,თუკი მსუქანი თავს ბედნიერად გრძნობ რაში გჭირდება დიეტა? ეხლა მეოთხე თვეში ვარ,არაფერი მეტყობა,ისევ გამხდარი ვარ,ეხლა პირველად შემეშინდა გასუქების მშობიარობის მერე,პატარა ხომ აგარ ვარ მეშინია გასუქების.დიეტა გონივრული კვება უნდა იყოს და არა მაზოხისტობის ზეიმი.ისე რა გამასუქებს დავკარგე შიმშილის შეგრძნება მთელი დღე შმიძლია არ ვჭამო,ნეტა იცოცდეთ რა არაბუნებრივია როცა შიმშილის შეგრძნება გიქრება,გემრიელად ჭამა მომენატრააააააააააააააა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s