Imaginary Lover

რა სიმბოლური იყო, რომ მაინც და მაინც imaginary friend – ეს პოსტი გაქრა :D

– – – –

ბავშვობაში მყავდა წარმოსახვითი მეგობარი. უფრო სწორად, წარმოსახვითი შეყვარებული – როკი.

იმ შორეულ 90-იანებში, როდესაც ვიდეომაგნიტოფონი ფუფუნებად ითვლებოდა, კასეტები კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ოჯახის მეგობარმა გვათხოვა კასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ორი ფილმი: ”სამი ნინძა” და ”მარტო სახლში I”.

მე და ჩემს დას ”სამი ნინძა” შეგვიყვარდა უკიდეგანოდ. ძალიან ხშირად ვუყურებდით – ყოველ დღე, ხანდახან დღეში ორჯერაც კი. ეს იყო ფილმი სამ ძმაზე, პატარა ბავშვებზე, რომლებიც მაგრად ჩხუბობდნენ, იცავდნენ კეთილს და აჩმორებდნენ ბოროტს.

ჩემი ”შეყვარებული” უფროსი ძმა გახდა, როკი, ბარბისი კი – ტომი, სულ უმცროსი. შუათანა სიმპატიური იყო, მაგრამ ფილმში ტიტრების დროს დიალოგი ისმოდა, რომლითაც მიხვდებოდი, რომ შუათანას ფილმის ერთი გმირი გოგო მოსწონდა, ამიტომ მაგას ჩვენ ხელს ვერ დავაკარებდით (სიამაყით აღვნიშნავ, რომ დაკავებულ მამრებზე თვალის არგაქცევა ბავშვობიდანვე მქონია შესისხლხორცებული).

იმისათვის, რომ აგიხსნათ, რა დიდი ადგილი ეკავა როკის ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ძალიან ბევრი უნდა ვწერო. მაგალითად, ყოველ ღამე მე და ბარბი საბანს ვიფარებდით თავზე და ვუყვებოდით ერთმანეთს, რა ხდებოდა ჩვენი შეყვარებულების ცხოვრებაში.

ყოველ დღე სკოლის გზაზე, რომელიც საკმაოდ გრძელი იყო, მე კი მარტო მივდიოდი ხოლმე, გვერდით მიმყვებოდა როკი. ვლაპარაკობდით ბევრს, ხანდახან ვჩხუბობდით. ოღონდ მე მართლა ვლაპარაკობდი და მართლა ვჩხუბობდი. წარმოიდგინეთ, მე-3-4 კლასელი პატარა გოგო დიდი ჩანთით, რომელიც ქუჩაში მიდის და თავის თავს ხმამაღლა ეჩხუბება…

ერთ ზაფხულს ბოლნისში ვისვენებდი, ერთი ჩემხელა გოგოც იყო იქ. ერთად ვიპოვეთ მიტოვებული სახლი. მე მოვუყევი მას სამი ნინძის შესახებ და გადაწყდა, რომ შუათანას დროებით ის ”აიღებდა” (დროებით იმიტომ, რომ შეგახსენებთ, შუათანა უკვე დაკავებული იყო! საკურორტო რომანი შეიძლებოდა მხოლოდ).  კედლებზე მივახატეთ მათი სახეები, ვუკეთებდით საჭმელს ბალახისა და ქვიშისაგან და შევჩიოდით ერთმანეთს, თუ როგორ გვღლიდა სახლის საქმეები.

ერთ დღესაც, ალბათ 2 წლის ’თანაცხოვრების’ შემდეგ კასეტა პატრონმა დაიბრუნა.

მე და ბარბიმ ბევრი ვიდარდეთ. ბოლოს შევეგუეთ და დაგვავიწყდა საერთოდ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი ემოციები, როდესაც სადღაც 13 წლის შემდეგ ტორენტზე გადავაწყდი ამ ფილმს?

სასწრაფოდ გადმოვწერე, ბარბის დავურეკე. მოვიდა, მოვეწყეთ, შუქები ჩავაქრეთ და აჩქარებული გულით დავიწყეთ ყურება.

…და 10 წუთიც ვერ გავუძელით.

მსგავსი იდიოტური ფილმი ალბათ არც არასდროს მინახავს. ეს ჩვენი ”შეყვარებულები” სინამდვილეში ძალიან უნიჭო მსახიობები აღმოჩნდნენ, ”მაგარი ჩხუბებიც” მხოლოდ ჰაერში წიხლი და ”დგშშშ” ხმა იყო.

არ უნდა მეპოვნა და არ უნდა გვეყურებინა, რა. არის რაღაცეები, რაც ხელშეუხებლად უნდა დატოვო ბავშვობაში, ტკბილ მოგონებად.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

26 Responses to Imaginary Lover

  1. ნატო says:

    :D +1 ბავშვობის ტკბილ მოგონებებს ))) დატოვეთ ისე, როგორც არიან.. მითუმეტეს, თუ საქმე ფილმებს კი არა, რეალურ ადამიანებს ეხებათ )))))

  2. Lola says:

    http://www.imdb.com/title/tt0118539/

    chven es nacili gvqonda, zustad egre, dgeshi ramodenimejer vuyurebdit. rogorcc agmochnda bevri kinoa magatze :D

  3. რამდენი ფილმი “გავაფუჭე” ეგრე. ბავშვობაში ძალიან კარგად რომ დამამახსოვრდა და 2-3 წლის წინ თავიდან ყურება რომ გადავწყვიტე, თან IMDB-სა და სხვა კინოსაიტებზე მრავალსაათიანი ტანჯული სერჩვის შემდეგ. შედეგი კი მუდამ ერთი იყო – ეს რა ყლინჯობაა. : ))

  4. Bas says:

    დოდ სკუპეზე მოდი რა :) გუშნ რომ მოგწერე იმ ამბავზე მინდა ორი სიტყვა გითხრა :)))

  5. კუდა says:

    aaa, ra sevdiani dasasruli iyo :D:D:D
    maxsovs eg filmi, bavshvobis mere agarc minaxavs :D

  6. vasasi says:

    აუ, ეს ფილმი მეც მახსოვს..

    და ძალიან მიყვარდა… :))

    ათასჯერ მაქვს ნანახი..

    ისე, ბავშვობის მერე არც გამჩენია სურვილი მისი ნახვისა, ამ პოსტის შემდეგ კი სულაც არ ვნახავ, შთაბეჭდილება რომ არ შემეცვალოს.. :)))

  7. antimelancholy says:

    is shuatana NINJA dakavebuli ro iyo & ar ekarebodiT tatasi iyo :D :D :D

    :gzaabneuli shutka:

  8. ბაბისა says:

    ho, rasac miubrundebi imdroindel emocias vegar agzravs, rasac adre iwvevda da mere ufasurdeba, amitom jobs is emocia gaxsovdes da agar ecado agadgino :)) ra tipuri 90-ianebis musika , chacmlobaa, hehe, gamaxsenda bavshvoba :D

  9. mr.picasso says:

    არაფერი უცნაური იმაში არაა რომ 90-იანი წლების მსგავსი ”რემბო”ფილმი ეხლა აღარ მოგწონებოდა. მთავარია ბავშვობა გაგახსენა და იმედია ბევრი იცინე კიდეც:)
    მეც მომივიდე მსგავსი რამ მეზობლის ბავშვს მამამისმა სათამაშო კომპიუტერი უყიდა რომელზეც დენდის ის ჩემი თამაშები იყო ჩაწერილი ხმა რომ გავიგე გავედი ჩავუჯექი და სანამ ბოლო ხმაზე არ მორთეს ღრიალი აღარ ავმდგარვარ. ბოლოს გამაძევეს თამაშის წესები დააღღვიე ორჯერ ზედიზედ ითამაშეო:) 5 წლის ბავშვებმა;)
    მოკლედ მერე მაგათ ჩუმად დედამისმა მათხოვა და მთელი ღამე მარიოს თამაშში გავათენე ჩემს მეგობარსაც დავურეკე ვისთან ერთადაც ვთამაშობდი ხოლმე და იმან დამცინა რა დროს მარიოაო:)

  10. Candy says:

    me da chem dzmas “jumanji” gvqonda egre… magis msgavs tamashs vtamashobdit da imeds ar vkargavdit ro ert dghes maimunebi chamocvivdebodnen otaxshi :D

  11. Samurai says:

    არადა მე მახსოვდა რომ როკი იყო დაკავებული :D
    მიყვარდა ბავშვობაში ეგ ფილმი.. მაგრამ ნახვის სურვილი არ მაქვს :) ბავშვებს და დიდებს ერთი და იგივე გემოვნება აღარ აქვთ.. თუნდაც იგივე ადამიანს :) დაე მოსწონდეს პატარა სამურაის :)

  12. Samurai says:

    უი ვიდეო ეხლა ვნახე. მე სხვა ფილმზე ვამბობდი, უფრო ახალ სამ ნინძაზე..

  13. noemberi says:

    ბლოგზეც ვწერდი რომელიღაც პოსტში: ამიტომ არ ვუყურებ ბავშვობის ფილმებს და არ ვკითხულობ მაშინდელ წიგნებს, მიუხედავად დიდი სურვილისა.

    “ის ბავშვი” რომ დაბრუნდება მეშინია იმედი არ გაუცრუვდეს.

  14. antimelancholy says:

    ar gesmit sagani raa : P

    me ahlac isetive agfrtovanebit vuyureb bavshvobis sayarel filmebs rogorc mashin. moaqvs ra emocia : | zustad iseti & kidev ufro sasiamovno imitom rom es mholod filmi ki ara chemi istoriis nacilia. )

    nu sanam vinem damaswrebs me tviton vetyvi chems tavs rom albat still bavshvi var )))

  15. dj-guro says:

    ჰო, ეგრეა. აგერ ჩემი ძმაკაცი მოვიდა ამას წინათ, ბავშვობის თამაში Dune ვუშოვე და თურმე ძალიან მაგარი რამე ეგონა ბავშვობაში და ახლა რომ ნახა.. :) მე რაზე დამწყდება ნეტა გული.. ალბათ არაფერზე. წარმოსახვითი რაც მყავდა ვიცოდი რომ წარმოსახვითი იყო და არც ველოდი მის რეალობად ქცევას. :)

  16. აუ, წარმომიდგენია!
    წინააღდეგი ვარ ყველანაირი ბავშვური გრძნობების ამოტივტივების, მერე ნახავ და ხვდები, რა შტერი იყავი და თავი ბრძენი გეგონა, რა იცი, გავა წლები და მერე დღევანდელ “მეზეც” იმავეს იტყვი, ბლახ, დურა! იქნებ კარგიცაა, რა ვიცი…

    (პ.ს. გუშინ perfect დღე მქონდა, მართლა perfect as it is. შენი და ვილის ნახვა, საერთოდ, ძალიან გამიხარდა. კი ხშირ-ხშირად მიხარია, მაგრამ მაინც სხვანაირად გამიხარდა :sun: )

  17. Andy says:

    აუ მთელი კინემატოგრაფიის განყოფილება ვეძებთ ამ ფილმს სამი პატარა ნინძა რომ არის და იქნებ სახელი დაწერო ?

  18. მე წარმოსახვითი მეგობრები მყავდა :) მერე მოთხრობებსაც ვწერდი მათზე :)))) :საწყალიბავშვი:

  19. თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება ამ სიტუაციაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან “ნაწილს” რომელიც დღემდე მანცვიფრებს და “მძრავს”:

    imaginary friend -ები!!!

    ეხა უცებ დავფიქრდი, კი მარა რატო არ გაგიკვირდათ?

    ნუთუ ეს ყველაში ასე ხშირია???

    ჩემთვის აბსოლიტურად წარმოუდგენელი, ზე დაუჯერებელი, სრული მარაზმი და სიგიჟის ბოლო დონეა – წარმოსახვითი მეგობარი!!!

    თუმდაც გააზრებულად წარმოსახვითი, ანუ ტამ ის რაც fight club-შია, როჟამ რო გაუტია და წარმოიდგინა – ცალკე ბაზარია, მარა როცა იცი რო წარმოიდგენ, და პრაქტიკულად ძალით – წარმოიდგენ!!!

    დანარჩენზე… რავი მე დღემდე ინტერესით ვუყურებ ტერმინატორ 1-ელს, რობოკოპ პირველს და ა.შ. – კი გაკეთებული ბანძადაა, მარა ყურებისას ყოველთვის ვახსენებ ჩემ თავს რო ეს მე რო დავიბადე იმ წელს გადაიღეს! – და იმ დროის ტექნოლოგიებით ეს რამხელა მიღწევები იყო გადაღების ამბავში, რამდენად აზრობრივად გამართული ან გაუმართავია, როგროი წარმოედგინათ მომავალი და რას ფიქრობდნენ და ა.შ.

  20. LUKA says:

    იმ შორეულ 90-იანებში, როდესაც ვიდეომაგნიტოფონი ფუფუნებად ითვლებოდა, კასეტები კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ოჯახის მეგობარმა გვათხოვა კასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ორი ფილმი: ”სამი ნინძა” და ”მარტო სახლში I”………
    WHAT ???????????????

    romeli saukunis 90 ianebzea aq metkvel’i ??? :))))))))))))))

    90 -ianebSi , shoreulshi, -rogorc avtori agnishvans, Beslaxubashic da Bolnisshic ki konda tito ojasx tito videokamera, -VIDEOMAGNITOFONZE araperi rom vtkva…..
    MESMIS ,monatxrobis da siujetis gamdzapreba, met BUZS AKRAVS XAXALDZE, magram REALOBA AR UNDA DAVAMAXINJOT KMACVILEBO, REALOBA ! ……….
    :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    danarchenSi CYBORGAS vetanxmebi:- ჩემთვის აბსოლიტურად წარმოუდგენელი, ზე დაუჯერებელი, სრული მარაზმი და სიგიჟის ბოლო დონეა – წარმოსახვითი მეგობარი!!!
    + ++++ ………….
    ;)

  21. LUKA says:

    იმ შორეულ 90-იანებში, როდესაც ვიდეომაგნიტოფონი ფუფუნებად ითვლებოდა, კასეტები კი ხელიდან ხელში გადადიოდა, ოჯახის მეგობარმა გვათხოვა კასეტა, რომელზეც ჩაწერილი იყო ორი ფილმი: ”სამი ნინძა” და ”მარტო სახლში I”.

    WHAT ??????????

    ROMELI SAUKUNIS 90 -ianebzea saubari ????

    1990-ianebshi – Tu amas gulisxmobs avtori- videomagneitofoni ki ara, VIDEOKAMERAC ki titkmis kvela ojaxshi iko Beslaxubadan Marneulamdee.
    ( darunabdi-nikopsia es sxvaa ;))) )
    siujetis gasamcvavebad mesmis iseti xerxebi unda ixmaron, rom RAC SHEIDZLEBA BEVRI TVALI MIECEPOS XAXALDZE, but, – ase tvalshi-nacar-shekrili-tkuili??? :))))))))))
    nu, me ar vikide da sxvisi r vici …
    danarchenshi vetanxmebi CYBORGas :-
    ჩემთვის აბსოლიტურად წარმოუდგენელი, ზე დაუჯერებელი, სრული მარაზმი და სიგიჟის ბოლო დონეა – წარმოსახვითი მეგობარი!!!

    + + +++ …..
    mezareba torem davamatebdi, no i eta dastatachna dlia polnava landshafta ;)

    p.s. ar cashalo DODIKA, tu magari bichi xar ;)

  22. LUKA says:

    DODIKAAA

    -kai, erti cashale :))))))))))

    rom davcere orive posti damala,-, axla orive gamochnda……

    xo, kai-kaiii, tu ginda orive cashale da meti AGAR MOATKUO MKITXVELI ;)

    see yaaaaa :)))))))

  23. sal says:

    eee rocky chemi sheyvarebulic iyo :DD

    exlac maqvs eg kaseta saxlshi :D gg

  24. ally says:

    მაგარი იყო! :))) ძალიან ვიხალისე და მართალი ხარ, რაღაცეები არის, რაც ჯობია წლების მერე არ ნახო, ხელუხლებელი დატოვო.
    და კიდევ “Uncle Wiggily in Connecticut” გამახსენდა. რატომ? თუ წაკითხული გაქვს და გახსოვს, მიხვდები რატომ

  25. ჰეჰე

    მე ეგრე პრინცესა კიტანა ( მსახიობი ტალისა სოტო : http://b8.ac-images.myspacecdn.com/01394/87/93/1394093978_s.jpg მიყვარდა ფილმიდან მორტალ კომბატ:) ჩემი პირველი ”სიყვარულიც” იმიტომ შემიყვარდა რომ ზემოთ აღნიშნულ კიტანას ჰგავდა ძალიან :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s