Bluetooth

ამასწინათ კინოში რომ ვიყავით მე და კიბორგა, ერთ-ერთ წინა პოსტში მიწერია.

იმ დღეს ცოტა ადრე მომიწია ამირანში მისვლა და დავიწყე აქეთ-იქით ბოდიალი, რძიანი ყავის სმა და გარემოს თვალიერება კიბორგას მოსვლამდე.

უცებ მობილმა  დაიწიწინა. დავხედე – ვიღაც სურათს მიგზავნიდა ბლუთუსით, რომელიც მუდამ ჩართული მაქვს. დავადასტურე მიღება. ვხსნი – დათუნია ყვავილით ხელში:

bear

ბლუთუს-დათვი

რამდენჯერმე მქონია ბლუთუს-ფლირტი, ერთხელ კაფეში, ერთხელ მარშუტკაში (ის ბიჭი მაგარი სიმპატიური იყო, მერე ფორუმზე თემაც გავხსენი, მეთქი იქნებ ვიპოვო), ერთხელ კუს ტბაზეც. ერთმანეთს უგზავნით რაღაც სურათებს და ბოლოს, ვინც გადაწყვეტს – ნომერსაც. თან ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დებილივით აქეთ-იქით ყურება და ”დამნაშავის” ძებნა არ დაიწყო, ისე შეუმჩნევლად უნდა მოახერხო და თუ მოგეწონება, შენც ”უპასუხო”.

გასაგები მიზეზების გამო, ბოლო ერთი წელია ბლუთუს-ფლირტი კი არა, უწყინარი ონლაინ-წაფლირტავებაც არ მქონია, ამიტომ შემიფრთხიალდა გული რაღაცნაირად. ვახ, მეთქი, ნუთუ მომატებული 10 კილოთიც ვინმეს იმდენად ვესიმპათიურე, რომ ბლუთუსით მიპოვა და თან მიხვდა, რომ The Sun მე ვარ!

ჯერ გავიფიქრე, რომ ვილის სურათი გამეგზავნა, გამოვიდოდა – ”სორრი, ძმაო, შვილი მყავს”. მერე გამახსენდა ერთი შემთხვევა. ამასწინათ ”ორ ლულაში” ვიჯექი და შეკვეთას ველოდებოდი, ვიღაც მართლა სიმპატიური ბიჭი რომ შემოვიდა. აი ძალიან უსირცხვილოდ მივაშტერდი და ვაკვირდებოდი, ბიჭი აშკარად შეიშმუშნა. არც მიფიქრია, რომ რაიმე ცუდს ვაკეთებდი, ”მე ხომ შვილი მყავს და გასუქებული ვარ, რა პრობლემაა ყურება” მქონდა თავში. თითქოს ეს ყველაფერი უჩინარს მხდიდა.

ამ შემთხვევაზე მერე ბევრი ვიფიქრე, ძალიან დეპრესიულია 23 წლის გოგო მასე რომ ფიქრობს, მაგრამ ძნელია, რომ  ასე არ იყოს. ნელ-ნელა ვებრძვი საკუთარ თავს, რომ გამოვიდე ამ პოსტ პარტუმ იდიოტიზმიდან და ისევ ნორმალური ადამიანი გავხდე. ამიტომ გადავიფიქრე ამირანში უცნობი მოფლირტავე ობიექტისთვის ვილის სურათის გაგზავნა და უბრალოდ დავაიგნორე. ისე ცოტა მაინც შემეცვალა საქციელი, უფრო მოხდენილად გადავდგი ჯოხი და მუცელიც შევისუნთქე მაქსიმალურად.

ცოტა ხანში კიდევ ერთხელ დაიწიწინა მობილმა. უკვე ღიმილით ამოვიღე და დავადასტურე მიღება.

გავხსენი – რაღაც ბურთის სურათი და მობილურის ნომერი. ვახ-მეთქი, გამიკვირდა, პასუხი არ გამიცია და ეგრევე ნომერს მაძლევს?

burt

ამ დროს ცოტა ავღელდი, კიბორგას კიდევ ერთხელ გადავურეკე, რას შვები, არ მოდიხარ-მეთქი?

გავთიშე და კიდევ ერთხელ დავხედე მობილურს, თან მისწორდება, ღმერთმანი, ერთი წლის ”ქმარიც-კი-მხოლოდ-ინკუბატორად-აღგიქვამს”-ის შემდეგ უცხო მამაკაცის ყურადღება – ამას მხოლოდ ახალნამშობიარები ქალები ჩაწვდებიან.

უცებ ეს ბურთიანი სურათი იცვლება…

და აქ მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც მეგონა…

ავიხედე ზემოთ და დავინახე ბანერი:

”ჩართე ბლუთუსი! Bluetooth Zone.”

[მათთვის, ვინც აქამდე ვერ მიხვდა და ამირანშიც არაა ბოლო დროს ნამყოფი – რეკლამის ასეთი ხერხი უპოვიათ, იმ მობილურებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ბლუთუსი, ავტომატურად მისდით რეკლამა]

Pathetic.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to Bluetooth

  1. antimelancholy says:

    ტელს აფუჭებს ქრონიკულად ჩართული ბლუთუthი

    • Dodka says:

      3-წელიწადნახევარია მაქვს ეს ნოკია და სულ ჩართულია ბლუთუსი, ხოდა აწი ისედაც თავისით ფუჭდება, დაძველდა :დ

  2. ketiketi says:

    damplebi egeni:D:D:D

  3. Kate says:

    looooooool

    ისე მეც ვიცი, რომ აფუჭებს ჩართული ბლუთუზი.

  4. :D says:

    :D :D :D aaa ra dasasruliaaa!!! :D

  5. piccolina says:

    ომგ
    გული მომიკვდა ფინალზე :/

  6. shorena says:

    პატარა მოთხრობაა.უცნაურ დასასრულს კი ველოდი,მაგრამ ასეთს არა:დ საშინლად მსიამოვნებს შენი პოსტების წაკითხვა,სუ მოუთმენლად ველოდები.

  7. teonala says:

    ra magaria sitoriaaaa,
    patara moklemetraJiani filmis idea momivida egreve Tavshi. daje axlo da shori kardebic ki carmovidgine romeli iqneba :)
    madloba shen aseti kargi ambis tavsgadaxdenistvis <3

  8. ლოლ: მაგარი იყო:-)))

  9. ევროპული ტექნიკის რეკლამაში ოჯახისთვის ძალზედ საჭირო ნივთები შევნიშნე :)

  10. Candy says:

    ho, JTC shicaa msgavshi reklamebis zonebi da gevsba telefon :)

  11. addicted says:

    ბოლოს ურო მომხვდა თავში :დ

  12. clown^^ says:

    ვხოხავვ :ლოლ:

    რა კაი პოსტი იყოო ^^

    ხოდა წონსათან დაკავშირებით კი კომპლექსები არ უნდა გქონდეს :X

  13. Natalia says:

    დღეს პავლოვზე მივდივარ და რატომღაც ბლოგერებზე ვფიქრობ. უცებ ვიხედები და – ვა, ნიკა ესებუა! მერე ვაა, დოდკა! ეე, ყვავაც. და ბოლოს – ვილიი!

    შემრცხვა რომ მოვსულიყავი.

    არდა ვილის ნახვა ისე მინდოდა, ისე… :user:

  14. ახლა კარნავალში ჩაჯმასავით კი გამომდის, მაგრამ რა point ია ფლირტში როცა ქმარი/ცოლი გყავს?

  15. mr.picasso says:

    :) :) :) ძალიან სახალისო პოსტი იყო კარგ განწყობაზე დავდექი. რეკლამის ნამდვილად უცნაური ფორმა მოუფიქრებიათ 90% შენი მსგავსი ფიქრები ექნება და ტეხავს მინიმუნ ფლირტის მომლოდინეს ტელეფონში კომპანიის რეკლამა რომ შეგრჩება:)ვიღაც ძალიან იდეინია ამ ქალაქში:)

  16. კუდა says:

    bolos rom viyavit, mashin vnaxet eg baneri, chavrtet da chemtan araferi movida :p

  17. linguistuss says:

    დოდკა იქნებ ამიხსნა ეს პოსტ პარტუმ რა ჯანდაბაა, უკვე მესამედ წერ ამ “პოსტ პარტუმ”–ს პოსტ ფაქტუმ–ის ნაცვლად.

    პოსტ პარტუმ იდიოტიზმი = მშობიარობის შემდგომი იდიოტიზმი, ოღონდ დარწმუნებული ვარ შენ ამას არ გულისხმობდი და გაგიმართლა :)

    პ.ს. პოსტპარტუმ – ერთად იწერება :ბოროტილინგვისტუსი:

    • Dodka says:

      მართალიხ არ, ერთად იწერება, ვხმარობ postpartum depression-ის გავლენით, ანუ მშობიარობისშემდგომი დეპრესია, რომელიც ყველა ქალს აქვს, მაგრამ ზოგი ამაში საკუთარ თავს არ უტყდება :დ

      მშობიარობისშემდგომ იდიოტიზმს ვგულისხმობდი სწორედ :დ

  18. sandriko113 says:

    წავიდე ერთი ამირანში :D

  19. utvino says:

    ვაიმე :D

  20. tatushka55 says:

    მე ხომ შვილი მყავს და გასუქებული ვარ,

    ”ქმარიც-კი-მხოლოდ-ინკუბატორად-აღგიქვამს”

    Pirveli fraza – xo ar gavickdeba ro fexi gqonda motexili da gmiri deda ro xar?

    Meore Fraza – neta shennairi inkubatori bevr qmars kavdes ar undat? gaikitxe aba :)

  21. ბაბისა says:

    მეც ჩავრთე და არაფერიც არ მომივიდა, არც რეკლამა, არც დათუნია და არც არაფერი :)))

    და მშორბიაორბის მერე ეგეთი ფიქრები ვიცი რომ ხშირად აქვთ ქალებს, მმმ , მგონი რო მალე გაივლის და ბუნებრივია :დ

  22. ისე დიდი ხანია კინო არარ მინახავს ხო იციი :P

  23. ilia II says:

    სამშობიაროდან რომ გამოვედი და უზარმაზარი მუცელი აღარ მქონდა ჩემზე ულამაზესი და უმშვენიერესი არავინ მეგონა, მიუხედავად იმისა რომ ჩემს საყვარელ ჯინსის შარვალში ერთი ფეხიც კი არ დამეტია :დ

  24. Dia says:

    საოცრად ვიხალისე :)

  25. Kohinoor says:

    ერთადერთი ბლოგია, რომელსაც სტაბილურად ვკითხულობ და რომლის დამსახურებაცაა, რომ ბლოგის გახსნა მომინდა. ეს გამოხმაურება მაინცდამაინც ამ პოსტთან არაფერ შუაშია, მაგრამ ძალიან მომწონს პირველი ის, რომ ასეთი გულწრფელი ხარ და სულ გკიდია, ვინ რას იფიქრებს შენი ნაწერის წაკითხვის მერე (ასე მგონია, ბოქლომით ჩაკეტილ დღიურშიც არ დაწერდი არაფერს განსხვავებულს), მეორეც საერთოდ წერის სტილი. :)))

  26. tatusi says:

    ბლუთუზი მეც მუდამ ჩართული მაქვს, ამას წინათ ერთ ერთ ბინაში გავიარე და იქ გამომიგზავნეს, თუმცა მალევე გაითიშა. იქ დგომას და გადმოწერას ხოა რ დავუწყებდი :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s