Daily stuff

გუშინ ვილის არსებობის მანძილზე პირველად გადავწყვიტე, რომ ჩემს ლოგინში დაეძინა ერთი ღამით. ამ ღამეს დაემთხვა მიწისძვრაც. გამეღვიძა, კიბორგას გავხედე, მიყურებდა. კიბორგამ – მიწისძვრა იგრძენიო? მე წავილუღლუღე: ”კი, სად წავიდეთ, სად წავიდეთ!” – და დამეძინა მაშინვე.

დღეს ვიყავი დანტისტთან და გავიკეთე გადაკვრა 5 კბილზე! ჯერ ვერ ვეგუები და წავუთლიფინებ, ექიმმა მირჩია ალკოჰოლური სასმელის დალევა და ბევრი ლაპარაკი, რომ მალე მივეჩვიო [ხომ მაგარი რეკომენდაციაა? :E].

არადა სასმელი არ დამილევია წელიწადნახევარია სადღაც. ორსულობაში დალეული ერთი ჭიქა ლუდი რომ არ ჩავთვალოთ. მაგრად მინდა სხვადასხვა კოქტეილების გასინჯვა, განსაკუთრებით მარგარიტასი და კოსმოპოლიტენის. კოქტეილებიდანაც მხოლოდ ერთი მაქვს გასინჯული ცხოვრებაში, ყვითელ ფერებში და სახელიც მზის ამოსვლასთან თუ ჩასვლასთან იყო კავშირში.

4-ის ნახევარზე ამირანში District 9-ზე წავედით მე და კიბორგა. ბოლოს კინოში სადღაც ორი წლის წინ ვიყავი და მაგრად არ მომეწონა, მთელი დარბაზი ბზუოდა, ლაქლაქებდა, კომენტარებს აკეთებდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა ან თამაშობდა. აი რა სჯობს სახლში ფილმის ყურებას? გადმოწერ შენთვის გემრიელად, ხმას როგორც გინდა ისე დაარეგულირებ, როცა გინდა დააპაუზებ, რა პოზაშიც გინდა დაჯდები, რა საჭმელსაც გინდა მოიტან და უცხო ადამიანების თავები არ ივლიან შენ წინ.

კიბორგას აქვს ერთი თავისებურება, ის ყოველთვის უყურებს ახალ ფილმებს საიტებზე გამოჩენისთანავე, ანუ საშინელ, საშინელ ხარისხში. მერე დეეეტალურად მიყვება ამ ფილმების შინაარსს და ორიოდე კვირის შემდეგ, როდესაც უკვე კარგი ხარისხით ჩნდება ინტერნეტში, უნდა, რომ მასთან ერთად ვუყურო (არადა ყველა კარგი ხუმრობა და რეჟისორული ხრიკი ვიცი ხოლმე და აღარ მაინტერესებს). ასე მოხდა ამ ფილმზეც, მოდი ვუყუროთო, დვდ-ხარისხი გადმოვწერეო. და ორი წლის დუმილის შემდეგ აღმოვთქვი, მეთქი რაღა აქ, წამოდი კინოში.

სინამდვილეში ეს უბრალოდ მიზეზი იყო სადმე ერთად წასვლის. ფაქტიურად არასდროს გავდივართ გარეთ ერთად, როდესაც მე ვთავაზობ სადმე წასვლას, უმეტესწილად უარს ამბობს, მერე გადავდივარ ხვეწნაზე, ბოლოს ძალით მთანხმდება. მე ვბრაზდები, ეგეთი ნახვეწნი რად მინდა-მეთქი და მაინც მარტო მივდივარ. ის კიდევ სტრაიკის გარდა არც მთავაზობს არსად წასვლას. მაგრად მინდა, რომ რამენაირად მივეჩვიოთ შიგადაშიგ მაინც ერთად სიარულს, რაიმე საერთო ევენთებს. თან სასურველია, რომ ვილის ბავშვობის მოგონებებში ასე კატეგორიულად ცალ-ცალკე არ ვფიგურირებდეთ.

[ფილმზე გავერთე. დარბაზში ვიჯექით სულ რამდენიმე ადამიანი, ანუ ხმაური არ იყო. ისე რატომ არ აკეთებს რომელიმე კინოთეატრი ”ორმაგ” სკამებს წყვილებისთვის? სადაც შუაში ხელის დასადები გამყოფი არ იქნება? ძალიან კარგად გაეყიდებოდათ მასეთ სკამებზე ბილეთები.]

საღამოს ბომბორაზე (მთაწმინდის პარკი) ავედით მე, ვილი და მეგობრები. სამწუხაროდ, მალე დაღამდა და იქაურობის დღის შუქზე დათვალიერება ვერ მოვასწარი.  რაც ვნახე – მომეწონა, თბილისში არ მეგონა თავი. ვილისაც მოეწონა, ხმა არ ამოუღია, გაშტერებული ათვალიერებდა ლამპიონებს.  კიდევ მინდა!

sxod

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to Daily stuff

  1. busuna ამბობს:

    :))))
    ah

    haha

    nu ras wuwuneb?? :D

    kide gjera vinmes ramis shecvla gamoscorebis :))

    :optimistiketilismile: :*

  2. chaotic ამბობს:

    lol…

    ღილები “დააკერე” კიბორგას ზედას?
    :D

    კიარადა, მეც ეგრე ვუყურებ ზუილით და ვიღაცის სილუეტებით გაჯერებულ ფილმებს და თან აქ 3-4 თვით გვიან გადის კინოში ახალი ფილმები და მანამდე მე 3-ჯერ ვნახულობ ინგლისურად და 4-ჯერ გერმანულად :დ
    რაღა კინო მერე…

  3. Cyborg ამბობს:

    chaotic
    ზუსტად!

    მე-9 რაიონი ნანახი მაქ:
    ინგლისურად კამრიპი
    რუსულად TS-ი
    რუსულად DVDRip_ი
    რუსულად – კინოში
    :დ

    რაც შეეხება მე-ს:
    ლუძი ნი მინაიუტსია, 100 წელია ვცხოვრობ და 100 ცელია ერთი და იგივეზე მიტრაკებენ აკრუჟაიუში ადამიანები.

    და საკითხის კონცეპტუალურობა არცერთს არ ესმის, ანუ ის რო მე “დამასედი ვარ” ის რო “არ ვსვამ”, არ ვეწევი და “სუფრებზე” არ დავეთრევი – ძალიან მოსწონს.

    მარა ის რო ეს სისტემურია – რო მე საერთოდ არსად “მასოვკებზე” მაინდამაინც არ მიხარია მისვლა და რო ქუჩაშიც როცა ვინმეს ვხვდები – ლიჟბი დროზე მოვიცილო, ის რო მეგობარი რო მირეკავს გამოგივლი მანქანით გავიდეთო – ვეუნები შენ მანქანით მიდი მე ფეხით მოვალ თქო – იმას ვერ ხვდება რო ეს ყველაზე ვრცელდება, ცოლები, შვილები და ა.შ. ვკლუჩიწელნა!

    ეგრეა, იდეალური ცხოველები არ არსებობენ, არსებობს კაცი რომელიც თანახმაა დღის რაღაც პერიოდი იყოს სახლში და საფასურად მოუაროს ბავშვს. და არიან კაცები რომლებიც სუ “ვიღაცასთან” არიან, ზა ტო იასნია კვირაში 2-ჯერ ცოლს “მიათრევენ” სუფრაზე სადმე და ცოლიც ეტყობა ბედნიერია…

    ანუ პრი ვსეი მეიეი კრიწიკე თქვენ უნდა გაიგოთ:
    კინო 2 წლის წინ რო მას არ მოეწონა – მე არ მომწონს ვაფშე დასაბამიდან, ვერ ვხვდები რა იდეაა მასიურად ფილმის ყურება, წყნარად სპაკოინნა სიამოვნებით ვუყურებ ნაუშნიკებში და ხშირად უფრო ემოციურად ვიტვირთები ხოლმე ვიდრე კინოში ხმაურები და ხმამაღალი ბასებია მოწოდებული დაგტვირთოს – ტაშსაც ხშირად ვუკრავ ხოლმე მონიტორის წინ კაი ფილმის მერე.

    ხოდა თვითონაც მიერთდებოდა ამ მოსაზრებაში – ამიტო 2 წელი არც მიფიქრია კინო.

    ერთად დავდიოდით, და ყველანაირი წუწუნის გარეშე, აბანოიდების სხოდკაზე, სადაც ბევრი ჩემი და მისი საერთო მეგობარი ერთად იკრიბებოდა და ხორხოცებდა, რეალნა სხოდკა არ გამიმაზავს (გარდა იმ სხოდკებისა რომლებზეც თხოვნა იყო მარტო წასულიყო და ცოტა ხანი “უკავალერო” გოგოს მდგომარეობით დამტკბარიყო – და კი, კაცი რომელიც ასეთ რამეზეა თანახმა და სახლში შეძლებს იყოს როცა მისი ცოლი ერთობა – იასნია რო ისევ და ისევ სისტემურად არის ასეთი და სხვა დროსაც ბედნიერად არის სახლში…)

    ხოდა აბანოიდების სხოდკებმა “დრო მოჭამა” – ყველაზე სწორი ალბათ ეს ფორმულირებაა, მერე იყო ე.წ. “ბლოგერების სხოდკები” რომლებზეც რამდენჯერმე ვიყავი და რომლებიც მარტივად რო ვთქვათ “ვერ პასუხობდა საჭირო სტანდარტებს” – ანუ ჯდომა, ჭამა და უაზრო თემები უაზრო ლაპარაკისთვის (როცა აბანოიდების სხოდკებზე იყო 2 ტონა ღადაობა, 3 ტონა ხორხოცი, 5 ტონა პახაბნი შუტკები და ხშირად რამე მოკლე იუმორისტული კლიპების გადაღებები და ამის ირგვლივ გართობა…)

    ვოტ, არ დავდივარ მე არც დაბადებისდღეებზე, არც ქელეხებში, არც ქორწილებში, ჩემით არ დავდივარ, მარტოც არ დავდივარ და იმდენად არ დავდივარ რო ყველას ცხვენია მასეთი რამე შემთავაზოს ვაფშე.

    ხოდა რატომრაც ცოლთან ერთად – უნდა ვიარო. გაუგებარია სად, მარა უნდა ვიარო!

    იწვინიწე რა…

    აი ემ მი – ენდ this is who I am. თუ ეს პერსონაჟი უკვე მოსაბეზრებელია და ეხლა აქტუალურია სხვა – სოციალურად აქტიური პერსონაჟი – ვსიგდა მოჟიწე ზამინიწ, ტოკა ნი ნადა ნასილნა მენიაწ კიშკი რა…

    სტრაიკზე რო არ წამოვა ისედაც ცნობილია და სტრაიკი ყოველთვის არი ხოლმე ჩემი ვარიანტი მისი შემოთავაზებებისა: ტამ “დედების კლუბში” რო მიდის ან კიდე რამე ეგეთ “ვარდისფერ დურაჩკულ” შეკრებაზე და სკაკოვატა ხუია მე რო უნდა წავიდე… ხოდა მეთქი წამო სტრაიკზე… – სრაზუ ზამალკაეტ :დ

    ერთადერთი სადაც შეიძლებოდა ერთად წასვლა, პრიზნაიუ, იყო გუშინწინ ფორუმის დირკაბი, რომელზეც რო თქვა მივდივარო – ჩემი ინიციატივით ვთქვი მეც წამოვალ თქო, ხო წამოდიო, მერე დავიწყე იასნია დაზადვნა რო მოდერატორი კაი ხანია უკვე აღარ ვარ, რო “+” -ის როლის ტამაში მაინდამაინც არ ასწორებს, მარა მერე მოვიძებნე ატმაზკა რო სტრაიკბოლის განყოფილება ჯერ კიდევ არსებობს და რო პრინციპში “საკუთარი სურვილით დაპაუზებული მოდერი” ვარ… ხოდა მივდიოდი და გეგმა გქვონდა რო მივალთ, ვიქნებით პაწა ხანი და წავალთ მერე ღამის სეანსზე კინოში იმავე მეცხრე რაიონზე.

    იმავე საღამოს მოდის უკან, მგონი კაკ რაზ დედების სხოდკიდან, ოთორიც ვნახეო, ხოდა ვკითხეო დირკაბზე თუ მოდიხარო და კიო – ცოლსაც წამოვიყვანო, კაკ რაზო მერე მეცხრე რაიონზე გვინდოდა წასვლაო და…

    ხოდა მისი დასკვნა იყო რო “ყველა ბავშვიან ოჯახს როგორ ერთნაირად უჭირს დროის ერთად გამონახვა და როგორ ერტნაირ გადაწყვეტილებებს იღებენ” – მისთვის ეს სვით იყო, მე კიდე გამბურძგლა – რო დირკაბზე “ვეტენები” როგორც დოდკას რაღაც დამატება, მერე უნდა ვუჯიჯღინო წამოდი წამოდიო და კინოში წავათრიო… ხოდა მეთქი პატომ იშო რაზ პადუმაიუ.

    მერე იყო სტრაშნა სუპერ დამღლელი ღამე, რაღაც ტამ 4-ის ნახევარზე გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე და დღისით ვიყავი ზომბივით, მაინც მომიწია საქმეებზე სირბილი, ძლივს მოვეთრიე სახლში და წამოდი ეხლა დირკაბზეო. ეს მისჯილობის შეგრძნება ისე ნერვებს მიშლის ხოლმე…

    მეთქი ინხ დამანებეთ თავი, დავიღალე, მეზარება, არ მინდა +-ის როლი – წადი მეთქი და ზა ტო გაერთე როგორც შენ გაგიხარდება.

    ჯამში სახლში მოვიდა ღამე 1-ელ საათზე ბედნიერი და დასვენებული. მე კიდე საღამო გემრიელად გავატარე მეგობარ გოგონებთან სკაიპში ფლირტაობით, ტოჟე ზარიძილსია ენერგიით.

    მეორე დღეს კიდე სპაკოინნად წავედით კინოში, სუ 10 კაცი იყო დარბაზში (განსხვავებით დოდკასგან ზუსტად დავითვალე ჯერ კიდევ ბნელ დარბაზში და ზუსტად ვიცოდი ვინ სად იჯდა ჩვენთან მიმართებაში… ვიმეორებ – ადამიანები “ცალ-ცალკე ნაწილებად” არ არსებობენ – ყველა ადამიანი ერთი ინტეგრირებული სისტემაა, მე სტრაიკს მარტო სტრაიკზე არ ვთამაშობ – და ეს დოდკამ კარგად იცის, ყოველთვის ყველგან ყოველ წამს სადაც არ ვარ სუ ომობანაში ვარ… პროსტო კაიფისთვის თუ ვარჯიშისთვის თუ ხუი ზნაეტ რისთვის, “ვი სლიშკამ დოლგა იგრაიწე ვ სტრაიკბოლ იესლი:” -შია ერთი პუნქტი რო “თუ სადმე მისვლისას სრაზუ ასმატრივაიწე პამიშენიე, პრიკიდივაიწე გძე ლუდშე უკრიცსია, ატკუდა ლუდშე აბზორ ი კაკ, იესლი პანადობიტსია, ვიიწი იზ პამეშენია ს ბოემ” :დ (ნუ კიდე ჩემი საყვარელი პუნქტია მაგ სიიდან რო “თუ ბაევიკის საბრძოლო სცენების ყურებისას იხოცებით სიცილით” -ო :დ – ასე მაგალითად მე-9 რაიონის ყურებისას, ბოლო ხმაზე (კინოში რო ხმის ჩაწევა არ მოსულა მაგრა ტეხავს) – შუა პერესტრელკებში ჩამეძინა… – 2-ჯერ… პროსტო ყოველ ღამე 2-3 საათი მზინავს მარტო (მიუხედავად იმსა რო 10 საათზე ვწვები…) ხოდა..

    მოკლედ ნუ შემეცით ქალბატონებო და ბატონებო, არ მოგწონთ – გამოცვალეთ. თუმდაც მოძებნეთ არა ინტეგრირებული ადამიანი, რომელიც თან საკმარისად დამასედი, თბილი და ჩაკეტილი იქნება, თან “ჰოპ” და ჩისტა გაუმარჯოს ტრანსფორმაციებს “სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეს” პრინციპით – როცა საჭიროა სუპერ სოციალური როჟა იქნება… და კიდე ამ ყველაფერს ეფექტურად დააბალანსებს რო სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს როდის “სახლში ჯდომის დროა” და როდის გასვლის…

    ან ვაფშე რა ქვია იმას, გაყევით ცოლად მეორე ქალს და იარეთ დედების სხოდკებზე პარაში… მე ხო არ ვწუწუნებ ქალზე რომელიც იყო და დღევანდელ ქალზე რომელიც დადის “მუცლიანების” სხოდკებზე, ქალზე რომელიც ადრე ყველაზე აქტიური ფორუმზე იყო აბანოში ლამის და დღეს აბსოლიტურ რეკორდებს ხსნის “დედათა კლუბში” და მთავარი თემები აქვს “როგორ ცილდებიან ყველანი ერთად რომელიღაცა ფორუმელშას ქმარს” – იმიტო რო ის დაქალი წერს დეტალებს და აზრს ეკითხება ამათ…

    ბბბბბბბრრრრრრრრ – უმრიწე რა… სად არი ოზნერა, ოზნერ – გაიკეთე სქესის შეცვლა – მოვდივარ! :დ

  4. tiko ამბობს:

    :D :D :D :D მხატვრული გაფორმებები ძალიან მომწონს :)))

  5. ბაბისა ამბობს:

    es kiborgas amxela komentebi rulz :D da naxatebi :)))))
    ho, vilis bavshvibis mogonebebistvis mainc unda daiwyos saerto eventebi :D

  6. tatusi ამბობს:

    მიწისძვრაზე მეც ეგეთირ ეაქცია მქონდა. გადავტრიალდი დავიძინე :D

  7. Cyborg ამბობს:

    ბაბისა
    ეგ ცალკე სამწუხარო თემაა:
    რო რაც არ უნდა კარგად ვექცეოდეთ ვილის ეხლა და ბევრს ვეთამაშებოდეთ – არაფერი, როვნა არაფერი არ ეხსომება :(

    არავის არ ახსოვს პირველი თვეები… არადა ალბათ ისე ზედ გვყვებოდნენ ყველას…

    მე მაგარი მუღამი მაქ ვეთამაშო, ვატარო ტამ ქუჩაში და ველაპარაკო მარა ჯერ არ ესმის…

    ამიტო საზრიანად ველოდები 1 წლის გახდომას, ნუ ვერნეე აზზე რო მოვა…

    აგერ დღეს დილას პირველად ისტორიაში – აღიქვა რბილი სათამაშო, მაიმუნი რომელიც გუშინ აჩუქეს ბომბორაზე, როგორც პერსონაჟი, ანუ დაუწყო ყურება და ღიმილი და ზედ რო დააგდებდი ჩახუტება თუ არ ქვია ყოველ შემთხვევაში მცდელობა შეეჭამა… :დ

    ხოდა იმდენი ხანი ვეთამაშე…

    კი – 2-3 წლის ბავშვისთვის მაგარი მუღამია “დედასთან და მამასთან ერთად ზოოპარკში წასვლა” – მარა 2 თვე ნახევრის ბავშვს სუ კიდია მთელი დედამიწა ფეხებზე… მე კიდე არ ვარ ის მამიკო რომელიც ბავშვს დაათრევს ყველა შეკრებაზე და “აი ნახეთ რა გავაკეთე!” (ვითომ ხელით ქონდეს გამოძერწილი…) – წემ ბოლეე რო თვითონ ბავშვს კიდია, ბევრად უფრო მოსწონს ფანჯარასთან ჯდომა და გამავალი მანქანების ყურება ვიდრე რაიმე სხვა დედამიწაზე…

    მოკლედ მიტრაკეთ რამდენიც გინდათ – რა თქმა უნდა ჩემი ბავშვი გაიზრდება ისე როგორც მე – პირადად, გავზრი მას, და მე ბავშვს გავზრდი ისე როგორიც ვარ და როგორც ვიქცევი, ანუ ჩემნაირს კი არა – მე როგორც მოვიქცევი – იმის შედეგად გაიზრდება ბავშვი, მე კიდე მოვიქცევი როგორიც ვარ ისე…

    კი ალბათ საკუთარი “მე”-ს დამკვიდრების ასეთი ფორმატი აღმოაჩინა ჩემმა ქვეცნობიერმა, მერე?

  8. qet ამბობს:

    ეს მაგარი იციან კაცებმა ესეთები ვართ და ვერ შევიცვლებით და – :ნუ გვცვლით:
    ვაიმე! ვინმე თუ ეტყვის ეს საქციელი არ მომწონს და მწყინს ეგრევე – ნუ ცდილობ ჩემს შეცვლას – ასეთი ვარ- ასეთი ვიქნები.
    ის რომ ადამიანს რაღაც სწყინს და შეიძლება რამე გამოსავალი მოძებნო შენს თავთან და ათასში ერთხელ მაინც დათმო ეგ არა :))
    ეგ გრეხია და ეგ არ შეიძლება იმიტომ რომ მამაკაცურ ღირსებას რაღაც მოაკლდება. შეიძლება არ უნდა იყოს ურთიერთობები მარტო კომპრომისებზე და დათმობებზე აგებული და უნდა ზუსტად იცოდნენ ადამიანებმა რას ელიან ერთმანეთისგან – მაგრამ ურთიერთობა არაა დაშტამპული და ერთ ადგილას გაყინული- რაღაცეები იცვლება , რაღაცეები გინდება – და ის რომ მოგინდეს საკუთარ ქმართან ერთად ბავშვი გაასეირნო სადმე – არამგონია რამე განსაკუთრებული სურვილი იყოს :)) გასაგებია შეიძლება ”სოციალური”ადამიანი არ იყო მაგრამ რა სოციალურობა სჭირდება საკუთარ ცოლთან და შვილთან სადმე წასვლას :D

    უფ რავიცი მოკლედ, ყველას თავისი ადარდებსო მგონი ეგრეა ჩემი საქმე -მე მაპატიეთ :D

  9. Sweet Baby Girl ამბობს:

    შემიძლია მარგარიტაზე /კოსმოზე კამპანია გაგიწიო. <3

  10. Cyborg ამბობს:

    qet
    ვა პერვიხ კაცო არც ისე არაა რო მათთან ერთად ქუჩაში არ გავდივარ.

    ვა ვტარიხ გვასწავლეთ რამე სხვა უფრო კარგი და მარტივი არგუმენტი “არაფრის საკეთებლად” ვიდრე “ნუ ცდილობ ჩემ შეცვლას” – და მე ვიყო პარაოზის შპროტის ბანკა თუ არ გამოვიყენოთ.

    და ბოლოს:
    მიუხედავად იმისა რო არის შენს აზრში რა თქმა უნდა სამართლის დიდი მარცვლები, ასევე სიმართლეა რო ყველა ქალი თავის დაბადებიდან ბოძებულ უფლებად კი არა ღმერთის მიერ დავალებულ მისიად თვლიან რო გვერძე მყოფი კაცი – უნდა შეცვალონ! (ეს დოდკას უკვე საერთოდ აღარ ეხება, მარა ია კ ტამუ რო კაცებიც მთლად “უსაბაბოდ” არ ვატრაკებთ ნუ გვიტრაკებთო…)

  11. antimelancholy ამბობს:

    tequila sunriseeeeeeeeeeee

    1hel & kargi gagisinjavs ; )

    recepts mogcem tu ginda : D

  12. chaotic ამბობს:

    კარგით ახლა, ვა. ნუ უტრაკებთ ამ ადაიანს! ბევრი ქართველი კაცი იცით, ბავშვს რომ უვლის და პამპერსებს უცვლის და დროს ხარჯავს იმაში, რომ 2 თვის ბავშვი დაიტოვოს?თქვენი ქმრებიდან დაიწყეთ გადახედვა.

    დოდკასი მესმის აბსოლუტურად, მაგრამ მეორე მომენტია, თავად ვერანაირ კაიფს ვერ დაიჭერს, სადმე რო “წაიღოს” კიბორგა ძალით და ის იქ ასოციალურად იჯდეს და გულში თავის მომავალ “სტრაიკ-რავი, მე რომ ვერ ვერკვევი-რამეებზე” ფიქრობდეს.

    იმჰო, ასიციალური, ოღონდ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის სახლში მყოფი ქმარი თუ არ მერჩივნოს, ველად გაჭრილ ტიპს, მთელ უბანს რო მაგრად უყვარს, მაგარი მოქეიფე და მაგარი მასტიაო :D

    + დოდკაც ხომ იყო ერთ დროს ასოციალური, ტიპა, სახლიდან რომ არ გადიოდა და ხომ გადის ახლა. მოითხოვოს კიბორგამ,შეიცვალე და ისევ ასოციალური გახდიო?

    უფფფ… აღმაშფოთეს ამ დილაუთენია :D

    პ.ს. უჩა, ის, რომ 2 თვისას გადატანილი რაღაცეები არ გახსოვს, ერთია, მაგრამ ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ილექება და ეს არაა ფსიქოლოგების მოტანილი ბულშითი. შეიძლება ახლა ქუჩაში დედამისის გვერდზე ვინ მიდის, ვილისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი არ იყოს, მაგრამ მაგ. შენს ხმას რომ აფიქსირებს, ეჩვევა და რომ ხვდება მაგით, რომ მარტო დედა არ ყოფილა და + შენც “ხარ” და თან სტაბილურად ხარ, მგონი არის გარკვეული “ურთიერთობაში ძაფის გაბმის” ფენომენი. რავი, მე მწამს ეგეთი რაღაცეების ფრიად. :D

  13. bigcrow ამბობს:

    ბიჯოს… კიბორგას რამდენი არგუმენტი ქონია :)

  14. [L]0R[D] ამბობს:

    “კოქტეილებიდანაც მხოლოდ ერთი მაქვს გასინჯული ცხოვრებაში, ყვითელ ფერებში და სახელიც მზის ამოსვლასთან თუ ჩასვლასთან იყო კავშირში.”

    Tequila Sunrise ერქვა :)

  15. Natalia ამბობს:

    ‘მე წავილუღლუღე: ”კი, სად წავიდეთ, სად წავიდეთ!” – და დამეძინა მაშინვე.’ :lol: :lol: :lol:

    კიბორგას კომენტარებს ვაღმერთებ! თან ყველას რომ პატიოსნად პასუხობს და დაწვრილებით უხსნის :user:

    პ.ს კიდევ ერთ გესთ–პოსტს არ დაწერს?

  16. tatushka55 ამბობს:

    Dod shendeg “LONG ILAND” gasinje, eg kosmoebi da margaritebi dzaan papsa sastavia. :)

    au kino ise menatreba ro ravi, magram vikis sagamos veravis davutoveb, es xom sheni chumi bavshvi ar aris :)
    Dges poliklinikashi yvelas gaagebina ro movida imxelaze tiroda:D

  17. antimelancholy ამბობს:

    tata cadi kinoshi & bavshvi mathove :D ( tu ramea ici rom seriozuload vambob ;) )
    long iland ice tea, ki arada jolos mohitos gaketeba viswavle & rom gadmomiubneldebit & shentvis akrdzaluli aghar ikneba , unda gagasinjot :)

    • Dodka ამბობს:

      მეც, მეც!

      დღეს დავლიე კსომოც და მარგარიტაც

      ::დ : :დ :დ ბჟჟ

      • tatushka55 ამბობს:

        ese igi ro gadmovkandelakeldebi da bavshvsac zuzus ro agar vachmev Taa, Magdu & Dodi vtvrebit da mere gvifrtxildiiiiiiiiiiiiiiiiit :D :D :D

        Magd, midi manamde LONG ISLAND-is receptebic daamugame da tan absentic vikidot :D

  18. Cyborg ამბობს:

    chaotic
    რა თქმა უნდა, მე ძალიიიიიან ვაჟნად ვთვლი ამ პერიოდს, ძალიან მნიშვნელოვანია რო ბევრი ვეურთიერთო, სწორად ვეურთიერთო და ა.შ.

    მარა მისთვის აბსოლიტურად სულ ერთია ეს ურთიერთობა ხდება სადმე ქუჩაში თუ მის საწოლში თუ კალთაში მიზის და კინოს ვუყურებთ ერთად…

    წემ ბოლეე რო ქუჩაში ბევრად ნაკლებად ურთიერთობ მასთან და სახლში ბევრად მეტად – მის მეტი გასართობი არაფერია.

    რო გაიზრდება და “ცხოვრების ნახვა” რო იქნება აქტუალური – იასნია უნდა ატარო და აჩვენო ყველაფერი სამყაროში.

    მარა ეხლა მის ცხოვრებაში წყდება ძალიან ღრმა საფუძვლები და ეს საფუძვლები წყდება ჩისტა “შიგნი’ და ჩისტა ინსტიქტების დონეზე, ანუ ის რო საჭმლის დროს თუ გამოაცლი პირიდან და იწყებს ტირილს – არ აძლევ, სანამ არ დაწყნარდება, თუ გამოაცლი და იღიმის და გელაპარაკება – აჭმევ და ეფერები, რო მორჩება ჭამას – დიდხანს იცინის და გელაპარაკება და შენც მანამდე არ ანებებ თავს სანამ არ დაიღლება თვითონ.

    ასეთი რამეები ჯამში მის ხასიათს გადაწყვეტს რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება, მარა ბომბორაზე იყო თუ არა… არაფერს შეცვლის, იმჰო, გარდა მოულოდნელი ფობიების გაჩენის დიდი ალბათობისა, იქ ვიღაც დაიღრიალებს, იქ ვინმე დაეჯახება – ანუ იასნია ბავშვს ფობიებისგან ვერ დაიცავ და არცაა საჭირო და პოხუი კაცო, მარა სანამ მისთვის მართლა არანაირი აზრი არ აქვს ბომბორაა მაგი, ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი თუ ბლიაცკი პარკი აგერ გვერძე – ვერ ვხვდები რატო ვა რმე მოღალატე თუ მე არ მინდა ანძაზე აძრომა, მითუმეტეს რო ბომბორას პარკი ჩემთვის ერთადერთი ასოციაციაა – ანძაზე “ჩეპეა” და უნდა ინტრიგების და საზიზღრობების ტლაპოში შევტოპო… მოკლედ…

    • chaotic ამბობს:

      yes, yes…

      მე მაპატიეთ, ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ ეს ბავშვების და ტელევიზორის თანაცხოვრება მორალურად მსპობს :D

      ვიზუალური მეხსიერება დიდი ტრაკული რამეა, შეიძლება ჰაზრზე არ იყო, მაგრამ თავში მაინც ჩაგიჯდება…
      :S

      ჩემი მეგობრის დიშვილმა 4 წლის ასაკში უყურა ფილმს “იესო ქრისტეს ვნებანი”, თუ როგორც ჰქვია და ვერ გაუბედეს ეთქვათ, რომ არ შეიძლებოდა. აი, ეგ ბავშვი ნორმალური გაიზრდება ახლა?

      ან ჩვენ რომ აფხაზეთის ომის დოკუმენტური ფილმი გვაყურებინეს და მას შემდეგ დღემდე 15 წელია კადრები მესიზმრება მანდედან, ნორმალურია ეგა?

      ან ჩემი დიშვილი რომ მისვა ჩემმა დამ და ჩაურთო რაღაც სტრაშნი მულტფილმები, დავისვენო მეო, ამას რომ უყურებს, არაფრის აზრზე არააო… და რომ გავაპროტესტე, შენ რა იციო? ბევრი გაზარდეო? :D ჰაჰ, იმჰო, რომ კიმეთქი :D

      ვაფშე ნახ. ტელევიზორი. არ მაქვს საერთოდ, მაგრამ კი ვარ მშვენივრად :D

  19. Cyborg ამბობს:

    + ჩისტა იმჰო ბომბორა კარგი პარკია “ატ 5 ი სტარშე” – ძალიან კარგი ატრაქციონებია, განსაკუთრბეით მე ლიჩნა მაკლდა და მომეწონა ატრაქციონები ტამ “სროლაზე”, იგივე ის თევზაობა, იგივე რაღაც სერსო და ა.შ. – იასნია კარუსელებიც და ა.შ. ტოჟე მაგრა ასწორებს.

    ისიც რო ხედია – ბავშვს გაახედებ და შეეცდები გააგებინო რო “თბილისი” მარტო ის სახლი კი არ არის – ეგერ რო დგას და ჩვენ რო ვცხოვორობთ, აი ეს სუ თბილისია და ა.შ.

    • tatushka55 ამბობს:

      Bomboraze aris haeri chemo kargo
      Tore vilis da vikis asakshi mag bagis silamaze da atraqcionebi aravis ainteresebt
      Mattvis exla mtavaria sufta, kamkama haeri da bevri jangbadi

  20. mr.picasso ამბობს:

    მაგ პარკში ვგეგმავ ასლას და ნეტა რაიმე ახალი ატრაქციონი თუ დაამატეს? ადრე რომ ვიყავი სულ ბავშვებისთვის განკუთვნილი აპრაქციონები იყო მე კი ექსტრემი მიზიდავს:) ა

  21. Cyborg ამბობს:

    mr.picasso
    ნუ რამდენადაც მაქაური მთავარი ატრაქციონი – ანძის “მე-10” სართულიდან ჩანს ხოლმე:
    ექსტრემალურებიდან დაამატეს “ბატუტები” პრიამა ისე რო რო იხტუნებ მთელ ქალაქს უყურებ ფეხქვეშ.

    კი არ ვიცი ის “საბავშვო” ამერიკული გორკები თუ ითვლება ექსტრიმად…

  22. Cyborg ამბობს:

    tatushka
    ნუ ჰაერი, პაკა ონ ი ზდეს ნარმალნა დიშეტ.

    chaotic
    ა ვოტ ტუტ არ გეთანხმები: ეს “ცენზურირება” ძალიან მარაზმი მგონია, მერე რა რო გესიზმრება იმ ფილმიდან ნაწყვეტები? – რა მნიშვნელობა აქვს, იმის ადგილს ან სხვა რამე “ხატები” დაიკავებდა, ან “ცარიელი ფურცელი” იქნებოდა, რითი ჯობია?

    ის ნაწყვეტები და ჩარჩენილი ემოციები კიდე ქმნის იმას რაც შენ – შენ ხარ და…

    მოკლედ ვიზუალური ცენზურირებას არანაირად არ დავუჭერ მხარეს არც ეხლა – არც მერე.

    პროსტო ამ მიმდინარე მომენტსი მისთვის სახლშიც ბევრი ახალი და საინტერესოა და არც სახლში და არც გარეთ რასაც ხედავს – ვერაფერს ვერ ხვდება და… მე ტყვილა რატო ვიწვალო თქო თორე :დ

  23. Pingback: Bluetooth « Dream is Destiny

  24. antimelancholy ამბობს:

    რავიცი ახალგაცნობილი გოგოსთვის მაისურზე ღილების შეხსნა კარგად გამოსდის & სხვა სასარგებლო სქილებიც იქნებ ჩამოუყალიბდეს ბევრ სიარულში )))

    იცი რა არის, გასაგებია რომ 2-3 თვის ასაკში გასეირნებები & ამბები სვით მემორიებად ვერ ჩაილექება, მაგრამ ზოგადად ყალიბდება ტიპი რა. შენ ვერ განსაზღვრავ როდის უნდა დაიწყო გარეთ გაყვანა, ვერ იტყვი უი უკვე 9 თვის 2 დღის & 4 საათისაა & წავედით ვაკის პარკშიო. მით უმეტეს უეცარი გარდატეხები არ არის სასარგებლო პატარასთვის & 2-3 წლის ასაკშI რო გაიყვანო სახლიდან & აღარ შემოიყვანო უფრო ცუდი იქნება, ვიდრე ახლავე რომ მიაჩვიო.

    ისე აღქმა მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება , ტაკ შტო ეგრე სტროგად ნუ გადაწყვიტე რომ აზრი არ აქვს ბავშვის გარეთ გაყვანას. კი შეიძლება ვერ ამუღამებს რაღაცეებს, ვერ ხვდება რომ კარგი ამინდია & უნდა ესიამოვნოს, ან რომ დედა რა ხედია წინ & დატკბეს ან რა სერიოზული რეჟისორული ჩანაფიქრი დევს რაიმე ფილმში, მაგრამ ის აუცილებლად გაჩითავს რაიმე სათავისოს & იმით იკაიფებს, შეიძლება ეს იყოს ქუჩაში მიყუდებული კოკას ბოთლი ან გარე განათებები ) ყოველშემთხვევაში იქნება, რაღაც რაც სახლის ნივთებისგან განსხვავებულია, შესაბამისად საინტერესო.
    შენც ხომ ამბობ შეიძლება ფობია ჩამოყალიბდესო, ანუ არის შანსი რომ ბავშვს პატარაობიდან თუ შეთხრი რაღაცას დაამახსოვრდეს.. ეს რეაქცია რომელიც შემდგომში მეხსიერებაში ჩაილექება ასეთივე წარმატებით შეიძლება იყოს დადებითი ხასიათის, წემ ბოლე თუ ცდილობ რომ დადებითად დამუხტო თავიდანვე. მაგის დასამტკიცებლად ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს ტიპებმა პატარა ალბერტზე ))) თვეების ბავშვს პერიოდულად აჩვენებდნენ ხოლმე თაგვს.. შემდეგ თაგვის მოყვანას დაამატეს გონგის ხმა, რაზეც ბავშვი ტირილს იწყებდა. ბოლოს ხმა ისევ ამოიღეს, მაგრამ თაგვის დანახვაზე ალბერტი ეგრევე აპათოლოგებდა : D

    მოკლედ არ არის ცუდი, რომ იმ გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს შემდგომშI ყოფნა , თავიდანვე შეაჩვევ. თან მეხსიერება ისეთი რამაა რომ ვერ გათვლი რას მახინაციობს )) შეიძლება არაცნობიერში ან ქვეცნობიერში, დაჟე ცნობიერშიც ბებიაქალის სახეც ჩაიტოვოს & საშვილოსნოს კედლების ფერიც :D

    თუ სამ აფ რაც ადრე დაეჩალიჩები რომ გაიქექოს, წემ ლუდშე.. ჩემი და 9 წლისაა & ზოგჯერ ისეთ ძველ ბაზრებს აძრობს ხოლმე & ისეთები ახსოვს, რომ მაშტერებს.

    აღარაფერს ვამბობ ემოციებზე & განწყობებზე რომელიც ვილისაც იგივე დონეზე უმოქმედებს, როგორც ნებისმიერ ზრდასრულს.

  25. Anano Tsintsabadze ამბობს:

    გამარჯობა
    თუ უცხოების კომენტარი მისაღებია: მომწონს “ქმარი”, არ ჩანს ცუდი ;
    “ცოლიც” კარგი ჩანს;
    ქალების და კაცების სტანდარტული (უცვლელი) თვისებების შეჯახება უკვე ძალიან ბანალური რამეა; ქართველებმა კი ვერ გავიგეთ, რომ ქორწინება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ეს სტანდარტული თვისებების შეჯახება არ ხდება!
    რაც ქმარს აქვს, ის აქვს ზუსტად ჩემს შეყვარებულს და კიდევ ყველა კაცს მსოფლიოში, რაც ცოლს-მე და ყველა ქალს მსოფლიოში; თუ ეგ აღმოჩენა გახდა რომელიმესთვის, არც ერთი არ მომზადებულხართ ქორწინებისთვის;
    ეხლა კეთილი ინებეთ და დააწესეთ დღეები და რიგ რიგობით დათმეთ, იმიტომ რომ შვილი ძალიან საყვარელი ტიპია;
    თუ არა და გაშორდით :))
    ბოდიში გულახდილობისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s