შ.ა. XXI

მე და კიბორგას ხშირად გვიკაიფია ჩვენს საერთო მეგობრებზე, რომლებსაც ჰყავთ ძალიან მაგარი, ძვირფასი მანქანები. როგორც წესი, თვის განმავლობაში 3 კვირის მანძილზე გარაჟში უდგათ, რადგან იმ მანქანის სამყოფი ბენზინის ფული არ აქვთ.

ჰოდა დღეს ერთმა ფორუმელმა ფრაზა ახსენა, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი და გამინათდა გონება. რასთან ასოცირდებიან ეგეთი ადამიანები ჩემთვის – დავით კლდიაშვილის ”შემოდგომის აზნაურებთან”.

თქვენ 21-ე საუკუნის შემოდგომის აზნაური ხართ, თუ

  • გაქვთ Iphone და ხშირად  უშვებთ ზარს, რომ გადმოგირეკონ;
  • გაქვთ Iphone, რომელსაც იყენებთ მხოლოდ დასარეკად, ზარის მისაღებად და სმს-ებისათვის;
  • გყავთ მანქანა და ვერ ასხამთ ბენზინს;
  • იღებთ ვალს, რომლითაც იხდით 300-კაციან ქორწილს
  • და იკერავთ 500-ლარიან საქორწილო კაბას;
  • გგონიათ, რომ თქვენი გვარის გამო ვინმე პატივს უნდა გცემდეთ;
  • მაიკას, რომელიც 10 ლარი ღირს ლილოში, 15 – ვაგზალზე, 20 – კიდობანში და 80 – პეკინზე მაღაზიაში, ამაყად ყიდულობთ ამ უკანასკნელში;
  • თქვენს 6 თვის ბავშვს აცვია ბენეტონში ნაყიდი ტანსაცმელი, მაგრამ ავტობუსში არ ყიდულობთ 40-თეთრიან ბილეთს;
  • კვირაში ერთხელ დადიხართ რესტორანში ან კაფეში, მაგრამ თელასის ქვითართან ერთად მოსულ წყლის გადასახადს, 2 ლარს – არ იხდით;
  • თქვენ პატივისცემით ეპყრობით სხვა ქვეყნის შვილებს. განსაკუთრებით – ფრანგს, ესპანელს და ამერიკელს. ამავე დროს აგინებთ ჩინელს, თურქს და სომეხს. იაპონლებისადმი დამოკიდებულება ჯერ ვერ გაგირკვევიათ;
  • გგონიათ, რომ ექიმი უკეთ მოგემსახურებათ, თუ მისი ნათლიის ბიძაშვილის მეზობელი თქვენზე ეტყვის, ”ახლობელია, მიმიხედეო”.
Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

59 Responses to შ.ა. XXI

  1. Zak ამბობს:

    heheheeee, auuuu chemi :D

  2. mr.picasso ამბობს:

    :D :D :D რამდენი ვიცი ეგეთი :) და შემოდგომის აზნაურები თუ ერვათ არ ვიოდი :)

  3. დელფი ამბობს:

    აუ რა ზუსტი სახელია!
    სხვა პუნქტებს რომ თავი დავანებო, რაც შემთვის ძვირფასია (აიფონი), იმაზე ვ კაიფობ ხოლმე. ჩემთან რომ მოდიან “მაგარი ტიპები” და ისეთ ელემენტარულ რაღაცეებს მეკითხებიან რომ ყბა ამომივარდება ხოლმე
    :))))))

  4. მწარე ამბობს:

    :ლოლ: ძალიან ბევრი ვიცინე! რამდენი ეგეთი შემოდგომის აზნაური მყავს გარშემო! :)

  5. Leonard Shelby ამბობს:

    უჰჰ რამდენია ასეთი.
    ისეთები რომლებიც ვალებს იღებენ რომ ზაფხულში თურქეთში დაისვენონ ან მინიმუმ ბათუმში იგრიალონ.

    ყიდულობენ ლეპტოპებს რათა მაკდონალდსიდან მაისფეისი შეამოწმონ
    და ა.შ უამრავი მაგალითია.

    ერთი ეგაა ბენეტონის მაგალითზე ვერ დაგეთანხმები. ეგ ფულის ამბავია იმ კაცს აქვს და თავისი ბავშვისთვის საუკეთესო უნდა. აი თუ ვალს იღებს იმის გამო, რომ ბრენდი ჩააცვას ბაღანას ეგ უკვე სხვა საქმეა.

  6. A_I ამბობს:

    მასეთი რამდენი გაგიხარდება იმდენია.

    შენი ტელეფონი 3G თუ არ არის და wifi თუ არ აქვს მაშინ ადამიანი არ ხარ :D მართალია ვისაც აქვთ ისინი თავის ტელეფონზე ინტერნეტს არასოდეს იყენებენ მაგრამ უნდა ჰქონდეს მაინც.

    ნუ, პეკინზე 80 ლარიანი მაიკები, ეს საერთოდ სასწაულია.

  7. David ამბობს:

    სხვათაშორის,

    ექიმებთან დაკავშირებით ახლობლის ჩარევა შემოდგომის აზნაურობა კი არა ქართული მედიცინის უუნარობაა – მოემსახუროს ყველას ერთნაირად… თან, ერთნაირად კარგად და არა ერთნაირად ცუდად.

    • ზაფხული 2.0 ამბობს:

      ეგრეა, არ დარეკავს ბებიის მეზობლის ნათლია და დაგიკიდებენ – იძახე მერე მაგადი როჟა ვარო

  8. dushka ამბობს:

    ოოოოი ლოოლ როგორ გამაცინეე :)))
    ხო ბავშვებზე ისიც გამოგრჩა ჯერ სიარული რომ არ იციან და 100 ლარიანი ფეხსამცელი რომ აცვიათ რომელიც 2კვირაში დაუპატარვდება და კიდე ის რომ თურმე კიკოს 400 ლარიანი ზაფხულის კალიასკა უნდა გყავდეს და ჩვეულებრივ 100 ლარიანში როგორ ჩასვამ ბავშვს არადა ფუნქციებით ის 100 ლარიანი რომ ჯობია :)))))))))))))))

  9. provokatori ამბობს:

    ჰააჰ :D მაგარია, ამაზე გამახსენდა, წელს ზაფხულში ვიყავი კახეთში ერთ-ერთ მააგარ ღრმა სოფელში, ხალხიც კი რომ ჯერ ისევ გორბაჩოვს აკრიტიკებს :)) და მკითხეს რა ტელეფონი გაქვსო, რომ ვანახე ჩაიდე-ჩაიდეო და დამცინეს :)) მესამე პოსტშიც მიწერია ჩემს ბლოგზე…
    მერე იტყვიან ხალხს ფული არ აქვსო, მაგარი მობილურებით დადიან, გარაჟშიც მაგარი მანქანები უყენიათ… და კაფეებში, რესტორნებში, ბარებში და ეგეთ ადგილებშიც ხალხი სულ არის :)) არ მჯერა მე უფულობის…

  10. KIKITO ამბობს:

    aaaaaaaa ramdenebi ariaan egetebi :D
    es mobiluris bolo modelis qona qartvelistvis mtavari atributia, sheidzleba am dros angarishze arasodes hqondes, magram 3g ho aqvs :D

  11. Candy ამბობს:

    haha :) მასეთ ხალხს მე უბრალოდ იდიოტებს ვეძახი :) ქირით რო ცხოვრობენ ფალიაშვილზე, იმიტომ რო ვაკეა, და საჭმლის ფული რომ არ აქვთ :)))

    მაგრამ ისა, აი მე დავდივარ ხოლმე კვირაში ერთხელ სადღაც, მაგრამ წყლის ფულს- 2 ლარსაც პატიოსნად ვიხდი.

    :ImnotIdiod:

  12. linguistuss ამბობს:

    ჰო, ბავშვებს რომ ბენეტონი აცვიათ “ნე ვ წემუ” იყო. აქ საუბარი იმაზეა, რომ არ გაქვს ფული და გინდა რომ წარმოაჩინო რომ გაქვს. ერთი სიტყვით, ეს მარადიული მოვლენაა და მხოლოდ ჩვენი ეპოქის შვილი არ არის. მაგალითისთვის ქართული სიტყვა “საუცხოო”–ც კმარა საილუსტრაციოდ. როგორ ფიქრობთ რატომაა “საუცხოო” ყველაზე კარგის და არაჩვეულებრივის სინონიმი? – იმიტომ, რომ უცხოსთვის, ანუ უცხოს თვალებისათვის განკუთვნილი ნივთები ყოველთვის საუცხოო ჰქონდათ ჩვენს მამა–პაპებს… აბა რომ დაგინახონ ძველი მობილურით, ხომ იტყვიან ვინაა ეს ბანძიო?! ჰოდა, მიდის ჯიგარი იღებს 2 წლიან კრედიტს და ფარავს მერე თავისი 200 ლარიანი თვიური შემოსავლიდან ნახევარს, სამაგიეროდ აქვს მაგარი მობილური და არავინ ამბობს მასზე ბანძიაო :დ :დ :დ

    • Dodka ამბობს:

      ბენეტონზე რომ ვწერდი, აზრი დამეკარგა და გაგრძელება არ დამიწერია, დავააფდეითე ახლა :დ

  13. Cyborg ამბობს:

    linguistuss
    როგორც ყოველთვის გენიალური მიგნება იყო…

    ხო დღევანდელი ეგეთი მაგალითი ცხოვრებიდან:

    უდაააააააალეწილესი, ჩამპალი ვექტრა, ნომრებით VOV-101 რომელიც აშკარად მანქანა უფრო ძვირი დაჯდებოდა… :დ

  14. antimelancholy ამბობს:

    მოვიდა რადიკალური ოპოზიცია..
    ტაკ, ახლა რა ხდება.

    მე რაც ყველაზე ცუდად მომედო სხეულზე იმაზე ვიტყვი :
    ბენეტონი
    კაფე

    :D

    მე დიდი სიამოვნებით ვუყიდდი ჩემს 6 თვის შვილს (რომ მყავდეს ) სამოსს ბენეტონში. ჩმეთვისაც ძIრითადად იქ ვყიდულობ & მიმაჩნია რომ რაციონალური გადაწყვეტილებაა. ჯერ ერთი მუდმივად არის ფასდაკლებები + არის გაცილებით ხარისხიანი & ლამაზი ვიდრე ზემოთ ნახსენებ ბაზრობებზე , მით უმეტეს რომ იქაც ყვეალფერი ძალიან ძვირია. ამას ადეკვატური ფასი მაინც აქვს & რომ იყიდი მეორე დღეს გამქრალი არ გხვდება სარეცხის მანქანაში :D

    კაფეებს რაც შეეხება არსებობენ ადამიანები, რომლისთვისაც პრიორიტეტი კაფეში დაჯდომაა სხვა რაღაცეებთან შედარებით, იმისათვის რომ განიტვირთონ, სიგარეტი მოწიონ, ელემენტარულად ბრეიქებზე იკვებონ. მე არ მაქვს იმის ნერვები რომ რამდენჯერაც მომწყურდება & მომშივდება სახლში ამოვიდე & არც ბებიაჩემს აქვს იმის ნერვები ყოველდღე ჩემს სახლში იმდენ ადამიანს & იმდენ ყავის ჭიქას უყუროს, მე რომ გარეთ ვხვდები : )

    იცი მეც მაყვს რამდენიმე მეგობარი, რომელიც მანქანაში ვერ ასხამს ბენზინს & ყოველთვის როცა დაიწუწუნებენ ხოლმე მანქანა უნდა გავყიდოთო ტირილამდე ვეწინააღმდეგები.
    ნებისმიერი ოაჯხის ფინანსური დინამიკა ყველას მოგეხსენებათ, იმას 3 წლის წინ რომ ბევრი ჰქონდა ახლა ბენზინს ვეღარ ასხამს, ამგრამ დასაცინი არ არის. სამაგიეროდ როცა ჭირდება ძალიან მანქანა კარგად იყენებს, როცა ფული არ აქვს არც მარშუტკა ეთაკილება.

    საქორწილო კაბა ისეთი რამაა რომ ძააააან ძერსკი უდნა იყოს & 500 ლარი საშინელი ფასი არაა.

    საერთოდ რა არის იცი, ახლა მეძIნება & ქონქლუშენს ვერ ვაკეთებ მგონი სწორად, მაგრამ თუ დაფიქრდები იმაზე, რომ თვითდამკვიდრების & პრესტიჟის მოთხოვნილება ყველა ადამიანში გენეტიკურად დევს & უბრალოდ სხვადასხვანაირად ავლენენ, მიხვდები რომ ეს ცუდი ფორმებიც კი არ არის იმდენად გამაღიზიანებელი.

    შენც გაქვს ეგ მოთხოვნილება & შენც იკმაყოფილებ ხოლმე, თუნდაც ბლოგზე ; )))

    პ.ს იაპონელები ჩემი ძMები არიან , ვენაცვალე მარჯვე ხელებში & წვრილ თვალებში მაგათ :D

  15. ბაბისა ამბობს:

    სამწუხარო რეალობა- უმრავლესობა ასეა :(

  16. antimelancholy ამბობს:

    DOD yvelas aqvs tavisi chovreba & tviton irchevs sad shechams, sad gamoyofs fekalebs :D< sad chaicmevs & ras daichers helshi.

    sulac ar vtvli rom goimi var an e.w aznauris tipi imis gamo rom tu vifinanseb tavs benetonshi vyidulob & kafeebshi var holme hshirad megobrebtan ertad.

    tu sachiroa UNICOR-is ezoshic vshdebit kokakolit & ar vgrdznobt diskomforts ufulobit, amgram tu maqvs sashualeba rom vijde adamianurad & shvebi memsahurebodnen, why not??

    gvarit ar vamayob, vmanipulireb mholod samartaldamcavebtan :D

    nu ganikithavt : P

    • Dodka ამბობს:

      მე ბენეტონის წინააღდმეგი არ ვარ, არც კაფეების, მითუმეტეს, რომ ძალიან მიყვარს მეც.
      მაგრამ როდესაც წყლის 2-ლარიან გადასახადს არ იხდი და კაფეში 40 ლარს ხარჯავ ერთ შესვლაზე, ეს ჩემთვის შემოდგომის აზნაურობაა.

  17. Sandro matiashvili ამბობს:

    არის კატეგორია რომლისთვისაც 3 თვის ბავშვის ფეხსაცმელში გადაყრილი 100 ლარი სულაც არ ენანება და უღირს პეკინზე იყიდოს 80 ლარად მაისური, რომელიც ვაგზალზე 10 ლარი ღირს.
    ფული თუ გაქ რატომაც არა?!
    კარგი მანქანაც გეყოლება, კარგი მობილურიც გექნება და ბავშვს 1000 ლარიან კალიასკასას უყიდი და კარგად დაისვენებ რომელიმე კურორტზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ფული ვისაც აქვს საკუთარ თავს არაფერი არ უნდა მოაკლოს, არც ფლანგვა არ ქვია ამას ჩემის აზრით.

    თუ ფული არ გაქვს და უკანასკნელი გროშებით ყიდულობ ზემოთ ჩამოთვლილს უბრალოდ “სირცხვილია”. :D:D:D
    ისიც სირცხვილია პეკინზე მაღაზიაში 100 ლარად რომ ნახავ მაიკას და შემდეგ მთელი თბილისის ბაზრობებს გადაქექავ, რომ 20 ლარად მაინც იყიდო იგივე.

    აბა იმედია reply მექნება :D:D:D

    • Dodka ამბობს:

      1. რატომაა სირცხვილი პეკინზე მაღაზიაში ნანახ მაიკას თუ ბაზრობაზე გადაქექავ?

      2. პოსტში საუბარი იყო ზუსტად უკანასკნელი გროშებით ნაყიდ რაღაცეებზე.

      როგორც ჩანს, კლდიაშვილის მოთხრობები არ გაქვთ წაკითხული არც შენ და არც ანტიმელანქოლის :დ

    • თაკო ამბობს:

      ბაზრობაზე სიარულს იმ სიცხეში, ამდენ ხალხში, ამდენი ნაყარ-ნუყარი საქონლის თვალიერებაში დროის ფლანგვას ჯობია გახვიდე პეკინზე და იქ იყიდო რაც გინდა, ადამიანურად, ცივილურად :))) პირად მაგალითს მოვიყვან, ბაზრობაზე ნორმალური ჯინსი (ზიზილ-პიპილოების გარეშე და არა ხარისხიანი, მაგის იმედი არც მქონდა), 70 ლარზე ნაკლებად ვერ ვიპოვე(ისიც დიდი არაფერი), გამოვიარე პეკინზე და 40 ლარად ჯინსი ვიყიდე, რომელიც ხარისხითაც კარგია, ლამაზიცაა და ყველანაირად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. რატომ ვიარო ბაზრობაზე, როცა ყველაფერი ძაან ძვირია, მასიურად გავრცელებული და სიბინძურეა? მასეც არაა როგორც წერ, არც ისე დიდი სხვაობაა მაღაზიებს და ბაზრობას შორის და სულაც არ ვთვლი, რომ ის, რომ ჩემი ტანსაცმლის ძალიან დიდი ნაწილი პეკინის ავადსახსენებელ მაღაზიებშია ნაყიდი, შემოდგომის აზნაურობაა :D

  18. antimelancholy ამბობს:

    Sandro matiashvili

    jansagi azrovnebis chanasahi davinahe shenshi ))

    madlob, podderjkistvis *

    mokled tu dafiqrdebit nebismier qcevas moudzebnit iset ahsnas, rac tkventvisac ahlobeli iqneba.

    tundac katarzisshi mosiarule babum rom 5.0 mustangi iyidos, magasac : )

    wavedi ahla me kakraz benetonshi :D :D :D :D

    • keti ამბობს:

      ამას ვეთანხმები:
      “mokled tu dafiqrdebit nebismier qcevas moudzebnit iset ahsnas, rac tkventvisac ahlobeli iqneba.”

      გარედან რაც ჩანს, ის ყოველთვის ჭეშმარიტება არ არის.
      “ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს:)

      არაფერი ადამიანური აღარ მაკვირვებს. სხვა საქმეა, მე რომელს გამოვამჟღავნებ. ქილიკიც არ მგონია კარგი რამ, რადგან ყველა ადამიანს ჰქონია მომენტი, როცა სხვისი თვალით იმ მდგომარეობისათვის შეუფერებელი რამ შეუძენია.
      მაგალითად, მახსოვს დოდ, წერდი, რომ ნასესხი ფულით შეიძინე სასურველი ნივთები:) ეს ბუნებრივი რამ არის, მთავარია, მარაზმამდე არ დავიდეს, თორემ ერთი–ორი სურვილი ყველას აუსრულებია.

  19. antimelancholy ამბობს:

    ho martla isic nu dagavicydebat rom bazrobaze aris sibindzure, anitsanitacia & azabochenizmi sufevs..

    zogs es ughirs im 2 larian shvaobad..

  20. amigo ამბობს:

    მეც ვერ ვუგებ ასეთ ხალხს.

    პუბლიკა ითხოვს აზნაურებს! ითხოვს და თან ტაშს უკრავს!
    ამიტომაც არსებობენ ისინი.

    – ნახე მაკუშას D&G ჩანთა? რა კლასიაააა.
    – გუშინ ბენეტონში ვნახე ნიკუშა, ….

    და ასე შემდეგ :)

    აი ამ “ტაშისთვის” იღწვის ეს ხალხი. ასე, რომ როგორიც არის პუბლიკა, ისეთი გვყავს “სვეტებიც” :)

    P.S. ისე რა მაგისი პასუხია და ისე მიყვარს ჩემი აიფონიიიი, ოღონდ მე იქით ვურეკავ ხოლმე ხალხს :P

  21. ilia II ამბობს:

    თვითდამკვირდება + არასრულფასოვნების კომპექსი როცა ცდილობენ მატერიალურის ხარჯზე წარმოაჩინონ საკუთარი თავი ,,მაგარ როჟებად,, სულ ასეთიები არ არაიან გარშემო? ვის მოხვდა გულზე ცუდად? როცა გაქვს გასაგებია რო უნდა დახარჯო მარა თუ არ გაქვს ვის ატყუებენ ან თავის თავს რას ერჩიენ. :დ ჩემი ქმარი მიყვებოდა ჩვენთან უბანში ერთი ტიპი იყოოო რა ხოდა ყველას ტრაკში უძვრებოდაო ვინც კი რამედ მიაჩნდაო და 2 სიგარეტი ქონდაო თვითონ პირველს ეწეოდაო და ვინმე უბანში რო სთხოვდა მომაწევინეო იმას წინსტონს აწევინებდაო :დდდდდ

  22. tatushka55 ამბობს:

    Ar var shemodgomis aznauri :)

  23. provokatori ამბობს:

    ყველანი დავიხოცებით :D

    ეგ კი არა და სიამოვნებით მექნებოდა iphone 3G, სიამოვნებით მეყოლებოდა პაატარა მანქანაც… გინდა შემოდგომის აზნაური დაეძახათ და გინდა გაზაფხულის ტრაკტორისტი…

  24. ketiketi ამბობს:

    es aris qartvelebis mcare realoba, yvelas saaxlobloshi aris msgavsi margalitri adamiani:D

  25. niniko ამბობს:

    benetonze magari mexx-ia cvetshi an 123 :)

  26. fiqro ამბობს:

    mteli gansxvaveba imaShia komforts iqmni Tu fufunebas, fufuneba xshirad zedapirulia xolme da gadauxdel qvitrebs faravs :)
    xoda es komplexebi metnaklebad yvelashia chemi chatvlit.
    kudabzikoba qvia magas

  27. _ოპიზარ ამბობს:

    ყველა ვარიანტში დასკვნა ერთია და მარავლმოხმარების :))

    გგონიათ, რომ რამეს წარმოადგენთ არადა ამ დროს არაფერით განსხვავდებით სხვებისგან.

  28. Cyborg ამბობს:

    fiqro
    ფუფუნება არის როცა გაქ საშუალება – და იქმნი იმაზე მეტს ვიდრე გჭირდება.

    და როცა ფული არ გაქ და სესხულობ იმისთვის რო როგორც ლინგვისტუსამ თქვა “უცხო თვალის დასანახად” – ვითომ მდიდარი როჟა იყო და სინამდვილეში ანგარიშზე ფული ვერ დაგიდია და X5-ში ბენზინი ვერ ჩაგისხია… – ეგ არი ქე რო შემოდგომის აზნაურობა

    • ლიკა ამბობს:

      უჩ, იმ მიკრო–საზოგადოებას გააჩნია, რომელშიც ადამიანს ცხოვრება უწევს. სოფლებში ჯერ კიდევ ჩაკეტილი და საკმაოდ მკაცრად იერარქიული საზოგადოებაა. სტატუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილდღეობისთვისაც და მარტივად უსაფრთხოებისთვისაც. აქ ვიღაც ამბობდა, ძველ მობილურზე დამცინესო. მისთვის ეს არაფერია, იქ მცხოვრები ბიჭისთვის კი _ ბევრი უსიამოვნების და პრობლემის საწინდარი შეიძლება იყოს. დაბალი სტატუსის ადამიანს არა მარტო დასცინიან, მას რამე რომ იყოს არავინ დაეხმარება (ეპაზორებათ), მაღაზიაში კრედიტად არ მიჰყიდიან, მისთვის თავს არავინ შეიწუხებს, პაპუტკა არ გაუჩერებს, შეძლებისდაგვარად ჩაგრავენ და ა.შ.

      და საერთოდ, ადამიანების საზოგადოებაში ნივთებს გარდა რაციონალური გამოყენებისა აქვთ პრესტიჟულობის დატვირთვა. პრესტიჟისთვის კი მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რა მაიკა გაცვია, არამედ ისიც, თუ სად იყიდე ის. იმ მაიკის პატრონი როგორც წესი ძალიან ხშირად ხაზს უსვამს იმას, თუ სად იყიდა. და ის გარემოცვა, რომელზეც ეს ქმედება გათვლილია, შესაბამისად რეაგირებს _ მას ენიჭება ისეთი ტიპის სტატუსი, რომელიც “ბაზრობებზე კი არ დადის, მარტო ფირმა მაღაზიებში ყიდულობს”. თითქოს დიდი რამე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ისევ უსაფრთხოებისთვის ბრძოლაა, უბრალოდ ჩამორჩენილ, სპეციფიურ მიკროსაზოგადოებაში. სანამ ასეთი საზოგადოებები არსებობს, ასეთი ხალხიც იარსებებ. ასეთი საზოგადოებები კი ყველგან არსებობს. უცხოეთშიც უხვადაა. მათ შორის ყველაზე განვიტარებულ ქვეყნებში. სნობები ქვია მაგათ.

      კარგი იქნება, თუ ინტერნეტში “გაჩითულ” ადამიანთა საზოგადოება არ გასნობდება…

  29. clown^^ ამბობს:

    ვერ ვეგუები ასეთ ხალხს :\

  30. machvzgarb ამბობს:

    good დოდ.. :)

  31. teonala ამბობს:

    ბაკულას ღორებიც ეგეთი პონტია დაახლოებით, სხვისი “თვალის დასაფსობად” რაღაცეების კეთება :D

    ზევით რომელიღაცა პასუხშI ეწერა: ბევრი ფული თუ გაქვს რატომაც არა, უყიდი ბავშვს 100 ლარიან რაღაცასო.
    მაგაშIა საქმე, რომ საკამრისზე მეტი ფულიც რომ მქონდეს, არასდროს გადავყრი ფულს იმაში , რაც მხოლოდ ხალხის სალაპარაკო თემა უნდა იყოს ისიც 1 კვირით და ის საგანი კი 1 თვეში აღარც კი გამომადგება. ბავშვის ტანსაცმელი მითუმეტეს.რომ ვიცი 3 თვის ბაშვს საერთოდ არ ჭირდება ფეხსაცმელი რატომ უნდა ვუყიდო 300 ლარიანი, არ მესმის უბრალოდ.

    ასე რომ, მომეცით ფული და კარგად დავხარჯავ :)))))))))))))))))))))

  32. OTO ამბობს:

    მე არ ვიხდი წყლის გადასახადს : D

  33. Katten Försvann ამბობს:

    ეგ მარიაჟჴბა მაგარი საშინელებაა, და ძალიან მაღიზიანებს ჩვენში :(

  34. Sadie ამბობს:

    ექიმების შემთხვევაში ერთი მარტივი პარადოქსი არსებობს. ის, რომ თბილისში ყველა ყველას ახლობელია, ამავდროულად კი ყველა ექიმებზე წუწუნებს. არადა, ჩემი ნაცნობებიდან ზუსტად 100%ს ჰყავს ახლობელი ექიმი, რომელიც პატიოსანი და კეთილია, დაჟე ხანდახან უფასოდაც კი მკურნალობს გაჭირვებულებს. დასკვნა აქედან: კარგი ექიმები არ არსებობენ.

    ჰო, ვიცი რო თქვენც გყავთ ახლობელი ექიმები, რომლებიც კაი ტიპები არიან და ბლა ბლა ბლა.
    არადა მეც მყავს :user:

  35. Cyborg ამბობს:

    Sadie
    მე ვემხრობი მოსაზრებას რო ჩვენი ბიომექანიკური სხეულები სამწუხაროდ ძალიან სუსტი კონსტრუქციისაა და მიუხედავად ჩვენი “ნეუიაზვიმოსწის” ილუზიისა ძალიან მარტივად გამოდის მწყობრიდან ძალიან ბევრი ერთი შეხადვით “არც ისე მნიშვნელოვანი” დეტალი რომელიც მერე იწვევს მოვლენების მთელ ჯაჭვს რომელსაც ხუი პრასლიძიშ უკან ბოლომდე და შესაბამისად ხუი ვილეჩიშ…

    ექიმები კიდე სტანდარტულად მკურნალობენ მხოლოდ სტანდარტულ შემთხვევებს, ექიმობა ჩისტი სტატისტიკაა – 10-ჯერ გაციებულ პაციენტს უშველა ტაკოში ოყნამ – მე-11-დაც უნდა უშველოს… და არადა ლუბოი სტატისტიკოსი გეტყვის რო ის რო 10-ჯერ, თანაც ხშირად არა მიმდევრობით 10-ვეჯერ, რამე შესრულდა, სუ არ ნიშნავს რო მე-11-ჯერაც შესრულდება…

  36. Leonard Shelby ამბობს:

    antimelancholy საერთოდ სხვა რამეს ამბობ შენ :დ აქ საუბარია ხალხზე რომელსაც ფული არ აქვს და “ფულიანობს” და არა იმაზე ვისაც აქვს და იყენებს. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. როცა გაქვს იმის შესაძლებლობა რომ ბრენდი ჩააცვა შენს შვილს და შენც, ჰამერიც გყავდეს და აიფონსაც ა.შ.შ-იდან იწერდე მაგას რა ჯობია. მაგრამ როცა სესი გამოგაქვს, რომ ვიდეო ზარი დაურეკო ძმაკაცს, მანქანით გოგოებთან იმარიაჟო და ჩაიცვა ბენეტონში მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ერთი კვირა პიურეზე და სუხარზე უნდა იყო არაა ჭკვიანური. სწორედ ამაზე წერს დოდკა.

  37. Sadie ამბობს:

    მაგას არ ვგულისხმობ, საქმეც ის არის რომ მედიცინა სტატისტიკა არ არის, ორ სრულიად განსხვავებულ დაავადებას შეიძლება ზუსტად ერთნაირი სიმპტომები ქონდეს, და ის შენი ოყნა ერთს თუ უშველის მეორეს მოკლავს ნაჰჰუი

    იმას ვამბობდი, რომ არამგონია თბილისში ერთი ადამიანი მაინც იყოს, რომელსაც ახლობელი ექიმი არ ყავს. ყველა ახლობელი ექიმი კიდე პატიოსანი და კეთილია. აქედან ხო უნდა გამოდიოდეს რო ყველა ექიმი პატიოსანი და კეთილია? მარტივი ლოგიკა. ზუსტად იმიტომ, რომ ყველა კაი ტიპია, არც ერთი არ არის კაი ტიპი. ხაროში დოკტორ – მთლად მიორტვი დოკტორ არა, მაგრამ ჩუჟოი დოკტორ მაინც

  38. Natalia ამბობს:

    აი ბოლო პუნქტი მართლა მასეა და რა ვქნა, ძალიან არ მინდა მაგრამ თითქმის ყოველთვის ასეა. ექიმების უმეტესობა, პაციენტს ისე უყურებს როგორც მდაბიო არსებას, თითქო თვითონ ზეაღმატებული პირი იყოს და სწორედ მას უნდა ელოდოს პაციენტმა ნახევარი საათი, როცა თვითონ ზის და ყავას სვამს აუჩქარებლად და სიგარეტს ეწევა ნება–ნება. მე არ ვიქნები ასეთი ექიმი, არასდროს, ჩემს თავს სულ ამას ვუმეორებ.

    აქამდე ყოველთვის ვიცავდი მაინც ექიმებს, მაგრამ დღეს დედას გავყევი სწორედ იმ კლინიკაში,სადაც მე ვმორიგეობდი მანამდე და სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. პაციენტი ყველას კიდია, აი კიდია მართლა. ისედაც თემას გადავუხვიე და არ მოვყვები დაწვრილებით, მაგრამ საშინლად აღშფოთებლი ვარ :D

  39. mkidia! ამბობს:

    ხალხო, მემგონი დროა უკვე, რომ ქართველებმა ვისწავლოთ რაციონალურად ცხოვრება. დოდკას ბევრ რამეში ვეთანხმები!

    იყიდე ის, რაც გჭირდება!
    ჩაიცვი ის, რისი ჩაცმის საშუალებაც გაქვს.
    იარე ისეთ ადგილებში, საიდან წამოსვლის შემდეგაც არ აღმოაჩენ, რომ თურმე ფული სულ გაგთავებია და ტვინის ჭყლეტას არ დაიწყებ, ვის მივადგე და ვესესხო?

    ჩემს შესახებ ვიტყვი იმას, რომ მანქანა ჩემი სუსტი წერტილია! 14 წლის ასაკიდან საჭესთან ვარ და სული მიმდის, როდესაც ახალ და კარგ მანქანას ვხედავ!
    შარშან გამიჩნდა იმის საშუალება, რომ მოძველებული მანქანა გამომეცვალა. ხოლო თუ ძალიან მოვინდომებდი შემეძლო მოდური, უზარმაზარი ჯიპის ყიდვა, მაგრამ… რომელი უფრო ტეხავს: -გყავდეს “ვეშაპისმუცლიანი” მანქანა, რომლის ავზში ბენზინის ჩასხმას ვერ აუხვალ და ამის გამო ნახევარჯერ ფეხით მოგიწევს სიარული, თუ გყავდეს სავსებით ნორმალური მანქანა, რომელსაც არ ექნება არანაირი ტექნიკური პრობლემა (თუ ექნება და მასაც ადვილად მოაგვარებ) და რაც მთავარია: უპრობლემოდ “გამოკვებო” საწვავზე ფასების კატასტროფულად ზრდის მიუხედავად…

    მე მეორე ვარიანტი ვამჯობინე და თუ ამით ჩემს იმიჯს (სხვათა თვალში) რაიმე მოაკლდა, მაპატიეთ მაგრამ… მკიდია!!!

    P.S. რაც შეეხება დოდკას ჩამონათვალის ბოლო პუნქტს: ეს მარტო მედიცინის სფეროზე არ ვრცელდება. საქართველოში გაბატონებულია “ნათლიმამობა” და სანამ ეს არ მოიშლება, მანამდე ამ ქვეყნის საშველი არ იქნება! სამწუხაროა, მაგრამ ასეა :(

  40. თაზო ამბობს:

    1. მე ვერ ავუდივარ ჩემი ზოგიერთი მეზობლის 700+ ლარიან ტელეფონებში სხვადასხვა პარამეტრების გასწორებას, ზარის მუსიკის გამოცვლას და ა.შ.

    2. ვერაფრით ვარწმუნებ მათ, რომ მხოლოდ სკაიპსა და ოდნოებში სასაუბროდ საჭირო სულაც არ 1გბ-იანი ვიდეოკარტა, 240გბ-იანი მეხსიერება, 120-ლარიანი კეისი და ა.შ. “ვიღაც გიომ კომპს 1500 ლარი მისცა და მე 800 როგორ გადავიხადო?”-რკინის არგუმენტი. ჰო, კიდევ , “ინტერნეტს შემდეგ თვეში ჩავრთავ, ახლა მაგის მაყუთი არ მაქვს”-ასეთი ბევრია

  41. Ketketa ამბობს:

    იაპონელების მიმართ დამოკიდებულება გაურკვეველია:)))
    რა გადასარევად გიწერია, დოდი!:))
    საოცარი ხალხი ვართ, ღმერთმანი.
    ჯამბაზები.

  42. addicted ამბობს:

    ჩემი დედამთილია შემოდგომის აზნაური :( რა ვუყო? :დ

  43. tatushka55 ამბობს:

    DODI, DGES VER MIVDIVART
    KVIRAS VER GAMIKETA MANQANA DIMAM IMITORO AR MUSHAOBDNEN XELOSNEBI
    GUSHIN DIMAS QONDA BEVRI SAQME
    XODA DGES MIKAVS :(
    MAGRAM ARA USHAVS, IMEDIA IQNEBA AMINDEBI DA CAVIDET KVIRAS

  44. piccolina ამბობს:

    აუ ეს ფულის სესხებები მკლავს :/ ჩემი ნათესავი მთელი ცხოვრება სესხულობს ფულს, რომ ოჯახის წევრებს უკიდეგანო სადაბადების დღეო სუფლები გაუკეთოს :/

    რამდენიმე კომენტარს გადავხედე და ასე მგონია, ხალხი ვერ მიხვდა, რაზეა საუბარი
    ან ნი ტო კომენტარები მომხვდა თვალში ))

  45. Dia ამბობს:

    უფ, გადავრჩი, არცერთი არ მახასიათებს :D:D:D:D :P:P:P:P:P:P:P:P:P:P:P:P:P:P

  46. Неуловимый Джо ამბობს:

    კაი იყო :))))))))))

  47. mwvane txa ამბობს:

    mtxovet da ro ar davtovo komentari,ar sheidzleba :D :) :) tu adamianshi devs ”tipoba”, man sheidzleba maisuri ”buwikshi” (:P) ar iyidos,magram im fuls arc gachirvebuls miscems. wava da vazhaze ”moishopingebs”.vot tak :P da kide benettonshi,me tu vinme mkitxavs,degeneratuli ragaceebi iyideba da turqetis bazrobaze isetebi gacilebit iafia :D :D :D chemma ert-ertma megobarma benettonshi iyida boti,mere ra rom mas fexis zoma 37 aqvs da is boti 42 iyo.samagierod daqalochkebshi chaetvala :p ase rom yvelam tavis ***** mixedos :) :p

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s