Fucked Hope

ვიყავით დღეს ”იმედში”.

კიდევ გამოსაცდელი ვადაო, 1 თვეო. უხელფასოდ, რა თქმა უნდა. მუღამი დამეკარგა, რა.  ამდენი გვცადეს, გვიყურეს, გვატრიალეს ცალკე ჩვენ, ცალკე ჩვენი გაკეთებული რაღაცეები და რით ვერ დაასკვნეს ბოლოს და ბოლოს, ვუნდივართ თუ არა? ახლა 1 თვე კიდევ უხელფასოდ რაღაცეები უნდა ვაკეთოთ და მერე გადაწყვეტენ -ახ, იყოს, არ გვინდა ჯერჯერობით თქვენი დახმარება!

თან ალბათ ჰგონიათ, რომ ოღონდ მანდ მოვხვდეთ და ყველაფერს ვიზამთ, ამიტომ არ ჩქარობენ დიდად. არადა მე რაღაცნაირად მკიდია, მითუმეტეს, რომ მართლა ბოლოს და ბოლოს აქეთ დაგვიკავშირდნენ, ჩვენ არ შევტენივართ. ყოველ გაკეთებულ ვიდეოზე ”აუ ძალიან კარგი იყო, ძალიან მოგვეწონა” იჩითება და მერე: ”იქნებ კიდევ გავაკეთოთ ეს, ეს და ეს?”

საბუნია ახალი ჩამოსულია და რაღაც უნდა, რომ ქნას, რათა თავისი აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება საკუთარ და გარშემომყოფთა თვალში სწორი გახადოს. ლეონარდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და მის ადგილას მეც მაგრად მენდომებოდა სადმე ეგეთ ადგილას მოხვედრა. ყვავა გაურკვევლადაა რამდენიმე სამსახურიდან, ამიტომ მასაც ნერვები ეშლება კიდევ +1-თვიან ვადაზე და მეც რაღაც მასე, 2 პროექტია, რაც მიდის, ნი2-ს გაძლიერებაზე ვფიქრობთ და კიდევ ერთი პროექტი თუ გამოვიდა, მაშინ ”იმედი” მითუმეტეს მკიდია. ამიტომ მეც ნერვებზე მშლის ეს იწილ-ბიწილო. მითუმეტეს, რომ ამ ”არ ვიცით, მოდით კიდევ ვცადოთ”-მა უნდა წაართვას დრო ჩემს მიმდინარე პროექტებს, ვილის და კიბორგას.

მოკლედ, ყველაფერი რა კარგად იწყებოდა და ბოლოს როგორ მივიდა ნერვების მოშლამდე ”იმედის” და ”ღამის შოუს” ხსენებაზეც კი. ახლა კი მივიღებ მონაწილეობას მორიგ სატესტო რუბრიკებში, მაგრამ მხოლოდ ნი2-ელების ხათრით.

_ _ _ _ _

ამ ბოლო დროს ძალიან მეილ-კონტაქტური გავხდი.

მაგალითად, რაიმე საიტზე შეცდომას რომ აღმოვაჩენ ხოლმე, ვეძებ საკონტაქტო მეილს და ვწერ.

ასევე დაუზარლად ვპასუხობ ქართულ სპამებს, რომლებიც რატომღაც დოდკა@დოდკა.გე-ზე მოდის შიგადაშიგ. პასუხის შინაარსი ძირითადად ერთია – ვხსნი, თუ რაოდენ უკიდურესად ტეხავს სპამი.

_ _ _ _ _

ჩასწორება: ახლა გავიღვიძე და ამ სათაურს რომ დავხედე, მივხვდი, რა დეპრესიულად ჟღერს. სინამდვილეში მინდოდა ”Fucking ‘Imedi” ყოფილიყო. :D

imed

ბლოგზე ამბების წერის უარყოფითი მხარე

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

35 Responses to Fucked Hope

  1. Cannabis ამბობს:

    ერთი თვეა რა – იდეები დააპატენტე რაც მთავარია, თუ უარს გეტყვიან რომ არ მოგპარონ :)

  2. Nikoloz ამბობს:

    არაფერია მეც შემხვედრია მსგავსი სიტუაციები ბევრგან მსურდა მუშაობა ხელოვნების კუთხით და ისიც კარგად ვიცი რომ ბევრზე ძლიერი პოტენციალი მაქვს მაგრამ იმათ ჩემებურად არ მოსწონთ მარტო თავისებურად მოწონთ ხოდა სულ არ ვნერვიულობ რადგან ის ვიცი რომ ჩემებურად იმათ არ შეუძლიათ და არც მე მათსებურათ მაგრამ თავარია მე ხომ ჩემებურად შემიძლია მიხვდი? :D

  3. unaamarga ამბობს:

    მთავარია, რომ მარტო მაგ სამსახურის იმედად არ ხარ და სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, დაიწყებ მანდ მუშაობას თუ ვერა. ისე კი, მესმის შენი გაღიზიანება, გაურკვევლობაზე საშინელი არაფერია.

  4. Cyborg ამბობს:

    დოდ:
    ჰმმმ… როგორ გითხრა ისე რო არ გეწყინოს.

    მარა ასე:
    მაშინვე გეუნებოდი რო მოემზადე 1-2 თვიან გამოსაცდელი პერიოდისთვის თქო, რამდენჯერმე გაგიმეორე ეგ თემა.

    შენ მაინც high expectation-ები გქონდა და…

    და ეხლა ვაფშე ფრუსტრირებული ხარ, არადა გუშინაც აგიხსენი რო შენ რო იყო ნაით-შოუ – არ აიყვანდი ეგრე ოპა მოდით აქ მეთოდით შენც და…

    მოკლედ იმედი იასნია საზიზღარი ხალხია, ფუფ, ფუფ, ფუფ, მარა მოლოდინების ქონა და მათი გაცრუება ყოველთვის ჩვენი ბრალია…

    • Bas ამბობს:

      კიბ,

      საქმე იმაშია, რომ ტიპები ზადნის აძლევენ გაურკვეველი მიზეზებით :) ძალიან მოგვწონხართო, იაო ესაო, მაგრამ ამინც ვერაო :)))

      რო ეთქვათ სლეები ხართო, ეგ ამაზე უფრო მისაღები იქნებოდა.

  5. ბაბისა ამბობს:

    ai xelfasiani gamosacdeli vada ro yofiliyo kide hoo :( awyobt ratomac ara, isini ras kargaven. mtavaria, rom romc ar gamovides, shen sxva ideebi dagegmebic gaqvs da matze ar xar mtlianad chamokidebuli, mara mainc texs :(

  6. Sweet Baby Girl ამბობს:

    ეეე…. ტეხავენ რა :(

  7. A_I ამბობს:

    თუ რამეს ღირსშესანიშნავს აკეთებეთ იმედია რად გინდათ? აგერ არია ყოუტუბე. თუ მოეწონა საზოგადოებას, ტვ-ში მოხვედრაც არ იქნება პრობლემა და არც პროექტის მონეტიზაცია. დრო და შრომა კი დასჭირდება… მაგაზე არაა ბაზარი.

    მთავარია იყოს პროდუქტი, იყოს კონტენტი. ტვ-ს დრო წავიდა. :)

  8. თაზო ამბობს:

    “იმედი” თავს იფასებს, ეგრეა რა. მოვა დრო და შენც დაიწყებ თავის დაფასებას, აი ნახავ თუ არა :) უცებ წარმოვიდგინე, რამდენიმე თვის მერე კონტრაქტის პირობებს თავად რომ უწესებ და წარბაწევით ესაუბრები იმედს, რუსთავს და ეგეთებს. ეუფ, გავუბერე ჩემებურად :დდდ

  9. provokatori ამბობს:

    შრომის სამართალში გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური დრო 6 თვეა, მაგრამ მაგრად აკაჩავებენ :შ ძალიან დიდი დროა 1 თვე ანაზღაურების გარეშე… ვითომ 10 – 15 დღეში ვერ შეძლებენ გაარკვიონ რისი მაქნისია? უF

  10. testest ამბობს:

    სხვათაშორის იმედი რომ გამოჩნდა, ვიფიქრე, რომ ცუდია ამ სასტავს თუ აიყვანენ, რადგან 1) ვეღარ მოიცლით ბლოგებისთვის და ნიორისთვის. 2) შუა ქალაქი ისედაც ბანძია, ცოტა ხანი შეეშველეობოდით, მერე მოგბერზრდებოდათ და გადაიწვებოდით და ისევ გაბანძდება და ამასობაში თქვენ “კარიერა” ახალი დასაწყები გექნებათ.

    დაიკიდეთ იმედი. თუ ფულს არ იხდიან, მითუმეტეს. რამ გააღორათ. :)

  11. testest ამბობს:

    ფულს თუ არ გადაგიხდიან ამ ერთ თვეში, უარი უთხარით. ნიორი გააძლიერეთ და მანდ რეკლამის განთავსებაზე იჩალიჩეთ.

  12. testest ამბობს:

    “მოლოდინების ქონა და მათი გაცრუება ყოველთვის ჩვენი ბრალია…”

    ჩვენი ბრალი კი არაა, ჩვენი სწორი საქციელია. ბუნებრივია, შრომას რომ გაწევ, ანაზღაურებას უნდა დაელოდო.

  13. Cyborg ამბობს:

    testest
    1. სად ცხოვრობ?
    2. დოდკას CV ტელევიზიებში მუშაობის გამოცდილების მხრივ გინახია?
    3. იმედი იცი რა ფირმაა?

    გეუნები იმედში რო მიდიხარ მოლოდინის ქონა რო გამოსაცდელი ვადის გარეშე აგიყვანენ – არის უტოპია და დაახლოებით იმავე რანგის ოცნება მე რო რაგბზე სეზონზე პირველ ვარჯიშზე მივდივარ და რო მგონია ხოლმე რო მეორე ვარჯიშზე რო მივალ უკვე ფორმას მომცემენ და ასნავნოიში დამასახელებენ…

    იცოდა დოდიმ რო გამოსაცდელი პერიოდი იქნებოდა და მაინც თვალს ხუჭავდა, უფრო მოელოდა “საოცრებას” ვიდრე იმას რაც კანონზომიერი იყო და ჯამში “ფრუსტრირდა” იმით რო მოხდა ის რაც კანონზომიერი იყო – ხოდა ვცდილობდი ამეხსნა რო “გატოვსია კ ხუდშემუ, ნადეისია ნა ხუდშეე” – ი ტაგდა ფრუსტრაციები არ მოგელის… :დ

    ი ნეჩევა მერე ამის გამო კიდე ვეშაწ ნოს და ემოციებს აყვე.

    ვინც არ იცის – დღეს უნდა წასულიყვნენ სცენარისტების შეკრებაზე, მარა ყველამ ისე ჩამოუშვეს ცხვირები რო არ წავიდნენ!!!

    არადა არ ქონოდათ იმის იმედი და მოლოდინი რაც შეუძლებელია, წყნარად ძალიან გაეხარდებოდათ რო ვაფშე დაუკავშირდნენ და გუშინდელი “თუ გინდათ მოდით სცენარისტების შეკრებაზე” – ისე გაკვრით ნათქვამად კი არ მოეჩვენებოდათ – არამედ დღეს ბედნიერები გაიქცეოდნენ აგვიყვანეს და სცენარისტებადაც დაგვპატიჟესო!

    მოკლედ… ვატრაკებ იასნია მარა არის სიმართლის დოზაც…

  14. Sandro Matiashvili ამბობს:

    eg nebismieri nacnobi me var uechveli :D:D:D

  15. addicted ამბობს:

    დოდ არასცენარისტიც მიყვარხარ :დ ეს ისე, მოკლედ თუ აყვანას ფიქრობდნენ მაინც დაგიკავშირდებიან თუ არადა 2თვის წინ სამომავლო გეგმებში სულაც არ გქონია ღამის შოუს სცენარისტობა :დ

  16. testest ამბობს:

    Cyborg

    funny. mezareba meti.

  17. antimelancholy ამბობს:

    ფრუსტრაცია ქართულად იმედ-გაცრუებას ნიშნავს :D :D :D რა სიმბოლურია

    ამ შემთხვევაში არ ვიცი, ამგრამ ზოგადად არ ა რის ცუდი როცა რაიმეს წამოწყებისას წარმატებაზე ხარ ორიენტირებული & არა ფიასკოზე.

    მნე პო ხუი განწყობით დაწყება არ შველის საქმეს, ეგეთი არც არასდროს გამოვა, მთავარია შენ თუ თავზე ფეხი დაიბიჯე & მაინც არ გამოვიდა მერე არ დაიწყო მოთქმა.

    დოდკა რომელ სართულზე ცხოვრობ? :D

  18. Riablo ამბობს:

    1. ეგ მაქსიმუმი იყო, რასაც ამ ეტაპზე გეტყოდნენ. ასე რომ, ფრუსტრირებული კი არა, გახარებული უნდა იყო – აგვიყვანეს. მე ველოდი, რომ დაპოსტავდი – “იცით, ბოდიში მაგრამ ამ ეტაპზე…”

    2. ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ძველი ბანგკოკური ანდაზაა. :D

    3. ერთი თვის მერე თუ გეტყვიან წადიო, მაინც არ უნდა დაგწყდეს გული – ცხოვრებაში რაც ყველაზე ფასეულია, იმას ყველა შემთხვევაში მიიღებ – გამოცდილებას.

    4. შანსი მოგეცა, რომ ანახო – რა შეგიძლია და რა არა. ეგეთი განწყობით კი ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. საქმეში თუ გული არ ჩადე, არაფერი იქედან არ გამოვა.

    ასე რომ, ცხვირი ზემოთ!

    პ. ს. ჯანელიძეს სტუდენტობაში “ყანჩა”-ს ვეძახდით დგომის მანერის გამო – შეგიძლია სადმე შუტკაში გაარჭო ;) :D :D :D

    • Bas ამბობს:

      საქმე იმაშია, რომ სამი ვიდეო ვანახეთ, 100%-ით ჩვენი გაკეთებული – სამივე მოეწონათ, მაგრამ მაინც… :) რავი.

  19. keti ამბობს:

    მგონი საკმარისი ტესტი ჩააბარეთ.
    მე შემდეგ ერთ თვეს აღარ ვივლიდი იქ, რადგან საბოლოო უარი კიდევ ერთი თვის გასვლის მერე საკუთარ თავზე სერიოზულად გამაბრაზებდა.
    თუ სურთ, დარეკავენ. მე ასე მგონია.
    სამწუხაროდ, ჩვენში ხშირად ხდება, რომ სამსახურის მსურველი მოცლილი ჰგონიათ, კიდევ შემხვეწ პოზიციაზე ხედავენ და პროცესს წელავენ.
    არ მგონია, სცენარისტების რიგი ჰქონდეთ. როგორც პოსტებიდან გავიგე, ერთი თქვენი ჯგუფია და კიდევ ორი ვიღაც. ჰოდა თუ რამე უნდათ, ისედაც დარეკავენ.

  20. Cyborg ამბობს:

    Riablo
    ეგრე რა, +100

  21. Leonard Shelby ამბობს:

    გამიტყდა დღეს მარტო მე ვიყავი ni2-ის სასტავიდან სცენარისტობაზე. არადა ყველას გელოდით. : ( რავი ჯობდა ალბათ მოსულიყავით და გეცადათ ისევ. დასაკარგი არავის არაფერი გვაქვს და არამგონია იქ დახარჯული 2 საათით ვინმეს რამე დაგვაკლდეს. პირიქით იქსფირიენსია.
    დღეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავიგე რომლებზეც პრივატულ საუბრებში მოგახსენებ და ახალი სცენარის მოფიქრებისთვის გამოგვადგება ძალიან.

  22. კუდა ამბობს:

    კაი, ერთი თვე გაძელი, ვილი და კიბორგა გაპატიებენ.

  23. Bas ამბობს:

    შენ წარმოიდგინე დოდ და ჩემს შეფასებაში შეცდი :) კაკრაზ ადღეს მთელი დღე მაგაზე ვფიქრობდი და ძალიან ამიცრუვდა გული. მე ლიჩნად *ლეზე მკიდია :) მართლა არ მაქვს საჩკაობის დრო, იანვარში სწავლა მეწყება და 5800$ მაქვს გადასხდელი რაღაც ნაწაილი მაინც უნდა მეჭიროს და სამსახურის ძებნა უკვე დავიწყე. თუ გინდათ გავაკეთოთ ეს ერთი ვიდეოც და ნუ მერე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ არა და დავაპაშოლოთ, მე ამ უკანასკნელს ვემხრობი, როცა ზადნის აძლევენ, თანაც გაუგებარი მოტივაციებით, ძალიან მიტყდება და თავმოყვარეობის ამბავიცაა, არ მევასება როცა ვინმეს ძალით ვეტენები. ჰოდა გადავწყვიტოთ და ისე ვქნათ, მე პირადად, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, იმას დავეთანხმები და სასტავ არ დავაღალატებ არც ერთ ვარიანთი :)

    ჩემს ”შემოქმედებით წვას” კი ბოლომდე აკმაყოფილებს ნი2-ზე ჩალიჩი. მითუმეტეს ჩვენი ნიშა ფაქტიურად დავიკავეთ და რაღაცას წარმოვაგდენთ, ასე რომ გარკვეულ ამბიციებსაც ედება ეს ყველაფერი წამლად :)

    აი ესაა ჩემი კომენტარი :)

  24. დავურეკო არველაძეს?

    მარა თქვენ ისეთი როჟები ჩანხართ მუქთად და ჩაწყობით მოსულ რამეებს არ აიღებთ!

    იიი ჩემნაიროოოოო!

  25. Cyborg ამბობს:

    Shelby – I’m proud of you

    ყველა დანარჩენებს, ნი2 ნიუსელებს და არა ნი2ნიუსელებს რომლებიც გამოვიდნენ, პირადად ჩემთვის სტრანნი, გამოსვლებით თემაზე “თუ მართლა ვუნდივართ თვითონ მოვლენ”:
    იასნია ყველას აქვს თავისი მოსაზრების ქონის უფლება, მე მარტო ჩემ თავზე შემიძლია ვილაპარაკო, მარა როგორც წესი მე როცა სადმე მივდივარ სამუშაოს ან ახალი კონტრაქტის მისაღებად – ყოველთვის ვცდილობ დავინახო ჩემი თავი – მისი თვალებიდან და მერე მისივე თვალებიდან აქეთ-იქეთაც მიმოვიხედო ხოლმე. დავინახო როგორ აფასებს ის თავის თავს, რა გარემოებები ახვევია გარშემო რაც მონაწილეობას მიიღებს მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.

    მერე დავფიქრდე მე(უკვე მე-მე) რამდენად მიღირს და მაინტერესებს ის საქმე რაზეც მივდივარ.

    ჯერ არასოდეს, 1 შემთხვევის გარდა, ჩემი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა რო მე მივსულიყავი, კონტრაქტის მისაღებად, არა სამუშაოს დასაწყებად რაც უფრო დაბალი დონეა მისი თვალიდან – არამედ სამუშაოს შესასრულებლად ესეიგი რო დაექირავებინა ჩვენი ფირმა – იმ ფირმას, და ჯერ არ ყოფილა რო “აუ მოდით თქვენი ჭირიმე” ყოფილიყოს… ყოველთვის არი რო შენ უნდა უმტკიცო, შენ უნდა უხსნა, ის უნდა იჯდეს მაღალ სკამზე და ეგონოს რო ძალიან ჭკვიანი და ძალიან გენიოსია და შენ ვიღაც ქვეწარმავალი სანტეხნიკი ხარ და უნდა დაარწმუნო რო ვანაში წყალი ჭირდება და თან რო ცხელი წყალიც ჭირდება, ცივიც ჭირდება, და კიდე ჯაკუზი – არსებობს და თუ უნდა დაუყენებ.

    ეგრეა, ეგრეა მთელ მსოფლიოში და ეგრეა აქაც(აქვე მინდა ჩავარტყა რო “ეს ხო მარტო ჩვენთან ხდება ასე” სიტუაცია არ არი), იმისთვის რო შენთან ირბინონ და გეხვეწონ “აუ ძალიან გთხოვ შენ გამიკეთე სააბაზანოო” – ძალიან, ძალიან, ძალიან განთქმული, სახელოვანი, გამოცდილი და ა.შ. ტიტულოვანი უნდა იყო შენს პროფესიაში(ფირმა ხარ თუ კერძო ხარ…)

    და ეგ არი იასნია ყველაზე იდეალური და მაგისკენ მიიღწვის ყველა ბიზნესი რო გახდეს ისეთი სახელოვანი, ისეთი ცნობადი, ისეთი გამოცდილი და ხარისხიანი რო იქეტ მოდიოდნენ – და აი მერე ფასების დადგენასაც შენ იწყებ, ვადებისაც და ყველაფრისაც.

    და მანამდე ეს თქვენი კეკლუცობა რო “აუ იცით ისა ჩვენ გენიოსები ვართ და ჩვენი გენიოსობა თუ ვერ დაინახეთ – წადით ნახუი ეეეე…” – არის გარდა ძეცკი სადობისა კიდე პირადად ჩემი აზრით შიში, მართლა გეუნებით არცერთ თქვენგანს არანაირი გამოცდილება იმ სამყაროში რომელიც შეგთავაზეს არ გაქვთ – განვლილი ტესტების მანძილზე ბევრმა კარგად ჩაიარა და ბევრმა ცუდად და თქვენც არ ხართ დარწმუნებული რამდენად და რა შეგიძლიათ (ეს გიღიარებით კიდეც პირად საუბრებში რო “მე ეს არ შემიძლიაო” – ყველას ცალ-ცალკე გითქვამთ ეს ფრაზა, ზოგს იმ კონტექსტში რო “სწრაფად ხუმრობა” არ ეხერხება, ზოგს “ძალით”, ზოგს ბრეინ შტორმინგის რეჟიმში და ა.შ.)

    ხოდა რატო გგონიათ რო ეს იმათმა ვერ დაინახეს? – იასნია დაინახეს, იასნია არც ისენი არ დარწმუნდნენ არც თქვენს გენიოსობაში და არც იმაში რო საშუალო დონის ხუმარები მაინც ხართ, ხუმარობის გარდა კიდე მეთოდურობა, სანდოობა რო 1 სეანსზე 5 სასაცილო ხუმრობას მაინც მოიფიქრებ და უამრავი სხვა რამეა საჭირო კიდე იმისთვის რო მაგ საქმეში აგიყვანონ.

    თქვენ კიდე იმის მაგიერ თქვენი ნაჩვენები performance სწორად შეგეფასებინათ და წარმატების პიკი თქვენ თვალში ყოფილიყო “დაგვირეკეს!” – რატომღაც მოინდომეთ იმათგან აღიარება და თვითშეფასების ამაღლება, რო დაგირეკავდათ გოგიჩა პირადად, დაგიჩოქებდათ და შეგეხვეწებოდათ – ჩაპლინის მერე ეგეთი არავინ დაბადებულა თქვენი ჭირიმე მოდითო…

    მოკლედ თქვენ თუ თავიდანვე არ გინდოდათ – just give it a try-ის ფარგლებში ნეხუია ბილო ვინუჟდაწ მინია 1 კვირა ბავშვის დედაც ვყოფილიყავი და მამაც. (ეტა იასნია აბრაშენიე ჩემ ცოლთან) და თუ ამდენი ენერგია ჩადეთ ნა ნაჩალნოი სტადიი – ნეხუია შას სდავაცცა.

    ასე მგონია მე.

    და თუ არ გინდოდათ ეს სცენარისტობა, იმედი და მატრაკვეცობა, ტადა თქვით რო არ გინდათ და არა ის რო “ჩვენ არ დაგვაფასეს”

    იმიტო რო გოგიჩა ვინცაა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, ის ალბათ მართო მიშიკოს აფასებს მის ზევით, ხოდა…

    ფაზანდას: რაც არ უნდა შეგთავაზონ – უარი არ თქვა, იასნია იმედს არ ვგულისხმობ, თავიდან ძალიან ძნელი იყო და ძალიან ვაჟნი იყო რამე მაინც მეკეთებია… მერე და მერე გამოჩნდება და დალაგდები…

    • Bas ამბობს:

      ბიჯო არაა მასე ვა, რატო არ გესმის შენ ე? :)

      სამი დედა მოტყნული ვიდეო გავუკეთეთ! სამივე დაევასათ, მაინც უკან იხევენ! გვინდიხართო, მაგრამ სად გამგიყენოთ არ ვიცითო და რაღაც ყლე ბაზარი რა!

    • Riablo ამბობს:

      საღოლ კიბორგ!

      მაგარი გამოცდილი და ნატანჯი კაცის სიტყვებია :D

      5 წლის წინ დავიწყე სოფტვეა ბიზნესი. 1500 დოლარის გულისთვის 1 წელი ვიმუშავეთ 2-მა კაცმა და 25-ჯერ მოგვიწია ზუგდიდში ჩასვლა.

      ახლა კი 5000 ევროზე ქვემოთ შეკვეთას ხელს არ ვკიდებთ და ორიოდე დღის წინ საერთოდ მომსახურებაზე უარი ვუთხარით კომპანიას, რომელიც 300 ევროზე ნაგლად გვევაჭრებოდა. პრესტიჟიც გვაქვს, თითქმის მონოპოლისტებიც ვართ, სერვისიც საუკეთესო და ხარისხიც ყველაზე მაღალი.

      მაგრამ აი ამათ შორის კი 5 წელი უმძიმესი კატორღული შრომა იყო.

      ასე რომ, რა ვიცი, 3 ვიდეო რომ გაუკეთეთ ვიღაცას და ეგრევე არ აგიყვანეს, ცოტა ისე ჟღერს რა… კიდევ რამდენი ეგეთი 3-ის გაკეთება მოგიწევთ, ვინ იცის, სანამ იქ მიხვალთ, სადაც ახლა გგონიათ თავი.

  26. Katten Försvann ამბობს:

    მაგარი უსირცხვილო ხალხია მე როგორც ვხედავ. უხელფასო გამოსაცდელი ვადა არის უბრალოდ უპატივისცემლობა და მეტი არაფერი. რა გამოდის იდეებს გაცლიან და არაფერს იხდიან.

    ფუ!

  27. Leonard Shelby ამბობს:

    საბა გუშჲნ ვიყავი მე ღამის შოუს სცენარისტობაზე ხოდა მანდ ჯანელამ თქვა, რომ ჩვენი ყველა ვიდეო კარგია, მაგრამ არა საეთერო იმიტომ რომ ჩვენ გვინდა გამოძიება რეალურ ამბავზეო. ეხლაც თუ რამეს მოიფიქრებთ რეალურ ისტორიაზე დააფუძნეთო. მუღამი მაგას აქვს რომ რაღაც ნაღდზე სისულელეებს ბაზრობო და არა პირიქით.
    მეც მაგრად გამიტყდა კიდევ ერთ თვეზე რომ დაიწყეს ბაზარი. იქ ვიყავით ყველანი და გამოსულებს სახეზე გვეტყობოდა როგორი “კმაყოფილებიც” ვიყავით, მაგრამ რომ დაგვირეკეს და პილოტ ვიდეოს გადაღებისათვის ცენარი დაგვაბარეს ეს ჩემი აზრით სერიოზული ნაბიჯია. კიბორგა სწორს ამბობს, არც მე და არც შენ მაგათ ადგილას ასე უცებ არ ავიყვანდი ხალხს. წარმოიდგინე ოთი კაცი ვართ და კონტრაქტები რომ გაგვიფორმონ საკმაოდ ნორმალური თანხა უნდა გამოყონ ბიუჯეტიდან. ეს თანხა რომ გაიმეტონ ჩვენ უნდა დავიმტკიცოთ, რომ ვღირვართ ამათ. სიმაყე და ეგეთ Emo რაღაცეებზე არ გინდა კიდევ საუბარი. ლოოლ არავინ არაფერს არ გვაძალებს, არც გვამცირებს და არაფერი ასეთი სირაკუზული კიდევ.
    ჩემი დაჟჲნებული თხოვაა რომ გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია, 1 თუ 2 ვიდეო იქნება და ვნახოთ შედეგი.

    • Bas ამბობს:

      არა კაცო, გვაკეთოთ ეს :)

      მე ჩემს განცდებს ვაფრქვევ უბრალოდ :)

  28. keti ამბობს:

    მომდევნო კომენტარები წავიკითხე :)
    განსხვავება იმაშია, რომ მათ იციან, “აბაზანა” რომ სჭირდებათ, თავად დაიწყეს ძებნა საჭირო ხალხის, იპოვეს ეს საჭირო ხალხი (სხვა არჩევანიც არ აქვთ), მოიწონეს მათი პოტენციალი და ახლა დროს წელავენ…

    კატორღული შრომა ღირს მაშინ, როცა იცი, რომ ის საქმე/პროფესია სულ მცირე მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე შენი მთავარი საქმე გახდება. თუ ეს უცებ შემოთავაზებული და ენთუზიაზმის მხოლოდ ამის შემდეგ გამჩენი (ამ შემთხვევაში) სცენარისტობაა, რომელზეც ადრე არასდროს გიფიქრია, თუ არ ხარ პროფესიით სცენარისტი, არც რაიმე ბაზისი გაქვს, არც დიდი პრეტენზიების ქონაა საჭირო, არც დიდი იმედების.
    ჩემი კომენტარი არ იყო/არის ემოციებზე და სიამაყეზე დაფუძნებული. მე შევაფასებდი ჩემს შესაძლებლობებს და მოთხოვნებს ჩემ თავთან და ისე გადავწყვეტდი.

    და თუ მიუხედავად გამოუცდელობისა, მაინც მოსაწონს აკეთებ…
    კიდევ სხვების გამოჩენის იმედი აქვთ? არ ვიცი.

  29. Andy ამბობს:

    რაღაცა ვიმაიმუნე :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s